საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნა თემატურ მოკვლევაზე - ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
30.07.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი
ნომერი
#2-10515/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-08-02
ბიუროს ნომერი 82

📜 ტექსტი

წერილი
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი 2-10515/21 30-07-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, გიგზავნით სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნას თემატურ მოკვლევაზე - ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა. დანართი: 44 ფურცელი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა თემატური მოკვლევის საბოლოო ანგარიში ივნისი, 2021 საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა სარჩევი სარჩევი ........................................................................................................................................................... 2 1. თემატური მოკვლევა ................................................................................................................................ 3 2. წარმოდგენილი დასაბუთებული მოსაზრებები ..................................................................................... 5 3. ზოგადი მიგნებები .................................................................................................................................... 6 4. ძირითადი მიგნებები მოკვლევაში წარმოდგენილი კითხვების მიხედვით ......................................... 8 5. ზეპირი მოსმენები ................................................................................................................................... 22 6. კომიტეტის რეკომენდაციები ................................................................................................................. 25 დანართი 1: ტექნიკური დავალება ............................................................................................................. 38 ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა 1. თემატური მოკ ვლ ევა 1.1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155ე მუხლის საფუძველზე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში 2021 წლის 12 მარტს დაიწყო თემატური მოკვლევა თემაზე: „ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა”. 1.2. საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ 2021 წლის 12 და 31 მარტს გამართულ სხდომებზე ჩამოყალიბდა თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფი, შემდეგი შემადგენლობით: მიხეილ ყაველაშვილი - სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე; ვიქტორ სანიკიძე - სპორტის ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (მთავარი მომხსენებელი); დავით კაჭარავა - სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; ირაკლი მეძმარიაშვილი - სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი; თამარ ტალიაშვილი - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; ნინო წილოსანი - აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე; ბექა ოდიშარია - დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე; ნინო ლაცაბიძე - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრი; რამინა ბერაძე - ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი; გიორგი ხოჯევანიშვილი - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრი; ბექა ლილუაშვილი - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი. 1.3. თემატურ მოკვლევაზე მუშაობდნენ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის წარმომადგენლები: ედიშერ მაჩაიძე – აპარატის უფროსი; ნინო ქურდაძე – წამყვანი სპეციალისტი; ანატოლი კორეპანოვი – მოწვეული სპეციალისტი. 1.4. თემატური მოკვლევის მიზანია: ახალგაზრდობის დასაქმების ხელშეწყობის მიზნებიდან გამომდინარე, შესაბამისი დარგობრივი უწყებების მიზნობრივი პროგრამების ეფექტიანობის შეფასება, გამოწვევების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების შემუშავება, ასევე იმ სფეროების გამოკვეთა, რაც დამატებით პოლიტიკის შემუშავებას მოითხოვს, შემდეგი ამოცანების გადასაჭრელად: • • ახალგაზრდების დასაქმების ხელშემწყობი უკეთესი გარემოს ჩამოყალიბება; შრომის ბაზრის მოთხოვნებთან მიმართებაში ახალგაზრდების უნარების შეუსაბამობის შემცირება; ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა • • • • • შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის, მოთხოვნადი უნარების/პროფესიების შესახებ ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდების მექანიზმის გაუმჯობესება; ახალგაზრდების დასაქმების და კარიერული განვითარების პროცესში არსებული არაფორმალური და ფორმალური განათლების სისტემის გაუმჯობესება; ახალგაზრდების სწავლიდან სამუშაოზე გადასვლის ეტაპის ხელშემწყობი გარემოს გაუმჯობესება; მეწარმეობის წამახალისებელი პროგრამების ახალგაზრდების საჭიროებებზე უკეთ მორგება, ასევე მეწარმეობის სფეროში უნარების მიწოდების სისტემის გაუმჯობესება; დასაქმების კუთხით ახალგაზრდებში სხვადასხვა ქვეჯგუფებს (მაგ. ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, სოფლად მცხოვრები ახალგაზრდები, იძულებით გადაადგილებული პირები და სხვა მოწყვლადი ჯგუფები) შორის არსებული უთანაბრობის შემცირება. (იხ. დანართი 1: ტექნიკური დავალება). 1.5. თემატური მოკვლევის ფარგლებში კონკრეტულ ფაქტებზე, კვლევებსა და მიგნებებზე დაფუძნებული მოსაზრებების წარმოდგენა შეეძლო ყველა დაინტერესებულ მხარეს. მათ შორის იყვნენ სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, კერძო სექტორი, დარგის ექსპერტები, სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები და ყველა დაინტერესებული პირი. თემატური მოკვლევის ფარგლებში, ჯამურად, მიღებულია 20 მოსაზრება, რომლებიც ხელმისაწვდომია საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე ამ ბმულზე. 1.6. თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფმა დაამუშავა და გააანალიზა ხელმისაწვდომი ინ ფორმაცია, მიღებული წერილობითი პასუხები და კვლევები. ამ მასალის საფუძველზე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია და შეიმუშავა შესაბამისი რეკომენდაციები. ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა 2. წარმოდგენილ ი დასაბუთებულ ი მოსაზრებები თემატური მოკვლევის („ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა“) ფარგლებში თავიანთი დასაბუთებული პოზიციები წარმოადგინეს შემდეგმა ორგანიზაციებმა და დაინტერესებულმა პირებმა: N მოსაზრების ავტორი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამა სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო სსიპ „ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი“ სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო ესმა გუმბერიძე, ფიზიკური პირი ირინე სეფერთელაძე - ფრიდრიხ ებერტის ფონდი ააიპ საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭო გაეროს ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო ჯგუფი სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო ააიპ „გილდია” ასოციაცია „ჰერა XXI“ საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაცია ნანა ფრუიძე, UNICEF ააიპ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ევროპული ბიზნეს ასოციაცია (EBA) საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია ირაკლი ჟორჟოლიანი, ფიზიკური პირი HBI Group ლანა კოპალიანი, ფიზიკური პირი ნიკოლოზ უსენაშვილი, ფიზიკური პირი თემატური მოკვლევის ფარგლებში წერილობით მიღებული დადასტურებული პოზიციები ხელმისაწვდომია საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე. ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა 3. ზოგადი მიგნებები მოკვლევის ფარგლებში წარმოდგენილ მოსაზრებათა ანალიზის შედეგად, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებულ მიგნებებთან ერთად, გამოიკვეთა შემდეგი ზოგადი მიგნებებიც, რომლებიც გათვალისწინებულია შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებისას: 1. 2. 3. 4. ჩატარებულმა მოკვლევამ კვლავაც ნათლად აჩვენა, რომ ახალგაზრდების დასაქმება კომპლექსური საკითხია, რასაც მრავალფეროვანი მიზეზები აქვს. წარმოდგენილი მოსაზრებები განსხვავდება შემდეგი ასპექტების მიხედვით: ტექნიკურ დავალებაში მოცემული საკითხების რაოდენობრივი დაფარვა, ამ საკითხებზე წარმოდგენილი პასუხების რელევანტურობა, ანალიზის სიღრმე, საკითხის კონკრეტიკა და მტკიცებულებების ხარისხი. მოცემული ანგარიში აჯამებს ამ მოსაზრებებს და ძირითადად ეყრდნობა ყველაზე არგუმენტირებულ, რელევანტურ და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მოსაზრებებს. ახლაგაზრდათა დასაქმების კომპლექსურობა გამოიხატება მოკვლევის სხვადასხვა საკითხზე პასუხისმგებელ უწყებათა სიმრავლითაც (მაგ.: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; ამ უწყებებს დაქვემდებარებული ცალკეული სააგენტოები; რეგიონული და ადგილობრივი სტრუქტურები; და სამოქალაქო სექტორი), რაც მოითხოვს შესაბამის პროპორციულ კოორდინაციას. მოკვლევაში წარმოდგენილია ამ საკითხთან დაკავშირებული მრავალი მაგალითი, რომლებსაც ქმედითი ნაბიჯების გადადგმა სჭირდება. რელევანტური მოსაზრებები ასევე განსხვავდება წარმოდგენილი საკითხის ანალიზის სიღრმითა და რეკომენდაციათა სპეციფიკურობით. მაგალითისთვის, რეკომენდაციების დიდი ნაწილი მიუთითებს პროფესიული კონსულტირებისა და კარიერული ორიენტაციის გაძლიერების ზოგად საჭიროებაზე; ერთ-ერთი მოსაზრება კი მოიცავს კონკრეტულ რეკომენდაციას, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ავტორიზაციის მოთხოვნაში აისახოს აღნიშნული მომსახურების ხელმისაწვდომობაც. წინამდებარე ანგარიში განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ასეთ კონკრეტულ რეკომენდაციებზე. ზოგადი მიგნების სახით შეიძლება ითქვას, რომ ძირითადი ასპექტების შესახებ ხედვა ერთგვაროვანია, თუმცა არსებობს საკითხები, რომელთა მიმართაც წარმოდგენილი მოსაზრება მოძველებულ ინფორმაციას ეყრდნობა (მაგ.: არ არის ინფორმირებული შრომის კოდექსში 2020 წელს შეტანილ ცვლილებებზე სტაჟირების შესახებ), ან ის განსხვავდება სხვა მოსაზრებებისგან და გარკვეულ წინააღმდეგობრივ ელემენტსაც მოიცავს. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ აუცილებელია ფართო მსჯელობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა საკითხის გარშემო. ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა 5. 6. 7. 8. მიგნებებიდან იკვეთება არა მხოლოდ მიზეზთა მრავალფეროვნება, არამედ ისიც, რომ აღნიშნული მიზეზები ერთმანეთს უკავშირდება და განაპირობებს. მაგალითად, შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა მთავარი საყრდენი და ორიენტირია განათლების სისტემისა და პროფესიული ორიენტაციისთვის, ხოლო მისი არარსებობა ან სისუსტე ამ ორი მიმართულებით არასრულფასოვნებას განაპირობებს. შესაბამისად, საინფორმაციო სისტემის გამართული მუშაობა მნიშვნელოვანია როგორც ახალგაზრდების დასაქმებისთვის, ასევე ზოგადად შრომის ბაზარზე არსებული შეუსაბამობის აღმოსაფხვრელად. მიგნებებიდან ასევე იკვეთება, რომ ზოგადი პრინციპების დონეზე შრომის ბაზრის პოლიტიკა პასუხობს ისეთ გამოწვევას, როგორიცაა უნარების შეუსაბამობის შემცირება. თუმცა, ზოგადად, ქვეყანაში გატარებულ შრომის ბაზრის ე.წ. „მიწოდების პოლიტიკას“ არ აქვს პირდაპირი კავშირი ე.წ. „მოთხოვნის მხარისა“ თუ ინდუსტრიული პოლიტიკის ჩარჩოსთან. სამუშაო ძალის მიწოდების კუთხით, ეს ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების ნაკლია, უნარების შეუსაბამობის შემცირება კი საკითხის მხოლოდ მოკლევადიან გადაწყვეტას გულისხმობს. ბოლო პერიოდში მთელი რიგი ნაბიჯები გადაიდგა გარკვეული სამართლებრივი ჩარჩოს მოსაწესრიგებლად, რომელიც შეეხება დასაქმების (მათ შორის, ახალგაზრდებისაც) სფეროს (მაგ.: შრომის კოდექსში 2020 წელს შეტანილი ცვლილებები სტაჟირების შესახებ; კარიერული კონსულტირებისა და პროფესიული ორიენტაციის სტანდარტის დამტკიცება და ა.შ.). წარმოდგენილ მოსაზრებათა დიდი ნაწილი სწორედ იმ ნაწილს ეხება, რომელიც უკვე დარეგულირდა ნახსენები ცვლილებებით, თუმცა ფაქტი, რომ ამ მიმართულებით კვლავ არსებობს გამოწვევები, მიუთითებს დაინტერესებულ მხარეთა დაბალ აღსრულების სისუსტეზე. ინფორმირებულობაზე, ასევე, და ბოლოს, იდენტიფიცირებულ გამოწვევათა უმრავლესობა მთლიანად შრომის ბაზრის გამოწვევაა და მის ფუნდამენტს ეხება. მათი გადაწყვეტა (მაგ.: შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის გაუმჯობესება) სასარგებლო იქნება არა მარტო ახალგაზრდების, არამედ ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის. თუმცა, ყველაზე დიდ ეფექტს ეს საკითხები მაინც ახალგაზრდების ჯგუფზე მოახდენს, რადგანაც სწორედ ისინი ქმნიან შრომის ბაზარზე შემსვლელი კონტიგენტის დიდ ნაწილს. მეორე მხრივ, არსებობს საკითხები, რომლებიც უშუალოდ და პირდაპირ ემსახურება ახალგაზრდების ინტერესებს (მაგ.: სახელმწიფოს პროგრამების ახალგაზრდებზე მორგების აუცილებლობა). ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა 4. ძირითადი მიგნებები მოკ ვლ ევაში წარმოდგენილ ი კ ითხვების მიხედვით მოკვლევის ფარგლებში წარმოდგენილ მოსაზრებათა ანალიზისა და ჩატარებული ზეპირი მოსმენების შედეგად, ასევე, დამატებით მოწოდებული და მოძიებული რელევანტური მასალების საფუძველზე, გამოიკვეთა მიგნებები, რომლებიც გათვალისწინებულია შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებისა 1ს: 4.1. განათლების სისტემის ეფექტიანობა უნარების შეუსაბამობის შესამცირებლად: 1. განათლება ა) როგორ შეაფასებდით განათლების სფეროს სახელმწიფო პოლიტიკას, ასევე, პროგრამებსა და სხვა ღონისძიებებს, შრომის ბაზარზე მოთხოვნილ და მიწოდებულ უნარებს შორის შეუსაბამობის შესამცირებლად? ბ) რამდენად ეფექტიანია სახელმწიფო უწყებათა შორის კოორდინაცია ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე, ასევე, თანამშრომლობა სახელმწიფოსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის? გ) რა კონკრეტული ღონისძიებებია საჭირო პოლიტიკისა და კოორდინაციის გასაუმჯობესებლად? 4.1.ა. - გამოწვევები: უნარების შეუსაბამობის კუთხით სისტემის ეფექტიანობაზე წარმოდგენილ მოსაზრებათა უმეტესობა მიუთითებს მრავლობით მიზეზებზე, რომელთა შორის აღსანიშნავია: ზოგადი განათლების დაბალი ხარისხი; შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის განვითარებისა და უნარების პროგნოზირების სუსტი პრაქტიკა; პროფესიული განათლების სისუსტე და პრაქტიკის ჩამორჩენა; კერძო სექტორისა და დამსაქმებლების ნაკლები ჩართულობა პროფესიულ თუ საგანმანათლებლო პროგრამათა შემუშავების, მიწოდებისა და დანერგვის პროცესში; მედიაციის სისტემათა სისუსტე; სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების სისუსტე და ტრადიციების არარსებობა; სოციალურ პარტნიორთა გამოცდილებისა და შესაძლებლობების ნაკლებობა სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების დაგეგმვაგანხორციელებაში; კარიერული განათლების სისუსტე. 1 მიგნებები დაჯგუფებულია ტექნიკურ დავალებაში დასმული კითხვების და ამ კითხვების სტრუქტურის მიხედვით (მაგ., კითხვების ა, ბ და გ ნაწილები). თუმცა, ზოგიერთ კითხვაზე წარმოდგენილი მტკიცებულებების სიმწირის გამო, რამდენიმე კითხვის მიგნებებში გამოტოვებულია კითხვის „ბ“ ნაწილი (ეხება კოორდინაციის საკითხებს). ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა ერთ-ერთი მოსაზრებით, სასკოლო ასაკის ახალგაზრდათა გამოკითხვის თანახმად, აუცილებელია ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესება, რაც გამოიხატება სასკოლო პროგრამების გამრავალფეროვნებითა და სწავლების მეთოდოლოგიის მოდერნიზებით.2 1. განათლება უნარების შეუსაბამობის შემცირებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს მიერ განხორციელებულ შრომის ბაზრის აქტიურ პოლიტიკას, კერძოდ, ისეთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს, როგორიცაა მოკლევადიანი მომზადებაგადამზადების კურსები. თუმცა, უწყების ინფორმაციით, ზოგადად სააგენტოსთვის ახალგაზრდების მიმართვიანობა არ არის მაღალი, სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით (მაგ.: 16-29 წლის ახალგაზრდები Worknet.gov.ge-ზე რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებელთა მხოლოდ 25,6% შეადგნენ, აღნიშნულ პორტალზე მთლიანად რეგისტრირებულ ახალგაზრდებიდან კი მხოლოდ 2,8% ერთვება სააგენტოს მომზადება-გადამზადების პროგრამებში (2020)). 3 ეს ყველაფერი ახალგაზრდების პასიურობაზე მიუთითებს (იხ. დანართი), რის შესაძლო მიზეზებადაც მოიაზრება შემდეგი საკითხები: მიზნობრივი სოციალური პროგრამების მისაღებად აუცილებელია სამუშაოს მაძიებლად რეგისტრაცია (2020 წლის მარტამდე); სააგენტოს პროგრამათა ცნობადობის დონე დაბალია ახალგაზრდებს შორის; სააგენტოს პროგრამებში (გარდა ხელფასის სუბსიდირების პროგრამისა) ახალგაზრდები არ არიან გათვალისწინებულნი პრიორიტეტულ კატეგორიად და ეს პროგრამები ნაკლებად არის მორგებული აღნიშნულ ჯგუფზე. 4 სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეამოწმა პროფესიული განათლების სისტემის ეფექტიანობა. მისი დასკვნით, გარკვეული პროგრესის მიუხედავად, ამ სფეროში მთელი რიგი ნაკლოვანებები იკვეთება პროფესიული განათლების პროგრამების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან თავსებადობის, სასწავლო პროცესების მართვის და პროფესიული განათლების დაფინანსების მიმართულებით; 5 ერთ-ერთ მოსაზრებაში წარმოდგენილია კონკრეტული სამართლებრივი საკითხი, რომელიც ხელს უშლის პროფესიული განათლების რეფორმას პრაქტიკაზე დაფუძნებული დუალური მიდგომის დანერგვის კუთხით. დუალური განათლება გულისხმობს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ერთად, სტუდენტის მომზადებაში მონაწილეობს კომპანიაც და სწავლის შედეგები მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში. ვინაიდან შესაძლებელია, დუალური სწავლების მონაწილე იყოს არასრულწლოვანიც, ხოლო სწავლებაში ჩართული კომპანიის საქმიანობა უკავშირდებოდეს მძიმე/საშიშპირობებიან სამუშაოებს, იქმნება შეუსაბამობა საქართველოს შრომის კოდექსის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტთან. 6 ამგვარად, აღნიშნული ჩანაწერი პრაქტიკული ბარიერია პროფესიული განათლებაში ახალგაზრდების აქტიურად ჩართვისათვის. წარმოდგენილ მოსაზრებებში ასევე გამოიკვეთა ხარვეზი განათლების რგოლში სოციალურ-ემოციური უნარების მიწოდების კუთხით. XXI საუკუნის ეს გამჭოლი 2 გაეროს ახალგაზრდების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო ჯგუფი. სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო. 4 სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო. 5 https://sao.ge 6 ევროპული ბიზნეს ასოციაცია (EBA). 3 ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა უნარები არათანაბრად მიეწოდება საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. ამ მხრივ, მიზეზებს შორის სახელდება მასწავლებელთა ცოდნისა და ინსტრუმენტების ნაკლებობა; ასევე, სოციალურ-ემოციური უნარების შესაბამისი ეროვნული სტანდარტისა და მათი გაზომვის სისტემის არარსებობა (როგორც საგანმანათლებლო, ასევე დამსაქმებლის დონეზე). 7 1. განათლება მოსაზრებებში ნახსენები პოლიტიკის დოკუმენტი 8 და სხვა მტკიცებულები ასევე მიუთითებს, რომ საქართველოში განხორციელებულ შრომის ბაზრის „მიწოდების პოლიტიკას“ არ აქვს კავშირი „მოთხოვნის მხარისა“ თუ ინდუსტრიულ პოლიტიკებთან. ამ სფეროში არსებული გამოწვევა უკავშირდება კითხვას: რამდენად სწორია, ფოკუსად მივიჩნიოთ მხოლოდ უნარების შეუსაბამობის შემცირება შრომის ბაზარზე (სადაც, ძირითადად, დომინირებს დაბალპროდუქტიული და დაბალკვალიფიციური სამუშაოები (მაგ.: სერვისის სფეროში), და არა ის პროფესიები, რომლებიც სჭირდება ქვეყნის გრძელვადიან ეკონომიკურ განვითარებას? 4.1.ბ. - კოორდინაცია: წარმოდგენილი მოსაზრებებიდან გამოიკვეთა, რომ ამ კუთხით მთავარი გამოწვევა გახლავთ უნარების შესაბამისობაზე პასუხისმგებელ უწყებათა სიმრავლე (მაგ.: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; ამ უწყებებს დაქვემდებარებული ცალკეული სააგენტოები), რაც კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს ეფექტიანი კოორდინაციისათვის; ასევე გამოიკვეთა სახელმწიფოსა და დამსაქმებლებს შორის სოციალური პარტნიორობისა (განსაკუთრებით, სექტორულ დონეზე) თუ კოორდინაციის სისუსტე, მისი განვითარების საჭიროება, და სოციალურ პარტნიორებს შორის პასუხისმგებლობათა ერთგვარი გადანაწილება; კერძო სექტორის მხარდაჭერით კვალიფიციური კადრების ინსტრუქტორისა და მენტორის სისტემის განვითარების საჭიროება; დუალურ სწავლებაში განხორციელებული ინვესტიციების უკუგებაზე კერძო სექტორის ცნობიერების ამაღლების აუცილებლობა. 9 ახალგაზრდობის სააგენტოს მოსაზრებაში ყურადღება გამახვილებულია კოორდინაციის, ასევე, მაღალი ლეგიტიმაციის მქონე საკოორდინაციო საბჭოს საჭიროებაზე. რეკომენდაციის სახით შემოთავაზებულია, რომ ამგვარი კოორდინაციის როლი შეითავსოს ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების უწყებათშორისმა საბჭომ, რომელიც შეიქმნება „სახელმწიფო 10 ახალგაზრდული სტრატეგია 2025-ის“ კვალდაკვალ. კოორდინაციის კუთხით, უნარების შეუსაბამობის აღმოფხვრაში შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ახალშექმნილმა უნარების სააგენტომაც. 4.1.გ. - რეკომენდაციები: რეკომენდებულ აქტივობებს შორის არის როგორც უშუალოდ საგანმანათლებლო პროგრამათა ხარისხის გაუმჯობესება (ტექნიკური თუ გამჭოლი უნარების სწავლების გაძლიერება; ახალი ტექნოლოგიების გამოყენების სტიმულირება), ასევე დამხმარე სისტემების (მაგ.: შრომის ბაზრის საინფორმაციო ნანა ფრუიძე, UNICEF. „დასაქმების პოლიტიკა განვითარების კონტექსტში“, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, 2020. 9 სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო. 10 სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მოსაზრება. 7 8 ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა სისტემა და უნარების პროგნოზირება) დახვეწა, რომლებიც ხელს შეუწყობს განათლების სისტემის ფოკუსირებას ბაზრის მოთხოვნებზე. წარმოდგენილი რეკომენდაციები მოიცავს პროგრამების ხარისხის გაუმჯობესებას ყველა დონის ფორმალურ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ასევე, სწავლის შეწყვეტის აღკვეთასა და პრევენციას. 11 2. განათლება გარდა ამისა, რეკომენდებული აქტივობებით გათვალისწინებულია სისტემაში კარიერული განათლების დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს კარიერული სერვისების განვითარებას. განათლების სისტემაში უნარების შეუსაბამობის შემცირების კუთხით შეიძლება მზარდი როლი ითამაშოს მომზადება-გადამზადების პროგრამებმა, რომელთა მეშვეობითაც უნარების მიწოდება სწრაფად გადაეწყობა შრომის ბაზრის მუდმივად ცვალებადი კონიუნქტურის მიხედვით. ასევე რეკომენდებულია სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს მიერ იმ პროგრამების განვითარება (მათ შორის, მომზადებაგადამზადების მიმართულებით) ან ტრანსფორმირება, რომლებიც უკეთ მოერგება ახალგაზრდების საჭიროებებს. 12 სოციალურ-ემოციური უნარების კუთხით წარმოდგენილი რეკომენდაცია მოიცავს ამ სტანდარტის დანერგვას საგანმანათლებლო დაწესებულებებში და დამსაქმებლთა შორის. 13 კონკრეტული სახის რეკომენდაციებში შედის შრომის კოდექსის ჩანაწერის კორექტირება და ალტერნატიული გზების ძიება დუალურ განათლებაში ჩართულ არასრულწლოვნებთან მიმართებით (ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის 14 გათვალისწინებით). 4.2. მოთხოვნადი უნარების/პროფესიების შესახებ შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის ეფექტიანობა: 2. შრომის ბაზრის საინფ. სისტემა ა) როგორ შეაფასებდით სახელმწიფო პოლიტიკას, პროგრამებსა და სხვა ღონისძიებებს შრომის ბაზარზე მოთხოვნადი უნარების/პროფესიების იდენტიფიცირების, ასევე, არსებულ და პროგნოზირებულ უნარებზე ახალგაზრდათა ინფორმირების კუთხით? ბ) რამდენად ეფექტიანია სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაცია ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე, ასევე, თანამშრომლობა სახელმწიფოსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის? გ) რა კონკრეტული ღონისძიებებია საჭირო პოლიტიკისა და კოორდინაციის გასაუმჯობესებლად? 11 გაეროს ახალგაზრდების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო ჯგუფი. სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო. 13 ნანა ფრუიძე, UNICEF. 14 ევროპული ბიზნეს ასოციაცია (EBA). 12 ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა 2. შრომის ბაზრის საინფ. სისტემა 4.2.ა. - გამოწვევები: მოკვლევამ დაადასტურა, რომ უაღრესად საჭიროა შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის გაუმჯობესება ბაზარზე არსებული უნარების შეუსაბამობის შესამცირებლად, მათ შორის, ამ მიზნით სხვა კომპონენტთა (მაგ.: განათლების სისტემა, პროფესიული ორიენტაცია) სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვისაც. საინფორმაციო სისტემის არსებობა გულისხმობს ამ სფეროში არსებული ყველა ტიპის ინფორმაციის (სტატისტიკური, ადმინისტრაციული და კვლევითი ინფორმაცია) თავმოყრას ერთიან, მუდმივად განახლებად სისტემაში, რომლის ფუნქციაა შრომის ბაზრის მონაწილეთა ზუსტი და დროული ინფორმირება. წარმოდგენილ მოსაზრებებში მთავარ გამოწვევად სწორედ საინფორმაციო სისტემის სისუსტე ან არარსებობას სახელდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლიდან სამინისტრო ახორციელებს უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის კვლევებს და ამზადებს შრომის ბაზრის ყოველწლიურ ანგარიშს. კვლევის მეთოდოლოგია ეფუძნება საერთაშორისო გამოცდილებას. უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის კვლევა ტარდება ორი მიმართულებით: პირველი მოიცავს ეკონომიკის ყველა სექტორს, მეორე კონკრეტულ პრიორიტეტულ სექტორებს. უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის კვლევა, რომელიც ყველა ეკონომიკურ სექტორს ფარავს, საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე ტარდება ორ წელიწადში ერთხელ. გარდა უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის ზემოაღნიშნული კვლევებისა, მუშავდება შრომის ბაზრის ყოველწლიური ანგარიშები. 15 თუმცა, წარმოდგენილი წერილობითი მოსაზრებების მიხედვით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა თუ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ბოლო წლებში ჩატარებული კვლევები, რომლებიც შეეხება მოთხოვნად უნარებსა და პროფესიებს, მოკლებულია სისტემატურობას და სპორადულია. არსებობს მთელი რიგი სხვა ნაკლოვანებებიც აღიშნულ კვლევებთან მიმართებით. 16 მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში არსებობს დამხმარე რესურსებიც (მაგ.: დასაქმების პორტალი worknet.gov.ge; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების მონაცემთა ბაზა - emis.gov.ge), გატარებული ღონისძიებები არ არის სრულყოფილი და მაქსიმალურად ხელმისაწვდომი, მათ შორის, ახალგაზრდებისთვის. 17 შესაბამისად, აღნიშნულ ინსტრუმენტებს აკლიათ უნარი, სრულყოფილად შეასრულონ შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის ძირითადი ფუნქცია. გარდა ამისა, წარმოდგენილ მოსაზრებათა მიხედვით, ძალიან სუსტია ახალგაზრდების ინფორმირება შეგროვებულ ინფორმაციაზე. ვებგვერდზე თავმოყრილი ინფორმაცია ძირითადად მაკროეკონომიკური და სტატისტიკური სახისაა და შესაძლოა უინტერესო იყოს ახალგაზრდებისთვის. ვებგვერდი მათ ვერ აწვდის საჭირო ცნობებს, თუ რომელი პროფესია უფრო მოთხოვნადია, როგორია ანაზღაურების ბადე, რამდენ ხანში შეძლებს 15 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ზეპირი მოსმენების დროს წარმოდგენილი ინფორმაცია. 16 ევროკავშირის პროექტი „ტექნიკური მხარდაჭერა შრომის ბაზრის საჭიროებებსა და დასაქმებაზე მორგებული უნარების განვითარებისთვის“ (Skills4Jobs) 17 სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო. ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა ახალგაზრდა დასაქმებას პროფესიის შეძენის შემთხვევაში და ა.შ. ახალგაზრდების მიერ ამ ვებგვერდის მოხმარება გამოკვლეული არ არის. 18 სისტემის ერთ-ერთ ნაკლია ისიც, რომ არსებული ადმინისტრაციული მონაცემები არ გამოიყენება საინფორმაციო მიზნებით: მაგალითად, შემოსავლების სამსახურიდან მიღებული საშემოსავლო გადასახადის მონაცემები შესაძლოა დაუკავშირდეს მიღებულ განათლებას (მონაცემთა კოდირების ტექნიკით, ამასთანავე, პერსონალური ინფორმაციის სრული დაცვით) და მონაცემთა ანალიზის საშუალებით გაანალიზდეს მნიშვნელოვანი მიგნებები და ტენდენციები შემდეგ საკითხებთან მიმართებით: მოთხოვნადი პროფესიები, ასევე, დასაქმებისა და შემოსავლების შესაძლო დონეები მიღწეული განათლების სხვადასხვა დონის შემთხვევაში. ეს მნიშვნელოვნად დაეხმარებოდა აღნიშნულ სფეროს. 4.2.ბ. - კოორდინაცია: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილია შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფი, რომლის წევრების არიან სახელმწიფო სტრუქტურების, სოციალური პარტნიორებისა და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები. სამინისტრო კვლევის თემატიკის განსაზღვრის მიზნით ყოველწლიურად ატარებს სამუშაო შეხვედრებს, სადაც მოწვეულები არიან სახელმწიფო სტრუქტურების, სოციალური პარტნიორების, კვლევითი ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ასევე, სამინისტრო ფართო აუდიტორიას აცნობს კვლევის შედეგებს. 19 2. შრომის ბაზრის საინფ. სისტემა თუმცა, წარმოდგენილი წერილობითი მოსაზრებების მიხედვით, გამოწვევებია კოორდინაციის კუთხითაც (მაგ.: აღნიშნულ სფეროში ჩართული აქტორები დამოუკიდებლად, ნაკლები კოორდინაციით სწავლობენ შრომის ბაზარს, არადა, ამ კუთხით სინერგიას შესაძლოა ბევრი სარგებელი ჰქონდეს). 20 21 4.2.გ. - რეკომენდაციები: პოლიტიკისა და კოორდინაციის გასაუმჯობესებლად წარმოდგენილ მოსაზრებებში აქცენტი კეთდება შემდეგ საჭიროებებზე: სფეროში არსებული უნარებისა და მოთხოვნადი პროფესიების სისტემატური კვლევა; ვაკანსიების რეგულარული მონიტორინგის დაწყება; რეგიონულ დონეზე ჩატარებული კვლევების კოორდინაცია ადგილობრივი პროფესიული სასწავლებლების მიერ წარმოებულ კვლევებთან; ადმინისტრაციული მონაცემების უკეთ გამოყენება მოთხოვნადი პროფესიების პროგნოზირებისათვის (კონკრეტული კონცეფცია შემოთავაზებულია დანართში). 22 ასევე გამოიკვეთა ახალგაზრდობისადმი მეგობრული საინფორმაციო სისტემის განვითარების საჭიროება მთელი ქვეყნის მასშტაბით, 18 ევროკავშირის პროექტი „ტექნიკური მხარდაჭერა შრომის ბაზრის საჭიროებებსა და დასაქმებაზე მორგებული უნარების განვითარებისთვის“ (Skills4Jobs) 19 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ზეპირი მოსმენების დროს წარმოდგენილი ინფორმაცია. 20 სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მოსაზრება. 21 ევროკავშირის პროექტი „ტექნიკური მხარდაჭერა შრომის ბაზრის საჭიროებებსა და დასაქმებაზე მორგებული უნარების განვითარებისთვის“ (Skills4Jobs). 22 ევროკავშირის პროექტი „ტექნიკური მხარდაჭერა შრომის ბაზრის საჭიროებებსა და დასაქმებაზე მორგებული უნარების განვითარებისთვის“ (Skills4Jobs). ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა რომელიც დაეფუძნება ევროპის ახალგაზრდული საინფორმაციო საკონსულტაციო სააგენტოს (ERYICA) პრინციპებს/სტანდარტებს და შესაბამის მომსახურებას გაუწევს ახალგაზრდებს. 23 4.3. უწყვეტი კარიერული კონსულტირებისა და პროფესიული ორიენტაციის პრაქტიკა: 3. კარ. კონსულტ. პროფ. ორიენტ. ა) როგორ შეაფასებდით საქართველოში უწყვეტი კარიერული კონსულტირებისა და პროფესიული ორიენტაციის ხელშემწყობ პოლიტიკას, პროგრამებსა და ღონისძიებებს? ბ) რამდენად ეფექტიანია სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაცია ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე, ასევე, თანამშრომლობა სახელმწიფოს, სამოქალაქო სექტორსა და კერძო სექტორს შორის? გ) რა კონკრეტული ღონისძიებებია საჭირო პოლიტიკისა და კოორდინაციის გასაუმჯობესებლად? 4.3.ა. - გამოწვევები: წარმოდგენილი მოსაზრებების მიხედვით, უწყვეტი კარიერული კონსულტირებისა და პროფესიული ორიენტაციის სფეროში გამოწვევები არსებობს როგორც მარეგულირებელი ჩარჩოს კუთხით (ბოლო წლებში მიღწეული პროგრესის მიუხედავად), ასევე მისი შესრულების მხრივ. გამოწვევად განისაზღვრა ახალგაზრდობის პასიურობა (მაგ.: სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს მონაცემებით, სამუშაოს მაძიებლად რეგისტრირებულ ახალგაზრდათა საერთო რაოდენობიდან სააგენტოს პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის ჯგუფური ან ინდივიდუალური სერვისი მიღებული აქვს მხოლოდ მცირე ნაწილს არაუმეტეს 4%-სა და 1%-ს, შესაბამისად (2019).24 (იხ. დანართი). 3. კარ. კონსულტ. პროფ. ორიენტ. მარეგულირებელი გარემოს კუთხით გამოწვევაა ბოლო პერიოდში დამტკიცებული სტანდარტის 25 ზოგადი ბუნება. იგი ითვალისწინებს მხოლოდ სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის ქვესტანდარტს, თუმცა არ მოიცავს ქვესტანდარტს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ სერვისის მიწოდების კუთხით. 26 პრობლემებია უკვე არსებული სტანდარტის აღსრულების მხრივაც, რაც ძირითადად უკავშირდება შემდეგ ასპექტებს: პროფესიონალთა უკმარი რაოდენობა, ტრენინგპროგრამების სისუსტე, მეთოდური მასალების სიმწირე, ამ 23 სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო. სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო. 25 „პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურების სრულყოფილი სერვისის სტანდარტის განსაზღვრისა და სამუშაოს მაძიებელთათვის პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის ქვესტანდარტის დამტკიცების შესახებ“: https://matsne.gov.ge/ka/document/view/3145465?publication=0 26 ევროკავშირის პროექტი „ტექნიკური მხარდაჭერა შრომის ბაზრის საჭიროებებსა და დასაქმებაზე მორგებული უნარების განვითარებისთვის“ (Skills4Jobs). 24 ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა სფეროში აკადემიური განათლების მიღების შესაძლებლობისა და შეფასების სისტემის არარსებობა. 27 28 განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ძალისხმევით, 2014 წლიდან ამოქმედდა „პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამა“ საბაზისო და საშუალო საფეხურის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეთათვის, რასაც მოჰყვა ცვლილებები ეროვნულ სასწავლო გეგმაში. კარიერული ცენტრები შეიქმნა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, სადაც გადამზადნენ თანამშრომლები. თუმცა, ასეთი ცენტრები ჯერ კიდევ არ არის დანერგილი ყველა დაწესებულებაში, მიუხედავად იმისა, რომ მათი არსებობა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო სასწავლების სიძლიერესა და ხარისხს. 29 გამოწვევებს შორისაა ინფორმირებულობა როგორც პროფესიულ კონსულტირებასა და კარიერულ დაგეგმვაზე, ასევე ამ კუთხით არსებულ პროექტთა ხელმისაწვდომობაზე. ერთ-ერთი მოსაზრებით, მშობლების მხრიდან ზეწოლა პროფესიის არჩევასთან დაკავშირებით დიდი გამოწვევაა და მიუთითებს, რომ საჭიროა საზოგადოების ინფორმირება „პოზიტიური მშობლობის“ შესახებ. 30 ყველაფერთან ერთად, აღნიშნული მიმართულება გარდაუვლად უკავშირდება და შრომისა ბაზრის საინფორმაციო სისტემას, როგორც მომიჯნავე სფეროს, რომელიც ამავდროულად მისი მთავარი საყრდენია. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. 4.3.გ. - რეკომენდაციები: მოსაზრებებში წარმოდგენილი რეკომენდაციების მიხედვით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ავტორიზაციის მოთხოვნაში უნდა აისახოს პროფესიული კონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურება და მისი ხელმისაწვდომობა. 31 ასევე რეკომენდებულია სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს მიერ ისეთი პროგრამების განვითარება ან ტრანსფორმირება (მათ შორის, პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის მიმართულებით), რომლებიც უკეთ მოერგება ახალგაზრდების საჭიროებებს, ამასთანავე, ადრეულ სასკოლო ეტაპზე და პროფესიული თუ უმაღლესი განათლების საფეხურებზე ამ სერვისის გაძლიერებული მიწოდება სახელმწიფოს მხრიდან.32 ამ კუთხით, ახალგაზრდობის სააგენტოს გეგმებში შედის myprofession.gov.ge-ს განვითარების კონცეფციის შემუშავება და „სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია 2025-ის“ დამტკიცებაგანხორციელება, რომელიც ასევე მოიცავს აღნიშნულ საკითხს. 33 27 ევროკავშირის პროექტი „ტექნიკური მხარდაჭერა შრომის ბაზრის საჭიროებებსა და დასაქმებაზე მორგებული უნარების განვითარებისთვის“ (Skills4Jobs). 28 სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო. 29 სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო. 30 ნანა ფრუიძე, UNICEF. 31 სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო. 32 სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო. 33 სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო. ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა რეკომენდაციებში წარმოდგენილია კამპანიის წარმოება „პოზიტიური მშობლობის“ შესახებ, რაც შეამცირებს მშობლის მხრიდან ზეწოლას პროფესიის შერჩევასთან დაკავშირებით. 34 4.4. სწავლიდან სამუშაოზე გადასვლა. 4. სწავლ. სამუშ. გადასვლა ა) როგორ შეაფასებდით სწავლიდან სამუშაოზე გადასვლის, სტაჟირებისა და პირველი სამუშაოს დაწყების ხელშემწყობ პოლიტიკას საქართველოში? ბ) რამდენად ეფექტიანია სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაცია ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე, ასევე, თანამშრომლობა სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის? გ) რა კონკრეტული ღონისძიებებია საჭირო პოლიტიკისა და კოორდინაციის გასაუმჯობესებლად? 4.4.ა. - გამოწვევები: როგორც განათლების, ასევე დასაქმების პოლიტიკისთვის, ახალგაზრდები უნდა ქმნიდნენ ცალკე მნიშვნელოვან სამიზნე ჯგუფს. თუმცა, წარმოდგენილი მოსაზრებების მიხედვით, სახელმწიფოს არ აქვს ცალკე გამოკვეთილი პოლიტიკა სწავლიდან სამუშაოზე გადასვლის, სტაჟირებისა და პირველი სამუშაოს დაწყების მიმართულებით. 35 ახალგაზრდობის ჩართულობა სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ სტაჟირების პროგრამებში დაბალია (მაგ.: სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს მონაცემებით, სამუშაოს მაძიებლად რეგისტრირებული ახალგაზრდების საერთო რაოდენობიდან სტაჟირების პროგრამით უსარგებლია მხოლოდ 0,3%-ს (2019)). 36 ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, 2020 წლის 29 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ შრომის კოდექსში შეტანილ ცვლილებებამდე, ახალგაზრდებს „სტაჟიორად“ თვეებისა და წლების განმავლობაში ამუშავებდნენ, უმეტესწილად, ანაზღაურების გარეშე. 37 ხსენებული ცვლილებებით, განიმარტა სტაჟიორის ცნებაც, განისაზღვრა სტაჟირების ვადები, წერილობითი ხელშეკრულება სავალდებულო გახდა და დამსაქმებელს აეკრძალა დასაქმებულის ნაცვლად სტაჟიორის აყვანა. ერთ-ერთი მოსაზრებით, აღნიშნულმა ცვლილებამ გააუარესა არსებული მდგომარეობა. ავტორების თანახმად, ვადების ასეთი განსაზღვრა ზრდის შესაძლებლობას, რომ დამსაქმებელმა თავის სასიკეთოდ გამოიყენოს ჩანაწერი. 38 4. სწავლ. სამუშ. გადასვლა ამ მიმართულებით - როგორც თითქმის ყველა ასპექტში - გამოწვევები არსებობს მარეგულირებელი ჩარჩოს ნაკლოვანების კუთხითაც და აღსრულებისთვის საჭირო რესურსების თვალსაზრისითაც. მარეგულირებელი ჩარჩოს ნაკლოვანებაა ის, რომ დასაქმების შესახებ კანონში 39 არსებული ჩანაწერი სტაჟირების შესახებ მოიცავს მხოლოდ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს მიერ განხორციელებულ პროგრამებს და ნანა ფრუიძე, UNICEF. ევროკავშირის პროექტი „ტექნიკური მხარდაჭერა შრომის ბაზრის საჭიროებებსა და დასაქმებაზე მორგებული უნარების განვითარებისთვის“ (Skills4Jobs). 36 სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო. 37 ააიპ „გილდია“. 38 ააიპ „გილდია“. 39 https://matsne.gov.ge/ka/document/view/15664?publication=6 34 35 ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა ვერ ფარავს ზოგადად სტაჟირების პროგრამებს ქვეყნის მასშტაბით. ასეთი სფეროს საკანონმდებლო რეგულირების არარსებობას ხშირად მივყავართ ახალგაზრდათა დასაქმების მავნე ფორმებამდე, როგორიცაა ხანგრძლივი სტაჟირება ანაზღაურების გარეშე. საქართველოს შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილების შედეგად, სტაჟირება ითვლება გამოცდილებად და რეგულირდება ხელშეკრულებით. თუმცა, დაბალია მხარეთა ინფორმირებულობა საკუთარ უფლება-მოვალეობებზე. 4.4.ბ. - კოორდინაცია: ამ კუთხით, ხშირად მიუთითებენ კერძო სექტორის ჩართვის აუცილებლობაზე სტაჟირების პროგრამის განსაზღვრასა და განათლების პოლიტიკის შემუშავებაში. სტაჟირების სახელმწიფო პროგრამებში კომპანიათა მონაწილეობის დონე დაბალია, რასაც განაპირობებს მათი დაბალი ინტერესი. 40 4.4.გ. - რეკომენდაციები: არა მხოლოდ სწავლიდან სამუშაოზე გადასვლის, არამედ ზოგადად შრომის ბაზრის პოლიტიკის თვალსაზრისით, საუკეთესო პრაქტიკის მაგალითად მოყვანილია სინგაპური, რომელსაც საქართველოს მსგავსი დერეგულირებული და ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა აქვს, შედარებით „რეგულირებული ეკონომიკის“ ქვეყნებისგან განსხვავებით (როგორიცაა ავსტრია, გერმანია და კონტინენტური ევროპა). 41 სტაჟირების პროგრამებში კომპანიათა მეტი ჩართულობისთვის საჭიროა უფრო აქტიური კომუნიკაცია და ეკონომიკური ინსტრუმენტების განვითარების ხელშეწყობა წახალისების მიზნით. 42 ასეთი ინსტრუმენტებით კომპანიების წახალისების რეკომენდაცია გამოთქმულია სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს მოსაზრებაშიც. 43 4.5. არაფორმალური განათლების როლი უნარების შეუსაბამობის შემცირებაში. 5. არაფორმ. განათლება ა) როგორ შეაფასებდით საქართველოში არაფორმალური განათლების ხელშემწყობ პოლიტიკას შრომის ბაზარზე არსებული უნარების შეუსაბამობის შესამცირებლად? ბ) რამდენად ეფექტიანია სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაცია ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე, ასევე, თანამშრომლობა სახელმწიფოს, სამოქალაქო თუ კერძო სექტორებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის? გ) რა კონკრეტული ღონისძიებებია საჭირო პოლიტიკისა და კოორდინაციის გასაუმჯობესებლად? 5. არაფორმ. განათლება 4.5.ა. - გამოწვევები: მიღებული მოსაზრებების მიხედვით, არაფორმალურ განათლებაში განსაკუთრებული გამოწვევაა ასეთი ტიპის პროგრამების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, მით უფრო, რეგიონებში. 2020 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, სხვადასხვა არაფორმალური კურსი საქართველოს მასშტაბით ისწავლება 40 სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო. ევროკავშირის პროექტი „ტექნიკური მხარდაჭერა შრომის ბაზრის საჭიროებებსა და დასაქმებაზე მორგებული უნარების განვითარებისთვის“ (Skills4Jobs). 42 სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო. 43 სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო. 41 ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა მხოლოდ თბილისსა და 7 რეგიონში (ჯამში, 14 მუნიციპალიტეტში). 44 გამოწვევად რჩება პროგრამების მრავალფეროვნება. არაფორმალური განათლება ძირითადად კონცენტრირებულია სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციებში, რაც საკმარისი არ არის, ხოლო მუნიციპალური სერვისები ერთფეროვანია და ვერ პასუხობს გამოწვევებს.45 გარდა ამისა, გამოწვევებს შორისაა არაფორმალური და ახალგაზრდული საქმიანობით მიღებული განათლების აღიარების ნაკლებგანვითარებული მექანიზმები, არაფორმალური განათლების მწირი დაფინანსება ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე, მისი მიმწოდებელი ორგანიზაციების შესაძლებლობები, და ახალგაზრდული მუშაკის ინსტიტუტის სისუსტე. 2019 წელს გამოიცა საქართველოს მთავრობის დადგენილება „არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების წესისა და პირობების და არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების საფასურის დამტკიცების შესახებ“, რომლითაც განისაზღვრა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და მომზადება/გადამზადების პროგრამებზე უფლებამოსილი პირის მიერ აღიარების უფლების მოპოვების წესი. ამ კუთხით, ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2019 წლის ბრძანება „არაფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“. აღნიშნული პროცედურის მიზანია არაფორმალური განათლების აღიარების მაძიებლისთვის ფორმალური განათლების მიღმა მიღწეული სწავლის შედეგების დადასტურება, რათა ხელი შეეწყოს მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლას, პიროვნულ განვითარებას, კვალიფიკაციის მინიჭებას ან/და დასაქმებას/კარიერულ ზრდას/თვითდასაქმებას. თუმცა, მოსაზრებების მიხედვით, ინდივიდუალური განათლებისა და სამუშაო გამოცდილების მქონე პირთა შრომის ბაზარზე დამკვიდრებისთვის, ასევე, კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, საჭიროა აღიარების უფრო გამარტივებული წესის შემოღება და ახალგაზრდების უკეთესი ინფორმირება აღნიშნული შესაძლებლობის შესახებ. 46 ერთი მხრივ, ახალგაზრდული საქმიანობის მხარდაჭერა და, მეორე მხრივ, არაფორმალური განათლების აღიარებავალიდაციის მექანიზმების დახვეწის საჭიროება გამოთქმულია სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მოსაზრებაშიც. ამ კუთხით სააგენტოს გეგმებში უკვე შედის ახალგაზრდული საქმიანობის შედეგად მიღებული ცოდნის აღიარების ციფრული მექანიზმების შემუშავება და დანერგვა. 47 5. არაფორმ. განათლება არაფორმალური განათლების კუთხით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ახალგაზრდული მუშაკის საქმიანობას. სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ზეპირი მოსმენისას გამოიკვეთა, რომ ბოლო პერიოდში ახალგაზრდული მუშაკის ინსტიტუტის გასაძლიერებლად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. კერძოდ, 2020 წელს შეიქმნა პირველი 6-თვიანი აკრედიტებული გადამზადების პროგრამა და მომზადდა სერტიფიცირებული ახალგაზრდული მუშაკების პირველი ნაკადი (30 ადამიანი) მთელი საქართველოს მასშტაბით. შემდგომი ტალღისთვის დაგეგმილია 50 პირის გადამზადება. ასევე დაწყებულია სერტიფიცირებული მობილური ახალგაზრდული მუშაკის გადამზადება საქართველოს 4 რეგიონის 10 მუნიციპალიტეტიდან, 44 ევროკავშირის პროექტი „ტექნიკური მხარდაჭერა შრომის ბაზრის საჭიროებებსა და დასაქმებაზე მორგებული უნარების განვითარებისთვის“ (Skills4Jobs). 45 გაეროს ახალგაზრდების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო ჯგუფი. 46 სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო. 47 სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მოსაზრება. ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა ევროკავშირის პროგრამის Skills4Jobs-ის ფარგლებში. ისინი მომდევნო 2 წლის განმავლობაში იმუშავებენ 4,000-მდე NEET სტატუსის ახალგაზრდასთან, დასაქმებასა და მეწარმეობაში დასახმარებლად. 48 ამ კუთხით, მნიშვნელოვანია მიმდინარე მობილური ახალგაზრდული მუშაკის პროგრამა ხელმისაწვდომი გახდეს საქართველოს დანარჩენ რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებშიც (ხსენებული 10 მუნიციპალიტეტის გარდა). შესაბამისად, სააგენტო აგრძელებს მუშაობას არა მხოლოდ არსებული ახალგაზრდული მუშაკების გადასამზადებლად, არამედ ახალგაზრდული მუშაკის სრული ფორმალური უმაღლესი განათლების კურსების დასანერგად და ამ სფეროს პროფესიული სტანდარტის შესამუშავებლად. 4.5.გ. - რეკომენდაციები: რეკომენდაციებს შორის წარმოდგენილია: საკვანძო კომპეტენციების განვითარების ხელშემწყობი არაფორმალური და ჰობი განათლების პროგრამების გაძლიერება სხვადასხვა ჯგუფისთვის; ციფრული და საკონსულტაციო სერვისების განვითარება და მეტი ხელმისაწვდომობა; შიდა და საერთაშორისო მობილობის ღონისძიებათა ხელშეწყობა. 4.6. ახალგაზრდათა მეწარმეობის წამახალისებელი პროგრამების ეფექტიანობა: 6. ახალგ. მეწარმეობა ა) როგორ შეაფასებდით ახალგაზრდათა მეწარმეობის წამახალისებელ სახელმწიფო პროგრამებს? ბ) რამდენად ეფექტიანია სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაცია ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე, ასევე, თანამშრომლობა სახელმწიფოს, კერძო სექტორსა და სხვა დაინტერესებულ მხარეთა შორის? გ) რა კონკრეტული ღონისძიებებია საჭირო პოლიტიკისა და კოორდინაციის გასაუმჯობესებლად? 6. ახალგ. მეწარმეობა 4.6.ა. - გამოწვევები: ახალგაზრდული მეწარმეობის კუთხით მთავარი გამოწვევაა პროგრამების დაბალი ეფექტიანობა. ამის მიზეზი გახლავთ, ერთი მხრივ, ახალგაზრდათა სამეწარმეო უნარების დაბალი განვითარება და, მეორე მხრივ, ამ პროგრამებზე მათი დაბალი ინფორმირებულობა. 49 ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სამეწარმეო სწავლების დანერგვის კუთხით. კერძოდ, სასკოლო განათლებაში (ზოგადი განათლების მე-11 კლასში) ინტეგრირებულია მეწარმეობა არჩევითი საგნის სახით. პროფესიულ საგანმანათლებლო სისტემაში სამეწარმეო სწავლება განისაზღვრა, როგორც გამჭოლი უნარი და კომპეტენცია. თუმცა, წარმოდგენილ მოსაზრებათა თანახმად, ფორმალური სამეწარმეო განათლება ფაქტობრივად არ არსებობს, ხოლო ამ სფეროში არსებული არაფორმალური პროგრამები საკმარისი არ არის. 50 გამოწვევებს შორის არის უნარების განვითარება, სამეწარმეო ინიციატივების პილოტირება, ქოუჩინგი და ფინანსების ხელმისაწვდომობა. ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ისიც, რომ არსებული პროგრამები არ არის მორგებული ახალგაზრდების 48 სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ზეპირი მოსმენა. სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მოსაზრება. 50 გაეროს ახალგაზრდების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო ჯგუფი. 49 ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა საჭიროებებს (მაგ.: თანადაფინანსების წყაროები), რესურსებზე წვდომა შეზღუდულია, არსებული პროგრამების ცნობადობა კი - დაბალი. 51 4.6.ბ. - კოორდინაცია: დასაქმების პოლიტიკის მსგავსად, მეწარმეობის კოორდინაციის მთავარი გამოწვევაა ის, რომ მეწარმეობის ხელშეწყობაზე ერთი კონკრეტული უწყება არ აგებს პასუხს და ეს მოვალეობა გადანაწილებულია შემდეგ ორგანოებს შორის: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (მეწარმეობა და ეკონომიკური საკითხები); კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო (ახალგაზრდული პოლიტიკის საკითხები); განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (განათლება, მათ შორის, სამეწარმეო სწავლება); დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შრომის ბაზრის პოლიტიკა); და ადგილობრივი თვითმართველობა (ახალგაზრდებთან მუშაობა). 4.6.გ. - რეკომენდაციები: გასატარებელ ღონისძიებებზე წარმოდგენილ მოსაზრებებში გვხვდება როგორც ზოგადი, ასევე კონკრეტული რეკომენდაციები. ზოგად რეკომენდაციებს განეკუთვნება: • ზოგადი საინვესტიციო კლიმატის, ინდუსტრიული პოლიტიკისა და ინოვაციების მხარდაჭერა; • მეწარმეობის პოლიტიკის მორგება ახალგაზრდებზე, გამარტივება დროისა და ხარჯების თვალსაზრისით; • მეწარმეობის კულტურის ჩამოყალიბებისთვის საჭირო პირობების ხელშეწყობა; • ახალგაზრდობის სამეწარმეო უნარების, ცნობიერების ასამაღლებელი ზომების, ქოუჩინგის, მენტორობისა და დაფინანსების გაუმჯობესება; • სამეწარმეო სწავლების ინტეგრირება ფორმალური და არაფორმალურ განათლების სისტემაში; • მიზნობრივი სამეწარმეო ქსელების განვითარება ახალგაზრდული მეწარმეობის მხარდასაჭერად. ბიზნესის წამოწყების განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამეწარმეო კულტურისა და სწავლების ჩამოყალიბება სასკოლო ასაკიდანვე; ასევე, მეწარმეობის შესახებ არაფორმალური განათლების პროგრამების მაქსიმალური მხარდაჭერა მთელი ქვეყნის მასშტაბით. 52 აღსანიშნავია, რომ სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო მიმდინარე წელს გეგმავს ახალგაზრდული მეწარმეობის სამთავრობო კონცეფციის შემუშავებას 53, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ამ მიმართულების განვითარებისათვის. 51 გაეროს ახალგაზრდების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო ჯგუფი. სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მოსაზრება. 53 სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მოსაზრება. 52 ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა 5. ზეპირი მოსმენები წერილობით მოწოდებული დასაბუთებული მოსაზრებების შესწავლის შემდეგ, გაიმართა საკითხის ზეპირი მოსმენა მოსაზრების წარმომდგენ დაინტერესებულ პირებსა და იმ სახელმწიფო უწყებებთან, რომელთა უშუალო კომპეტენციაშიც შედის თემატური მოკვლევის საგანი. ზეპირ მოსმენებში მონაწილეობდნენ: მიხეილ ყაველაშვილი ვიქტორ სანიკიძე (მთავარი მომხსენებელი) დავით კაჭარავა ირაკლი მეძმარიაშვილი თამარ ტალიაშვილი ნინო ლაცაბიძე ნინო წილოსანი ზაზა ლომინაძე გიორგი ამილახვარი მარიამ ლაშხი • • • • • • • • • • ზეპირი მოსმენები პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცა საქართველოს პარლამენტის ვებგვერდის, ასევე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტისა და მისი თავმჯდომარის ოფიციალური Facebook გვერდების საშუალებით. მოსმენების სხდომების ოქმები და სრული სტენოგრამა ხელმისაწვდომია პარლამენტის ვებგვერდზე: www.parliament.ge; ზეპირი მოსმენების განრიგი 19 მაისი, 2021წელი | 11:00 – 14:00 N ორგანიზაცია/კერძო პირი 1 სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო 2 ასოციაცია ,,ჰერა 21“ წარმომადგენელი ნინო ველთაური 3 ააიპ ,,გილდია“ გიგა ბექაური 4 საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია - 5 HBI GROUP ელენე მახარაშვილი, ხათუნა ჩხარტიშვილი. გოგა ფურცელაძე 6 ლანა კოპალიანი 7 ნიკოლოზ უსენაშვილი 20 მაისი, 2021წელი | 11:00 – 14:00 ნინო წულეისკირი ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა N ორგანიზაცია/კერძო პირი 1 სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო წარმომადგენელი რევაზ ჩარკვიანი, ქართლოს ქარუმიძე 2 ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტი ანა დიაკონიძე, ანი ქიტიაშვილი 3 ფრიდრიხ ებერტის ფონდი ირინე სეფერთელაძე 4 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო მანოლა ფევაძე 5 სსიპ ,,ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი“ (აჭარა) გიორგი მათითაიშვილი 6 წითელი ჯვარი ირაკლი იაკობიძე, მარიამ ნიკოლაშვილი 2 ივნისი, 2021წელი | 11:00 – 13:00 უწყება წარმომადგენელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ეკატერინე მიქაბაძე სამინისტრო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე; ირაკლი ნადარეიშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; გიორგი გამყრელიძე ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის, შრომის ბაზრის ანალიზის სამმართველოს უფროსი; ავთანდილ კასრაძე - სსიპ „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგების სააგენტოს“ თავმჯდომარე; ირაკლი გაბრიაძე - სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე. ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა 2 ივნისი, 2021წელი | 13:00 – 15:00 უწყება წარმომადგენელი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან თამილა ბარკალაია - მინისტრის დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური მოადგილე დაცვის სამინისტრო 3 ივნისი, 2021წელი | 11:00 – 15:00 უწყება საქართველოს სამინისტრო წარმომადგენელი განათლებისა და მეცნიერების ნინო წერეთელი - უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი; თამარ სამხარაძე პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა 6. კომიტეტის რეკ ომენდაციები წარმოდგენილი მოსაზრებების გათვალისწინებით შემუშავდა მთელი რიგი რეკომენდაციები, რომლებიც მსგავსებიდან, ზოგადი ბუნებიდან და თემატიკიდან გამომდინარე, დაჯგუფდა 7 მიმართულების თემატურ პროგრამად:        პროგრამა 1 - ახალგაზრდების დასაქმების ზოგადი პოლიტიკისა და მისი ინსტრუმენტების გაუმჯობესება პროგრამა 2 - განათლების სისტემის გაუმჯობესება და შრომის ბაზრის გრძელვადიან საჭიროებებზე მორგება პროგრამა 3 - შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის გაძლიერება პროგრამა 4 - კარიერული კონსულტირებისა და პროფესიული ორიენტაციის პრაქტიკის საყოველთაო დანერგვის ხელშეწყობა პროგრამა 5 - სტაჟირების გაუმჯობესება და მისი პრაქტიკული სწავლების რეალურ ინსტრუმენტად გადაქცევა პროგრამა 6 - არაფორმალური განათლების როლისა და ფუნქციის გადააზრება პროგრამა 7 - ახალგაზრდული მეწარმეობის ეკოსისტემის შექმნის ხელშეწყობა ამასთან, პროგრამა 2-დან პროგრამა 7-ის ჩათვლით რეკომენდაციები უკავშირდება მოკვლევის საკითხებს, პროგრამა 1 კი იმ ზოგადი რეკომენდაციების კრებულია, რომლებიც მოკვლევაში მიღებულ კითხვებს სცდება, თუმცა, საჭიროებიდან გამომდინარე, მათი გათვალისწინება აუცილებელია ერთ სისტემაში მოსაყვანად. თითოეულ პროგრამას აქვს მითითებული შესაბამისი რეკომენდაციის შესრულებისა და მონიტორინგის დროითი გეგმა, პასუხისმგებელ უწყებებთან ერთად. ქვემოთ წარმოდგენილია რეკომენდაციები თითოეული მიმართულებით: ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა 1. ახალგაზრდების დასაქმების ზოგადი პოლიტიკისა და მისი ინსტრუმენტების გაუმჯობესება 1.1. ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისთვის მაღალი დონის კოორდინაციის მექანიზმთა გასაუმჯობესებლად, ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების უწყებათშორისი საბჭოს ფარგლებში, რომელიც შეიქმნება „სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია 2025-ის“ პარალელურად და ეფექტიან კოორდინაციას გაუწევს მის განხორცილებას, ჩამოყალიბდეს თემატური ჯგუფი. აღნიშნული საბჭო და მისი თემატური ჯგუფი განხილული უნდა იყოს სტრატეგიის მიღმა საკითხების კოორდინაციის საშუალებადაც (მაგ.: როგორიცაა მიმდინარე მოკვლევის რეკომენდაციათა შესრულება). ამასთან, საბჭოს საქმიანობის ხელშესაწყობად, თემატურმა ჯგუფმა უნდა გააერთიანოს ამ დარგის სპეციალისტები, ასევე, სამოქალაქო, ბიზნესის, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. მნიშვნელოვანია, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი აქტიურად ჩაერთოს პროცესში. ეს უზრუნველყოფს პრობლემისადმი სტრატეგიულ მიდგომას და ეფექტიან ზედამხედველობას განხორციელებულ ქმედებებზე. 1.2. აღნიშნულ მოკვლევაში გამოკვეთილი რეკომენდაციები აისახოს დოკუმენტში „სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია 2025“. ყველა მნიშვნელოვანი (მათ შორის, მიმდინარე მოკვლევის ფარგლებში იდენტიფიცირებული) რეკომენდაციისა და საკითხის გასათვალისწინებლად, არსებითია ამ სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შეუფერხებელი დამტკიცება და განხორციელება. სტრატეგია სახელმწიფო მნიშვნელობის სამთავრობო დოკუმენტია, რომელიც ეფუძნება „2020–2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციას“ და უზრუნველყოფს ამ დოკუმენტში წარმოდგენილი საკითხების აღსრულებას. 1.3. სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტომ გამოიკვლიოს და წარმოადგინოს შესაბამისი ანგარიში სააგენტოს პროგრამებში ახალგაზრდების დაბალი ჩართულობის მიზეზებზე, რომლიც საფუძვლად დაედება დასაქმების სააგენტოს საქმიანობის გაუმჯობესებას და შემდგომი ღონისძიებების დაგეგმვას. 1.4. სიიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტომ მთლიანად გადახედოს worknet.gov.ge-ის მისიასა და კონცეფციას. რეგისტრაციების მნიშვნელოვანი ვარდნა (მას შემდეგ, რაც გაუქმდა სოციალური დახმარებისთვის რეგისტრაციის აუცილებლობა), ასევე, სისტემაში რეგისტრირებულთა უაღრესად დაბალი უკუკავშირი, მიუთითებს, რომ სისტემა ძალზე დაბალეფექტიანია და რეალურად ვერ ასრულებს დაკისრებულ ფუნქციას. ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა 1.5. შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის პროგრამათა ეფექტიანობის მდგრადობის შესაფასებლად, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტომ გამოიკვლიოს ბენეფიციარი ახალგაზრდების მდგომარეობა დასაქმების კუთხით პროგრამის დამთავრების შემდეგ. 1.6. სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტომ წარმოადგინოს წინადადებები თავისი პროგრამების ახალგაზრდების (მათ შორის, ახალგაზრდების მოწყვლადი ჯგუფების და ასევე ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების) საჭიროებებზე მოსარგებად. მნიშვნელოვანია, უწყებამ არსებული რესურსების ფარგლებშივე მოიძიოს საშუალებები და გზები ამ მიზნის მისაღწევად. 1.7. სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტომ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად (მაგ. სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო), წარმოადგინოს წინადადება ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის ახალ, ინტეგრირებულ პროგრამაზე, რომელიც მოიცავს მათ ინფორმირებას ადრეულ სასკოლო ასაკში და კომპლექსურ ზრუნვას ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობებზე. 1.8. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეისწავლოს და კომიტეტს 54 წარმოუდგინოს სერვისული და პლატფორმული ეკონომიკის შესაბამისი პარტნიორული ხელშეკრულების რეგულირების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა, ასევე, ამ ტიპის ურთიერთობების მიმართება დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომით ურთიერთობასთან, რასაც შეიძლება დაეფუძნოს აღნიშნული კუთხით არსებულ გამოწვევათა გადაწყვეტის შემდგომი ნაბიჯები. 1.9. შემუშავდეს ინდუსტრიული პოლიტიკის ჩარჩო, რომელიც გახდება ორიენტირი როგორც ქვეყნის საშუალო და გრძელვადიანი სექტორული ეკონომიკური პოლიტიკისთვის, ასევე ამ პოლიტიკის ფარგლებში შესაბამისი უნარების მისაწოდებლადაც, განსაკუთრებით იმ სექტორებისთვის, რომლებიც ახალგაზრდებისთვის მაღალმწარმოებლურ სამუშაო ადგილებს ქმნის. ეს უნარების გრძელვადიან შეუსაბამობას აარიდებს ქვეყანას. შესაძლოა, ეს ფუნქცია გრძელვადიანმა (10-წლიანი) სამთავრობო დოკუმენტმა შეასრულოს, რომელიც შექმნის პროცესშია. ამისათვის სასურველია მთავრობის ადმინისტრაციასთან აქტიური კომუნიკაცია დოკუმენტზე მუშაობის პროცესში. 54 ყველგან, სადაც ნახსენებია, იგულისხმება საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი (თუ სხვაგვარად არ არის მითითებული) ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა 1.10. საკითხზე აზრთა ფართო გაცვლა-გამოცვლის, მხარეთა ინფორმირებისა და კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით, საფუძველი ჩაეყაროს ეროვნულ ფორუმს ახალგაზრდების დასაქმების შესახებ (მათ შორის, ვირტუალური ფორმით). ფორუმის მეშვეობით გაერთიანდება ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარე, რომლებიც გაცვლიან ინფორმაციას მიმდინარე პროექტებსა და გამოწვევებზე ამ სფეროში. სსიპ ახალგაზრდობის სააგენტომ/სსიპ დასაქმების სააგენტომ წარმოადგინონ წინადადებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. 1.11. ახალგაზრდების შრომითი უფლებების დასაცავად და სტაჟირების ხარისხის გასაუმჯობესებლად, სსიპ შრომის ინსპექციამ დაგეგმოს და განახორციელოს ცხელი ხაზის პოპულარიზაციის კამპანია, განსაკუთრებით, შესაბამის სამიზნე ჯგუფში. განხორციელება და მონიტორინგი N 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 1.8 1.9 1.10 1.11 Q3/2021 Q4/2021 Q1/2022 Q2/2022 Q3/2022 Q4/2022 პასუხისმგებელი უწყებები კომიტეტი/კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კომიტეტი/კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო/განათლების და მეცნიერების სამინისტრო დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა 2. განათლების სისტემის გაუმჯობესება და შრომის ბაზრის გრძელვადიან საჭიროებებზე მორგება 2.1 განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეიმუშაოს საგანმანათლებლო პროგრამების და შესაბამისი სტანდარტების ხარისხის გაუმჯობესების გეგმა. დოკუმენტმა უნდა ასახოს, თუ როგორ განავითარებს განათლების სისტემა ახალგაზრდის სრული პოტენციალის რეალიზებისათვის საჭირო საკვანძო კომპეტენციებს, ასევე, ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ საკითხებზე: როგორც ტექნიკური, ისე გამჭოლი უნარების (მათ შორის სოციალურ-ემოციური უნარების) სწავლების გაძლიერება; ახალი ტექნოლოგიების გამოყენების სტიმულირება; მექანიზმები, რომლებითაც განათლების სისტემა დაუკავშირდება ინდუსტრიულ პოლიტიკას. 2.2 განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოამზადოს კარიერული განათლების ფორმალური სადიპლომო პროგრამის დანერგვის პროექტი (თავისი ადმინისტრაციული და ფინანსური მიზანშეწონილობით). ეს ხელს შეუწყობს შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტთა მომზადებას და კარიერული სერვისების შემდგომ განვითარებას. ამ კუთხით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უახლოეს მომავალში წარმოადგინოს წინადადება და ასევე, აღნიშული საკითხი გათვალისწინებულ იქნას ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის მახრდაჭერით მიმდინარე განათლების სფეროში პროფესიული ორიენტაციის, კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სისტემის განვითარების სტრატეგიასა და შესაბამის სამოქმედო გეგმაში. 2.3 შეფასდეს შრომის კოდექსის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის მიზანშეწონილობა პროფესიული განათლების დუალური სწავლების მონაწილე არასრულწლოვანთა შემთხვევაში. ეს სამართლებრივი ნორმა შეეხება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაო პროგრამების ასაკობრივ ზღვარს, რაც, კერძო სექტორის მოსაზრებით, შესაძლოა პრაქტიკულ ბარიერი აღმოჩნდეს პროფესიულ განათლებაში ახალგაზრდების აქტიური ჩართვისათვის. ამ მხრივ წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ასეთი დუალური პროგრამების ასაკობრივი ზღვრის ჩამოწევის ალტერნატიული გზების მოძიება, ევროკავშირის საუკეთესო საგანმანათლებლო პრაქტიკის გათვალისწინებით. 2.4 პროფესიული განათლების სისტემის შემდგომი გაუმჯობესებისთვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაზარდოს პროფესიული განათლების პროგრამების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან თავსებადობა. აღნიშნულის მნიშვნელობაზე მოწმობს პროფესიული განათლების სისტემის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ეფექტიანობის აუდიტის დასკვნა. ამასთან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კომიტეტს წარუდგინოს დასაბუთება ბოლო წლებში პროფესიულ სწავლებაში ჩართულ სტუდენტთა რაოდენობის შემცირების მიზეზების (კერძოდ, ისეთი კუთხით, როგორიცაა გაუმჯობესებულ ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა სტანდარტთა შედეგად ამ პროგრამების ხარისხობრივი დახვეწის მაჩვენებლები და ამ პროგრამებზე მისაღები კონკურსის საკითხები) შესახებ. ანალიზი საფუძვლად უნდა დაედოს პროფესიული განათლების განახლებული სტრატეგიის შემუშავებას. 2.5 განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაგეგმოს და განახორციელოს საინფორმაციო კამპანია, რათა გაიზარდოს სკოლის ასაკის ახალგაზრდებისა და მათი მშობლების ინფორმირებულობა უკვე არსებულ და დაგეგმილ პროფესიულ სასწავლებლებსა და მათ სასწავლო პროგრამებზე (განსაკუთრებით, ადგილობრივ დონეზე, რეგიონებში). 2.6 პოპულარიზაცია გაეწიოს სოციალური პარტნიორობის მოდელებსა და მის სარგებელს (განსაკუთრებით, სექტორულ დონეზე). დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით შეიქმნას და დაიგეგმოს კამპანია ამ თემაზე. გაძლიერდეს შესაბამის უწყებათა ძალისხმევა დუალური სწავლების სარგებელზე კერძო სექტორის ცნობიერების ასამაღლებლად. ამისთვის გამოყენებული უნდა იყოს უკვე არსებული კარგი პრაქტიკის მაგალითები, მათ შორის, საქართველოს რეალობიდან. განხორციელება და მონიტორინგი N 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 Q3/2021 Q4/2021 Q1/2022 Q2/2022 Q3/2022 Q4/2022 პასუხისმგებელი უწყებები განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კომიტეტი, სხვა პასუხისმგებელ კომიტეტებთან კოორდინაციით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო/განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა 3. შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის გაძლიერება 3.1. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეიმუშაოს და კომიტეტს წარუდგინოს შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის შემდგომი გაუმჯობესების გეგმა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება: 3.1.1. მოთხოვნადი პროფესიული ჯგუფების და უნარების შესწავლის კუთხით უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის კვლევების განვითარება, მათ შორის, შესაძლებლობის ფარგლებში, რეგიონული ჭრილის დაფარვის კუთხით. 3.1.2. ქვეყანაში არსებული ინფორმაციული ნაკადების და სათანადო კვლევის მეთოდების გათვალისწინებით, შრომის ბაზრის პროგნოზირების მოდელის შემუშავება. 3.1.3. შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის საკითხებზე კოორდინაციის არსებული მექანიზმების გაუმჯობესება., რომელიც, მათ შორის, უნდა ითვალისწინებდეს კვლევების შესაძლო დუბლირების აღმოფხვრას. 3.1.4. ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე და დაგეგმილი დიდი საინვესტიციო პროექტების შესახებ, სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში არსებული ინფორმაციის გაანალიზება, სამუშაო ძალაზე შესაძლო მოთხოვნის იდენტიფიცირებისა და პროგნოზირების მიზნით. 3.1.5. სხვადასხვა სეგმენტისთვის (საგანმანათლებლო დაწესებულებები, კერძო სექტორი და სხვა) უკვე არსებული კვლევითი მონაცემების ეფექტური ვიზუალიზაცია და აღქმადობის გაუმჯობესება, აღნიშნული მონაცემების მოხმარების გამარტივების კუთხით. 3.1.6. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ კომიტეტისთვის ინფორმაციის მიწოდება ევროკავშირის პროექტის ფარგლებში ინიცირებული ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნის თაობაზე მიმდინარე ინიციატივის შესახებ. განხორციელება და მონიტორინგი N 3.1 Q3/2021 Q4/2021 Q1/2022 Q2/2022 Q3/2022 Q4/2022 პასუხისმგებელი უწყებები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა 4. კარიერული კონსულტირებისა და პროფესიული ორიენტაციის პრაქტიკის საყოველთაო დანერგვის ხელშეწყობა 4.1. გაძლიერდეს განათლების სისტემაში (როგორც ადრეულ სასკოლო ეტაპზე, ასევე პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურებზე) კარიერული კონსულტირებისა და პროფესიული ორიენტაციის სერვისის მიწოდება სახელმწიფოს მიერ. ამ მიზნის მისაღწევად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უახლოეს მომავალში წარმოადგინოს კონკრეტული გეგმა, სადაც გათვალისწინებული იქნება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში კარიერული კონსულტირების საინფორმაციო ფანჯრის დანერგვა და მისი შესაბამისი საკადრო რესურსით უზრუნველყოფა, ასევე სხვა უწყებებთან პარტნიორობის შესაძლებლობათა გამოყენებაც. 4.2. შეფასდეს, რამდენად მიზანშეწონილია, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ავტორიზაციის სტანდარტს დაემატოს პროფესიული კონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურების ხელმისაწვდომობის მოთხოვნა, რათა დადგინდეს ამ რეგულაციის განხორციელების სარგებელი და პოტენციური სირთულეები. დასაბუთება წარედგინოს კომიტეტს, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას მისი განხორციელების შესახებ. 4.3. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად (მაგ.: საზოგადოებრივი მაუწყებელი), დაიგეგმოს და განხორციელდეს საკომუნიკაციო კამპანია მშობელთათვის, რომლის მიზანიც იქნება ახალგაზრდების მიერ პროფესიის შერჩევაში მშობელთა ზეწოლის მინიმიზაცია. განხორციელება და მონიტორინგი N 4.1 4.2 4.3 Q3/2021 Q4/2021 Q1/2022 Q2/2022 Q3/2022 Q4/2022 პასუხისმგებელი უწყებები განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა 5. სტაჟირების გაუმჯობესება და მისი პრაქტიკული სწავლების რეალურ ინსტრუმენტად გადაქცევა 5.1. სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტომ გამოიკვლიოს ახალგაზრდების სწავლიდან სამუშაოზე გადასვლის ეტაპის ბარიერები. კვლევის შედეგები გავრცელდეს პასუხისმგებელ უწყებებს შორის, შემდგომი რეაგირებისა და პოლიტიკის დაგეგმვის მიზნით. 5.2. სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტომ გამოიკვლიოს სააგენტოს სტაჟირების პროგრამებში ბიზნესის დაბალი მონაწილეობის მიზეზები; შეისწავლოს კომპანიათა წახალისების ეკონომიკური ინსტრუმენტების საუკეთესო პრაქტიკა და შეიმუშაოს შესაბამისი გეგმა. 5.3. სსიპ შრომის ინსპექციამ გამოიკვლიოს შრომის ბაზარზე არსებული პრაქტიკა სტაჟირების პირობების შესრულების კუთხით და კომიტეტს წარუდგინოს შესაბამისი ანგარიში, სადაც დეტალურად აღიწერება გამოწვევები მისი აღსრულების მხრივ. 5.4. სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტომ, სხვა დაინტერესებულ მხარეებთან (მაგ.: სსიპ შრომის ინსპექცია, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო) კოორდინაციით, მოამზადოს და განახორციელოს საინფორმაციო კამპანია, რათა გაიზარდოს მხარეთა ინფორმირებულობა საკუთარ უფლებებსა და მოვალეობებზე სტაჟირებასთან დაკავშირებით, რომლებიც განისაზღვრა შრომის კოდექსის ბოლო ცვლილებების შედეგად. 5.5. სტაჟირების პროცესში დამსაქმებლის მხრიდან უფასო სტაჟირების არასათანადო გამოყენების ასაცილებლად, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და ქართული რეალობის გათვალისწინებით, მომზადდეს უხელფასო სტაჟირების სტანდარტი და სახელმძღვანელო პრინციპები, რომლებითაც განისაზღვრება უფასო სტაჟირების კრიტერიუმები. ამ პრინციპების პოპულარიზაცია შესაძლოა სასარგებლო იყოს დამსაქმებელსა და სტაჟიორს შორის ორმხრივი ხელშეკრულების დადების დროსაც. შეფასდეს რეგულირების ზეგავლენა, თუ რამდენად სასარგებლო იქნება აღნიშნული სტანდარტისთვის სავალდებულო სახის მიცემა სტაჟირების საგანმანათლებლო ფუნქციის კიდევ უფრო გამოსაკვეთად. 5.6. შეფასდეს სტაჟირების პროცესში წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობაში საგანმანათლებლო დაწესებულების მესამე მხარედ ჩართვის მიზანშეწონილობა. ამის მიზანია, დადგინდეს, შესაძლებელია თუ არა სტაჟირების საგანმანათლებლო ფუნქციის გაუმჯობესება დასაქმებულის სასარგებლოდ. ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა 5.7. ზემოაღნიშნული ნაბიჯების პარალელურად, შემუშავდეს სწავლიდან სამუშაოზე გადასვლის კონცეფცია, რომლითაც ჩამოყალიბდება სახელმწიფოს ხედვა აღნიშნული საკითხის მიმართ, ასევე, ამ უაღრესად მნიშვნელოვან ეტაპზე ახალგაზრდების უწყვეტი დახმარების პრინციპები და ინტეგრირებული მექანიზმები, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. განხორციელება და მონიტორინგი N 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 5.6 5.7 Q3/2021 Q4/2021 Q1/2022 Q2/2022 Q3/2022 Q4/2022 პასუხისმგებელი უწყებები სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო სსიპ შრომის ინსპექცია სსიპ შრომის ინსპექცია სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი მთავრობის ადმინისტრაცია ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა 6. არაფორმალური განათლების როლისა და ფუნქციის გადააზრება 6.1. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ წარმოადგინოს წინადადება არაფორმალური განათლების აღიარების წესის მეტი გამარტივებისა და პოპულარიზაციის შესახებ. ამასთან, აღნიშნულმა წესმა მოიცვას სხვადასხვა დამატებითი დისციპლინაც. 6.2. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, პარლამენტის განათლების კომიტეტთან კოორდინაციით, შეიმუშაოს არაფორმალური განათლების განვითარებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდის გეგმა, რომელიც დაფარავს შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებსაც: საკვანძო კომპეტენციების (მათ შორის სოციალურ-ემოციური კომპეტენციების) განვითარებაზე მიმართული ციფრული საკონსულტაციო სერვისების განვითარება, შიდა და საერთაშორისო მობილობის ღონისძიებათა ხელშეწყობა და ა.შ. 6.3. ადგილობრივმა და მუნიციპალურმა ორგანოებმა გაზარდონ არაფორმალური და ჰობი განათლების პროგრამათა გეოგრაფიული არეალი; ასევე, გააუმჯობესონ მათი ეფექტიანობა და ქმედითობა ახალგაზრდების სხვადასხვა ჯგუფის წვდომის თვალსაზრისით. 6.4. შეფასდეს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ახალგაზრდული მუშაკის პროგრამების ეფექტიანობა 2022 წლის ბოლოსთვის, შემდეგი მიზნებით: ა) მობილური ახალგაზრდული მუშაკის პროგრამის გავრცელება საქართველოს სხვა რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში, სამიზნე 4 რეგიონის 10 მუნიციპალიტეტის მიღმა; ბ) ახალგაზრდული მუშაკის პროგრამის ხელმისაწვდომობა არა მხოლოდ არსებული მუშაკების გადამზადების, არამედ ამ სფეროთი დაინტერესებული ახალი კადრების პირველადი მომზადების კუთხითაც; გ) ახალგაზრდული მუშაკის განათლების დანერგვა როგორც სასერტიფიკატო, ისე ფორმალური განათლების სრული სამაგისტრო კურსის სახითაც; დ) ამ სფეროსთვის პროფესიული სტანდარტის შემუშავება და დანერგვა. ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა განხორციელება და მონიტორინგი N Q3/2021 Q4/2021 Q1/2022 Q2/2022 Q3/2022 Q4/2022 6.1 6.2 6.3 6.4 პასუხისმგებელი უწყებები განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მუნიციპალიტეტები/სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 7. ახალგაზრდული მეწარმეობის ეკოსისტემის შექმნის ხელშეწყობა 7.1 განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავების პროცესში არსებულმა განათლების სტრატეგიამ ასახოს ფორმალურ (მათ შორის, საბაზისო სკოლის ეტაპზე) და არაფორმალურ განათლებაში სამეწარმეო სწავლების მეტი ინტეგრირების საკითხი; ასევე, მეწარმეობასთან დაკავშირებული შემოქმედებითობის და სხვა რელევანტური უნარების განვითარების საკითხები. 7.2 მეწარმეობის ხელშემწყობი სახელწიფო პროგრამები უფრო უკეთ მოერგოს ახალგაზრდებს. ეს გულისხმობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეწარმეობის ხელშემწყობი პროგრამების უკეთ მორგებას ახალგაზრდების ფინანსურ და ტექნიკურ საჭიროებზე, ამასთანავე, მათ განსაზღვრას პრიორიტეტულ ჯგუფად. 7.3 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გააფართოვოს ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი მეწარმეობის, ინოვაციებისა და ციფრულ თემებზე არსებული საგანმანათლებლო პროგრამების მასშტაბი, ამასთანავე, აღიშნულ სფეროში უფრო მეტად ჩართოს კერძო სექტორიც. 7.4 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, სხვა ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან ერთად (მაგ.: სოფლის განვითარების სააგენტო), გაზარდოს რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდობის ინფორმირებულობის დონე მეწარმეობის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების შესახებ (მათ შორის, ახალდანერგილი Programs.gov.ge -ის, საზოგადოებრივი ცენტრებისა და დაგეგმილი ე.წ. Growth Hub-ების მეშვეობით). ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა განხორციელება და მონიტორინგი N 7.1 7.2 7.3 7.4 Q3/2021 Q4/2021 Q1/2022 Q2/2022 Q3/2022 Q4/2022 პასუხისმგებელი უწყებები განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სააგენტო/გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტო ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სააგენტო/გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა დანართი1: ტექ ნიკ ური დავალ ება საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი საკომიტეტო მოკვლევის ტექნიკური პირობები მოკვლევის თემა ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა მოკვლევის მიზანი შესაბამისი დარგობრივი უწყებების მიზნობრივი პროგრამების ეფექტიანობის შეფასება, გამოწვევების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების შემუშავება, ასევე იმ სფეროების გამოკვეთა, რაც დამატებით პოლიტიკის შემუშავებას მოითხოვს, შემდეგი ამოცანების გადასაჭრელად: • ახალგაზრდების დასაქმების ხელშემწყობი უკეთესი გარემოს ჩამოყალიბება; • შრომის ბაზრის მოთხოვნებთან მიმართებაში ახალგაზრდების უნარების შეუსაბამობის შემცირება; • შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის, მოთხოვნადი უნარების/პროფესიების შესახებ ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდების მექანიზმის გაუმჯობესება; • ახალგაზრდების დასაქმების და კარიერული განვითარების პროცესში არსებული არაფორმალური და ფორმალური განათლების სისტემის გაუმჯობესება; • ახალგაზრდების სწავლიდან სამუშაოზე გადასვლის ეტაპის ხელშემწყობი გარემოს გაუმჯობესება; • მეწარმეობის წამახალისებელი პროგრამების ახალგაზრდების საჭიროებებზე უკეთ მორგება, ასევე მეწარმეობის სფეროში უნარების მიწოდების სისტემის გაუმჯობესება; • დასაქმების კუთხით ახალგაზრდებში სხვადასხვა ქვეჯგუფებს (მაგ. ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, სოფლად მცხოვრები ახალგაზრდები, იძულებით გადაადგილებული პირები და სხვა მოწყვლადი ჯგუფები) შორის არსებული უთანაბრობის შემცირება. საკითხის შესახებ საერთაშორისოდ აღიარებულია, რომ ახალგაზრდები ქვეყნის მდგრადი განვითარების მამოძრავებელ ძალას და ადამიანური კაპიტალის მთავარ განახლებად წყაროს წარმოადგენენ. ამ პოტენციალის სრულად რეალიზაციისთვის აუცილებელია ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერება. ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა საქართველოში ახალგაზრდა ითვლება პირი55, რომლის ასაკია 14-დან 29 წლის ჩათვლით. ახალგაზრდებში უმუშევრობის დონის შემცირება ხელისუფლების ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია, რაც ასახულია არაერთ დოკუმენტში, მათ შორის: „2020-2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციაში“, მდგრადი განვითარების მიზნების საქართველოს ეროვნულ დოკუმენტსა და სამთავრობო პროგრამაში „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ (2021-2024 წლებისთვის). 2019 წლის მონაცემებით, 15-29 ასაკის ახალგაზრდებში უმუშევრობის მაჩვენებელი 24.1%-ს შეადგენდა, რაც მთლიან უმუშევრობის მაჩვენებელთან შედარებით (11.6%-ს) საკმაოდ მაღალია. განსაკუთრებით მაღალი უმუშევრობა ფიქსირდება 20-24 წლამდე ახალგაზრდებში 30.5%. ასევე დიდია განათლების, დასაქმებისა და ტრენინგების მიღმა მყოფი ახალგაზრდების (ე.წ. NEET) რაოდენობა. აღსანიშნავია, რომ თანამეგობრობის სამდივნოს მიერ 2016 წელს გამოქვეყნებულ ახალგაზრდობის განვითარების ინდექსში საქართველოს ყველაზე ცუდი შედეგები სწორედ დასაქმების ნაწილში აქვს. 56 ახალგაზრდებთან ჩატარებული სტრუქტურულ დიალოგზე დაფუძნებული კვლევის მიხედვით, უმუშევრობა წარმოადგენს ახალგაზრდების წინაშე არსებულ ყველაზე მწვავე საკითხს, როგორც დედაქალაქის, ასევე ქვეყნის ყველა რეგიონის მასშტაბით. 57 ევროპის გამოცდილებამ აჩვენა, რომ ახალგაზრდების დასაქმებაზე მრავალი სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორი ახდენს გავლენას. ერთი მხრივ, არსებობს მიკრო დონის ინდივიდუალურ და სოციალურეკონომიკურ გარემო პირობებთან დაკავშირებული დამაბრკოლებელი ფაქტორები, როგორებიცაა პერსონალური თვისებები, სქესი, ოჯახური მდგომარეობა, საცხოვრებელი გარემო და თემი. მეორე მხრივ, არსებობს მაკრო ფაქტორები, როგორებიცაა რეგულაციები ეროვნულ დონეზე, ქვეყნის შრომის ბაზრის მახასიათებლები, დემოგრაფიული და ტექნოლოგიური ცვლილებები, ინსტიტუციური მოწყობა, ეკოსისტემა და დამხმარე სტრუქტურები, შესაბამისი მხარეების კოორდინაცია. ამასთან, დადგენილია, რომ მიღებული განათლება ყველაზე მეტად განსაზღვრავს ადამიანის დასაქმების პოტენციალს, მისი განათლებიდან სამუშაოზე წარმატებით გადასვლას. როგორც ტექნიკური, ასევე გამჭოლი უნარების განვითარების და დასაქმების მობილობის კუთხით, გარდა პირველი სამსახურისა, არანაკლებ მნიშვნელოვანია უწყვეტი განათლება. 58 55 საქართველოს მთავრობის განკარგულება N 553 (2014 წლის 2 აპრილი), „საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის“ დამტკიცების შესახებ. 56 57 Youth Development Index, 2016 „2020–2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის“ ფარგლებში ჩატარებული მოკვლევის შედეგები, 2019 58 CRELL as cited in Commission Staff Working paper on the development of benchmarks on education and training for employability and on learning mobility, Brussels, 24.5.2011 ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა საქართველოში ახალგაზრდებში არსებული უმუშევრობის მაღალი დონის ძირეული განმაპირობებელი ფაქტორი შრომის ბაზარზე მოთხოვნილ და მიწოდებულ უნარებს შორის არსებული შეუსაბამობაა, რაც მთელი რიგი კვლევებით დასტურდება. დამსაქმებლები კანდიდატებისაგან მოითხოვენ, როგორც სპეციფიკურ ტექნიკურ, ასევე გამჭოლ უნარებს, როგორიცაა კომუნიკაციის, თანამშრომლობის, გუნდური მუშაობის, ლიდერობისა და პრობლემების გადაწყვეტის უნარები. უნარების შეუსაბამობა ზოგიერთ შემთხვევაში ასევე ზედმეტი კვალიფიკაციით გამოიხატება. დამსაქმებლებისთვის უფრო დიდ სიძნელეს წარმოადგენს ტექნიკური პოზიციების, ვიდრე 59 პროფესიონალების პოზიციების შევსება. დამსაქმებლები ხშირად ითხოვენ ტექნიკურ დიპლომსა და შესაბამის უნარებს მაშინ, როცა უმუშევარი აპლიკანტების უმრავლესობას უმაღლესი განათლების დიპლომი აქვს. უნარების შეუსაბამობის მიზეზებად მიჩნეულია ფორმალური და არაფორმალური განათლების დაბალი ხარისხი და მისი შრომის ბაზარზე ნაკლებად ორიენტირება, შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის სისუსტე, პროფესიული კონსულტირების და კარიერული დაგეგმვის სისუსტე. განათლების სისტემა ნაკლებად არის ორიენტირებული შრომის ბაზრის მოთხოვნებზე. აღსანიშნავია ასევე არაფორმალური განათლების სუსტი პრაქტიკა, რომელიც დღეისათვის ძირითადად მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ სამოქალაქო საგანმანათლებლო კურსებს მოიცავს და ნაკლებად არის ორიენტირებული გამჭოლი უნარების მიწოდებაზე. არაფორმალური განათლების შესაძლებლობების ნაკლებობა ასევე გამოიკვეთა ახალგაზრდებთან ჩატარებული სტრუქტურულ დიალოგზე დაფუძნებულ კვლევაში.60 ჯერ კიდევ დიდი სამუშაოა გასაწევი არაფორმალური განათლების აღიარების და სერტიფიცირების კუთხით გარკვეულ პროფესიებზე. ახალგაზრდების დიდი ნაწილი არ მონაწილეობს არაფორმალური განათლების აქტივობებში. კვლევის მიხედვით, ახალგაზრდების მხოლოდ 9% არის ჩაბმული არაფორმალური განათლების მიღების პროცესში.61 უნარების განმაპირობებელი ფაქტორი შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის სისუსტეა, რაც ხელს უშლის ახალგაზრდების ინფორმირებულობას სამომავლო პროფესიების და უნარების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ხორციელდება მოთხოვნილი უნარების კვლევა და უნარების 59 60 შეუსაბამობის ერთ-ერთი უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის კვლევა 2017. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო „2020–2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის“ ფარგლებში ჩატარებული მოკვლევის შედეგები, 2019 61 ,,თაობა გარდამავალ პერიოდში. ახალგაზრდობის კვლევა 2016 - საქართველო’’. ფრიდრიხ ებერტის ფონდი. 2016 ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა პროგნოზირება, მისი ეფექტიანობის ვალიდაცია არ მომხდარა და განათლების სისტემის მიერ მისი გამოყენება არ ხდება. 62 პროფესიული კონსულტირების და კარიერული დაგეგმვის მიმართულებით ბოლო წლებში გარკვეული პროგრესი იყო საკანონმდებლო ჩარჩოს კუთხით („უწყვეტი პროფესიული კონსულტირების და კარიერის დაგეგმვის საყოველთაოდ ხელმისაწვდომი მომსახურების დანერგვის კონცეფცია“, „პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურების სრულყოფილი სერვისის სტანდარტი“). 6364 თუმცა, აღნიშნული მიმართულებით სერვისის მიწოდების დანერგვა ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა. ვერც სახელმწიფო და ვერც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სერვისების მიწოდება ვერ ფარავს სრულად ახალგაზრდობას. 65 გარდა უნარების შეუსაბამობისა, ახალგაზრდების უმუშევრობის სკოლიდან პრობლემის მიზეზებს შორის ასევე მნიშვნელოვანია სამუშაოზე გადასვლის პროცესში მიწოდებული მომსახურების ხარისხი. ასევე, აღსანიშნავია, სუსტი სტაჟირების პრაქტიკა და კერძო დასაქმების სერვისების სიმცირე. იმ ახალგაზრდებიდან, რომლებიც არ მუშაობენ საკუთარი პროფესიით, 19%-ის განცხადებით, მიზეზი არასაკმარისი პროფესიული გამოცდილებაა. 66 ქვეყანაში კარიერული დაგეგმვისა და სკოლიდან სამუშაოზე გადასვლის სერვისების ეფექტიანობა განვითარებას საჭიროებს. 67 მნიშვნელოვანია, შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის ინსტრუმენტების ეფექტიანობის გაზრდა, მათ შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ახალგაზრდული მუშაკის როლის გაძლიერების საკითხი. ტექნიკური პირობები 62 63 64 65 66 Policies supporting youth transition to work in Armenia, Azerbaijan, Belarus, Georgia, Moldova and Ukraine, ETF 2019 https://matsne.gov.ge/ka/document/download/2657572/0/ge/pdf https://matsne.gov.ge/ka/document/download/3145465/0/ge/pdf Youth-Focused Gender-Sensitive Labor Market Assessment, Save the Children, 2018 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა კვლევის ანგარიში. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. 2018 67 Good Practices Of Youth Employment, Labor Market And Entrepreneurship Bases On The Experiences of Poland, Estonia and the UK, DRC, EU4Youth project, 2019 ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა კომიტეტი იწვევს დაინტერესებულ მხარეებს (იურიდიულ ან/და ფიზიკურ პირებს), წერილობითი ფორმით დასაბუთებული მოსაზრებების წარსადგენად, საქართველოში ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის თემაზე. დასაბუთებული მოსაზრება უნდა ესადაგებოდეს ტექნიკური დავალების მიზნებს და პასუხობდეს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან მინიმუმ ერთ კითხვას: 1. განათლების სისტემის ეფექტიანობა უნარების შეუსაბამობის შემცირების კუთხით: ა) როგორ შეაფასებდით განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკას, პროგრამებსა და სხვა ღონისძიებებს შრომის ბაზარზე მოთხოვნილ და მიწოდებულ უნარებს შორის შეუსაბამობის შემცირების კუთხით? ბ) რამდენად ეფექტიანია სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაცია ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე, ასევე სახელმწიფოსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის? გ) რა კონკრეტული ღონისძიებების გატარება არის საჭირო პოლიტიკის და კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით? 2. მოთხოვნადი უნარების/პროფესიების შესახებ შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის ეფექტიანობა: ა) როგორ შეაფასებდით სახელმწიფო პოლიტიკას, პროგრამებსა და სხვა ღონისძიებებს შრომის ბაზარზე მოთხოვნადი უნარების/პროფესიების იდენტიფიცირების და არსებული და პროგნოზირებული უნარების შესახებ ახალგაზრდების ინფორმირების კუთხით? ბ) რამდენად ეფექტიანია სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაცია ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე, ასევე სახელმწიფოსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის? გ) რა კონკრეტული ღონისძიებების გატარება არის საჭირო პოლიტიკის და კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით? 3. უწყვეტი კარიერული კონსულტირებისა და პროფესიული ორიენტაციის პრაქტიკა: ა) როგორ შეაფასებდით საქართველოში უწყვეტი კარიერული კონსულტირების და პროფესიული ორიენტაციის ხელშემწყობ პოლიტიკას, პროგრამებს და ღონისძიებებს? ბ) რამდენად ეფექტიანია სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაცია ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე, ასევე სახელმწიფოს, სამოქალაქო და კერძო სექტორის თანამშრომლობა? გ) რა კონკრეტული ღონისძიებების გატარება არის საჭირო პოლიტიკის და კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით? 4. სწავლიდან სამუშაოზე გადასვლა. ა) როგორ შეაფასებდით ახალგაზრდების სწავლიდან სამუშაოზე გადასვლის, სტაჟირების და პირველი სამუშაოს დაწყების ხელშემწყობ პოლიტიკას საქართველოში? ბ) რამდენად ეფექტიანია სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაცია ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე, ასევე სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობა? გ) რა კონკრეტული ღონისძიებების გატარება არის საჭირო პოლიტიკის და კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით? 5. არაფორმალური განათლების როლი უნარების შეუსაბამობის შემცირების მიმართულებით. ა) როგორ შეაფასებდით საქართველოში არაფორმალური განათლების ხელშემწყობ პოლიტიკას შრომის ბაზარზე არსებული უნარების შეუსაბამობის შემცირების მიმართულებით? ბ) რამდენად ეფექტიანია სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაცია ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე, ასევე სახელმწიფოს, სამოქალაქო და კერძო სექტორის და სხვა დაინტერესებულ მხარეების თანამშრომლობა? გ) რა კონკრეტული ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა ღონისძიებების გატარება არის საჭირო პოლიტიკის და კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით? 6. ახალგაზრდებისთვის მეწარმეობის წამახალისებელი პროგრამების ეფექტიანობა: ა) როგორ შეაფასებდით ახალგაზრდებისთვის მეწარმეობის წამახალისებელ სახელმწიფო პროგრამებს? ბ) რამდენად ეფექტიანია სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაცია ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე, ასევე სახელმწიფოს, კერძო სექტორსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობა? გ) რა კონკრეტული ღონისძიებების გატარება არის საჭირო პოლიტიკის და კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით? შენიშვნა: სასურველია, რომ შესაბამის სფეროში არსებული პოლიტიკის ეფექტიანობის შესახებ წარმოდგენილ მოსაზრებებში გათვალისწინებული იყოს ახალგაზრდების ასაკობრივი ჯგუფის შიგნით სხვადასხვა ქვეჯგუფებს (მაგ. ქალები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, სოფლად მცხოვრები ახალგაზრდები, იძულებით გადაადგილებული პირები და სხვა მოწყვლადი ჯგუფები) შორის უთანაბრობის საკითხები. ასევე სასურველია, რომ გათვალისწინებული იყოს 14-29 ასაკობრივი ჯგუფის შიგნით უფრო ვიწროდ განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფების სპეციფიკა. მოსაზრებების ჩაბარების ვადა 2021 წლის 22 აპრილამდე      დოკუმენტური მასალის ჩაბარების პირობები ფაილი უნდა იყოს მხოლოდ Word-ის ფორმატში; ტექსტის სიდიდე არ უნდა აღემატებოდეს 3000 სიტყვას; ტექსტის შრიფტის სახე – Sylfaen, ზომა - 11, სტრიქონებს შორის დაშორების მანძილი - 1,15 ინტერვალი; ყველა ინფორმაცია უნდა იქნეს მოქცეული ერთ ფაილში, მათ შორის: დანართები, დამატებითი ინფორმაცია, ფოტოები, და ა.შ. აუცილებელია ტექსტის დასაწყისში მოკლედ იყოს წარმოდგენილი შემდეგი ინფორმაცია: o იურიდიული პირის შემთხვევაში: ორგანიზაციული ფორმა, ორგანიზაციის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი, საქმიანობის სფერო, საკონტაქტო ტელეფონი და ელ.ფოსტის მისამართი, ასევე საკითხზე პოტენციური მომხსენებლის ვინაობა; o ფიზიკური პირის შემთხვევაში: სახელი, გვარი, მისამართი, საქმიანობის სფერო, საკონტაქტო ტელეფონი და ელ.ფოსტის მისამართი;  დასაბუთებული პოზიციის დასაწყისში პუნქტებად უნდა იყოს გადმოცემული მოკლე რეზიუმე შემდგომი ტექსტის შესახებ; ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა  აბზაცები დანომრილი უნდა იყოს ციფრებით, თანმიმდევრულად;  ტექსტში უნდა იყოს მოცემული დეტალური ფაქტობრივი მონაცემები, რომელიც სამუშაო ჯგუფს მისცემს შესაძლებლობას გააკეთოს სწორი ანალიზი და დასკვნა;  ტექსტში, ასევე, შესაძლოა ასახული იყოს გამომგზავნის ცალკეული რეკომენდაციები და შეხედულებები; ასევე ის სუბიექტები, რომლებიც მისი აზრით, საკომიტეტო მოკვლევის პროცესში შეიძლება ჩაერთონ. დოკუმენტური მასალა უნდა გამოიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: csy@parliament.ge. წერილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ: მოკვლევა-ახალგაზრდებისდასაქმებისხელშემწყობი პოლიტიკისდაეკოსისტემისგაუმჯობესება; საკონტაქტო ინფორმაცია საკომიტეტო მოკვლევის გეგმა საკომიტეტო მოსმენებთან დაკავშირებით კითხვების ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: ტელ: 599-93-54-42 ელ.ფოსტა: csy@parliament.ge Facebook: https://www.facebook.com/sportiskomiteti/ საკომიტეტო მოკვლევის პერიოდი: 12.03 – 12.06 2021 წელი  სამუშაო ჯგუფის შექმნა: 12.03  პოზიციების მიღება: 19.03 – 22.04-მდე