საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის დასკვნა ააიპ „ჩხარის მომავალი“-ს (450 მოქალაქე) მიერ წარმოდგენილ სოფელ ჩხარისათვის დაბის სტატუსის აღდგენის თაობაზე (№1-9331/21; 06.07.2021) პეტიციასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
18.07.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი
ნომერი
#2-9898/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-07-20
ბიუროს ნომერი 79

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი 2-9898/21 18-07-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის დასკვნა ააიპ „ჩხარის მომავალი“-ს (450 მოქალაქე) მიერ წარმოდგენილ პეტიციაზე სოფელ ჩხარისათვის დაბის სტატუსის აღდგენის თაობაზე (№1-9331/21; 06.07.2021) საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა 2021 წლის 18 ივლისს, კომიტეტის სხდომაზე განიხილა ააიპ „ჩხარის მომავალი“-ს (450 მოქალაქე) მიერ წარმოდგენილი პეტიცია სოფელ ჩხარისათვის დაბის სტატუსის აღდგენის თაობაზე. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია დაბის, როგორც მოსახლეობის განსახლების პირველადი ტერიტორიული ერთეულის, დასახლების კატეგორიის სტატუსი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს, რომ დასახლების შექმნისა და გაუქმების, დასახლებისთვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭებისა და შეცვლის, აგრეთვე დასახლების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის წესებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 1 ივლისს მიიღო დადგენილება „დასახლების შექმნისა და გაუქმების, დასახლებისთვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭებისა და შეცვლის, აგრეთვე დასახლების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის წესების დამტკიცების შესახებ“. ზემოაღნიშნული დადგენილების მე-3 მუხლის 1-ლი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge პუნქტის შესაბამისი თანახმად დასახლების კატეგორიის ადმინისტრაციული შექმნის/გაუქმების, მინიჭების/შეცვლის, საზღვრების შეცვლის დასახლებისათვის აგრეთვე შესახებ დასახლების საქართველოს მთავრობისათვის, ამ წესის შესაბამისად, მიმართვის უფლება აქვს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საკუთარი ან მუნიციპალიტეტის ინიციატივით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა მიიღო საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 203-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება, აღნიშნული პეტიციის რეგიონული ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გაგზავნის შესახებ. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი განვითარებისა და