საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული თემატური მოკვლევის - „სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპის ბაზარზე“ - ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2021-07-09
კომიტეტის სხდომის ნომერი 15
შენიშვნა კომიტეტბის გაერთიანებული სხდომა:
1) აგრარულ საკითხთა კომიტეტი;
2) ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი.
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, ევროპასთან
ინტეგრაციის და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების
ერთობლივი სხდომა
2021 წლის 9 ივლისი, 13:00 საათი
პირველი რესპუბლიკის დარბაზი
(C კორპუსი, III სართული)
ერთობლივი სხდომის დღის წესრიგი
1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
„საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თობაზე (07-2/67/10; 05.07.2021);
მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე;
აგრარულ საკითხთა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების
მიერ განსახილველი საკითხი
2. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოს
მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური
თანამშრომლობის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება (07-2/65;
02.07.2021);
მომხსენებელი: ნინო თანდილაშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის მინისტრის მოადგილე;
აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების მიერ განსახილველი
საკითხი
3. აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების თემატური მოკვლევა „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპის
ბაზარზე“;
მომხსენებელი: ნინო წილოსანი - საქართველოს პარლამენტის წევრი, აგრარულ საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარე;
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომის
დღის წესრიგი
1. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „2015 წლის 5
თებერვლის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების
(ჩვეულებრივი ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო
პროგრამა - პროექტი 4)“ N4 ცვლილების წერილ-შეთანხმება“ (07-2/57; 24.06.2021) (წამყვანი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი) (სავალდებულო - დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტები) (პასუხისმგებელი პირები კომიტეტიდან: ხ. ხვიჩია, თ.
კალანდარიშვილი;) (ვადები წამყვან კომიტეტზე - 25.06-10.09; სავალდებულო კომიტეტზე 25.06-16.07);
მომხსენებლები: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი
მოადგილე;
ნიკოლოზ გაგუა - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;
მზია გიორგობიანი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
მინისტრის მოადგილე;
2. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „2013 წლის 19
დეკემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების
(სპეცილური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო
პროგრამა - პროექტი 3)“ N4 ცვლილების წერილ-შეთანხმება“ (07-2/58; 24.06.2021) (წამყვანი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი) (სავალდებულო - დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტები) (პასუხისმგებელი პირები კომიტეტიდან: რ. გელანტია, გ.
დოლიშვილი) (ვადები წამყვან კომიტეტზე - 25.06-10.09; სავალდებულო კომიტეტზე - 25.0616.07);
მომხსენებლები: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი
მოადგილე;
ნიკოლოზ გაგუა - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;
მზია გიორგობიანი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
მინისტრის მოადგილე;
3. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „2011 წლის 1
მარტის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაფინანსების ჩარჩო
ხელშეკრულების (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა)“ N4
ცვლილების წერილ-შეთანხმება“ (07-2/59; 24.06.2021) (წამყვანი - საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტი) (სავალდებულო - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის,
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტები) (პასუხისმგებელი პირები კომიტეტიდან: ნ. ლეკიშვილი, ი. ქველაძე) (ვადები
წამყვან კომიტეტზე - 25.06-10.09; სავალდებულო კომიტეტებზე - 25.06-16.07);
მომხსენებლები: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი
მოადგილე;
ნიკოლოზ გაგუა - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;
მზია გიორგობიანი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
მინისტრის მოადგილე;
4. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „2015 წლის 26
ოქტომბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების
(ჩვეულებრივი ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო
პროგრამა - პროექტი 5)“ და „2015 წლის 26 ოქტომბრის „საქართველოსა და აზიის
განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული
მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5)“ N4 ცვლილების
წერილ-შეთანხმება“ (07-2/60; 24.06.2021) (წამყვანი - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი)
(სავალდებულო - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული
პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტები)
(პასუხისმგებელი პირები კომიტეტიდან: თ. კალანდარიშვილი, ზ. წიკლაური) (ვადები წამყვან
კომიტეტზე - 25.06-10.09; სავალდებულო კომიტეტზე - 25.06-16.07);
მომხსენებლები: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი
მოადგილე;
ნიკოლოზ გაგუა - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;
მზია გიორგობიანი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
მინისტრის მოადგილე;
5. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „2016 წლის 15
დეკემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების
(ჩვეულებრივი ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო
პროგრამა - პროექტი 6)“ N3 ცვლილების წერილ-შეთანხმება“ (07-2/61; 24.06.2021) (წამყვანი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი) (სავალდებულო - დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტები) (პასუხისმგებელი პირები კომიტეტიდან: რ. გელანტია; გ.
დოლიშვილი) (ვადები წამყვან კომიტეტზე - 25.06-10.09; სავალდებულო კომიტეტზე - 25.0616.07);
მომხსენებლები: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი
მოადგილე;
ნიკოლოზ გაგუა - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;
მზია გიორგობიანი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
მინისტრის მოადგილე;
6. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „2011 წლის 10
მაისის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების
(სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო
პროგრამა - პროექტი 1)“ N7 ცვლილების წერილ-შეთანხმება“ (07-2/62; 24.06.2021) (წამყვანი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი) (სავალდებულო - დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტები) (პასუხისმგებელი პირები კომიტეტიდან: ხ. ხვიჩია, ნ.
ლეკიშვილი) (ვადები წამყვან კომიტეტზე - 25.06-10.09; სავალდებულო კომიტეტზე - 25.0616.07);
მომხსენებლები: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი
მოადგილე;
ნიკოლოზ გაგუა - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;
მზია გიორგობიანი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
მინისტრის მოადგილე.
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
აგრარულ საკითხთა კომიტეტი
ოქმი №15
2021 წლის 9 ივლისი, 13 საათი
პირველი რესპუბლიკის დარბაზი
სხდომას თავმჯდომარეობდა:
ნინო წილოსანი
(კომიტეტის თავმჯდომარე)
(სხდომა ჩატარდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, ევროპასთან ინტეგრაციის და
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტებთან ერთად)
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები:
მანუკიანი
ნინო წილოსანი - კომიტეტის თავმჯდომარე, სამველ
(უფლებამონაცვლე
-
ნოდარ
ტურძელაძე)
-
კომიტეტის
თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი (დაჩი) ბერაია - (უფლებამონაცვლე - ეკა
სეფაშვილი), გიორგი ბოტკოველი, ზაალ დუგლაძე - (უფლებამონაცვლე - სოზარ
სუბარი),
შალვა
კერესელიძე,
სუმბატ
კიურეღიანი,
გელა
სამხარაული
(უფლებამონაცვლე - ანზორ ბოლქვაძე), გოდერძი ჩანქსელიანი, ცეზარ ჩოჩელი,
ხატია წილოსანი.
აპარატის თანამშრომლები:
ივერი ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის
უფროსი, თინათინ ოდილავაძე, თაია არაბული, ირმა ქიტიაშვილი, ნანო კორშია.
მოწვეული სტუმრები: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის
პირველი მოადგილე, ოთარ შამუგია, ნინო თანდილაშვილი - საქართველოს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები, ლევან
მეხუზლა
-
სსიპ
ღვინის
ეროვნული
სააგენტოს
თავმჯდომარე,
ილია
თამარაშვილი - ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი, გარემოს
დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, ევროპასთან ინტეგრაციის და რეგიონული
პოლიტიკისა
და
თვითმმართველობის
კომიტეტების
კომიტეტების აპარატების წარმომადგენლები.
1
წევრები
და
ამავე
დღის წესრიგი (პროექტი)
1. საქართველოს
მთავრობის
მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილი „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (#07-2/67/10; 05.07.2021)
(მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის
პირველი მოადგილე).
აგრარულ საკითხთა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის
კომიტეტების მიერ განსახილველი საკითხი
2. საქართველოს
მთავრობის
მიერ
„საქართველოს
მთავრობასა
და
რატიფიცირებისათვის
გერმანიის
ფედერაციული
წარმოდგენილი
რესპუბლიკის
მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით
დადებული შეთანხმება (07-2/65; 02.07.2021).
(მომხსენებელი: ნინო თანდილაშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე).
აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების მიერ
განსახილველი საკითხი
3. აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების თემატური
მოკვლევა - „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის გამოწვევები და
შესაძლებლობები ევროპის ბაზარზე“.
(მომხსენებელი: ნინო წილოსანი - საქართველოს პარლამენტის წევრი,
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე).
კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი წარმოდგენილი
სახით.
2
I.მოისმინეს:
გიორგი კაკაურიძის ინფორმაცია - „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მან აღნიშნა, რომ 2020 წელს, ახალი კორონავირუსის გავრცელებამ
მნიშვნელოვანი რყევები გამოიწვია გლობალურ ეკონომიკაში. პანდემიამ
ეკონომიკური რეცესია გამოიწვია საქართველოშიც. „საქართველოს 2021
წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონი დამტკიცდა
გასული
წლის
დეკემბერში,
რა
დროსაც
საქართველოში
ახალი
კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების მაჩვენებელი ყველაზე მაღალ
ნიშნულზე იყო და შესაბამისად, მნიშვნელოვანი შეზღუდვები მოქმედებდა,
რაც დიდ გავლენას ახდენდა ეკონომიკის განვითარებაზე. ბიუჯეტი,
შეზღუდული ფისკალური რესურსის მიუხედავად, ითვალისწინებდა
მოსახლეობის და ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების და ჯანმრთელობის
დაცვის ღონისძიებების დაფინანსებას. მომხსენებელმა განაცხადა, რომ 2021
წელი საკმაოდ მძიმე ეკონომიკური ტენდენციებით დაიწყო და იანვარში
რეალური ეკონომიკის კლებამ 11,5%, ხოლო თებერვალში 5,1% შეადგინა.
ეკონომიკური
განვითარების
ტენდენციებში
დადებითი
დინამიკა,
პირველად მარტში დაფიქსირდა, თუმცა ჯამურად, პირველ კვარტალში
ეკონომიკური
კლების
პარამეტრები
რადიკალურად
მნიშვნელოვნად
მაჩვენებელმა
გაიზარდა
4,5%
შეიცვალა
შეადგინა.
ეკონომიკური
აპრილიდან,
ექსპორტ-იმპორტის,
რა
დღგ-ის
დროსაც,
გადამხდელ
საწარმოთა ბრუნვების, საფინანსო სექტორის ზრდის, წმინდა ფულადი
გზავნილების და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები. საბოლოო ჯამში
ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა აპრილში 44,8% შეადგინა. მაღალი
ეკონომიკური
მაჩვენებლები
შენარჩუნდა
მაისშიც
და
შედეგად,
ეკონომიკურმა ზრდამ 25,8% შეადგინა. წინასწარი მონაცემებით, 5 თვის
ეკონომიკური
ზრდა
11,5%-ს
შეადგენს.
დადებითი
ეკონომიკური
ტენდენციების გათვალისწინებით, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 34ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტისათვის
მაისში წარდგენილ 2022-2025 წლების ძირითადი მაკროეკონომიკური
პარამეტრების პროგნოზებში, 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი
ერთხელ უკვე განახლდა და 6,5% შეადგინა. მაისის და ივნისის
მაჩვენებლების
გათვალისწინებით,
ერთხელ
გაიზარდა
აღნიშნული
მაჩვენებელი და 2021 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი
7,7%-ს შეადგენს. ეკონომიკური აღდგენის პარალელურად, დღის წესრიგში
დადგა 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების მომზადება. ბიუჯეტის
3
წარმოდგენილი ცვლილებები ორიენტირებულია 3 ძირითადი მიზნის
მიღწევაზე, კერძოდ: დეფიციტის შემცირება;
ეკონომიკური აღდგენის
ხელშეწყობა და COVID-19-ის მართვა, ხოლო პროექტის ძირითადი არსია
„საქართველოს
საბიუჯეტო
საქართველოს
სახელმწიფო
კოდექსის“
მე-40
ბიუჯეტის
მუხლის
შესაბამისად,
შემოსულობებისა
და
გადასახდელების დაზუსტება.
რაც შეეხება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მისი
ასიგნებები, 2021 წლის თავდაპირველ გეგმასთან შედარებით, იზრდება
177.0 მლნ. ლარით და განისაზღვრება 628.6 მლნ. ლარის ოდენობით. მათ
შორის გათვალისწინებულია:
„ერთიანი აგროპროექტი“ პროგრამის დაფინანსების ზრდა 74.0 მლნ
ლარით (განისაზღვრება 280.7 მლნ ლარის ოდენობით). პროგრამის
ფარგლებში გათვალისწინებულია გადამამუშავებელი და შემნახველი
საწარმოების თანადაფინანსების, აგროდაზღვევისა და შეღავათიანი
აგროკრედიტების დაფინანსების გაზრდა;
2021 წლის რთველის შეუფერხებელი ჩატარების მიზნით, რთველის
ხელშეწყობის ღონისძიებების დასაფინანსებლად გათვალისწინებული
ასიგნებები იზრდება 100.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 138.4 მლნ
ლარით;
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს რიცხოვნობა იზრდება 35
საშტატო ერთეულით, რაც გამოწვეულია საქართველოს პარლამენტის
გადაწყვეტილებების შესაბამისად, ახალი დაცული ტერიტორიების
დაფუძნების და არსებული დაცული ტერიტორიების გაფართოების
(ერუშეთის დაცული ტერიტორია, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული
პარკის და ჯავახეთის დაცული ტერიტორიის გაფართოება) შესაბამისად,
დამატებითი რეინჯერების აყვანის საჭიროებით.
აზრი გამოთქვეს და კითხვები დასვეს:
1. გიორგი ბოტკოველი: რომელიც დაინტერესდა სუბსიდირების თემით
რთველთან მიმართებაში, კერძოდ, საინტერესოა, განხორციელებული
სუბსიდირების პროცესში, ხალხთან რა თანხა მიდის და რა მიდის იმ
კომპანიებში,
რომლებიც
სპირტს
აწარმოებენ
და
დაკავშირებულია
ხელისუფლების წარმომადგენლებთან (საუბარი ეხებოდა „აკურას“) და
აღნიშნა, რომ შარშან იყო 30 თეთრის სუბსიდირება ყურძენზე და
ერთიანობაში შეადგენდა - 70 თეთრს. მან გარემოს დაცვისა და სოფლის
4
მეურნეობის და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლებს მიმართა
კითხვით, რა იქნება ყურძნის ფასში სუბსიდირების წილი, რომელიც
გლეხამდე მივა.
2. ხატია წილოსანი: რომელიც დაინტერესდა დეტალური ინფორმაციით, თუ
არის გათვალისწინებული თანხები საწარმოო სიმძლავრეებისთვის და
არსებობის
შემთხვევაში,
როგორია
თანადაფინანსების
კომპონენტი
რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების დასაფინანსებლად გაზრდილი 100
მილიონი ლარიდან. ასევე, დაცული ტერიტორიების გაფართოებიდან
გამომდინარე, 35 საშტატო ერთეულის დამატებასთან დაკავშირებით,
საინტერესოა ინფორმაცია, კონკრეტულად, რომელი დაცული ტერიტორიის
დამატება და რა რაოდენობის შტატზეა საუბარი. ახალი დაცული
ტერიტორიის შექმნის შემთხვევაში, როგორ არის საშტატო ერთეულების
რაოდენობა განსაზღვრული.
3. ნინო წილოსანი: რომელმაც აღნიშნა, რომ პანდემიის მძიმე ეკონომიკური
შედეგების
ფონზე,
მნიშვნელოვანია,
პროექტში,
შემოსულობების
და
რომ
ბიუჯეტის
ხარჯვითი
წარმოდგენილ
ნაწილი
მისასალმებელია, ბიუჯეტის სოფლის მეურნეობის
გაზრდილია.
მიმართულებით
მნიშვნელოვანი ზრდა. მისი პირველი კითხვა შეეხებოდა პრივატიზაციის
პროცესს. როგორია წინა წლის მონაცემები და რამდენად ეფექტიანად
ხორციელდება მიმდინარე პრივატიზაცია, რა დოზით ერთვება გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პრივატიზაციის პროცესში,
ხდება თუ არა პროცესის კოორდინირება, ხდება თუ არა მოთხოვნების
მიღება რეგიონებიდან და როგორია ზოგადი დამოკიდებულება მიწის
პრივატიზაციასთან დაკავშირებით. ნინო წილოსანი ასევე, დაინტერესდა,
არის
თუ
არა
გათვალისწინებული
ბიუჯეტის
ზრდა
გენდერული
თანასწორობის საბჭოს ფარგლებში გაცემული რეკომენდაციის (ქალებზე
მორგებული სოფლის მეურნეობის პროგრამა) მიმართულებით და ბოლოს,
აგროდაზღვევასთან დაკავშირებით - საინტერესოა, რამდენად სრულად იყო
ათვისებული
თანხა
წინა
წლის
ბიუჯეტიდან
და
რამ
გამოიწვია
აგროდაზღვევის მიმართულებით დაფინანსების ზრდა.
4. გიორგი კაკაურიძე: რომელმაც გააკეთა განმარტებები დასმულ კითხვებთან
მიმართებაში
და
აღნიშნა,
რომ
ღვინოზე,
ღვინოპროდუქტებზე
და
ზოგადად, სპირტიან სასმელებზე, ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა
მსოფლიოს ღვინის მწარმოებელ დიდ ქვეყნებში. ფასების შენარჩუნება
5
ურთულესი იქნებოდა ჩაკეტილი ტურიზმის პირობებში. 70 თეთრი არ იყო
ყველანაირი ყურძნის ფასი. ხარისხიანი ყურძენი გაცილებით მაღალ ფასში
ჩაიბარეს ქარხნებმა. საჭიროა, ეტაპობრივად, ერთმანეთთან ჩართულობით,
სწორი პოლიტიკა ჩამოყალიბდეს და ხარისხის ის მაჩვენებელი დადგეს, რომ
სუბსიდირება აღარ იყოს საჭირო. დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებით,
მომხსენებელმა
განაცხადა,
რომ
ახალი
დაცული
ტერიტორიების
დაფუძნების და არსებული დაცული ტერიტორიების გაფართოების
(ერუშეთის დაცული ტერიტორია, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის
და ჯავახეთის დაცული ტერიტორიის გაფართოება) მიზეზით მოხდა 35
საშტატო ერთეულის დამატება. კონკრეტული ლოკაციის მიხედვით არის
დასაზუსტებელი, სად, რა რაოდენობით შტატი იქნება დამატებით საჭირო.
პრივატიზაციას რაც შეეხება, გიორგი კაკაურიძემ განმარტა, რომ ნაერთი
ბიუჯეტის
ფარგლებში,
200
მლნ.
ლარია
მობილიზებული
პრივატიზაციიდან და იზრდება 480 მლნ. ლარამდე. გეგმა იზრდება, რაც არ
არის მარტივად შესასრულებელი, თუმცა შესრულებადია. მათ შორის მიწის
პრივატიზაციის პროცესი, საკმაოდ კარგად მიმდინარეობს. აგროდაზღვევის
მიმართულებით, წინა წლებში იყო აუთვისებლობა. წელს სამინისტროში
შემოსულმა
მოთხოვნებმა,
სრულად
ამოწურა
ბიუჯეტში
გათვალისწინებული რესურსი და შემოდგომაზე შემოსული მოთხოვნების
დასაკმაყოფილებლად, პროგრამის თანხების ზრდაა გათვალისწინებული.
სოფლის მეურნეობაში ქალების ჩართულობის კუთხით - ახალი პროგრამა ამ
ეტაპზე არ არის წარმოდგენილი და ამ მიმართულებით სექტემბერში,
საჭირო
იქნება
ერთობლივი
მუშაობა
2022
წლის
ბიუჯეტისთვის.
სამინისტრო ჩამოაყალიბებს სტრატეგიას, რა კრიტერიუმები, როგორ
შეიძლება ჩამოყალიბდეს, რომ მეტი შესაძლებლობა ქონდეთ ქალებს
სოფლის მეურნეობაში ჩართულობისთვის.
5. ოთარ
შამუგია:
რომელმაც
აღნიშნა,
რომ
სოფლის
მეურნეობაზე
გამოყოფილი 628 მლნ. ლარი, რეკორდული მაჩვენებელია. რთველთან
დაკავშირებით, სამინისტროს მიზანია, სახელმწიფო კომპანიებმა, რაც
შეიძლება
ნაკლები
ყურძენი
მიიღონ
რთველის
პერიოდში.
შარშან
გადამუშავებულ იქნა 285 000 ტ ყურძენი, აქედან „აკურამ“ მიიღო 92 000 ტ.,
რადგან კერძო სექტორის მხრიდან არ იყო მეტ ყურძენზე მოთხოვნა. დღეს
პასუხის გაცემა რთულია სუბსიდირებასთან დაკავშირებით, რადგან ეს
დამოკიდებულია პროცესზე და მისგან გამომდინარე მიიღებს მთავრობა
გადაწყვეტილებას. მისი განცხადებით, სამინისტრო აქტიურად ზრუნავს
ხარისხის მიმართულებით. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ვენახების
6
კადასტრი, რომელიც უნდა დასრულდეს; მეორე - შაქრიანობაზე ზრუნვა,
დაწესდა ლიმიტები; მესამე-მნიშვნელოვანია ზრუნვა ექსპორტის ზრდაზე,
რომელიც წელს პანდემიის მიუხედავად, მაინც არის, 7%-იანი ზრდაა ღვინის
ექსპორტში თანხობრივად და 12%-იანი - ღირებულებით ნაწილში. მიწის
პრივატიზაციასთან დაკავშირებით, სამინისტრო აქტიურად არის ჩართული
ეკონომიკისა
და
მდგრადი
განვითარების
სამინისტროსთან
ერთად,
განსაკუთრებით იჯარით გაცემული მიწების პრივატიზების ნაწილში. მიწის
სააგენტოს დასკვნის საფუძველზე ხდება მიზნობრიობის დადასტურება და
შემდეგ, ამის საფუძველზე - გადაწყვეტილების მიღება. ყველა შემთხვევაში
გადაწყვეტილებას იღებს ქონების ეროვნული სააგენტო, თუმცა გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემოდის წერილი და
კონსულტაციის,
თანხმობის
საფუძველზე
ხდება
პრივატიზაციის
განხორციელება და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის აუქციონზე
გასხვისების საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.
გადაწყვიტეს:
კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილ - „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და
მიზანშეწონილად ჩათვალა მისი გატანა პარლამენტის სხდომაზე
განსახილველად.
II. მოისმინეს:
ნინო თანდილაშვილის ინფორმაცია - საქართველოს მთავრობის მიერ
რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობასა და
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური
თანამშრომლობის
შესახებ“
ნოტების
გაცვლის
გზით
დადებული
შეთანხმების თაობაზე. 2018 წელს საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის
მეურნეობის
სამინისტრომ,
თანამშრომლობის
საზოგადოებასთან
განაცხადის
„საქართველოში
-
გერმანიის
ერთად
სატყეო
საერთაშორისო
დაიწყო
საპროექტო
სექტორის
რეფორმის
განხორციელების ხელშეწყობა ტყის დეგრადაციით გამოწვეული სათბურის
აირების ემისიების შემცირებისთვის“- მომზადება კლიმატის მწვანე ფონდში
წარსადგენად. კლიმატის მწვანე ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ
7
პროექტის განხორციელებისთვის 2020 წლის აგვისტოში დამტკიცდა 33
მილიონი ევროს ოდენობის გრანტი. პროექტი ტყის აღდგენის, ტყის კარგვის
შემცირების, ტყის მდგრადი მართვისა და კონსერვაციის გზით, ხელს
შეუწყობს ტყის ნახშირბადის მარაგების გაზრდას. აღნიშნული პროექტი,
აგრეთვე, დაეხმარება საქართველოს, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო
კონვენციისადმი „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის“ უპირობო
და პირობიანი ვალდებულებების შესრულებაში და ახალი ტყის კოდექსის
აღსრულებაში. პროექტი მოიცავს საქართველოს სამი რეგიონის, გურიის,
მცხეთა-მთიანეთის და კახეთის 8 მუნიციპალიტეტს და დაყოფილია 3
კომპონენტად:
1.
„ტყის
მართვა“;
2.
ენერგოეფექტურობისა
და
ალტერნატიული საწვავის ბაზრის განვითარება“; 3. შემოსავლის წყაროების
და ადგილობრივი თვითმმართველობა ტყის მართვაში“.
პროექტის მთავარი მიზნებია საქართველოში სატყეო სექტორის წვლილის
შეტანა კლიმატის ცვლილების შერბილებაში და მიმდინარე სატყეო
რეფორმის
განხორციელების
აკრედიტირებული
ფინანსური
მხარდაჭერა.
ორგანოა
აღნიშნული
გერმანიის
პროექტის
საერთაშორისო
თანამშრომლობის საზოგადოება, ხოლო უშუალო განმახორციელებელი
უწყებებია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო, სსიპ გარემოსდაცვითი
განათლებისა და ინფორმაციის ცენტრი, ა(ა)იპ სოფლის განვითარების
სააგენტო და სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.
გადაწყვიტეს:
კომიტეტმა
მხარი
დაუჭირა
საქართველოს
მთავრობის
მიერ
რატიფიცირებისათვის წარმოდგენილ „საქართველოს მთავრობასა და
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური
თანამშრომლობის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმებას
და მიზანშეწონილად ჩათვალა მისი გატანა პარლამენტის სხდომაზე
რატიფიცირებისათვის.
III. მოისმინეს:
ნინო წილოსანის ინფორმაცია - აგრარულ საკითხთა და ევროპასთან
ინტეგრაციის კომიტეტების თემატური მოკვლევის - „სასოფლო-სამეურნეო
8
პროდუქციის ექსპორტის გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპის
ბაზარზე“ შესახებ. საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციით და
სურსათით ვაჭრობა მზარდი ტენდენციით ხასიათდება, თუმცა ექსპორტი
ხასიათდება მაღალი კონცენტრაციით, როგორც დანიშნულების ქვეყნების,
ასევე, მიწოდებული პროდუქციის თვალსაზრისით. „ევროკავშირთან ღრმა
და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება“
იძლევა ახალი ბაზრების პერსპექტივის, გაყიდვებისა და შემოსავლების
ზრდის
შესაძლებლობას.
მკაფიოდ
ჩამოყალიბებული
ექსპორტის
სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, წარმატების მნიშვნელოვანი წინაპირობა
იქნება.
მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა თემატური მოკვლევის ფარგლებში,
მოკვლევის ჯგუფის მიერ შესწავლის შედეგების თაობაზე, რომელიც
მოიცავს ევროკავშირის ბაზრებზე ქართული აგროპროდუქციის ექსპორტის
პოტენციური გამოწვევებისა და პერსპექტივების იდენტიფიცირებას. ნინო
წილოსანმა
ასევე,
წარმოადგინა
ის
რეკომენდაციები,
რომელიც
შემუშავებულ იქნა მოკვლევის ფარგლებში გამოწვევების დასაძლევად და
პერსპექტივების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენებისთვის.
1. რეკომენდაცია. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ
შეიმუშაოს საქართველოდან სოფლის მეურნეობის და სურსათის
პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის 5 წლიანი სტრატეგია
და სამოქმედო გეგმა (დროში გაწერილი და საჭირო ფინანსური
რესურსების მითითებით) 1 წლის პერიოდში.
2. რეკომენდაცია. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 6
თვის ვადაში წარმოადგინოს კონკრეტული ცხოველური წარმოშობის
პროდუქტების
ევროკავშირის
ბაზარზე
დაშვების/მიწოდების
უზრუნველყოფის სამოქმედო გეგმა (დროში გაწერილი და საჭირო
ფინანსური რესურსების მითითებით).
3. რეკომენდაცია. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 6
თვის ვადაში წარმოადგინოს უკვე დაახლოვებული და დასაახლოვებელი
საკანონმდებლო აქტების
კონკრეტულ
აღსრულების ვადები და ინფორმაცია
საკანონმდებლო
აქტების
აღსრულებისთვის
საჭირო
ფინანსური და ადამიანური რესურსების შესახებ.
4. რეკომენდაცია. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 3
თვის
ვადაში
დაასრულოს
სურსათის
საერთაშორისო
სისტემების
და
თანადაფინანსების
პროგრამის
უვნებლობის
სტანდარტების
რებრენდინგი
და
მართვის
დანერგვის
წარუდგინოს
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტს განხილვისთვის.
9
5. რეკომენდაცია. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 6
თვის
ვადაში
წარმოადგინოს
სექტორული
ასოციაციების
ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერების თანადაფინასების
პროგრამის დიზაინი.
6. რეკომენდაცია. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინიტრომ 3
თვის
ვადაში
წარმოადგინოს
ბიოლოგიური
აგროწარმოების
თანდაფინასების პროგრამა. პროგრამაში სხვა საკითებთან ერთად,
ნათლად უნდა იყოს განსაზღვრული მიდგომები შემდეგ საკითხებზე:
სერტიფიცირებისა
ხარჯების
და
კონვერსიის
დაფინანსება,
დაფინანსება,
პერიოდში
ტექნიკური
ჯგუფური
სასერტიფიკაციო
დახმარების
სერტიფიცირება,
კომპონენტის
გადამამუშავებელი
ბიოსაწარმოების ხელშეწყობა, ბიოთესლის და ბიონერგის წარმოების
ხელშეწყობა, ბიოპრეპარატებისა და ბიოსასუქების დაფინანსება და
მარკეტინგი და გაყიდვების ხელშეწყობა.
7. რეკომენდაცია.
განმავლობაში
საქართველოს
შეიმუშაოს
ფინანსთა
სამინისტრომ
საინვესტიციო
პაკეტი
6
თვის
სავაჭრო
და
სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ყაზბეგის სახმელეთო, გარდაბნის
სარკინიგზო, ბათუმის საზღვაო, თბილისი აეროპორტის საჰაერო და
ნინოწმინდის
სახმელეთო
სასაზღვრო
ინსპექციის
ევროკავშირის
შესაბამისი
სტანდარტების
პუნქტებზე
ინფრასტრუქტურის
განვითარების და აღჭურვის შესახებ.
8. რეკომენდაცია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 6
თვის ვადაში წარმოადგინოს დასაბუთებული მოსაზრება საქართველოსა
და
ბულგარეთის
ნავსადგურებს
შორის
საბორნე
მიმოსვლის
ორგანიზების მიზანშეწონილობის შესახებ.
9. რეკომენდაცია. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ,
6 თვის ვადაში, წარმოადგინოს ექსპორტის მომსახურების ხარჯების
თანადაფინანსების პროგრამა.
10. რეკომენდაცია. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 3
თვის ვადაში შეიმუშაოს კომუნიკაციის და ცნობიერების ამაღლების
სტრატეგია.
აზრი
გამოთქვა:
ხატია
წილოსანმა
პირველ
რეკომენდაციასთან
დაკავშირებით, რომელიც ეხება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს მიერ საქართველოდან სოფლის მეურნეობის და სურსათის
პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის 5 წლიანი სტრატეგიისა
და სამოქმედო გეგმის შემუშავებას. მან აღნიშნა, რომ მთავრობამ მიიღო
10
სპეციალური წესი იმის თაობაზე, სტრატეგია რას უნდა ერქვას. მისი
განმარტებით,
სტრატეგიის
დასახელების
გარეშე,
გაცილებით
გაუადვილდება სამინისტროს დოკუმენტის წარმოდგენა. მას შეიძლება
დაერქვას ხედვის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა, რადგან სტრატეგია, თუ
ზუსტად
დადგენილი
წესის
შესაბამისი
ფორმატით
არ
იქნება
წარმოდგენილი, ვერ დამტკიცდება მთავრობის მიერ. მეორე ძალიან
მნიშვნელოვანია
მხარდაჭერა
პროდუქციის
ექსპორტის
დროს
დაფინანსებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ევროკავშირში. თუმცა,
მხოლოდ ევროკავშირით რომ არ შეიზღუდოს ბაზარი, სასურველია,
გამოყენებულ იქნეს მიზნობრივი ბაზრების ცნება. ეს რეკომენდაცია,
შესაძლებელია, გამეორდეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს მისამართითაც, რადგან მათაც აქვთ მხარდაჭერის პროგრამები
„აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში.
გადაწყვიტეს:
კომიტეტმა მხარი დაუჭირა აგრარულ საკითხთა და ევროპასთან
ინტეგრაციის კომიტეტების თემატური მოკვლევის - „სასოფლო-სამეურნეო
პროდუქციის ექსპორტის გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპის
ბაზარზე“ - ანგარიშს და მასში ასახულ რეკომენდაციებს.
სხდომის თავმჯდომარე:
ნინო წილოსანი
სხდომის მდივანი:
ირმა ქიტიაშვილი
11
პრესრელიზი
პრესრელიზი
9 ივლისს, 13 საათზე, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზში, გაიმართება
აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, ევროპასთან
ინტეგრაციის და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების
ერთობლივი სხდომა.
განსახილველი საკითხები:
1.
საქართველოს
მთავრობის
მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილი „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თობაზე.
წარმოდგენილი პროექტის ძირითადი არსია „საქართველოს საბიუჯეტო
კოდექსის“ მე-40 მუხლის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის
შემოსულობებისა და გადასახდელების დაზუსტება.
ეკონომიკური აღდგენის პარალელურად დღის წესრიგში დადგა 2021 წლის
ბიუჯეტში ცვლილებების მომზადება. ბიუჯეტის წარმოდგენილი ცვლილებები
ორიენტირებულია 3 ძირითადი მიზნის მიღწევაზე, კერძოდ: დეფიციტის
შემცირება; ეკონომიკური აღდგენის ხელშეწყობა და COVID-19-ის მართვა და
მასთან
დაკავშირებული
ჯანმრთელობის
დაცვის
ღონისძიებები.
პროექტს
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი კაკაურიძე წარმოადგენს.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ განსახილველი საკითხი
2.
საქართველოს
მთავრობის
მიერ
რატიფიცირებისათვის
წარმოდგენილი
„საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას
შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული
შეთანხმება.
პროექტის მთავარი მიზნებია საქართველოში სატყეო სექტორის წვლილის
შეტანა, კლიმატის ცვლილების შერბილებაში და მიმდინარე სატყეო რეფორმის
განხორციელების
მხარდაჭერა.
აღნიშნული
პროექტის
აკრდიტირებული
ფინანსური ორგანოა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება,
ხოლო უშუალო განმახორციელებელი უწყებებია საქართველოს გარემოს დაცვისა
და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო, სსიპ
გარემოსდაცვითი განათლებისა და ინფორმაციის ცენტრი, ა(ა)იპ სოფლის
განვითარების
დეპარტამენტი.
სააგენტო
და
სსდ
გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის
აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების განსახილველი
საკითხი:
3.
აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების თემატური
მოკვლევა - „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის გამოწვევები და
შესაძლებლობები ევროპის ბაზარზე“.
თემატური მოკვლევის ფარგლებში მოკვლევის ჯგუფის მიერ შესწავლის
შედეგებს,
რომელიც
მოიცავს
ევროკავშირის
ბაზრებზე
ქართული
აგროპროდუქციის ექსპორტის პოტენციური გამოწვევებისა და პერსპექტივების
იდენტიფიცირებას,
ასევე
რეკომენდაციებს
გამოწვევების
დასაძლევად
და
პერსპექტივების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენებისთვის, მომხსენებელი აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი წარმოადგენს.