საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა ა(ა)იპ „მოძრაობა სამართლიანი მედიცინის“ (ზურაბ ბაბუნაშვილი) მიერ წარმოდგენილ პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს სამედიცინო პერსონალის გარდაცვალების, ან ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიღების დროს საკომპენსაციო განაკვეთების განსაზღვრისა და გაცემის პირობებთან დაკავშირებულ (№1-7081/21; 31.05.2021) საკანონმდებლო წინადადების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-08-02
ბიუროს ნომერი 82
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა კომიტეტი
2-10541/21
02-08-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დასკვნა
ა(ა)იპ
„მოძრაობა
სამართლიანი
მედიცინის“
(ზურაბ
ბაბუნაშვილი)
მიერ
წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადება (თან ერთვის), პროფესიული მოვალეობის
შესრულების დროს სამედიცინო პერსონალის გარდაცვალების ან ჯანმრთელობის მძიმე
დაზიანების მიღების დროს საკომპენსაციო განაკვეთების განსაზღვრისა და გაცემის თაობაზე
(№1-7081/21; 31.05.2021).
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა
კომიტეტმა 2021 წლის 26 ივლისს კომიტეტის სხდომაზე განიხილა ა(ა)იპ „მოძრაობა
სამართლიანი მედიცინის“ (ზურაბ ბაბუნაშვილი) მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო
წინადადება, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს სამედიცინო პერსონალის
გარდაცვალების ან ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიღების დროს საკომპენსაციო
განაკვეთების განსაზღვრისა და გაცემის თაობაზე (№1-7081/21; 31.05.2021).
კომიტეტი ეთანხმება წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაში დასმული
საკითხის მნიშვნელობას და წინადადების ავტორების რიგ მოსაზრებებს, მაგრამ საჭიროებს
დამატებით კონსულტაციებს კომპეტენტურ ორგანოებთან, ასევე აუცილებელია ფინანსური
ნაწილის განხილვა და დასაბუთება. ყოველივე აქედან გამომდინარე გადაწყდა შეიქმნას
სამუშაო ჯგუფი აღნიშნული საკითხის განხილვის, შემუშავებისა და მომზადების მიზნით.
ამ ეტაპზე კომიტეტმა გადაწყვიტა წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება
უარყოფილად იქნას ცნობილი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დიმიტრი ხუნდაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge