საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი გია ცაცაშვილისა და ლელა ტალიურის კანდიდატურების (№07-1/7; 09.07.2021) შესახებ

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
16.07.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-9855/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-07-18
ბიუროს ნომერი 78

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-9868/21 16-07-2021 საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს, ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 15 ივლისის კომიტეტის სხდომაზე მოუსმინა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატებს − გია ცაცაშვილსა და ლელა ტალიურს და განიხილა მათი კანდიდატურების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი (N07-1/7; 09.07.2021). გიგზავნით კომიტეტის დასკვნას ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. დანართი: 3 გვერდი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-9855/21 16-07-2021 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი გია ცაცაშვილისა და ლელა ტალიურის კანდიდატურების შესახებ (N07-1/7; 09.07.2021) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 15 ივლისის კომიტეტის სხდომაზე მოუსმინა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატებს − გია ცაცაშვილსა და ლელა ტალიურს და განიხილა მათი კანდიდატურების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი (N07-1/7; 09.07.2021). I. ზოგადი მიმოხილვა 2021 წლის 9 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში საქართველოს პარლამენტს, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 1961 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარუდგინა გია ცაცაშვილისა და ლელა ტალიურის კანდიდატურები. 2021 წლის 12 ივლისს საქართველოს პარლამენტის ბიურომ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განსაზღვრა აღნიშნულ ვაკანტურ თანამდებობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის არჩევის საკითხის განმხილველ კომიტეტად. 2021 წლის 15 ივლისს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, განიხილა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის აღნიშნული კანდიდატების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი და მოუსმინა კანდიდატებს კომიტეტის სხდომაზე. თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge II. კომიტეტის შეფასება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „ცესკოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა საარჩევნო კომისიაში პარტიის მიერ დანიშნული წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან მისი წარმომადგენელი, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს1 და აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.“ საქართველოს საარჩევნო კოდექსის იმავე მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ცესკოს წევრად არ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს: − პირი, რომელსაც არ აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი; − პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 4 წლის განმავლობაში; − პირი, რომელიც სასამართლომ საქართველოს ცნო საარჩევნო ადმინისტრაციულ კანონმდებლობის სამართალდამრღვევად, დარღვევის – გამო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში; − ნასამართლევი პირი; − საარჩევნო სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი, მისი წარმომადგენელი; − დამკვირვებელი. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი ცესკოს წევრობის ზემოაღნიშნული კანდიდატების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენისა და კანდიდატების კომიტეტის სხდომაზე მოსმენის შემდეგ კენჭი უყარა თითოეულ კანდიდატს. კენჭისყრის შედეგად კანდიდატებმა მიიღეს შემდეგი რაოდენობის ხმები: ა) გია ცაცაშვილი − 10 ხმა (მოიპოვა კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა); 1 „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „პირი მოხელედ არ მიიღება, თუ: ა) იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისათვის; ბ) იგი საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომისათვის და დისციპლინური გადაცდომისათვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ არის გასული; გ) მან სამსახურში მიღებისას არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს; დ) მას სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს საჯარო სამსახურში შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება; ე) იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.“ ბ) ლელა ტალიური − 3 ხმა (ვერ მოიპოვა კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა). III. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად კომიტეტის სხდომაზე მოუსმინა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატებს − გია ცაცაშვილსა და ლელა ტალიურს, განიხილა მათი კანდიდატურების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი (N07-1/7; 09.07.2021) და ჩატარებული კენჭისყრის შედეგად საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ცაცაშვილის კანდიდატურას. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ასარჩევად რეკომენდაცია გაუწია გია