საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ საკონსულტაციოდ წარმოდგენილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი, ჭერის ფარგლებში და ჭერს ზევით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-09-07
ბიუროს ნომერი 84
📜 ტექსტი
წერილი
*LA92100021921*
LA 9 21 00021921
31/08/2021
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ბატონ კახა კუჭავას
ბატონო კახა,
მოგეხსენებათ, რომ სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, „იურიდიული დახმარების
შესახებ“ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის მე–3 პუნქტით დადგენილი წესით, სამსახურის
ბიუჯეტის პროექტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს საბჭოსთან
შეთანხმებით და საქართველოს პარლამენტთან კონსულტაციის საფუძველზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსულტაციოდ წარმოგიდგენთ სამსახურის 2022 წლის
ბიუჯეტის პროექტს, ჭერის ფარგლებში და ჭერს ზევით.
2022 წლის ბიუჯეტის პროექტი, ჭერის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
მიერ განისაზღვრა 7 500 000 ლარით. სსიპ იურიდიული დახმარების საბჭოს 2021 წლის 24
აგვისტოს N95 გადაწყვეტილების შესაბამისად, მითითებული ბიუჯეტი გადანაწილდა
სახელფასო ფონდსა და სამსახურის სხვა საჭიროებებზე.
2022 წლის ბიუჯეტის პროექტთან, ჭერს ზევით, დაკავშირებით დამატებით მოგახსენებთ,
რომ 2020 წლის 1 სექტემბრიდან ბავშვის უფლებათა კოდექსის ამოქმედების შემდგომ
იურიდიული დახმარების სამსახურს გაეზარდა მანდატი და არასრულწლოვნები
სარგებლობენ უფასო იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების
უფლებით, თუ საქმეში არ მონაწილეობს მის მიერ აყვანილი ადვოკატი. 2021 წლის 1
იანვრიდან სამოქალაქო/ადმინისტრაციულ საქმეებზე იურიდიული დახმარების სამსახურს
გაეზარდა მანდატი და იურიდიული დახმარება გავრცელდა ყველა კატეგორიის საქმეებზე
თუ პირი გადახდისუუნაროა და მისთვის იურიდიული დახმარების გაწევა მიზანშეწონილია
საქმის მნიშვნელობიდან და სირთულიდან გამომდინარე. 2021 წლის 1 იანვრიდან გაიზარდა
სამსახურის მანდატი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ და სამსახური
უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის საადვოკატო
მომსახურების გაწევას სასამართლოში სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის
სამართლის საქმეებზე, მათ შორის, წარმომადგენლობას ადმინისტრაციული წარმოებისას და
სამართლებრივ კონსულტაციას.
სამსახურის მანდატის გაზრდიდან გამომდინარე და ხარისხის უზრუნველყოფის
მიზნებისათვის ასევე მითითებული საკითხების სენსიტიურობის გათავლისწინებით,
ბენეფიციარებისათვის დროული სამართლებრივი მომსახურეობის მიწოდება საჭიროებს
სპეციალიზებული ბიუროების შექმნას დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს
მასშტაბით.
ამასთან, სამსახურის სამართლებრივი მანდატის გაფართოვება იწვევს ადვოკატთა
დატვირთულობის ზრდას, რაც საჭიროებს მათთვის დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას და
ხელფასების მომატებას.
მოგახსებენთ, ასევე, რომ 2019 წლიდან სამსახურმა სამართლებრივი მომსახურეობის
ტერიტორიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით საქართველოს მასშტაბით გახსნა
ახალი ოფისები. ამჟამად ფუნქციონირებს 13 იურიდიული დახმარების ბიურო და 30
საკონსულტაციო ცენტრი. გარდა ამისა, 2019 წლიდან მოყოლებული სამსახურმა მოიზიდა
მნიშვნელოვანი გრანტები, რომელიც მიმართულია სამსახურის საქმიანობის ეფექტურობის
გაზრდაზე, ხარისხის უზრუნველყოფასა და სერვისების განვითარებაზე. ამ მიმართებით
დღის წესრიგში დადგა სამსახურის აპარატის ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბება, რომელიც
მორგებული იქნება სამსახურის ახალ საჭიროებებსა და გამოწვევებზე.
მითითებული ცვლილებების ფონზე გასათვალისწინებელია ის გარემობა, რომ ამ
ცვლილებების განხორციელება არ საჭიროებს საშტატო რიცხოვნობის გაზრდას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს პარლამენტი
გაიზიარებს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის წინაშე არსებული ვალდებულებების
და გამოწვევების მნიშვნელობას და მხარს დაუჭერს სამსახურის 2022 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტში საბიუჯეტო ასიგნებების ჭერს ზევით მოცულობით განსაზღვრას.
აქვე გამოვთქვამთ მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, საკითხთან დაკავშირებით
მოგაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია და აქტიურად ჩავერთოთ პარლამენტის შესაბამის
კომიტეტებთან სამსახურის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვაში.
პატივისცემით,
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური
დირექტორი
კუპრაშვილი რაჟდენი
დანართი
დანართი 1
2022 წლის ბიუჯეტის
პროექტი ჭერის
ფარგლებში
2022 წლის ბიუჯეტის
პროექტი ჭერს ზევით
ფარგლებში
სულ
7 500 000,0
7 800 000,0
სულ ხარჯები
7 455 000,0
7 755 000,0
შრომის ანაზღაურება
4 725 000,0
4 939 000,0
საქონელი და მომსახურება
2 690 000,0
2 776 000,0
სოციალური უზრუნველყოფა
25 000,0
25 000,0
მიმდინარე ტრანსფერები, რომელიც სხვაგან
არ არის კლასიფიცირებული
15 000,0
15 000,0
არაფინანსური აქტივების ზრდა
45 000,0
45 000,0