საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს მომართვა საკანონმდებლო წინადადებების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ: ა) საქართველოს მოქალაქეების: თამუნა ბოლოთაურის, თინათინ ქოქრაშვილის და კახაბერ ძაგანიას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-6836/21; 27.05.2021); ბ) საქართველოს მოქალაქეების: კახაბერ ძაგანიას, გიულჩინ ახმედოვას, ელენე ჭიპაშვილის და მამუკა გულდედავას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-7553/21; 07.06.2021)

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
01.09.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-11553/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-09-07
ბიუროს ნომერი 84

📜 ტექსტი

წერილი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-11553/21 01-09-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ბიუროს N58/2; 28.05.2021 და N62/1; 09.06.2021 გადაწყვეტილებებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს განსახილველად გადმოეცა: საქართველოს მოქალაქეების: თამუნა ბოლოთაურის, თინათინ ქოქრაშვილის და კახაბერ ძაგანიას მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციულ საკანონმდებლო სამართალდარღვევათა კოდექსში წინადადება ცვლილების „საქართველოს შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-6836/21; 27.05.2021 - განხილვის ვადა 2021 წლის 20 სექტემბრამდე); საქართველოს მოქალაქეების: კახაბერ ძაგანიას, გიულჩინ ახმედოვას, ელენე ჭიპაშვილის და მამუკა გულდედავას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-7553/21; 07.06.2021 - განხილვის ვადა 2021 წლის 30 სექტემბრამდე); ვინაიდან ჩამოთვლილი საკითხების განხილვის ვადები ემთხვევა მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნების წინა პერიოდს, რის გამოც საქართველოს პარლამენტი სრული დატვირთვით ვერ იმუშავებს და რაც, თავის მხრივ, აისახება კომიტეტების საქმიანობის ინტენსივობაზეც, ზემოთ მითითებულ ვადებში კომიტეტის მიერ ამ საკითხების განხილვა შესაძლოა ვერ მოესწროს. აღნიშნული ობიექტური მიზეზის გათვალისწინებით, გთხოვთ საკანონმდებლო წინადადებების განხილვის ვადები გააგრძელოთ 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge დასახელებული