საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი ვაშაძის, პაატა მანჯგალაძის და თეონა აქუბარდიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/70; 02.06.2021) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის ორი თვით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-09-13
ბიუროს ნომერი 85
📜 ტექსტი
წერილი
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი
2-11761/21
08-09-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი საქართველოს
პარლამენტის ბიუროს 2021 წლის 7 ივლისი 61/3 გადაწყვეტილებით განისაზღვრა
წამყვან კომიტეტად საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი ვაშაძის, პაატა
მანჯგალაძის და თეონა აქუბარდიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე” (N07-3/70; 02.06.2021) განსახილველ კანონპროექტთან
დაკავშირებით. განხილვის მაქსიმალურ ვადად განსაზღვრულ იქნა 2021 წლის 21
სექტემბერი.
იქედან გამომდინარე, რომ კომიტეტის მიერ ვერ მოხდება ზემოხსენებული
კანონპროექტის განსაზღვრულ ვადაში განხილვა, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 102-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წამყვან კომიტეტს
კანონპროექტის განხილვის ვადა გაგვიგრძელოთ ორი თვით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge