საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი 2021 წლის 30 ივნისი-7 ივლისს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში (OSCE PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ჰიბრიდულ ფორმატში მუშაობის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-07-26
ბიუროს ნომერი 81
📜 ტექსტი
წერილი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
2-10198/21
23-07-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ეთერ სვიანაიძეს
გიგზავნით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში (OSCE PA) საქართველოს პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაციის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში ა. წ.
30 ივნისს -7 ივლისს ჰიბრიდულ ფორმატში მუშაობის ანგარიშს.
დანართი: 4 ფურცელი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ნიკოლოზ სამხარაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ვიზიტი
ავსტრიის რეპუბლიკის დედაქალაქ ვენაში და მონაწილეობა კომბინირებულ დისტანციურ
ღონისძიებებში
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია 2021
მივლინების ანგარიში
მივლინების ადგილი: ქ. ვენა, ავსტრიის რესპუბლიკა
მივლინების თარიღი: 2021 წლის 30 ივნისი - 7 ივლისი
მივლინების მიზანი: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 2021 წლის ყოველწლიური სესიის
მუშაობაში მონაწილეობის მიღება
ღონისძიების ფორმატი: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია 2021
ჩატარდა ჰიბრიდულ ფორმატში
დელეგაციის შემადგენლობა:
1.
ნიკოლოზ სამხარაძე - დელეგაციის ხელმძღვანელი;
2.
მაკა ბოჭორიშვილი - დელეგაციის წევრი (დისტანციურად);
3.
გელა მიქაძე - დელეგაციის წევრი (დისტანციურად);
4.
მერი გოგოლაძე- დელეგაციის მდივანი.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია 2021 ჩატარდა ჰიბრიდულ
ფორმატში. ასამბლეის სამივე კომიტეტის (პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხთა,
ეკონომიკურ და ეკოლოგიურ საკითხთა და ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის
საკითხთა) სხდომა გაიმართა დისტანციურ ფორმატში - 30 ივნისიდან 2 ივლისის
ჩათვლით. რაც შეეხება ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომასა (5 ივლისს) და
პლენარულ სესიას (6 ივლისს), ამ ღონისძიებებს, ორგანიზაციის საერთაშორისო სამდივნოს
მიერ დაწესებული დროებითი შეზღუდვების გამო, ფიზიკურად ესწრებოდნენ მხოლოდ
დელეგაციის ხელმძღვანელი - ნ. სამხარაძე და მდივანი - მ. გოგოლაძე. დელეგაციის
წევრები - მ. ბოჭორიშვილი და გ. მიქაძე დისტანციურად იღებდნენ მონაწილეობას 6
ივლისს ჩატარებული პლენარული სხდომის მუშაობაში.
სესია გაიხსნა 30 ივნისს მესამე კომიტეტის (ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის
საკითხთა) სხდომით. კომიტეტის მომხსენებელმა, კარი ჰენრიკსენმა წარადგინა ანგარიში
სფეროში არსებული ვითარების თაობაზე, რის შემდეგაც გაიმართა დებატები. დებატებში
მონაწილეობა მიიღო ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთოს
საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა. მან თავის
გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კოვიდ პანდემიით გამოწვეულ
გლობალურ პრობლემებზე, მათ საპასუხოდ მულტილეტარიზმის გაძლიერებასა და
სამომავლოდ საერთო ძალისხმევისა და ერთიანი სტრატეგიის შემუშავების
აუცილებლობაზე. კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა რეგიონში რუსეთის მხრიდან
მომდინარე საფრთხეებზე, საოკუპაციო რეჟიმების მიერ ზაზა გახელაძისა და
საქართველოს სხვა მოქალაქეების უკანონო დაკავებაზე. მან აგრეთვე ხაზი გაუსვა რუსეთის
პროვოკაციული სვლების აღმოსაფხვრელად საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან
აქტიური ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობას.
ამავე საკითხებზე გაამახვილა ყურადღება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარემ და ეუთოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ
სამხარაძემ 2 ივლისს გამართულ პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე:
„საერთაშორისო საზოგადოება ძლიერად უნდა აღუდგეს წინ რუსეთის აგრესიულ
ქმედებებს როგორც საქართველოში, ასევე ზოგადად, ეუთოს სხვა წევრ ქვეყნებში. რუსეთმა
უკან უნდა წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის
აღიარება და შეასრულოს 2008 წლის აგვისტოში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ნაკისრი
ვალდებულებები, რათა კავკასიაში მშვიდობა დამყარდეს.“ სხდომაზე, რომელსაც
დელეგაციის ხელმძღვანელი ონლაინ რეჟიმში ესწრებოდა, განიხილეს ანგარიში ეუთოს
ქვეყნებში მიმდინარე უსაფრთხოების საკითხებზე. დოკუმენტი წარადგინა კომიტეტის
მომხსენებელმა, ლაურინას კასიუნასმა. ანგარიშის ერთი ქვეთავი ეხებოდა რუსეთის მიერ
საქართველოს რეგიონების ოკუპაციას. ნიკოლოზ სამხარაძემ ასევე ისაუბრა რუსეთის
მხრიდან განხორციელებულ ყოველდღიურ პროვოკაციებზე - ბორდერიზაციასა და
მავთულხლართების აგებაზე, გადასასვლელი პუნქტების დახურვაზე, გატაცებებსა და
ეთნიკურ დისკრიმინაციაზე.
საპასუხოდ, რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელმა, ფედერაციის საბჭოს საგარეო
საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გრეგორი კარასინმა განაცხადა, რომ ნიკოლოზ
სამხარაძის მიერ დაყენებული საკითხების განხილვა უნდა მოხდეს ჟენევის საერთაშორისო
მოლაპარაკებების ფარგლებში - კონსტრუქციულ და არა ურთიერთბრალდებათა
გარემოში, ხოლო, დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ სლუცკიმ
კი განაცხადა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პოლიტიკურ რუკაზე გაჩენა
საქართველომ საკუთარ თავს უნდა დააბრალოს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დაგმეს აშშ-ის,
რუმინეთის, ესპანეთისა და საფრანგეთის დელეგაციების წარმომადგენლებმა.
ასამბლეის პლენარულ სესიას 6 ივლისს წერილობით მიმართეს ნიკოლოზ სამხარაძემ და
მაკა ბოჭორიშვილმა.
ნიკოლოზ სამხარაძემ ასამბლეის დელეგატებს მოუწოდა განსაკუთრებული ყურადღება
გაემახვილებინათ ზაზა გახელაძისა და ცხინვალისა და სოხუმის ციხეებში უკანონოდ
დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების საკითხებზე, რომელთაც განაჩენი
არარსებული საზღვრის დარღვევისთვის გამოუტანეს. საქართველოს მუდმივმოქმედი
საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა 2008 წლის ცეცხლის
შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, რუსეთის მხრიდან საქართველოს
ტერიტორიული მთლიანობის დარღვევასა და სიტუაციის დესტაბილიზაციას
პროვოცირებას.
მან ასევე აღნიშნა საქართველოს უპრეცედენტო საერთაშორისო სამართლებრივი
გამარჯვება
რუსეთის
წინააღმდეგ
ადამიანის
უფლებათა
ევროპულ
სასამართლოში, რომელმაც ისტორიული განაჩენი გამოიტანა და დაადასტურა
რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ეფექტური
კონტროლი;
რუსეთის
პასუხისმგებლობა
საქართველოს
მოქალაქეების
მკვლელობაზე, წამებაზე, არასათანადო მოპყრობაზე, მათი სახლების ძარცვასა და
გადაწვაზე; დევნილთა და ლტოლვილთათვის თავიანთ სახლებში დაბრუნების
უფლების ჩამორთმევაზე: „უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო
საზოგადოებამ სათანადო ყურადღება გაამახვილოს ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს (ECHR) განაჩენზე და ეფექტურად გამოიყენოს ეს
სამართლებრივი
ბერკეტი
იმისთვის,
რომ
კიდევ
უფრო
გაძლიერდეს
საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე, რათა ამ უკანასკნელმა შეწყვიტოს ჩვენი ქვეყნის
უკანონო ოკუპაცია და ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევა,“ - აღნიშნულია
მიმართვაში.
„მსურს, გამოვეხმაურო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საქართველოსა და მისი
პარტნიორების შუამავლობით მიღწეულ ბოლოდროინდელ მნიშვნელოვან
შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანმა გაათავისუფლა სომხეთის 15
დაკავებული მოქალაქე, სომხეთის მხრიდან ნაღმების განლაგების ამსახველი რუკის
სანაცვლოდ. საქართველომ შეასრულა შუამავლის მნიშვნელოვანი როლი ჩვენს ორ
მეზობელს შორის და კვლავაც აპირებს, ხელი შეუწყოს სტაბილური და უსაფრთხო
გარემოს შექმნას რეგიონში“, - აღნიშნულია მიმართვაში.
„საჭიროა საერთაშორისო საზოგადოების აქტიური მონაწილეობა, რუსეთსაქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და რუსეთის მიერ
2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად
შესრულებისთვის. ბოლო რამდენიმე წელმა ნათლად აჩვენა, რომ შავი ზღვის
რეგიონი ხშირად ხდება დაპირისპირებათა ეპიცენტრი. რუსეთის მიერ ჩადენილი
უკანონო ქმედებები საკმაოდ საშიშ სახეს აძლევს შავი ზღვის უსაფრთხოების
მომავალს. ამიტომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმ მთავარ უსაფრთხოების
გამოწვევებთან გამკლავება, რომლის წინაშეც ამჟამად ვდგავართ,” - აღნიშნულია
საქართველოს
პარლამენტის
ევროპასთან
ინტეგრაციის
კომიტეტის
თავმჯდომარის მიერ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისადმი გაგზავნილ
მიმართვაში. აქვე, საუბარია ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და
თავისუფლებების
დაცვის
მნიშვნელობასა
და
მათი
ეფექტიანი
უზრუნველყოფისთვის საჭირო ძალისხმევაზე.
მაკა ბოჭორიშვილი 2021 წლის 5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს
ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „ძალადობის ადგილი არ არის საქართველოში.
ძალადობის თითოეულ ფაქტს მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
საქართველო არის ევროპული და ევროატლანტიკური ფასეულობების ერთგული“.
ღონისძიების დასასრულს
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თანამდებობის
პირები აირჩიეს, მათ შორის - ასამბლეის პრეზიდენტად შვედეთის
წარმომადგენელი, მარგარეტა სედერფელტი.
7 ივლისს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ
სამხარაძე ვენაში,
ავსტრიის
პარლამენტში, ავსტრია-სამხრეთ კავკასიის
მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, გუდრუნ კუგლერს და მეგობრობის ჯგუფის
წევრებს- სიბილე ჰამანს, მანფრედ ჰოფინგრერს და იოჰანეს შმუკენშლაგერს (სხვა
დასხვა პარტიიდან) შეხვდა.მხარეებმა, ორ ქვეყანას შორის საერთო ინტერესთა
სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასა და საპარლამენტო ურთიერთობების
გაძლიერებაზე
ისაუბრეს.
ყურადღება
გამახვილდა
სექტორული
თანამშრომლობის განვითარებაზე, მათ შორის, განსაკუთრებული აქცენტი
გაკეთდა პროფესიული განათლების მიმართულებაზე.ასევე, მიმოიხილეს
ლოჯისტიკური და საწარმოო პოტენციალის გაზრდის შესაძლებლობები. საუბარი
შეეხო საქართველოში არსებულ ვითარებასაც, მათ შორის - რუსეთის მიერ
ოკუპირებულ
ტერიტორიებზე
არსებულ
მდგომარეობას: „ავსტრია
არის
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ერთ-ერთი ძლიერი მხარდამჭერი,“ განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა კავკასიის რეგიონში მიმდინარე
მოვლენებზე და ასევე, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებში
საქართველოს,
როგორც ფასილიტატორი ქვეყნის
როლზე:
“ავსტრიელი
კოლეგების მხრიდან, დადებითად ფასდება საქართველოს როლი კავკასიის
რეგიონში მშვიდობის განმტკიცებისთვის,“ - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ანგარიში მოამზადა მ. გოგოლაძემ