საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა ანგარიშების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ: ა) საქართველოს პროკურატურის 2020 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში (№1-6207/21; 17.05.2021); ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იურიდიული დახმარების სამსახურის 2020 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში (№1- 2318/21; 26.02.2021).
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (278 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (282 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (190 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (192 KB)
📄 წერილი (67 KB)
📄 დანართი (76 KB)
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-09-07
ბიუროს ნომერი 84
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-11682/21
06-09-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
თქვენთვის როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილია
საქართველოს პროკურატურის მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ
ანგარიში (N1-6207/21; 17.05.2021) და საჯარო სამართლის იურიდიული პირის −
იურიდიული დახმარების სამსახურის 2020 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში (N12318/21; 26.02.2021).
აღნიშნულ საკითხებზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ
საკითხთა
კომიტეტი.
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტით
გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ საკითხების სრულყოფილად
მომზადების მიზნით, გთხოვთ, მათი საკომიტეტო განხილვის ვადები გაგრძელდეს 30
დღით.
საქართველოს პროკურატურის მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ
ანგარიშის (N1-6207/21; 17.05.2021) საკომიტეტო განხილვის ვადის გაგრძელების
თაობაზე მოგვმართა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტმა.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-11552/21
01-09-2021
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ
საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ ანრი ოხანაშვილს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს N54/5; 17.05.2021 გადაწყვეტილებით, ადამიანის
უფლებათა
დაცვისა
და
სამოქალაქო
ინტეგრაციის
კომიტეტს
სავალდებულოდ
განსახილველად გადმოეცა საქართველოს გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის მიერ
წარმოდგენილი საქართველოს პროკურატურის 2020 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ
ანგარიში
(N1-6207;
17.05.2021),
რომლის
სავალდებულო
წესით
განხილვის
ვადა
განსაზღვრულია 2021 წლის 28 სექტემბრამდე.
ვინაიდან აღნიშნული საკითხის განხილვის ვადა ემთხვევა მუნიციპალიტეტის ორგანოების
არჩევნების წინა პერიოდს, რის გამოც საქართველოს პარლამენტი სრული დატვირთვით ვერ
იმუშავებს და რაც, თავის მხრივ, აისახება კომიტეტების საქმიანობის ინტენსივობაზეც,
ზემოთ მითითებულ ვადაში კომიტეტის მიერ ამ საკითხის განხილვა შესაძლოა ვერ
მოესწროს.
აღნიშნული
ობიექტური
მიზეზის
გათვალისწინებით,
გთხოვთ
უზრუნველყოთ
დასახელებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის გაგრძელება 30 დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მიხეილ სარჯველაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge