„დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ" შემდგომში - „დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ"
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ" შემდგომში - „დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ"
- „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ" შემდგომში - „დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ" (ეს პროექტი) რეზოლუციის პროექტი
- „დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ" საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის თაობაზე" საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 91 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-07-26
ბიუროს ნომერი 81
📜 ტექსტი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
,,დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ“
საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია რეზოლუციის შესახებ:
ა.ა) რეზოლუციის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეზოლუციის პროექტი:
რეზოლუციის მიზანია, რომ მეათე მოწვევის პარლამენტმა კვლავ დაადასტუროს, რომ ქვეყნის
დეოკუპაცია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა
საქართველოს უმთავრეს ამოცანას და პრიორიტეტს წარმოადგენს.
ამასთანავე, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული
რეგიონების
ანექსიის
პროცესის
გააქტიურებამ მნიშვნელოვნად
გაძლიერებამ
და
ჰიბრიდული
საომარი
გაამწვავა უსაფრთხოების გარემო და
იარაღების
ჰუმანიტარული
მდგომარეობა COVID-19-ის კონტექსტში, იკვეთება აღნიშნული საგანგაშო პროცესების მიმართ
საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებისა და მისი ყურადღების მიპყრობის საჭიროება.
რეზოლუცია წარმოაჩენს რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციისა და ანექსიის
პოლიტიკის საწინააღმდეგოდ მტკიცე ქმედებების განხორციელების მნიშვნელობას
საქართველოში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სივრცესა და ფართო შავი ზღვის რეგიონში
მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
რეზოლუციაში
ასახულია
ისეთი
საკითხები,
როგორებიცაა
ქვეყნის
სუვერენიტეტის
განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა საერთაშორისოდ
აღიარებული საზღვრების ფარგლებში, რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების −
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის − ოკუპაციისა და მათი ანექსიისკენ
მიმართული ნაბიჯები,
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ
პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების ხაზგასმა,
საქართველოს პარლამენტის მზაობა, იმუშავოს საერთაშორისო საკანონმდებლო ორგანოებსა
და საპარლამენტო ასამბლეებთან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების
დასაცავად ძალისხმევის კოორდინაციის გაძლიერების მიზნით და სხვა.
რეზოლუცია კარგი შესაძლებლობაა დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი
მოგვარებისადმი საქართველოს პარლამენტის ერთიანი ხედვისა და ამ საკითხთან
დაკავშირებით პოლიტიკური პარტიების ერთსულოვნების წარმოსაჩენად.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად რეზოლუციის პროექტის მიღების აუცილებლობა:
1
საქართველოს პარლამენტი, როგორც უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რეზოლუციის
მიღებით ერთსულოვნად დაუჭერს მხარს ქვეყნის დეოკუპაციასა და კონფლიქტის მშვიდობიან
მოგვარებას და მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, დაიკავოს თანამიმდევრული და
გადამწყვეტი პოზიცია რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციისა და ანექსიის
პოლიტიკის საწინააღმდეგოდ.
ა.ბ) რეზოლუციის მოსალოდნელი შედეგები:
რეზოლუცია წარმოაჩენს საქართველოს პარლამენტის ერთიან ხედვას ქვეყნის დეოკუპაციასა
და კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებით და ხელს შეუწყობს საქართველოს
ოკუპირებული რეგიონების საკითხის საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში
შენარჩუნებას; აგრეთვე, იგი უფრო მეტ ლეგიტიმაციას შესძენს საქართველოს მთავრობის მიერ
აღნიშნული მიმართულებებით მიმდინარე აქტივობებს.
ა.გ) რეზოლუციის პროექტის ძირითადი არსი:
რეზოლუცია
ადასტურებს,
რომ
საქართველოს
სუვერენიტეტის
განმტკიცება
და
ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენა მის საერთაშორისოდ აღიარებულ
საზღვრებში, საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და იძულებით გადაადგილებულ
პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება
საქართველოს უპირველესი პრიორიტეტია.
ამასთანავე, რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების − აფხაზეთისა და
ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის − ოკუპაციას და მათი ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებს,
მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, მოახდინოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ
ოსეთის დეოკუპაცია, გააუქმოს მათი ე. წ. დამოუკიდებლობის უკანონო აღიარება, შეწყვიტოს
ეთნიკურ ნიადაგზე ძალადობა და დანაშაულების ჩადენა და კონსტრუქციულად ჩაერთოს
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში.
რეზოლუცია დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, განავითაროს
დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საერთო ეროვნული ხედვა და
ინკლუზიური და ყოვლისმომცველი პოლიტიკა.
რეზოლუციით
საქართველოს
პარლამენტი
მიმართავს
საერთაშორისო
საზოგადოებას,
დაიკავოს თანამიმდევრული, ერთიანი და გადამწყვეტი პოზიცია რუსეთის მიერ
განხორციელებული ოკუპაციისა და ანექციის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ და გამოხატავს
მზადყოფნას, გააგრძელოს ინტენსიური და პროაქტიული თანამშრომლობა საერთაშორისო
საკანონმდებლო ორგანოებსა და საპარლამენტო ასამბლეებთან ამ მიმართულებით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
2
ეს ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი რეზოლუციის პროექტის მიმართ (რეზოლუციის
პროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ);
ა.ე) რეზოლუციის
პროექტის ძალაში შესვლის თარიღის
შერჩევის პრინციპი, ხოლო
რეზოლუციისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
2021 წლის აგვისტოში სრულდება 13 წელი 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის
დაწყებიდან. სასურველია, რეზოლუციის სახით საქართველოს პარლამენტის პოზიცია ამ
პერიოდისთვის უკვე იყოს დაფიქსირებული. ამიტომ რეზოლუციის პროექტი ძალაში შევიდეს
მიღებისთანავე. ამასთანავე, რეზოლუციის პროექტი არ ითვალისწინებს რეზოლუციისათვის
ან მისი ცალკეული ნორმისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) რეზოლუციის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს რეზოლუციის დაჩქარებული წესით განხილვას):
რეზოლუციის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი რეზოლუციის
პროექტის ინიციატორების მიერ.
ბ) რეზოლუციის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(რეზოლუციის პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) რეზოლუციის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
რეზოლუციის მიღება არ არის დაკავშირებული რაიმე სახის ხარჯების დაფინანსებასთან.
ბ.ბ) რეზოლუციის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
რეზოლუციის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) რეზოლუციის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
რეზოლუციის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, რეზოლუციის პროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
რეზოლუციის პროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
3
ბ.ე) რეზოლუციის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება რეზოლუციის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
რეზოლუციით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
რეზოლუციის პროექტი არ გამოიწვევეს რაიმე სახის ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის,
რომლებზეც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) რეზოლუციის პროექტის დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის
პრინციპი:
რეზოლუციის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე რეზოლუციის პროექტის გავლენის შეფასება:
რეზოლუციის პროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) რეზოლუციის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) რეზოლუციის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
რეზოლუციის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) რეზოლუციის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
რეზოლუციის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
რეზოლუციის
პროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება რეზოლუციის პროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
რეზოლუციის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა
და
შეთანხმებებს.
რეზოლუციის
პროექტის
მომზადება
არ
არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
4
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) რეზოლუციის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო რეზოლუციის პროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) რეზოლუციის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება რეზოლუციის პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება რეზოლუციის პროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
რეზოლუციის პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) რეზოლუციის პროექტის ავტორი:
რეზოლუციის პროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრი, პარლამენტის
თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა, საქართველოს პარლამენტის წევრი, პარლამენტის
თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი და საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის მოადგილე ლევან მახაშვილი.
ვ) რეზოლუციის პროექტის ინიციატორი:
რეზოლუციის პროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები - კახაბერ
კუჭავა, გიორგი ვოლსკი, არჩილ თალაკვაძე და ნიკოლოზ სამხარაძე.
5
რეზოლუციის პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია
დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ
საქართველოს პარლამენტი:
ხელმძღვანელობს რა საქართველოს ეროვნული ინტერესებით;
მხარს უჭერს რა საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და საერთაშორისო საზოგადოების
საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს;
ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებს,
საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს, მათ შორის, საქართველოს კანონს
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“;
მიესალმება რა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას დავაზე
„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ (II), რომელმაც დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაცია,
როგორც საქართველოს რეგიონების − აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ
ოსეთის − ოკუპაციისა და ამ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი
სახელმწიფო, პასუხისმგებელია რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის 2008 წლის
აგვისტოს ომის დროს და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდგომ
პერიოდში მომხდარ ადამიანის უფლებათა უხეშ და პერმანენტულ დარღვევებზე;
ეხმიანება რა საქართველოს პარლამენტის რეზოლუციას „რუსეთის ფედერაციის მიერ
ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში
დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ“;
გამოხატავს რა ღრმა შეშფოთებას რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების −
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის − საერთაშორისო სამართლის
ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების, გაეროს ქარტიისა და ჰელსინკის დასკვნითი
აქტის უხეში დარღვევის შედეგად ოკუპაციის გამო, რაც უგულებელყოფს წესებზე
დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს;
დიდი შეშფოთებით, ხაზგასმით აღნიშნავს რა, რომ ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღისა
და ეთნიკურ ქართველთა სახლების განადგურების შედეგად საქართველოს რეგიონებიდან −
აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან − დევნილი ასობით ათასი
იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი მოკლებულია ფუნდამენტურ
უფლებას, უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნდეს საკუთარ სახლში;
ადასტურებს რა ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის
შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისადმი, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ძალის
1
არგამოყენების ვალდებულებისადმი საქართველოს ერთგულებას და ამასთან დაკავშირებით
ხაზგასმით აღნიშნავს რა საქართველოს მისწრაფებას, განახორციელოს ინკლუზიური და
ყოვლისმომცველი, სამშვიდობო პოლიტიკა, რათა წარმატებით მოხდეს საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის
მშვიდობიანი მოგვარება, აგრეთვე საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებთა შერიგების,
ჩართულობის და მათ შორის, ნდობის აღდგენის კუთხით პროგრესის მიღწევა;
პოზიტიურად აფასებს რა ამერიკის შეერთებული შტატების ასიგნებათა კონსოლიდირებულ
აქტს, რომელიც კრძალავს იმ სახელმწიფოს მთავრობის დაფინანსებას, რომელმაც აღიარა
რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა ან/და
მათთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა,
1. ადასტურებს, რომ საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული
მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,
საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და იძულებით გადაადგილებულ პირთა და
ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება საქართველოს
კანონიერი უფლება, სტრატეგიული მიზანი და უპირველესი პრიორიტეტია.
2. ერთხმად და მტკიცედ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების − აფხაზეთისა
და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის − ოკუპაციას და მათი ანექსიისკენ მიმართულ
ნაბიჯებს,
მათ
შორის,
ოკუპირებულ
რეგიონებთან
გაფორმებულ
ე.წ.
„ხელშეკრულებებს“, რომლებიც სრულად უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის
ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და
ტერიტორიულ მთლიანობას და ძირს უთხრის მშვიდობასა და უსაფრთხოებას
საქართველოში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სივრცესა და ფართო შავი ზღვის
რეგიონში.
3. აცხადებს, რომ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ძალისმიერი
მეთოდებით შეცვლისა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების − აფხაზეთისა და
ცხინვალის/სამხრეთ
ოსეთის
−
სეგმენტებზე რუსეთ-საქართველოს
სახელმწიფო
საზღვრის ცალმხრივი დელიმიტაციის ნებისმიერი მცდელობა უკანონოა და უხეშად
არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს; ამასთან დაკავშირებით
ხაზგასმით
აღნიშნავს,
რომ
ოკუპირებულ
რეგიონებში
მდებარე
კონკრეტული
ნაწილების, მათ შორის, გაგრის მუნიციპალიტეტის სოფელ აიბღას, დე ფაქტო
ანექსიისკენ მიმართული ნებისმიერი ნაბიჯი არის მიუღებელი და უკანონო და მას,
საერთაშორისო სამართლის თანახმად, ვერანაირი სამართლებრივი შედეგი ვერ ექნება.
4. მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპანტ ძალას, დაუყოვნებლივ, სრულად
და უპირობოდ გაიყვანოს თავისი ყველა სამხედრო და უსაფრთხოების ძალები
საქართველოს ტერიტორიიდან და მოახდინოს საქართველოს რეგიონების − აფხაზეთისა
და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის − დეოკუპაცია; სრულად შეასრულოს
ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის
2
შესახებ
შეთანხმება,
შესაძლებელი
გახადოს
საქართველოს
ამ
ორ
რეგიონში
უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, დაუშვას საქართველოს
ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლა და
ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების
შეუზღუდავი ხელმისაწვდომობა.
5. მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, გააუქმოს საქართველოს რეგიონების − აფხაზეთისა
და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის − ე. წ. დამოუკიდებლობის უკანონო აღიარება
და დე-ფაქტო რეჟიმებთან გაფორმებული ე.წ. „ხელშეკრულებები“;
6. კიდევ ერთხელ მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, მიიღოს შემზღუდავი
ზომები იმ მთავრობების მიმართ, რომლებიც არღვევენ საქართველოს სუვერენიტეტსა
და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
7. მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე
შეწყვიტოს უკანონო ქმედებები, მათ შორის, სამხედრო წვრთნები, მავთულხლართებისა
და სხვა ხელოვნური ბარიერების უკანონო გავლება, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ
უკანონო დაკავებების განხორციელება; უზრუნველყოს ირაკლი ბებუას და უკანონოდ
დაკავებულ საქართველოს სხვა მოქალაქეთა დაუყოვნებლივ გათავისუფლება; გახსნას
ე.წ. გამშვები პუნქტები და შესაძლებელი გახადოს ადგილობრივი მოსახლეობის
თავისუფალი
გადაადგილება;
შეწყვიტოს
ქართველების
ეთნიკური
ნიშნით
დისკრიმინაცია და კულტურული მემკვიდრეობის მიზანმიმართული განადგურება და
დაზიანება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე − აფხაზეთსა და ცხინვალის
რეგიონში/სამხრეთ ოსეთში − ქართული კვალის წაშლის მიზნით; ეთნიკურ ქართველებს
არ შეუზღუდოს
მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება; აცხადებს, რომ
აღნიშნული ქმედებები ახანგრძლივებს კონფლიქტს, საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და
სტაბილურობას, ხელს უშლის ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების
გამოყენებას
და
უარყოფით
გავლენას
ახდენს
ადგილობრივი
მოსახლეობის
ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, რისი შედეგიცაა დესტაბილიზაცია მთელ
რეგიონში.
8. მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ეთნიკური ნიშნით ძალადობა და
დანაშაულების ჩადენა საქართველოს რეგიონებში − აფხაზეთსა და ცხინვალის
რეგიონში/სამხრეთ ოსეთში − და აღმოფხვრას ნებისმიერი დაბრკოლება არჩილ
ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას, დავით ბაშარულისა და ირაკლი კვარაცხელიას
მკვლელობების საქმეებში დაუსჯელობის დასრულებისა და დამნაშავეების
მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის გზაზე.
9. მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას,
ფორმატებისთვის ძირის გამოთხრა
შეწყვიტოს სამშვიდობო მოლაპარაკებების
და კონსტრუქციულად ჩაერთოს ჟენევის
საერთაშორისო დისკუსიებში, რომლის თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირი,
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის
ორგანიზაცია;
კონფლიქტით
დაზარალებული
3
ადამიანების
მნიშვნელოვან
უსაფრთხოებისა
და
ჰუმანიტარულ
პრობლემებთან
დაკავშირებით
იპოვოს
გრძელვადიანი გამოსავალი და მიაღწიოს ხელშესახებ შედეგებს მოლაპარაკებების დღის
წესრიგში არსებულ ძირითად საკითხებზე; ხაზგასმით აღნიშნავს აფხაზეთსა და
ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმებისა
და ყველა იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის საკუთარ სახლებში
ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისთვის პირობების შექმნის
მნიშვნელობას; ასევე ხაზგასმით აღნიშნავს ყოველთვიური ინციდენტების პრევენციისა
და მათზე რეაგირების მექანიზმების ძირითადი პრინციპების სრული პატივისცემით,
რეგულარულად და ეფექტიანად ფუნქციონირების საჭიროებას და მოითხოვს 2018
წლიდან შეჩერებული გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების
მექანიზმის უპირობო აღდგენას.
10. მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილებას, განავითაროს
დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საერთო ეროვნული ხედვა და
ინკლუზიური და ყოვლისმომცველი პოლიტიკა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის
გადაწყვეტისა და საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები საზოგადოებების
შერიგების, ჩართულობის და მათ შორის ნდობის აღდგენის კუთხით პროგრესის
მიღწევის მიზნით; აგრეთვე, მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაინტერესებული
მხარეების ჩართულობით შეიმუშავოს ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის
ეროვნული სტრატეგია.
11. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გააგრძელოს აქტიური დიპლომატია და მჭიდრო
თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიების საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში შეინარჩუნოს და მოახდინოს
საერთაშორისო ძალისხმევის შემდგომი კონსოლიდაცია საქართველოს ტერიტორიების
დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის.
12. მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, დაიკავოს თანამიმდევრული, ერთიანი და
გადამწყვეტი პოზიცია რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციისა და ანექსიის
პოლიტიკის საწინააღმდეგოდ, რაც ერთადერთი გზაა საქართველოში, აღმოსავლეთ
პარტნიორობის
სივრცესა და ფართო შავი
ზღვის რეგიონში
მშვიდობისა
და
უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
13. მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, დაიმოწმოს და ეფექტიანად გამოიყენოს
რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს ომსა და მის
შედეგებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
გადაწყვეტილება, როგორც საქართველოს რეგიონებში − აფხაზეთსა და ცხინვალის
რეგიონში/სამხრეთ ოსეთში − რუსეთის მიერ ოკუპაციის განხორციელებისა და
ადამიანის უფლებების დარღვევის ადმინისტრაციული პრაქტიკის წინააღმდეგ
ბრძოლის საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტი.
14. ადასტურებს მზადყოფნას, გააგრძელოს ინტენსიური და პროაქტიური თანამშრომლობა
საკანონმდებლო ორგანოებსა და საპარლამენტო ასამბლეებთან როგორც ორმხრივ, ისე
4
მრავალმხრივ ფორმატებში, რათა მოახდინოს ძალისხმევის კოორდინაცია წესებზე
დაფუძნებული
საერთაშორისო
სისტემისა
ფუნდამენტური ნორმების დასაცავად.
5
და
საერთაშორისო
სამართლის