„რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
14.07.2021
ავტორი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/68/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (4)
ერთი მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-07-20
ბიუროს ნომერი 79

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს 1 საკანონმდებლო მაცნე, №38, 15.07.2005, მუხ. 260) 7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. 2025 წლის 1 იანვრამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ ამ კანონის საფუძველზე მიღებული რეგულირების საფასურის ნაწილი, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით, ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მიიმართება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე, მისი ბიუჯეტის ფორმირების მიზნებისათვის, მისივე ფუნქციების შესასრულებლად.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის 71 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სსიპ - წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ ამ კანონის საფუძველზე მიღებული რეგულირების საფასურის ნაწილი მიიმართება სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე (მისი ბიუჯეტის ფორმირების მიზნისთვის, მისივე ფუნქციების შესასრულებლად). ამასთან, ეს ნორმა მოქმედებს 2022 წლის 1 იანვრამდე. აღნიშნული დანაწესის დადგენისას მისი მიზანი იყო სსიპ -გარემოს ეროვნული სააგენტოს, როგორც მარეგულირებელი ორგანოს ფინანსური დამოუკიდებლობის, ასევე, მისი მარეგულირებელი საჯარო ფუნქციის შესრულების უზრუნველყოფა. თუმცა აღსანიშნავია, რომ დადგენილი გარდამავალი პერიოდი (2022 წლის 1 იანვრამდე) არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ სსიპ - გარემოს ეროვნულ სააგენტოს მოეძიებინა სხვა ფინანსური წყაროები საკუთარი ბიუჯეტის ფორმირებისთვის. შესაბამისად, იმისთვის, რომ აღნიშნულმა უწყებამ სრულფასოვნად განაგრძოს საკუთარი უფლებამოსილებების/ფუნქციების განხორციელება, კვლავ საჭიროა მის ბიუჯეტში სსიპ - წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული რეგულირების საფასურიდან გარკვეული ნაწილის მიმართვა. აქვე აღსანიშნავია, რომ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 დეკემბრის N565 დადგენილებით დაფუძნდა სსიპ - წიაღის ეროვნული სააგენტო, რომელიც ჩაითვალა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს უფლებამონაცვლედ იმ მოთხოვნებისა და ვალდებულებების ნაწილში, რომელიც უკავშირდება სასარგებლო წიაღისეულის მართვას (მათ შორის, მასთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო ურთიერთობებს) და რეგულირების საფასურს. რამაც თავისთავად განაპირობა სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტის შემცირება. ვინაიდან, სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტის ძირითად წყაროს წარმოადგენდა სასარგებლო წიაღისეულის განკარგვის შედეგად მიღებული შემოსავლები. დღეის მდგომარეობით სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში შედის ისეთი ბუნებრივი რესურსის განკარგვა, რომლის რეგულირების წესიც საჭიროებს საფუძვლიან ცვლილებას და გარკვეულ შემთხვევებში, ახლებურად მოწესრიგებას. მათ შორის, რეგულირების საფასურის დაწესება/შემოღებას შესაბამის ბუნებრივ რესურსზე. ასევე, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ქვეყანაში წარმოადგენს ერთადერთ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის კომპეტენციაც მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური, გეოლოგიური პროცესებისა და გარემოს (ატმოსფერული ჰაერი, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლები, ზღვა, ნიადაგი) ხარისხობრივი მდგომარეობის მონიტორინგის სისტემების შექმნას და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფას; საქართველოს შავი ზღვის კონტინენტური შელფის, ტერიტორიული ზღვისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის იქთიოლოგიური, ჰიდრობიოლოგიური, მიკრობიოლოგიური და ზღვის ძუძუმწოვრების კვლევასა და მონიტორინგს; საქართველოს შავი ზღვის სანაპიროსა და შიგა წყალსატევების თევზების მარაგების შეფასებას და კვოტების განსაზღვრას და ა.შ. ხოლო, აღნიშნული უფლებამოსილების ეფექტურად, უწყვეტად განხორციელებას განაპირობებს სააგენტოს შესაბამისი, სტაბილური ფინანსური მდგომარეობის შენარჩუნება. რაც შესაძლებელი იქნება წინამდებარე ცვლილების განხორციელების შედეგად. სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს შემოსავლის წყაროს წარმოადგენს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირების საფასურის (ქაფშიის მოპოვების რეგულირების საფასური) და ეკონიმიკური საქმიანობით (ფასიანი მომსახურება) მიღებული შემოსავლები. რეგულირების საფასური წელიწადში შეადგენს დაახლოებით 1,275,000.00 ლარს, ხოლო ფასიანი მომსახურებით მიღებული შემოსავალი - 575,000.00 ლარს. სულ, დაახლოებით 1,850,000.00 ლარი. სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს გამართულ და ეფექტიან ფუნქციონირებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნისთვის. ამავდროს სააგენტოს მიერ აკუმულირებული შემოსავალი არ არის საკმარისი სააგენტოს მიერ დასახული მიზნებისა და სტრატეგიების განსახორციელებლად საჭიროა გაცილებით მეტი ფინანსური რესურსი და საჭიროებს დამატებით დაფინანსების წყაროს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლიდან სსიპ - გარემოს ეროვნულ სააგენტოს კიდევ დაემატება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის და გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტები, რაც თავის მხრივ განაპირობებს სააგენტოს მიერ წლის განმავლობაში გასაწევი ხარჯების გაზრდას. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გამო საჭიროა რეგულირების საფასურის შესახებ საქართველოს კანონში შევიდეს ცვლილება და სსიპ - წიაღის ეროვნული სააგენტოდან მისაღები შემოსავლის ვადა გაიზარდოს სამი წლით - 2025 წლის 1 იანვრამდე. აღსანიშნავია, რომ არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებითა და საჭიროებიდან გამომდინარე, 2022 წელს სსიპ - წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ ამ კანონის საფუძველზე მიღებული რეგულირების საფასურის ნაწილი, არანაკლებ 7,000,000 ლარის ოდენობით, მიიმართოს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე. შესაბამისად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იმისთვის, რომ სსიპ - გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, 2022-2024 წლებში, შეძლოს გამართული ფუნქციონირება და კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების ჯეროვანი შესრულება, სააგენტოს დაგეგმილი ბიუჯეტის სრულად ფორმირებისთვის საჭიროა შესაბამისი დამატებითი ფინანსური წყაროები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საჭიროა „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდეს ცვლილება და სსიპ - წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგულირების საფასურიდან მიღებული შემოსავლის ნაწილის სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოში მიმართვა გაგრძელდეს სამი წლით - 2025 წლის 1 იანვრამდე. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ სსიპ - წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგულირების საფასურის ნაწილის სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე მიმართვის ვალდებულება განსაზღვრულია „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონით. შესაბამისად, აღნიშნულ ვალდებულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილება ასევე უნდა მოწესრიგდეს ამ კანონით. ამასთან, ვინაიდან კანონპროექტი ეხება კანონში მითითებულ თარიღის/ვადის ცვლილებას (ნაცვლად 2022 წლის პირველი იანვრისა, მიეთითება 2025 წლის პირველი იანვარი). გარდა აღნიშნულისა, არსებითად მნიშვნელოვანია და მიმდინარე 2021 წელს კანონპროექტის ძალაში შესვლის საჭიროება განპირობებულია სწორედ 2022 წლის პირველი იანვრიდან სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ დაკისრებული ფუნქციების შეუფერხებლად და სრულყოფილად განსახორციელeბლად. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად დამატებით 3 წელი - 2025 წლის პირველ იანვრამდე, სსიპ - წიაღის ეროვნული სააგენტო, ამავე კანონის საფუძველზე მიღებული რეგულირების საფასურის ნაწილს მიმართავს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე (მისი ბიუჯეტის ფორმირების მიზნებისათვის, მისივე ფუნქციების განსახორციელებლად). შესაბამისად, მომდევნო წლებში უზრუნველყოფილი იქნება სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს ფინანსური დამოუკიდებლობა და მის მიერ რეგულირების საჯარო ფუნქციების ჯეროვანი შესრულება, მათ შორის, კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული ფუნქციების, შესაბამისი პროექტების/ღონისძიებების სრული მოცულობით განხორციელება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის კანონის 71 მუხლის მე-3 პუნქტში და დგინდება, რომ 2025 წლის პირველ იანვრამდე სსიპ - წიაღის ეროვნული ეროვნულ სააგენტოს მიერ ამ კანონის საფუძველზე მიღებული რეგულირების საფასურის ნაწილი - ყოველწლიურად არანაკლებ 7,000,000.00 ლარის ოდენობით, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით, ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მიიმართება სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე, მისი ბიუჯეტების ფორმირების მიზნებისათვის, მისივე ფუნქციების განსახორციელებლად. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ცვლილების დროულად ამოქმედება. წარმოდგენილი ცვლილებით გათვალისწინებული არ არის კანონისთვის უკუძალის მინიჭების საკითხი. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ამასთან, კანონპროექტით გათვალისწინებული, სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტის ფორმირებისთვის საჭირო შესაბამისი ფინანსური სახსრების გამოყოფა, 2022-2024 წლებში მოხდება „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სსიპ - წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული რეგულირების საფასურიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან რეგულირების საფასური, „რეგულირების საფასურის შესახებ“ კანონით, წარმოადგენს მარეგულირებელი ორგანოების ბიუჯეტების ფორმირების წყაროს. შესაბამისად, აღნიშნული საფასური არ მიიმართება სახელმწიფო ან/და ადგილობრივ ბიუჯეტში და უშუალოდ ხმარდება მარეგულირებელი ორგანოების მიერ რეგულირების ფუნქციის განხორციელებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან რეგულირების საფასური, კანონის მიხედვით, არ წარმოადგენს სახელმწიფო ან/და ადგილობრივ ამ ბიუჯეტის შემოსავლის წყაროს, შესაბამისად, ამ საფასურიდან მიღებული შემოსავლის განაწილების წესის ცვლილება ამ ბიუჯეტებზე გავლენას ვერ იქონიებს. კანონპროექტის მიღებას გავლენა ექნება სსიპ - წიაღის ეროვნული სააგენტოს და სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტებზე, ვინაიდან სსიპ - წიაღის ეროვნული სააგენტო, მის მიერ მიღებული რეგულირების საფასურის ნაწილს მიმართავს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტში და აქედან გამომდინარე, ამ ოდენობით თანხით 2022-2024 წლებში შემცირდება მისი შემოსავლები, ხოლო სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს შემოსავლები, შესაბამისად, გაიზრდება აღნიშნული თანხით. ორივე სააგენტოს შემოსავლები იბეგრება კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ამ ცვლილებას გავლენა არ ექნება. აქვე აღსანიშნავია, რომ სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს 2022-2024 წლების ბიუჯეტში დაგეგმილი არის 1,850,000.00 ლარი საკუთარი შემოსავლები. აქვე გასათვალისწინებელია, რომ სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს 2021 წლის დაზუსტებული ბიუჯეტი შეადგენს 17,948,000 ლარს (მათ შორის, ბიუჯეტიდან დაფინანსება 5,325,000 ლარი, საკუთარი სახსრები - 12,623,000 ლარი (საიდანაც 7,000,000 ლარი შეადგენს სსიპ - წიაღის ეროვნული სააგენტოდან გადმოცემულ თანხას). შესაბამისად, 2021 წელს სააგენტოს დაფინანსების 39%-ს შეადგენს სსიპ - წიაღის ეროვნული სააგენტოდან მიღებული სახსრები. 2022 წელს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი დაგეგმილია 25,444,000 ლარის ოდენობით. აქედან, საბიუჯეტო სახსრები - 5,000,000 ლარი, საკუთარი სახსრები - 10,725,000 ლარი (მათ შორის, 1,275,000 ლარი - ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის გადახდილი რეგულირების საფასური, 575,000 ლარი - სააგენტოს მიერ ფასიანი მომსახურების გაწევიდან მიღებული შემოსავალი). 2023 წელს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი დაგეგმილია 17,294,000 ლარის ოდენობით. აქედან, საბიუჯეტო სახსრები - 6,000,000 ლარი, საკუთარი სახსრები - 10,725,000 ლარი (მათ შორის, 1,275,000 ლარი - ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის გადახდილი რეგულირების საფასური, 575,000 ლარი - სააგენტოს მიერ ფასიანი მომსახურების გაწევიდან მიღებული შემოსავალი). 2024 წელს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი დაგეგმილია 19,352,000 ლარის ოდენობით. აქედან, საბიუჯეტო სახსრები 6,000,000 ლარი, საკუთარი სახსრები - 10,725,000 ლარი (მათ შორის, 1,275,000 ლარი - ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის გადახდილი რეგულირების საფასური, 575,000 ლარი სააგენტოს მიერ ფასიანი მომსახურების გაწევიდან მიღებული შემოსავალი). ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან წარმოდგენილი პროექტის თანახმად ის ფუნქციები, რომელსაც ახორციელებდა სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტო, გადანაწილდება სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებს შორის. კანონპროექტის თანხმად რესურსები გადანაწილდება იმგავარად, რომ არ გამოიწვიოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გაწევის საჭიროება. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს გამართულ საქმიანობაზე. კერძოდ, სააგენტოს მიეცემა შესაძლებლობა, 2025 წლამდე, სრულად მოახდინოს ბიუჯეტების ფორმირება და შესაბამისად, შეუფერხებლად და ეფექტიანად განახორციელოს მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციები. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე ზეგავლენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან და მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.