საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი ვაშაძის, ხათუნა სამნიძის, ანა ნაცვლიშვილის, პაატა მანჯგალაძის, გრიგოლ ვაშაძის, თეონა აქუბარდიას და ტარიელ ნაკაიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „2019 წლის 19-21 ივნისს ქ. თბილისში განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალებულ პირთათვის კომპენსაციის გაცემის წესის შესახებ“ (№07-3/89; 23.06.2021) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
09.08.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-10876/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-08-31
ბიუროს ნომერი 83

📜 ტექსტი

წერილი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 2-10876/21 09-08-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მოგვმართა თხოვნით (წერილი N210870/21; 09-08-2021), რომ უზრუნველვყოთ საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი ვაშაძის, ხათუნა სამნიძის, ანა ნაცვლიშვილის, პაატა მანჯგალაძის, გრიგოლ ვაშაძის, თეონა აქუბარდიასა და ტარიელ ნაკაიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „2019 წლის 1921 ივნისს ქ. თბილისში განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალებულ პირთათვის კომპენსაციის გაცემის წესის შესახებ“ (№07-3/89; 23.06.2021) განხილვის ვადის გაგრძელება. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, აღნიშნულ კანონის პროექტთან დაკავშირებით 30 დღით გაგვიგრძელოთ საკომიტეტო განხილვის ვადა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge