საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ხატია წილოსანის, გოგი მეშველიანის, ნინო ლაცაბიძის, ირაკლი ზარქუას, ალექსანდრე დალაქიშვილის, ედიშერ თოლორაიას, ირაკლი ხახუბიას, ნოდარ ტურძელაძის და დავით კაჭარავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და მისი თანმდევი პროექტების (№07-3/80; 16.06.2021) განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-08-31
ბიუროს ნომერი 83
📜 ტექსტი
წერილი
გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
2-10649/21
02-08-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
კომიტეტს განსახილველად გადმოეცა (წამყვანი კომიტეტი) საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია
ბითაძის, ხატია წილოსანის, გოგი მეშველიანის, ნინო ლაცაბიძის, ირაკლი ზარქუას, ალექსანდრე
დალაქიშვილის, ედიშერ თოლორაიას, ირაკლი ხახუბიას, ნოდარ ტურძელაძისა და დავით კაჭარავას
მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი შემდეგი საქართველოს კანონის პროექტები:
„საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ფიზიკური და კერძო სამართლის
იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების
უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „აკვაკულტურის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საჯარო რეესტრის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის
მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დაცული
ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „მიწის ნაკვეთებზე
უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების
სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „გარემოსდაცვითი
შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/80; 16.06.2021), საქართველოს პარლამენტის
ბიუროს გადაწყვეტილებით განხილვის ვადა კომიტეტებისთვის, რომელთა დასკვნა სავალდებულოა
განისაზღვრა 2021 წლის 13 აგვისტომდე.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის
მომართვის (წერილი N2-10401/21; 28-07-2021) საფუძველზე, გთხოვთ, უზრუნველყოთ
ზემოაღნიშნული კანონის პროექტების განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელება.
დანართი: 1 ფურცელი
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მაია ბითაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
2-10401/21
28-07-2021
საქართველოს პარლამენტის
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
კომიტეტის თავმჯდომარეს
ქალბატონ მაია ბითაძეს
ქალბატონო მაია,
გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ხატია წილოსანის, გოგი
მეშველიანის, ნინო ლაცაბიძის, ირაკლი ზარქუას, ალექსანდრე დალაქიშვილის, ედიშერ თოლორაიას,
ირაკლი ხახუბიას, ნოდარ ტურძელაძისა და დავით კაჭარავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტებზე: „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში
(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და
საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
და „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/80; 16.06.2021),
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით სავალდებულო კომიტეტად განსაზღვრულია
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი. კანონპროექტების განხილვის ბოლო ვადაა13.08.2021.
მოგმართავთ თხოვნით, კანონპროექტების განხილვის ვადა გაგრძელდეს ერთი თვით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი კოვზანაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge