„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
30.08.2021
ავტორი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/71/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-09-07
ბიუროს ნომერი 84

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) მე-2 მუხლის „ჰ14“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ14) სტუდენტი − პირი, რომელიც ამ კანონითა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად, აგრეთვე პირი, რომელიც ჩარიცხულია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელიც ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ასრულებს სასწავლო კომპონენტის ან/და კვლევითი კომპონენტის ნაწილს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან/და დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში/საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − უნივერსიტეტთან არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში/საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში, ასევე საქართველოს მოქალაქეობის მქონე ან პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირი, რომელიც ჩარიცხულია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წარმოდგენილი პროექტით ცვლილება შედის საქართველოს კანონში - „უმაღლესი განათლების შესახებ“. ცვლილების თანახმად, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ14“ ქვეპუნქტი კორექტირდება და ყალიბდება შემდეგი სახით: „სტუდენტი − პირი, რომელიც ამ კანონითა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად, აგრეთვე პირი, რომელიც ჩარიცხულია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელიც ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ასრულებს სასწავლო კომპონენტის ან/და კვლევითი კომპონენტის ნაწილს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან/და დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში/საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − უნივერსიტეტთან არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში/საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში, ასევე საქართველოს მოქალაქეობის მქონე ან პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირი, რომელიც ჩარიცხულია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.“ წარმოდგენილი კანონის პროექტით, სტუდენტის ცნებას დაემატება ჩანაწერი, რომლის შესაბამისადაც, სტუდენტი, ასევე, იქნება საქართველოს მოქალაქეობის მქონე ან პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირი, რომელიც ჩარიცხულია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონის მოქმედი რედაქციით, სტუდენტად არ ითვლება საქართველოს მოქალაქეობის მქონე ან პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირი, რომელიც ჩარიცხულია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. შესაბამისად, იმისათვის რომ აღნიშნული პირებიც მოექცნენ კანონმდებლობით დადგენილი სტუდენტის ცნების ქვეშ, აუცილებელია ცვლილების განხორციელება. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად:   2020 წელს, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველი პირის 550-მდე განაცხადი დარეგისტრირდა, რომელთაგან დაფინანსება მოიპოვა 108 პირმა. სულ დაინტერესება გამოხატა 1750 პირმა. 2021 წელს, სსიპ განათლების საერთაშორის ცენტრში საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველი პირის 600-მდე განაცხადი დარეგისტრირდა, რომელთაგან დაფინანსება უკვე მოიპოვა 134-მა კონკურსანტმა და ეს რიცხვი, მიმდინარე წელს, კიდევ გაიზრდება, ხოლო დაინტერესება გამოხატა 1600-მა პირმა. გარდა ზემოთ მითითებული შეთავაზებისა რიგი სტუდენტებისა, რომელთა სტატისტიკური მონაცემი სამინისტროსთვის უცნობია, სარგებლობენ სხვადასხვა სახის შესაძლებლობებით, რომ სწავლა გააგრძელონ საზღვარგარეთ. მოცემულ ეტაპზე სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისა) არ სარგებლობენ სტუდენტის სტატუსით. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი პირები სარგებლობდნენ ქართული კანონმდებლობით დარეგულირებული სტუდენტის სტატუსით, რაც თავისთავად გავლენას ახდენს სტუდენტის მოტივაციაზე და მნიშვნელოვნად ზრდის სახელმწიფოსადმი სტუდენტების ნდობის ხარისხს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტის სტატუსი მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობის მქონე ან პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელ პირს, რომელიც ჩარიცხულია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად ცვლილება შევა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში და კანონის მე-2 მუხლის „ჰ14“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდება ხელახალი რედაქციით, რის შედეგადაც, სტუდენტი, ასევე, იქნება საქართველოს მოქალაქეობის მქონე ან პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირი, რომელიც ჩარიცხულია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონის მე-2 მუხლის „ჰ14“ ქვეპუნქტი ყალიბდება ხელახალი რედაქციით, რის შედეგადაც, სტუდენტი, ასევე, იქნება საქართველოს მოქალაქეობის მქონე ან პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირი, რომელიც ჩარიცხულია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ცვლილების დროულად ამოქმედება. წარმოდგენილი ცვლილებით გათვალისწინებული არ არის კანონისთვის უკუძალის მინიჭების საკითხი. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტით გათვალისწინებული ქმედებები/ღონისძიებები არ მოახდენს ზეგავლენას სახელმწიფო ბიუჯეტზე, შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტს არ ექნება გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტს არ ექნება გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: წარმოდგენილი ვალდებულებებს. კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ იწვევს ფინანსური შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება წარმოდგენილი კანონის პროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.