საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: ანა ბუჩუკურის, მიხეილ დაუშვილის, გიორგი ხოჯევანიშვილის, ბექა ლილუაშვილის, შალვა კერესელიძის და ალექსანდრე მოწერელიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ (№07-3/97; 08.07.2021) საქართველოს ორგანული კანონის პროექტის განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
28.07.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი
ნომერი
#2-10405/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-08-02
ბიუროს ნომერი 82

📜 ტექსტი

წერილი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი 2-10405/21 28-07-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2021 წლის 20 ივლისის №79/1 გადაწყვეტილებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის წევრების: ანა ბუჩუკურის, მიხეილ დაუშვილის, გიორგი ხოჯევანიშვილის, ბექა ლილუაშვილის, შალვა კერესელიძისა და ალექსანდრე მოწერელიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანულ კანონის პროექტის „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/97; 08.07.2021) განხილვის დაწყების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილებით წამყვან კომიტეტად განსაზღვრულ იქნა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, ხოლო სხვა კომიტეტად საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტი, რომელსაც ბიურომ განხილვის ვადად განუსაზღვრა 2021 წლის 10 აგვისტო. აღნიშნული კანონპროექტის საკომიტეტო განხილვის ვადის გაგრძელების თაობაზე მოგვმართა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2021 წლის 28 ივლისს, №210400/21 წერილით. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ კანონპროექტის სრულყოფილად მომზადების მიზნით, გთხოვთ, მისი საკომიტეტო განხილვის ვადა გაგრძელდეს 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge