საქართველოს სახალხო დამცველის წინადადება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილებების განხორციელების შესახებ

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
31.08.2021
ავტორი
საქართველოს სახალხო დამცველი
ნომერი
#1-12170/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-09-07
ბიუროს ნომერი 84

📜 ტექსტი

წერილი
N 15-3/8474 31/08/2021 8474-15-3-2-202108311353 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ კახაბერ კუჭავას წინადადება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილებების განხორციელების შესახებ შემუშავებულია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგების მიხედვით და გეგზავნებათ „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის შესაბამისად. ბატონო კახაბერ, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა მსჯავრდებულ ედუარდ თათეოსიანის საქმე, რომლის შედეგად მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ხარვეზი გამოვლინდა არასრულწლოვანთა კანონმდებლობა დაკითხვისას არ ითვალისწინებს კანონიერი კანონიერი/საპროცესო მართლმსაჯულების არასრულწლოვანი წარმომადგენლის წარმომადგენლით იმ კოდექსში. კერძოდ, მოწმის/დაზარალებულის ჩანაცვლების შესაძლებლობას შემთხვევაში, როდესაც სხვა კანონიერი წარმომადგენელი ამავდროულად არის რომელიმე მხარის მიერ დასაკითხი მოწმე და მხარე წარმოადგენს დასაბუთებულ შუამდგომლობას. ფაქტობრივი გარემოებები მსჯავრდებულ ედუარდ თათეოსიანის ადვოკატის მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და სასამართლო სხდომის ოქმების შესწავლის შედეგად, ირკვევა, რომ დაცვის მხარეს, საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპზე სურდა მოწმის სახით დაეკითხა არასრულწლოვანი დაზარალებულის დედა, რომელიც კანონმდებლობის მოთხოვნათა თანახმად, შეყვანილი იყო დაცვის მხარის მიერ გამოსაკვლევი მტკიცებულებების ნუსხაში. ამავდროულად, არასრულწლოვანი დაზარალებულის მოწმის არასრულწლოვნის დედა კანონიერი დაკითხვას სახით დაკითხვამდე გაირკვა, რომ წარმომადგენლის სახით უნდა დასწრებოდა. დაცვის მხარემ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს არასრულწლოვანი დაზარალებულის დედის სხვა კანონიერი წარმომადგენლით ჩანაცვლების თაობაზე და შუამდგომლობა დაასაბუთა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოწმედ დასაკითხი არასრულწლოვნის დედა იყო ერთ-ერთი პირველი, ვისაც ესაუბრა არასრულწლოვანი დაზარალებული მომხდარი ინციდენტის შემდეგ. შესაბამისად, დაცვის მხარისთვის მნიშვნელოვანი იყო იმის შეფასება, თუ რა განუცხადა არასრულწლოვანმა დედას და, ამდენად, იგი წარმოადგენდა დაცვის მხარისთვის ერთ-ერთ საკვანძო მოწმეს. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუკი არასრულწლოვანი დაზარალებულის დაკითხვას დაესწრებოდა მისი დედა, როგორც კანონიერი წარმომადგენელი, კანონმდებლობის თანახმად, შემდგომში მას ვეღარ დაკითხავდა, რითიც დაცვის მხარეს წაერთმეოდა მნიშვნელოვანი მტკიცებულების გამოკვლევის შესაძლებლობა და შეიზღუდებოდა ეფექტიანი დაცვის უფლება. სასამართლომ განიხილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და განმარტა, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა არასრულწლოვანი მოწმის/დაზარალებულის კანონიერი წარმომადგენლის შეცვლის შესაძლებლობას, ამასთან, სასამართლო ვერ ჩაერეოდა კანონიერი წარმომადგენლის შერჩევის საკითხში. შექმნილ ვითარებაში კი უპირატესობა უნდა მინიჭებოდა არასრულწლოვანი დაზარალებულის საუკეთესო ინტერესებს. შესაბამისად, შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და დაცვის მხარემ ვერ შეძლო არასრულწლოვანი დაზარალებულის დედის მოწმის სახით დაკითხვა, რადგან იგი დაესწრო არასრულწლოვანი დაზარალებულის დაკითხვას. სამართლებრივი დასაბუთება საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.1 შესაბამისად, სისხლის სამართლის პროცესიც აღნიშნულ საერთაშორისო პრინციპზეა ხელშეკრულებებით აგებული.2 ეროვნული გარანტირებულია კანონმდებლობითა ბრალდებულის და უფლება, გამოიძახოს და დაკითხოს თავისი მოწმეები ისეთივე პირობებში, როგორშიც ბრალდების 1 საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილი. 2 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლი. მოწმეები.3 მოცემული გარანტიები უზრუნველყოფს სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა თანასწორობას და პროცესის წარმართვას შეჯიბრებითობის საფუძველზე. შეჯიბრებითი პროცესის ცნება უფრო კონკრეტულია და გულისხმობს მხარის უფლებას საკუთარი არგუმენტების მხარისათვის თანაბარი წარდგენაზე, გონივრული ხოლო თანასწორობის შესაძლებლობის უფლება მინიჭებას, - ორივე მოიპოვონ და წარმოადგინონ მტკიცებულებები, საკუთარი მოსაზრებები და არგუმენტები იმ პირობები, რომლებიც აყენებს მას მოწინააღმდეგე მხარესთან შედარებით vis-a-vis არსებითად არახელსაყრელ პირობებში. მხარეთა თანასწორობა ფარდობითი ხასიათისაა და მოწინააღმდეგე მხარესთან შედარების მიზანია სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფა მხარეებს შორის.4 მხარეთა თანასწორობა არ არის აბსოლუტური უფლება და არ გულისხმობს მტკიცებულებათა წარმოდგენის უფლების შეუზღუდაობას. მიუხედავად ამისა, შეზღუდვა არ უნდა ეხებოდეს მხოლოდ ერთ მხარეს ან/და არ უნდა იყოს აბსოლუტური, ბლანკეტური და არათანაზომიერი, არ უნდა იწვევდეს მხარის უფლებების ისეთ არსებით შეზღუდვას, რაც, პრაქტიკულად, მისი ფუნქციის განხორციელების შეუძლებლობას გამოიწვევს ან აზრს დაუკარგავს დეკლარირებულ უფლებას.5 ამდენად, მხარეებს, კანონმდებლობით გარანტირებული აქვთ თანაბარი შესაძლებლობა, მოიპოვონ და სასამართლოში გამოიკვლიონ მტკიცებულებები, მათ შორის, გამოიძახონ და დაკითხონ მოწმეები მათი ინტერესების დაცვის შესაბამისად. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, „მოწმე უნდა დაიკითხოს იმ მოწმეთაგან განცალკევებით, რომლებიც ჯერ არ დაკითხულან. ამასთანავე, სასამართლო იღებს ზომებს, რათა ერთ საქმეზე გამოძახებულ მოწმეებს დაკითხვის დამთავრებამდე ერთმანეთთან ურთიერთობა არ ჰქონდეთ. დაკითხვის დასრულების შემდეგ მოსამართლემ უნდა განუმარტოს მოწმეს სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება“. ამდენად, მითითებული ნორმით სავალდებულოა ერთ სისხლის სამართლის საქმეზე დასაკითხი მოწმეების განცალკევებით დაკითხვა. „იმისათვის, რომ მოწმე არ მოექცეს პროცესის რომელიმე მონაწილის ჩვენების გავლენის ქვეშ, მნიშვნელოვანია, რომ იგი დაკითხვამდე არ იქნეს დაშვებული სასამართლო სხდომის დარბაზში და მას ურთიერთობა არ ჰქონდეს სხვა მოწმეებთან“.6 როგორც ცნობილია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის ფარგლებში, 3 საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-4 ნაწილი და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი. 4 „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარები“ (2015 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით). თბილისი, 2015. გვ. 87. 5 იქვე. 6 „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარები“ (2015 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით). თბილისი, 2015. გვ. 387. სასამართლო პროცესის სამართლიანობას აფასებს მთლიანობაში.7 თუმცა აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესის სამართლიანობაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს კონკრეტული პროცედურული გარანტიის უგულებელყოფამ ან არასათანადო უზრუნველყოფამ. ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–3 პუნქტის თანახმად, ყოველ ბრალდებულს აქვს, სულ მცირე, შემდეგი უფლებები: ... d) თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები, და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში. ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, კონვენციის 6.3.d მუხლი მოიცავს პრინციპს იმის თაობაზე, რომ ბრალდებულის მსჯავრდებამდე მის წინააღმდეგ არსებული ყველა მტკიცებულება წარმოდგენილი უნდა იყოს მისი თანდასწრებით, საჯარო განხილვაზე, შეჯიბრებითი პაექრობის უზრუნველსაყოფად. ამ წესიდან გამონაკლისი დასაშვებია, თუმცა იმ პირობით, რომ დაცვის უფლებები უგულებელყოფილი არ იქნება. როგორც წესი, ეს უფლებები მოითხოვს, რომ ბრალდებულს ადეკვატური და სათანადო შესაძლებლობა ჰქონდეს, კითხვები დაუსვას მოწმეს, რომელიც მის წინააღმდეგ იძლევა ჩვენებას ან ჩვენების მიცემის შემდეგ, საქმისწარმოების მომდევნო სტადიებზე.8 ამასთან, შეჯიბრებითობის პრინციპი მოითხოვს, პირს ჰქონდეს ადეკვატური შესაძლებლობა, თავად მოიწვიოს და დაკითხოს მოწმე, რომელიც, მისივე პოზიციით, შესაძლოა მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენდეს სიმართლის დადგენის ან/და მისი გამართლების პროცესში. სასამართლო პროცესის სამართლიანობის შესაფასებლად, აღნიშნულ კონტექსტში, ევროპული სასამართლო იყენებს მურთაზალიევას საქმეში9 განსაზღვრულ ტესტს, რომელიც ადგენს,  პირველ რიგში, მხარის მიერ დაყენებული მოწმის დაკითხვის შუამდგომლობა იყო თუ არა სათანადოდ დასაბუთებული და ბრალდების შინაარსთან რელევანტური;  ეროვნულმა სასამართლოებმა შეაფასეს თუ არა მისი რელევანტურობა და წარმოადგინეს დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომ მოწმე არ დაკითხულიყო სასამართლო პროცესზე;  სასამართლოს ასეთმა გადაწყვეტილებამ ზეგავლენა იქონია თუ არა სასამართლო პროცესის სამართლიანობაზე მთლიანობაში.10 7 Schatschaschwili v. Germany; App. No(s). 9154/10; 15/12/2015; § 101. 8 Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom [GC], App. No(s). 9 Murtazaliyeva v. Russia [GC], App. No(s). 36658/05; 18/12/2018. 26766/05; 22228/06; 15/12/2011; §118. 10 Abdullayev v. Azerbaijan, App. No(s). 6005/08; 07/03/2019; §§59-60. ამასთან, ევროპული სასამართლოს პოზიციით, საკმარისი არ არის მითითება იმაზე, რომ ბრალდებულს არ მიეცა შესაძლებლობა, დაეკითხა კონკრეტული მოწმეები. დამატებით საჭიროა, რომ მიუთითოს, რატომ იყო მნიშვნელოვანი ამ მოწმეების დაკითხვა და მათ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია რამდენად იქნებოდა აუცილებელი სიმართლის დასადგენად და დაცვის უფლებათა რეალიზებისათვის.11 ხოლო ისეთ შემთხვევაში, როდესაც მოწმის დაკითხვის შუამდგომლობა არ არის არაკეთილსინდისიერად აღძრული, რელევანტურია ბრალდების შინაარსთან და, შესაძლოა, გავლენა იქონიოს დაცვის პოზიციის გაძლიერებაზე ან ბრალდებული მიიყვანოს გამართლებამდე, ეროვნულ სასამართლოებს სჭირდებათ ძლიერი წონადი მიზეზები ასეთ შუამდგომლობაზე უარის თქმის გასამართლებლად.12 ხოლო ასეთი დასაბუთების საკმარისობა დამოკიდებულია მოცემული საქმის ინდივიდუალური გარემოებების შეფასებაზე.13 სისხლის სამართლის პროცესში არასრულწლოვანი პირის მონაწილეობის შემთხვევაში, მოქმედებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომლის მიზანია მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვა, მათ შორის, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი მოწმის უფლებათა დაცვა, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი მოწმის მეორეული ვიქტიმიზაციისა და არასრულწლოვანი დაზარალებულის ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება.14 აღსანიშნავია, რომ მონაწილეობის სისხლის სამართლის შემთხვევაში, პროცესში არასრულწლოვანი კანონმდებლობა პირის ითვალისწინებს პროკურორის/მოსამართლის უფლებას, არასრულწლოვანი პირის გამოკითხვას არ დაასწროს არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირის/მოწმის ის კანონიერი წარმომადგენელი, რომელიც იმავე საქმეში გამოსაკითხ პირად/მოწმედ მონაწილეობს, მხოლოდ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.15 თუმცა, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს იგივე შესაძლებლობას, დაცვის ან ბრალდების მხარის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, როდესაც არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი იმავდროულად არის ერთ-ერთი მხარის მიერ მოწმის სახით დასაკითხი პირი. კანონმდებლობა ასევე არ იცნობს მოცემულ შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენლის სხვა კანონიერი წარმომადგენლით ან საპროცესო წარმომადგენლით ჩანაცვლების შესაძლებლობას, მხარის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, რაც შექმნიდა შესაძლებლობას, რომ ერთი მხრივ დაცული იყოს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები, ხოლო მეორე მხრივ, მხარეს მიეცეს მისთვის მნიშვნელოვანი პირის მოწმის სახით დაკითხვის შესაძლებლობა. 11 Perna v. Italy [GC], App. No(s). 48898/99; 06/05/2003; §29. 12 Polyakov v. Russia, App. No(s). 77018/01; 29/01/2009; §§34-35. 13 Murtazaliyeva v. Russia [GC], App. No(s). 36658/05; 18/12/2018; §§160-161. 14 არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილი. 15 არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 23- მუხლის მე-8 ნაწილი. აღნიშნულის გათვალისწინებით, პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპისა და დაცვის უფლებათა რეალიზაციისათვის, მნიშვნელოვანია, რომ სისხლის სამართლის პროცესი ითვალისწინებდეს იმგვარ გარანტიებს, რომლებიც მხარეს ადეკვატურ შესაძლებლობას მისცემს, დაკითხოს ის მოწმეები, რომელთა ჩვენება ბრალდების შინაარსთან რელევანტურია და რომელსაც გავლენის მოხდენა შეეძლება საქმის სამომავლო შედეგზე. ამასთან, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი განმარტავს, რომ ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის N143 ზოგადი კომენტარის თანახმად, ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვის პრინციპი გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც საჯარო, ასევე, კერძო სფეროში ბავშვთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში თუ მის მიმართ სხვადასხვა ქმედების განხორციელებისას. ბავშვის საუკეთესო ინტერესის შეფასება უნდა მოიცავდეს ბავშვის უსაფრთხოების გათვალისწინებას.16 ასევე, ბავშვის უფლებათა კოდექსის საუკეთესო ინტერესებისთვის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ბავშვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. წინამდებარე საქმის ანალიზი შეჯიბრებითი პროცესის ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით, თუნდაც ერთი კონკრეტული მოწმის დაკითხვას მხარის პოზიციის გასამყარებლად ან მოწინააღმდეგე მხარის პოზიციის შესასუსტებლად განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძლება გააჩნდეს. ამასთან, კონკრეტული მოწმის ჩვენებას, შეიძლება, პირის გამართლების პოტენციალიც ჰქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ მხარის უფლება, მოწმედ მოიწვიოს და დაკითხოს ნებისმიერი პირი სასამართლო პროცესზე, არ არის აბსოლუტური, მნიშვნელოვანია, რომ ცალკეულ შემთხვევებში შეფასდეს, გამოსაკითხი მოწმის ჩვენებას გააჩნია თუ არა მიმართება სისხლის სამართლის საქმესთან და შუამდგომლობაზე უარით არაპროპორციულად ხომ არ შეილახება დაცვის ეფექტიანი განხორციელების უფლება. წინამდებარე შემთხვევაში, ეფექტიანი დაცვის უფლებით სარგებლობას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა - დაცვის მხარემ/ბრალდებულმა ვერ შეძლო, დაეკითხა საკვანძო მოწმე არასრულწლოვნის დედა - მოწმე, ვინც იყო ერთ-ერთი პირველი, ვისაც ესაუბრა არასრულწლოვანი დაზარალებული მომხდარი ინციდენტის შემდეგ და შესაბამისად, ვის 16 General comment No. 14 (2013) on the right of the child to have his or her best interests taken as a primary consideration (art. 3, para. 1); Committee on the Rights of the Children; 29 May 2013. ჩვენებასაც პროცესის მსვლელობასა და საბოლოო შედეგზე მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება მოეხდინა. არასრულწლოვნის დედა პროცესს დაესწრო, როგორც კანონიერი წარმომადგენელი, რამაც სრულიად გამორიცხა მისი დაკითხვის შესაძლებლობა. ამასთან, არც ერთ ეტაპზე არ შეფასებულა, რამდენად დააზიანებდა არასრულწლოვნის ინტერესს, მის დაკითხვას დედის ნაცვლად საპროცესო წარმომადგენელი რომ დასწრებოდა. გასათვალისწინებელია, რომ მოცემული საკანონმდებლო რეგულირების პირობებში, მხარის მიერ შესაბამისი მოწმის ჩვენების რელევანტურობასა და საჭიროებაზე მითითება, ისევე, როგორც ეროვნული სასამართლოს მიერ ამ გარემოებების შეფასება და დასაბუთება აზრს კარგავს, ვინაიდან პირი, რომელიც სასამართლო პროცესს ესწრებოდა, ავტომატურად გამოირიცხება მოწმეთა სიიდან, ხოლო კანონი არ ითვალისწინებს მხარის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების მხედველობაში მიღებით, არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის ჩანაცვლების შესაძლებლობას. მიგვაჩნია, რომ ჩვენ მიერ შესწავლილი შემთხვევა წარმოადგენს მნიშვნელოვან საკანონმდებლო ხარვეზს, რამაც კონკრეტულ საქმეში შექმნა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევის სავარაუდო შესაძლებლობა იმის გამო, რომ არ არსებობს აღწერილ ვითარებაზე მორგებული და მოქნილი კანონმდებლობა. მართალია, კონკრეტული მოწმის დაკითხვის შესაძლებლობის წართმევის მიუხედავად, შეუძლებელია მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევაზე მტკიცებით ფორმაში მითითება, თუმცა, აღწერილი საკანონმდებლო ხარვეზის პირობებში თავიდან ვერ იქნება აცილებული მოცემულ ან სხვა საქმეში მხარის უფლებების არსებითი ხასიათის დარღვევის ალბათობა კონკრეტული მოწმის დაკითხვის შეუძლებლობის გამო. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ აღწერილი საკანონმდებლო ხარვეზის პირობებში, შესაძლოა დაზიანდეს არამხოლოდ დაცვის მხარის, არამედ ბრალდების მხარის ინტერესები. შესაბამისად, მხარეებს უნდა ჰქონდეთ მოცემულ შემთხვევაში მოწმის სახით პირის დაკითხვის შესაძლებლობა, თუ ეს არ დააზიანებს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს. შესაბამისად, აუცილებელია, მართლმსაჯულების კოდექსში, უფლებამოსილებით, შევიდეს რომელიც ჩაანაცვლოს ცვლილება არასრულწლოვანთა პროკურორს/მოსამართლეს არასრულწლოვანი აღჭურვავს დაზარალებულის/მოწმის კანონიერი/საპროცესო წარმომადგენელი იმ შემთხვევაში, როდესაც: (1) აღნიშნული პირი არის რომელიმე მხარის მიერ მოწმის სახით დასაკითხი პირი; (2) მხარე ასაბუთებს, რომ მისი დაკითხვა მნიშვნელოვანია მისი პოზიციის გამყარებისთვის და შესაბამისად, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის რეალიზებისათვის; (3) კანონიერი/საპროცესო წარმომადგენლის ჩანაცვლება არ დააზიანებს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს. დასკვნა მოცემული საქმის გარემოებებისა და კანონმდებლობის ანალიზის შედეგად, მიგვაჩნია, რომ ბრალდებულ ედუარდ თათეოსიანს არ მიეცა კონკრეტული პირის მოწმის სახით დაკითხვის შესაძლებლობა, რადგან ეს უკანასკნელი დაესწრო არასრულწლოვანი დაზარალებულის კანონმდებლობა დაკითხვას, არ როგორც ითვალისწინებდა კანონიერი კანონიერი წარმომადგენელი. წარმომადგენლის რაკი ჩანაცვლების შესაძლებლობას, შეუძლებელი გახდა დაცვის უფლებით სრულყოფილად სარგებლობა, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან საკანონმდებლო ხარვეზს და საჭიროებს აღმოფხვრას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის შესაბამისად, მოგმართავთ წინადადებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 23-ე მუხლს დაემატოს ჩანაწერი, რომლის შედეგად, პროკურორს/მოსამართლეს დასაბუთებული მიეცემა შუამდგომლობის არასრულწლოვანი საფუძველზე, მოწმის/დაზარალებულის კანონიერი/საპროცესო წარმომადგენლის ჩანაცვლების უფლებამოსილება, თუკი: (1) მოქმედი კანონიერი/საპროცესო წარმომადგენელი არის რომელიმე მხარის მიერ მოწმის სახით დასაკითხი პირი; (2) მხარე ასაბუთებს, რომ მისი დაკითხვა მნიშვნელოვანია მისი პოზიციის გამყარებისთვის; (3) კანონიერი/საპროცესო წარმომადგენლის ჩანაცვლება არ დააზიანებს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს. ამასთან, გთხოვთ, მოცემული წინადადების განხილვის შედეგები მაცნობოთ „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლით დადგენილ ვადაში. პატივისცემით, ნინო ლომჯარია სახალხო დამცველი .