„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
I მოსმენა
✓ 83 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 3
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (4)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-07-26
ბიუროს ნომერი 81
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი
1.
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ.
421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 17418 მუხლი:
„მუხლი 17418. ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების
ორგანიზაციის, სხვა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური
სიმბოლოს ან შესაბამისი სახელმწიფოს ეროვნული სიმბოლოს შებღალვა
1.
ევროპის
კავშირის,
ჩრდილოატლანტიკური
ხელშეკრულების
ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს ან იმ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის
ოფიციალური სიმბოლოს შებღალვა, რომლის წევრიც არის საქართველო ,აგრეთვე
იმ სახელმწიფოს ეროვნული სიმბოლოს შებღალვა, რომელთანაც საქართველოს
აქვს დიპლომატიური ურთიერთობა და რომელიც აღმართულია ან გამოფენილია
საჯარო
დაწესებულებებზე,
საჯარო
დაწესებულების
წინ
ან
საჯარო
დაწესებულების შენობაში
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარით.
2.
ამ
მუხლით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის
მიერ ამავე მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ჩადენა −
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2000 ლარით ან ფიზიკური
პირის ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
2. 209-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
ორგანოები
საქმეებს,
განიხილავენ
რომლებიც
გათვალისწინებულია ამ კოდექსის 4210, 583, 861, 1071 –1073, 1075, 108-ე, 1141, 1142, 116ე–1163, 118-ე–119-ე და 120-ე–123-ე მუხლებით, 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის
125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა), 127-ე მუხლით, 1271 მუხლის პირველი–მე-2, მე-6
და მე-7 ნაწილებით, 128-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1291 მუხლით,
131-ე
მუხლით
(საავტომობილო
ტრანსპორტზე
ჩადენილი
სამართალდარღვევებისთვის), 134-ე, 135 −135 , 139 , 152 და 152 მუხლებით, 1536
2
4
5
7
8
1
მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 155-ე, 167-ე და 170-ე მუხლებით, 171ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1711 მუხლით (ყველა დაწესებულების
(გარდა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და პენიტენციური დაწესებულებისა),
სატრანსპორტო
საშუალების
(გარდა
რკინიგზის,
საზღვაო
და
საჰაერო
ტრანსპორტისა) მძღოლის, რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის
მესაკუთრის/მფლობელის, აგრეთვე ფიზიკური პირის მიმართ (გარდა ფიზიკური
პირის მიერ რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი სამართალდარღვევისა)), 17415
მუხლით (გარდა ამ კოდექსის 17415 მუხლის მე-4 ნაწილისა), 17416−17418, 1761 და 1763
მუხლებით, 177-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე12 და მე-13 ნაწილებისა), 17715 და 181-ე მუხლებით, 1811 მუხლის პირველი
ნაწილითა და 1813, 1821, 1822, 190-ე და 1902−1911 მუხლებით.“;
ბ) 21 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. ამ კოდექსის 4210, 861, 1142, 1527 და 1528 მუხლებით, 1536 მუხლის
პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1711 მუხლით (ყველა დაწესებულების (გარდა
საქართველოს
თავდაცვის
ძალებისა
და
პენიტენციური
დაწესებულებისა),
სატრანსპორტო საშუალების (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო
ტრანსპორტისა) მძღოლის, რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის
მესაკუთრის/მფლობელის, აგრეთვე ფიზიკური პირის მიმართ (გარდა ფიზიკური
პირის მიერ რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი დარღვევისა)) და 17417, 17418,
17715, 190-ე და 1902 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
ჩადენისას,
თუ
შესაბამისი
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ამ
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს
ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს.“.
3. 239-ე მუხლის მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. ამ კოდექსის 4210, 45-ე, 451, 583, 81-ე, 861, 1002, 107-ე, 1075, 1141, 1142, 116-ე–
1163 და 118-ე−123-ე მუხლებით, 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის
მე-16 ნაწილისა), 127-ე მუხლით, 1271 მუხლის პირველი–მე-2, მე-6 და მე-7
ნაწილებით, 134-ე, 1352−1354, 1395, 150-ე, 1527, 1528 და 1533 მუხლებით, 1536 მუხლის
მე-2 და მე-5 ნაწილებითა და 166-ე, 167-ე, 173-ე, 17314, 17315, 1741, 17415, 17416−17418,
1752, 1761, 1763, 177-ე, 1771, 17715, 180-ე–183-ე, 190-ე, 1902, 191-ე და 1991 მუხლებით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას
შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საქართველოს
შინაგან საქმეთა ორგანო, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
2
სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის 45-ე, 451, 166-ე და 1972 მუხლებით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას
შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
3
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, კონსტიტუციურმა
ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა
ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში
საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
კონსტიტუციის აღნიშნული ნორმის სულისკვეთებიდან და ევროპის კავშირის,
ჩრდილოატლანტიკური
ხელშეკრულების
ორგანიზაციის,
საერთაშორისო
ორგანიზაციების (რომელთა წევრიც არის საქართველო), სხვა სახელმწიფოთა
(რომელთანაც
საქართველოს
აქვს
დიპლომატიური
ურთიერთობა)
პატივისცემიდან გამომდინარე, მათი სიმბოლოების შებღალვის პრევენციის
მიზნით, მიზანშეწონილია, დადგინდეს პასუხისმგებლობა.
კანონპროექტის მიზანია ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური
ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს ინტეგრაციის პროცესისა და იმ
საერთაშორისო ორგანიზაციების ღირებულებებისა და ფასეულობების დაცვა,
რომელთა წევრიც არის საქართველო, აგრეთვე იმ სახელმწიფოებთან
დიპლომატიური ურთიერთობების დაცვა, რომლებთანაც საქართველოს აქვს
ასეთი ურთიერთობები (ამ სახელმწიფოებში არ მოიაზრება ის ქვეყნები, რომლებიც
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას აღიარებენ
(მაგალითად, რუსეთი, ნიკარაგუა, სირია, ვენესუელა, ნაურუ)).
კანონპროექტით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით არსებობს
ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა, მათ შორის, ევროპის კავშირის ქვეყნებში.
მეტიც, კანონპროექტით განსაზღვრული ქმედებები ამ ქვეყნების ნაწილში
დანაშაულია; მაგალითად, 2020 წლის 24 ივნისს გერმანიის სისხლის სამართლის
კოდექსში განხორციელებული ცვლილების შედეგად დასჯადი გახდა ევროპის
კავშირის დროშის, სხვა ქვეყნების დროშებისა და სახელმწიფო სიმბოლოების
შებღალვა.1 გერმანიის ბუნდესტაგში წარდგენილი კანონის პროექტის
განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ აღნიშნული კანონის მიღების მიზანია
„გერმანიისთვის ევროპის კავშირის განსაკუთრებული მნიშვნელობა,“ ხოლო სხვა
ქვეყნების ოფიციალური სიმბოლოების შებღალვისთვის სისხლისსამართლებრივი
1
გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსი, 15.05.1871, § 90a.
იხ: https://www.gesetze-im-internet.de/stgb/BJNR001270871.html
1
პასუხისმგებლობის დადგენის მიზეზად „სხვა სახელმწიფოების რეპუტაციისა და
დიპლომატიური ურთიერთობების დაცვა და განმტკიცება“ არის მითითებული.2
მსგავს პრაქტიკას ვხვდებით ესტონეთის კანონმდებლობაშიც. ესტონეთის სისხლის
სამართლის კოდექსის 249-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად,
პირს, რომელიც დახევს, დააზიანებს, შებღალავს ან სხვაგვარად შელახავს
საზღვარგარეთის ქვეყნის ან საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალურ
სიმბოლოს, შეეფარდება ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე.
იგივე ქმედება, ჩადენილი იურიდიული პირის მიერ, ისჯება ჯარიმით.3
მსგავს პრაქტიკას ასევე ვხვდებით ავსტრიის, ლიეტუვას, საბერძნეთის, დანიისა და
ევროპის კავშირის წევრი სხვა ქვეყნების კანონმდებლობაში. მართალია,
წარმოდგენილი კანონპროექტით განსაზღვრული ქმედება ევროპის მთელ რიგ
ქვეყნებში დანაშაულია, თუმცა საქართველოში მსგავსი ქმედების ჩადენისთვის
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დგინდება, რაც განპირობებულია იმ
გარემოებით, რომ ასეთი ქმედებების ჩადენა არ ხდება ინტენსიურად.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტით დგინდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ევროპის
კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ოფიციალური
სიმბოლოს ან იმ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს
შებღალვისთვის, რომლის წევრიც არის საქართველო, აგრეთვე იმ სახელმწიფოს
ეროვნული სიმბოლოს შებღალვისთვის, რომელთანაც საქართველოს აქვს
დიპლომატიური ურთიერთობა და რომელიც აღმართულია ან გამოფენილია
საჯარო დაწესებულებებზე, საჯარო დაწესებულების წინ ან საჯარო
დაწესებულების შენობაში. აქედან გამომდინარე, საჭიროა ცვლილების შეტანა
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად ხელი შეეწყობა ევროპის კავშირის,
ჩრდილოატლანტიკური
ხელშეკრულების
ორგანიზაციის
ოფიციალური
სიმბოლოს ან იმ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს
შებღალვის პრევენციას, რომლის წევრიც არის საქართველო, აგრეთვე იმ
სახელმწიფოს ეროვნული სიმბოლოს შებღალვის თავიდან აცილებას, რომელთანაც
საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
2
https://perma.cc/42YZ-EXHG
ესტონეთის სისხლის სამართლის კოდექსი,06.06.2001, § 249.
იხ: https://www.riigiteataja.ee/en/eli/522012015002/consolide
3
2
კანონპროექტით
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსს ემატება 17418 მუხლი, რომლის თანახმადაც:
− ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის
ოფიციალური სიმბოლოს ან იმ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის
ოფიციალური სიმბოლოს შებღალვა, რომლის წევრიც არის საქართველო,
აგრეთვე იმ სახელმწიფოს ეროვნული სიმბოლოს შებღალვა, რომელთანაც
საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა და რომელიც აღმართულია
ან გამოფენილია საჯარო დაწესებულებებზე, საჯარო დაწესებულების წინ ან
საჯარო დაწესებულების შენობაში, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას
1000 ლარით.
− იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის
დაჯარიმებას 2000 ლარით ან ფიზიკური პირის ადმინისტრაციულ პატიმრობას
15 დღემდე ვადით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
ვინაიდან კანონპროექტით წესდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა,
კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება ამოქმედდება გამოქვეყნებიდან
მე-15 დღეს. კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
ასეთი არ არსებობს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს დამატებითი ხარჯების გაღებას სახელმწიფო
ბიუჯეტიდან. იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტით გათვალისწინებული
საკანონმდებლო ცვლილებების პრაქტიკაში აღსრულების შედეგად საჭირო გახდა
ფინანსური ხარჯების გაღება, აღნიშნული ფინანსური ხარჯები დაიფარება
3
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების
ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე გაზრდის მიმართულებით, რადგან კანონპროექტი ითვალისწინებს
ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაწესებას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტით
გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილებების პრაქტიკაში აღსრულების
შედეგად საჭირო გახდა ფინანსური ხარჯების გაღება, აღნიშნული ფინანსური
ხარჯები დაიფარება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის
გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტს გავლენა ექნება იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებიც ამ
კანონპროექტით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენენ; კერძოდ, ფიზიკურ
პირებს ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრებათ ჯარიმა 1000 ლარის
ოდენობით ან ქმედების განმეორების შემთხვევაში 2000 ლარის ოდენობით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
4
კანონპროექტით შესაბამისი ქმედების ჩადენისთვის გათვალისწინებულია
ადმინისტრაციული სახდელი − ჯარიმა. კანონპროექტით დადგენილი ჯარიმის
ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული იქნა შესაბამისი ქმედების სიმძიმე.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის გავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
5
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კახაბერ კუჭავა- საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ნინო შავგულიძე- საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი
თენგიზ შარმანაშვილი- საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კახაბერ კუჭავა-საქართველოს პარლამენტის წევრი
ალექსანდრე ელისაშვილი-საქართველოს პარლამენტის წევრი
ფრიდონ ინჯია-საქართველოს პარლამენტის წევრი
ხათუნა სამნიძე-საქართველოს პარლამენტის წევრი
ნიკოლოზ სამხარაძე-საქართველოს პარლამენტის წევრი
ბადრი ჯაფარიძე-საქართველოს პარლამენტის წევრი
6