საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ხატია წილოსანის, გოგი მეშველიანის, ნინო ლაცაბიძის, ირაკლი ზარქუას, ალექსანდრე დალაქიშვილის, ედიშერ თოლორაიას, ირაკლი ხახუბიას, ნოდარ ტურძელაძის და დავით კაჭარავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/86; 23.06.2021) საქართველოს კანონის პროექტების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
14.07.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
ნომერი
#2-9748/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-07-15
ბიუროს ნომერი 77

📜 ტექსტი

წერილი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი 2-9748/21 14-07-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2021 წლის 28 ივნისის N72/3 გადაწყვეტილებით საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს განსახილველად გადმოეცა (წამყვანი კომიტეტი) საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ხატია წილოსანის, გოგი მეშველიანის, ნინო ლაცაბიძის, ირაკლი ზარქუას, ალექსანდრე დალაქიშვილის, ედიშერ თოლორაიას, ირაკლი ხახუბიას, ნოდარ ტურძელაძისა და დავით კაჭარავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი შემდეგი საქართველოს კანონის პროექტები: ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/86; 23.06.2021). აღნიშნული კანონის პროექტების განხილვის ვადა კომიტეტებისთვის, რომელთა დასკვნა სავალდებულოა, განისაზღვრა 2021 წლის 19 ივლისამდე. იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების მომართვის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 107-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ, აღნიშნული კანონის პროექტების განხილვისათვის დადგენილი ვადის 30 დღით გაგრძელებას. დანართი: 2 ფურცელი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-9476/21 12-07-2021 გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს, ქალბატონ მაია ბითაძეს ქალბატონო მაია, თქვენთვის როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები (N07-3/80; 16.06.2021); აგრეთვე საქართველოს კანონის პროექტი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები (N07-3/86; 23.06.2021). აღნიშნული კანონპროექტების განმხილველ ერთ-ერთ კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, ხოლო წამყვან კომიტეტად − გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი. მათი განხილვის ვადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტისთვის განსაზღვრულია 2021 წლის 12 ივლისი (N073/80 საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის შემთხვევაში) და 19 ივლისი (N07-3/86 საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის შემთხვევაში). აღნიშნული კანონპროექტების სრულყოფილად მომზადებისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვის მიზნით, გთხოვთ, უზრუნველყოთ მათი საკომიტეტო განხილვის ვადების 30 დღით გაგრძელება. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-9468/21 09-07-2021 საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს ქალბატონ მაია ბითაძეს საქართველოს პარლამენტის ბიუროს N72/3, 28.06.2021 გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს სავალდებულოდ განსახილველად გადმოეცა საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ხატია წილოსანის, გოგი მეშველიანის, ნინო ლაცაბიძის, ირაკლი ზარქუას, ალექსანდრე დალაქიშვილის, ედიშერ თოლორაიას, ირაკლი ხახუბიას, ნოდარ ტურძელაძისა და დავით კაჭარავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/86; 23.06.2021). აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის სავალდებულო წესით განხილვის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 19 ივლისამდე. ვინაიდან, ობიექტურ მიზეზთა გამო, მითითებულ ვადაში საკითხის განხილვას კომიტეტი ვერ ახერხებს, გთხოვთ უზრუნველყოთ დასახელებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის გაგრძელება 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge