საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ალექსი მერებაშვილის მიერ წარმოდგენილ ოკუპაციისა და უკანონო ბორდერიზაციის შედეგად საქართველოს დაზარალებული მოქალაქეების დახმარებასთან დაკავშირებულ (№1-4163/21; 02.04.2021) საკანონმდებლო წინადადების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-08-02
ბიუროს ნომერი 82
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა კომიტეტი
2-10540/21
02-08-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა
კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს მოქალაქე ალექსი მერებაშვილის მიერ წარმოდგენილ
საკანონმდებლო წინადადებაზე ოკუპაციისა და უკანონო ბორდერიზაციის შედეგად
საქართველოს დაზარალებული მოქალაქეების დახმარებასთან დაკავშირებით (N14163/21; 02.04.2021)
საქართველოს პარლამენტის
საკითხთა კომიტეტმა 2021
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ
წლის 26 ივლისს სხდომაზე განიხილა საქართველოს
მოქალაქე ალექსი მერებაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება,
რომელიც ეხება ოკუპაციისა და უკანონო ბორდერიზაციის შედეგად საქართველოს
დაზარალებული მოქალაქეების დახმარებას.
საკანონმდებლო წინადადების თანახმად, დაზარალებულად ცნობილი უნდა
იყვნენ დევნილის სტატუსის არმქონე ის მოქალაქეები, რომელთა საკუთრებაში
არსებული
სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების
მიწის
ნაკვეთები
მოექცა
ოკუპირებულ ტერიტორიაზე ან/და აღმოჩნდა ოკუპირებული ტერიტორიების
მიმდებარედ, რის გამოც შეუძლებელია მათით სარგებლობა. ასევე, საკანონმდებლო
წინადადება ითვალისწინებს ოკუპაციისა და უკანონო ბორდერიზაციის შედეგად
დაზარალებული
საქართველოს
მოქალაქეებისთვის
სოციალური
გარანტიების
შექმნას.
რაც შეეხება კომიტეტის პოზიციას, ის
მიესალმება
ყველა ინიციატივას,
რომელიც ხელს შეუწყობს ოკუპაციისა და უკანონო ბორდერიზაციის შედეგად
საქართველოს
დაზარალებული
მოქალაქეების
სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობის გაუმჯობესებას და სახელმწიფოს მხრიდან მათ მიმართ მხარდამჭერი
პოლიტიკის გაძლიერებას.
აღსანიშნავია,
რომ
საკითხის
კომპლექსურობის
გათვალისწინებით
საკანონმდებლო წინადადება საჭიროებს ღრმა შესწავლას, მათ შორის განხილვაში
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების ჩართულობას. საკანონმდებლო რეგულაციების
შემოღებამდე, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის გაგრძელების მიზნით კომიტეტი
მიზანშეწონილად მიიჩნევს, სამუშაო ჯგუფის შექმნას, სადაც უზრუნველყოფილი
იქნება
ყველა
საკანონმდებლო
დაინტერესებული
წინადადების
მხარის
როგორც
მონაწილეობა,
გაანალიზდება
საფინანსო-ეკონომიკური
ისე
სამართლებრივი შედეგები. საკითხის სამუშაო ჯგუფში განხილვის შედეგად კი
განისაზღვრება ოკუპაციისა და უკანონო ბორდერიზაციის შედეგად დაზარალებული
საქართველოს მოქალაქეების მიმართ დამატებით განსახორციელებელი მხარდამჭერი
ღონისძიებების საჭიროება და ფარგლები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტი
ამ ეტაპზე მხარს არ უჭერს
წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას და მიზანშეწონილად არ მიიჩნევს მასზე
კანონპროექტის შემუშავებას.
პატივისცემით
კომიტეტის თავმჯდომარე
დიმიტრი ხუნდაძე