საქართველოს პარლამენტის წევრის თამარ კორძაიას მომართვა პოლიტიკური შეხედულებების გამო ბოიკოტის გამოცხადებისა და საქართველოს პარლამენტის 2021 წლის პლენარულ სხდომებზე არდასწრების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
29.07.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი თამარ კორძაია
ნომერი
#2-10439/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-08-02
ბიუროს ნომერი 82

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-10439/21 29-07-2021 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ კახა კუჭავას ბატონო კახა, გაცნობებთ, რომ გუშინ მმართველი პოლიტიკური გაერთიანების -„ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება დატოვოს ევროკავშირის მედიაციით ოპოზიციურ პოლიტიკურ აქტორებთან გაფორმებული 19 აპრილის შეთანხმება და გამოაცხადოს იგი ანულირებულად, გულისხმობს დაგეგმილი რეფორმებისა და პოლიტიკური მომავლის შესახებ შეთანხმებაზე უარის თქმას. სწორედ ეს შეთანხმება წარმოადგენდა ოპოზიციური პოლიტიკური პირების საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვის საფუძველს. ასევე, ქმნიდა პოლიტიკური კრიზისის დაძლევის შესაძლებლობას. მიუხედავად ჩემი არაერთი შეფასებისა, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდი არ ასრულებდა შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებას. მიმაჩნდა, რომ შეთანხმების არსებობა იყო შანსი ქართული დემოკრატიისათვის. შეთანმხების ანულირებულად გამოცხადება სცდება ყოველგვარ ზღვარს და საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის დასავულ კურსს, უკიდურესად აღრმავებს დაპირისპირებას და არის სახელმწიფოებრივად დამაზიანებელი როგორც საშინაო, ისე საგარეო ვითარების გამწვავების თვალსაზრისით. ჩემთვის, როგორც დამოუკიდებელი პარლამენტის წევრისთვის, რომელმაც ინდივიდუალურად მოვაწერე ხელი შეთანხმებას, წარმოუდგენელი და შეუძლებელია მსგავს პოლიტიკურ ძალასთან ამ ვითარებაში თანამშრომლობა. ყოველივე ზემოხსენებულის რეგლამენტის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის 91- ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად უარს ვაცხადებ პლენარულ სხდომებზე საკითხების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობაზე. წინამდებარე განცხადება ეხება 2021 წლის ყველა დაგეგმილ და ჩასატარებელ პლენარულ სხდომას. პატივისცემით, პარლამენტის წევრი თამარ კორძაია თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge