საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვასაქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ დაუშვილის, გიორგი ხოჯევანიშვილის, ბექა ლილუაშვილის და ანა ბუჩუკურის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის (№07-3/96; 07.07.2021) განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-08-02
ბიუროს ნომერი 82
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-10495/21
30-07-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
თქვენთვის როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ
დაუშვილის, გიორგი ხოჯევანიშვილის, ბექა ლილუაშვილის და ანა ბუჩუკურის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს ორგანული
კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/96; 07.07.2021).
აღნიშნულ კანონპროექტზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ
საკითხთა
კომიტეტი.
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტით
გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ კანონპროექტის სრულყოფილად
მომზადების მიზნით, გთხოვთ, მისი საკომიტეტო განხილვის ვადა გაგრძელდეს 30
დღით.
აღნიშნული კანონპროექტის საკომიტეტო განხილვის ვადის გაგრძელების
თაობაზე მოგვმართა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტმა.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-10458/21
30-07-2021
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ
საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ ანრი ოხანაშვილს
საქართველოს
პარლამენტის
ბიუროს
N76/3;
12.07.2021
გადაწყვეტილებით,
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს სავალდებულოდ
განსახილველად გადმოეცა საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ დაუშვილის,
გიორგი ხოჯევანიშვილის, ბექა ლილუაშვილისა და ანა ბუჩუკურის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საერთო
სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (№07-3/96; 07.07.2021) და განხილვის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 02
აგვისტომდე.
ვინაიდან, ობიექტურ მიზეზთა გამო, მითითებულ ვადაში საკითხის განხილვას
კომიტეტი ვერ ახერხებს, გთხოვთ უზრუნველყოთ დასახელებული საკანონმდებლო
ინიციატივის განხილვის ვადის გაგრძელება 30 დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მიხეილ სარჯველაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge