საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მომართვა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ წარმოდგენილი სსიპ - საზოგადოებრივი მაუწყებლის 2020 წლის ანგარიშის (№1-5728/21; 29.04.2021) განხილვის ვადის ორი თვით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-09-13
ბიუროს ნომერი 85
📜 ტექსტი
წერილი
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი
2-11886/21
13-09-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი საქართველოს
პარლამენტის ბიუროს 2021 წლის 31 მაისის 60/21 გადაწყვეტილებით განისაზღვრა
წამყვან კომიტეტად „სსიპ - საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ
წარმოდგენილი სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის 2020 წლის ანგარიში“ (N15728/21;29.04.2021) განსახილველად. განხილვის მაქსიმალურ ვადად განსაზღვრულ
იქნა 2021 წლის 20 სექტემბერი.
იქედან გამომდინარე, რომ კომიტეტის მიერ ვერ მოხდება ზემოხსენებული ანგარიშის
განსაზღვრულ ვადაში განხილვა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 102-ე
მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წამყვან კომიტეტს ანგარიშის
განხილვის ვადა გაგვიგრძელოთ ორი თვით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge