საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დადებითი დასკვნა არანაკლებ 25000 ამომრჩევლის ინიციატივით კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (ქამრან მამედოვი, ბანიამინ კასიმოვი, აითაჯ ხალილოვა, ფარიდ ასკეროვი, რაბილ ისმაილოვი) (№1-10207/21; 21.07.2021) რეგისტრაციის თაობაზე
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-08-31
ბიუროს ნომერი 83
📜 ტექსტი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა
საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტი
2-10568/21
02-08-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
დასკვნა
არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით კანონპროექტის
წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის თაობაზე
გაცნობებთ, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 2021 წლის 2
აგვისტოს, კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს პარლამენტის ბიუროს
მიერ წარმოდგენილი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით „სამოქალაქო
აქტების
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით
მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (ქამრან მამედოვის, ბანიამინ კასიმოვის, აითაჯ
ხალილოვას,
ფარიდ
ასკეროვისა
და
რაბილ
ისმაილოვის
შემადგენლობით)
განცხადება.
განხილვის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ
მოწოდებული საინიციატივო ჯგუფის განცხადება და თანდართული მასალები
წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 127-ე მუხლის პირველი
და მე-2 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით.
კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნული საინიციატივო ჯგუფის
რეგისტრაციაში გატარება. გადასცა სარეგისტრაციო მოწმობა და საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ აღნიშნული კანონპროექტის მხარდამჭერთა
ხელმოწერების შესაგროვებლად დადგენილი ფორმის (ფურცლის) ნიმუში.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი ქადაგიშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge