საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ გიორგი სანტურიანის არჩევის საკითხი
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი გიორგი კალანდარიშვილისა და გიორგი სანტურიანის კანდიდატურების (№07-1/9; 09.07.2021)
- საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი გიორგი კალანდარიშვილისა და გიორგი სანტურიანის კანდიდატურების (№07-1/9; 09.07.2021) დასკვნა
- საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილის არჩევის საკითხი წარდგინება
- საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ გიორგი სანტურიანის არჩევის საკითხი (ეს პროექტი) წარდგინება
📋 განხილვის ეტაპები
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი (1)
✓ 2 ✗ 10
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
სხდომაზე განსახილველი პროექტი (2)
✓ 4 ✗ 11
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
სხდომაზე განსახილველი პროექტი (3)
✓ 3 ✗ 8
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
სხდომაზე განსახილველი პროექტი (4)
✓ 4 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2021-07-15
კომიტეტის სხდომის ნომერი 41
📜 ტექსტი
ამონაწერი სხდომის ოქმიდან
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის
ოქმი N41
15.07.2021
სხდომას უძღვებოდა: ანრი ოხანაშვილი - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარე;
სხდომის მდივანი: ნია ლეჟავა - აპარატისთანამშრომელი;
სხდომას ესწრებოდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები: ანრი ოხანაშვილი,
დავითმათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, შალვა პაპუაშვილი (უფლებამონაცვლე),
გურამ მაჭარაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ალექსანდრე ტაბატაძე, ნინო იობაშვილი,
მიხეილ სარჯველაძე, ირაკლი ბერაია, პაატა მანჯგალაძე, ლევან ბეჟაშვილი,
თეიმურაზ ჯანაშია, ლევან იოსელიანი, იაგო ხვიჩია, ფრიდონ ინჯია.
სხდომა გახსნა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა. მან დაადასტურა
სხდომის უფლებამოსილებისთვის საჭირო კვორუმის არსებობა და კომიტეტის
წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგი. კომიტეტის ყველა წევრმა მხარი დაუჭირა
სხდომის დღის წესრიგს.
სხდომის დღის წესრიგი
1. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო
კომისიის წევრობის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი გია
ცაცაშვილისა
და
ლელა
ტალიურის
კანდიდატურების
საქართველოს
კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხის განხილვა და მათი კომიტეტის
სხდომაზე მოსმენა (07-1/7; 09.07.2021);
2. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო
კომისიის წევრობის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი თამარ
სართანიას და მაია ზარიძის კანდიდატურების საქართველოს კანონმდებლობასთან
შესაბამისობის საკითხის განხილვა და მათი კომიტეტის სხდომაზე მოსმენა (07-1/8;
09.07.2021);
3. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო
კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი გიორგი
კალანდარიშვილისა და გიორგი სანტურიანის კანდიდატურების საქართველოს
კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხის განხილვა და მათი კომიტეტის
სხდომაზე მოსმენა (07-1/9; 09.07.2021).
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
შესაბამისად კომიტეტის სხდომაზე მოუსმინა საქართველოს პრეზიდენტის მიერ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ
თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატებს − გია ცაცაშვილსა და ლელა
ტალიურს, განიხილა მათი კანდიდატურების საქართველოს კანონმდებლობასთან
შესაბამისობის საკითხი და ჩატარებული კენჭისყრის შედეგად საქართველოს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად
რეკომენდაცია გაუწია გია ცაცაშვილის კანდიდატურას.
კენჭისყრის შედეგად კანდიდატებმა მიიღეს შემდეგი რაოდენობის ხმები:
გია ცაცაშვილი:
მომხრე - 10;
წინააღმდეგი - 0;
ლელა ტალიური:
მომხრე - 3;
წინააღმდეგი - 0;
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
შესაბამისად კომიტეტის სხდომაზე მოუსმინა საქართველოს პრეზიდენტის მიერ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე
ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატებს − გიორგი კალანდარიშვილსა და გიორგი
სანტურიანს, განიხილა მათი კანდიდატურების საქართველოს კანონმდებლობასთან
შესაბამისობის საკითხი და ჩატარებული კენჭისყრის შედეგად საქართველოს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად
რეკომენდაცია გაუწია გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას.
კენჭისყრის შედეგად კანდიდატებმა მიიღეს შემდეგი რაოდენობის ხმები:
გიორგი კალანდარიშვილი:
მომხრე - 10;
წინააღმდეგი - 0;
გიორგი სანტურიანი:
მომხრე - 4;
წინააღმდეგი - 0;
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
შესაბამისად კომიტეტის სხდომაზე მოუსმინა საქართველოს პრეზიდენტის მიერ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ
თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატებს − თამარ სართანიას და მაია
ზარიძეს, განიხილა მათი კანდიდატურების საქართველოს კანონმდებლობასთან
შესაბამისობის საკითხი და ჩატარებული კენჭისყრის შედეგად საქართველოს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად
რეკომენდაცია გაუწია მაია ზარიძის კანდიდატურას.
კენჭისყრის შედეგად კანდიდატებმა მიიღეს შემდეგი რაოდენობის ხმები:
თამარ სართანია:
მომხრე - 3;
წინააღმდეგი - 1;
მაია ზარიძე:
მომხრე - 10;
წინააღმდეგი - 0.
კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი
სხდომის მდივანი ნია ლეჟავა