„აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
08.09.2021
ავტორი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/73/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 70 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-09-13
ბიუროს ნომერი 85

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 01.07.2020, სარეგისტრაციო კოდი: 400060000.05.001.019921) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-40 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. 2. მე-40 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 31 დეკემბრამდე დაამტკიცოს: ა) საზღვაო წყლებში აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონა/ზონები; ბ) აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის მართვის გეგმა.“. 3. 41-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. კანონის IV თავის მოქმედება შეჩერდეს 2022 წლის 31 დეკემბრამდე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საზღვაო წყლებში აკვაკულტურის წარმოების მიზნით უნდა შეიქმნას აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონა/ზონები, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა, სივრცითი დაგეგმვის (საქართველოს ტერიტორიული წყლების (ტერიტორიული ზღვის) და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის სივრცის დაგეგმარების) ფარგლებში, სამეცნიერო, სოციალური, ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. აკვაკულტურისთვის ზონა გამოიყოფა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებსა და დაინტერესებულ მხარეებთან გამართული კონსულტაციების საფუძველზე, სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს და სსიპ - საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის შესაბამისი დასკვნისა და აკვაკულტურის უწყებათაშორისი საბჭოს წინადადების გათვალისწინებით. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ -გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, ყველა დაინტერესებულ უწყებასთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე, შემუშავდა აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის პროექტი. ზონის პროექტის შემუშავებისას გაიმართა კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან (სახელმწიფო უწყებები, თევზჭერის ლიცენზიატები, მუნიციპალიტეტები და აჭარის ა/რ-ის ორგანოები). გარდა ამისა, ინფორმაცია ასევე გამოქვეყნდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საიტზე და ყველა დაინტერესებულ პირს მიეცა შესაძლებლობა, წარმოედგინა შენიშვნები/მოსაზრებები აკვაკულტურის ზონისა და მისი მართვის გეგმის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად შემუშავდა აკვაკულტურის 5 ზონის გეგმა, თუმცა, როგორც 2021 წლის 16 თებერვალს თევზჭერის ლიცენზიატებთან გამართული შეხვედრის შედეგად გადაწყდა, ამ ეტაპისთვის მიზანშეწონილია, გამოყოფილიყო ერთი ზონა (გონიოკვარიათის), ხოლო სხვა პერსპექტიულ ადგილებზე გაგრძელებულიყო მუშაობა და ყველა გარემოების შესწავლისა და გაანალიზების შემდეგ დადგენილიყო სხვა ზონებიც, ასეთის საჭიროებისა და შესაძლებლობის შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ აკვაკულტურის გონიო-კვარიათის ზონის თაობაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრს წარმომადგენლებთან გამართული დამატებითი კონსულტაციების შედეგად გამოიკვეთა რიგი პრობლემებისა, რომლებიც წარმოიშობოდა ზონაში როგორც ადგილობრივი მეთევზეების, ასევე, ტურისტულ სექტორში ჩაბმულ მოქალაქეთა ინტერესების კონფლიქტთან დაკავშირებით, რის გამოც აუცილებლად ჩაითვალა მუშაობის გაგრძელება, ამ საკითხზე ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ ზონაში ინტერესთა კონფლიქტის შესაძლებლობა ყველაზე მეტადაა მინიმიზებული ყველა სხვა პოტენციური ზონებისგან განსხვავებით, რომელთა შექმნაზეც წარმოებდა მსჯელობა სანაპირო ზოლში შესაბამისი კვლევებისა და ანალიზის დროს. ამავდროულად, კანონის მოთხოვნაა, რომ ასეთი ზონა აუცილებელია შეიქმნას მარიკულტურის დარგის ჩამოყალიბებისთვის, რაც სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ინტერესია. მიუხედავად ჩატარებული მნიშვნელოვანი სამუშაოებისა და კონსულტაციებისა, ამ დრომდე მაინც ვერ ხერხდება შეჯერება ზონის მდებარეობასთან დაკავშირებით და ტურიზმსა და ინფრასტრუქტურაზე ზემოქმედების თვალსაზრისით. აღნიშნულის გათვალისწინებით, მარიკულტურის ზონების შექმნის მიზნით, აუცილებელია დამატებითი კონსულტაციები დაინტერესებულ მხარეებთან და დამატებითი კვლევების ჩატარება სხვა სექტორებზე აკვაკულტურის გავლენის ზემოქმედების შესაფასებლად, რაც დამატებით დროს საჭიროებს. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: მარიკულტურასთან დაკავშირებული რეგულაციების მოქმედების შესაჩერებლად, რისი აუცილებლობაც განპირობებულია წინა პუნქტში აღწერილი პრობლემით, შესაბამისი ცვლილება უნდა შევიდეს „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად კანონის IV თავის (მარიკულტურა) მოქმედება შეჩერდება 2022 წლის 31 დეკემბრამდე. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ცვლილება შედის კანონის გარდამავალ და დასკვნით დებულებებში. კერძოდ, 41 მუხლს (კანონის ამოქმედება) ემატება მე-3 პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს კანონის IV თავის მოქმედება შეჩერებას 2022 წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე, შესაბამისი ცვლილება შედის კანონის მე-40 მუხლში (გარდამავალი დებულებები). კერძოდ, საზღვაო წყლებში აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის/ზონების და აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის მართვის გეგმის დამტკიცების ვადად, ნაცვლად 2021 წლის 1 მარტისა, განისაზღვრება 2022 წლის 31 დეკემბერი. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ცვლილების დროულად ამოქმედება. წარმოდგენილი ცვლილებით გათვალისწინებული არ არის კანონისთვის უკუძალის მინიჭების საკითხი. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს დამატებითი ხარჯების გაღების საჭიროებას. მარიკულტურის მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეჩერება არ გამოიწვევს სახელმწიფო უწყებების ან/და კერძო პირების ხარჯების ზრდას, ვინაიდან მარიკულტურის დარგი ჯერ არ არის ჩამოყალიბებული. რაც შეეხება იმ ღონისძებებს, რომელთა განხორციელებაც გათვალისწინებლია კანონის IV თავით, ისინი 2021-2022 წწ. განმავლობაში განხორციელდება სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს და სხვა კომპეტენტური უწყებების მიერ განხორციელდება საკუთარი რესურსების მიხედვით. ბ.ბ) კანონპროექტის საშემოსავლო ნაწილზე: გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. მარიკულტურა არის საქმიანობის ახალი მიმართულება, რომელიც პრაქტიკაში ჯერ არ არის დანერგილი. კერძოდ, ამ ეტაპზე არ არის გაცემული საზღვაო წყლებში აკვაკულტურის ნებართვები. ასევე აღსანიშნავია, რომ ცვლილებას სახელმწიფო/მუნიციპალურ საბიუჯეტო შემოსავლებზე გავლენა არ ექნება იმ თვალსაზრისითაც, რომ აკვაკულტურის სანებართვო მოსაკრებელი (200 ლარი) და აკვაკულტურის კონსტრუქციაში გამოყენებული ბუნებრივი წყლის რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ და „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონების მიხედვით, ძალაში შედის მხოლოდ 2024 წელს. რაც შეეხება სავარაუდოდ ვერმიღებულ შემოსავალს, რაც შეიძლება ცვლილებამ გამოიწვიოს, სახელმწიფო ბიუჯეტში არ შევა სავარაუდო შემოსულობები (გადასახადები), რომლებსაც გადაიხდიდნენ მარიკულტურის განმახორციელებელი პირები (ასეთების არსებობის შემთხვევაში). ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონის IV თავით გათვალისწინებული ღონისძიებები (აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონების დადგენა, ზონების მართვის გეგმების დამტკიცება, გარემოსდაცვითი მონიტორინგის პროგრამის შემუშავება და სხვ.), რომლებიც უნდა განხორციელებულიყო 2021 წელს, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელდება 2022 წლის განმავლობაში, არსებული ადამიანური/ადმინისტრაციული/ფინანსური რესურსებით, დამატებითი ხარჯების გაწევის გარეშე. აღნიშნულ პროცესში სხვა უწყებების ჩართულობა ასევე არ იქნება დაკავშირებული დამატებით ხარჯებთან, ვინაიდან მათი მონაწილეობა შემოიფარგლება მხოლოდ პროექტების შეთანხმებით. აქვე აღსანიშნავია, რომ ზემოთმითითებული ღონისძიებების გარკვეული ნაწილი ამ ეტაპზე უკვე შესრულებულია (მაგ: შემუშავებულია აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის პროექტი, ზონის მართვის გეგმა). შესაბამისად, 2022 წლის განმავლობაში, არსებული რესურსებით მოხდება ამ პროექტების განახლება, დაზუსტება, დაინტერესებულ სუბიექტებთან შეთანხმება და საბოლოო, მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენა (დამტკიცება). შეჯერებული პროექტების ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ვალდებულებების აღებას. ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღებამ შესაძლებელია გარკვეული გავლენა მოახდინოს იმ პირებზე, რომელთაც დაგეგმილი ქონდათ საქმიანობის წარმართვა მარიკულტურის სფეროშიან განხორციელებული ქონდათ წინამოსამზადებელი სამუშაოები ან ინვესტიციები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახდელის შემოღებას. გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე გავლენას არ იქონიებს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/ შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.