„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 2
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-10-05
ბიუროს ნომერი 86
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge), 28.10.2013, სარეგისტრაციო კოდი: 140030000.05.001.017194) შეტანილ
იქნეს ცვლილება:
1. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. სამინისტროს სისტემის მოსამსახურე უფლებამოსილია, კომპეტენციის ფარგლებში,
დაამუშაოს სამინისტროს სისტემის საინფორმაციო ბაზებში დაცული მონაცემები.“.
2. მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების ჩატარებისას, პოლიცია
უფლებამოსილია პირის მიერ წარმოდგენილი მონაცემები გადაამოწმოს სამინისტროს
საინფორმაციო ბაზებში ძებნილი ან დაკარგული პირის, ან უკანონოდ მყოფი უცხოელის
იდენტიფიცირების ან/და უფლების ჩამორთმევის გადამოწმების მიზნით.“.
3. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 20. პირის იდენტიფიკაცია
1. პოლიციას უფლება აქვს, მოახდინოს
უსაფრთხოების
დაცვის
მიზნით
ამ
პირის
კანონის
იდენტიფიკაცია
მე-19
მუხლის
საზოგადოებრივი
პირველი
პუნქტით
გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ პირის ვინაობის დადგენა იმავე პუნქტით
გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებების განხორციელებით შეუძლებელია ან
დაკავშირებულია განსაკუთრებულ სირთულეებთან, ან არსებობს საკმარისი საფუძველი
ვარაუდისთვის,
რომ
პირის
მიერ
მიწოდებული
მონაცემები
ან/და
პირადობის
დამადასტურებელი საბუთები არ შეესაბამება პირის ნამდვილ ვინაობას და პირის
იდენტიფიკაცია საჭიროა სამართალდარღვევათა პრევენციისათვის, ან არსებობს საკმარისი
საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ამ პირს პირდაპირი კავშირი აქვს ჩადენილ
სამართალდარღვევასთან.
2. პირის იდენტიფიკაციის ღონისძიებებია:
ა) თითისა და ხელისგულის ანაბეჭდების აღება;
ბ) ფოტოსურათის გადაღება;
გ) დამახასიათებელი ფიზიკური ნიშნების დაფიქსირება;
დ) სიმაღლის გაზომვა;
ე) ხმის ჩაწერა;
ვ) სამინისტროს საინფორმაციო ბაზებში მონაცემთა გადამოწმება;
ზ) სხვა ბიომეტრიული მონაცემების დაფიქსირება.
3. პირის იდენტიფიკაციის ღონისძიების განხორციელებამდე ამ პირს უნდა მიეცეს საშუალება,
გონივრულ ვადაში ნებაყოფლობით დაამტკიცოს თავისი ვინაობა.
4. პოლიციელი პირის იდენტიფიკაციის ღონისძიების განხორციელებისას ადგენს ოქმს,
რომელშიც მიეთითება ღონისძიების განხორციელების საფუძველი და ყველა მნიშვნელოვანი
ფაქტობრივი გარემოება. პირის იდენტიფიკაციის ოქმს ხელს აწერენ ღონისძიების
განმახორციელებელი პოლიციელი და ღონისძიების ადრესატი. ღონისძიების ადრესატის
მიერ ოქმზე ხელის მოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
ღონისძიების ადრესატს უფლება აქვს, ოქმში შეიტანოს შენიშვნა, რომელიც უნდა
დაადასტუროს ხელმოწერით.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ოქმის შედგენა საჭირო არაა, თუ:
ა) ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შედეგად არ
დადასტურდა ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული
გარემოებები;
ბ) არ არსებობს მის მიმართ საპოლიციო/სისხლის სამართლის საპროცესო ან სხვაგვარი
რეაგირების ღონისძიების განხორციელების შემდგომი საჭიროება;
გ)
იდენტიფიკაციის
ღონისძიება
ხორციელდება
ამ
კანონის
გათვალისწინებული სპეციალური საპოლიციო კონტროლის დროს.
24-ე
მუხლით
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი უფლებამოსილია 3 დღის
ვადაში მიმართოს სამინისტროს და წერილობით მოითხოვოს მის მიმართ განხორციელებული
ღონისძიების შესახებ ინფორმაცია.
7. პირის იდენტიფიკაციის დადგენის მიზნით ამ მუხლით განსაზღვრული პირის
იდენტიფიკაციის ღონისძიებების განხორციელების წესსა და პირობებს ადგენს მინისტრი.“.
4. 27-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პოლიცია უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით,
საზოგადოებრივი უსაფრთხოების
დასაცავად ფორმის
ტანსაცმელზე,
სატრანსპორტო
საშუალებაზე, გზაზე, შენობების გარე პერიმეტრზე, საქართველოს სასაზღვრო ზონასა და
სასაზღვრო ზოლში, საქართველოს საზღვაო სივრცეში დაამონტაჟოს/განათავსოს, აგრეთვე
გამოიყენოს ფოტო-ვიდეო ტექნიკა/აღჭურვილობა ან მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული
სხვა ტექნიკური აღჭურვილობა, ასევე, გამოიყენოს სხვის მფლობელობაში არსებული
დამონტაჟებული ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკა კერძოდ:
ა) დანაშაულის პრევენციის, აგრეთვე პირის უსაფრთხოებისა
და
საკუთრების,
საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და არასრულწლოვნის მავნე ზეგავლენისაგან დაცვის
მიზნებისათვის;
ბ) საგზაო მოძრაობის წესების დაცვის უზრუნველსაყოფად;
გ) სახელმწიფო საზღვრის დაცვის, აგრეთვე სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში
სამართალდარღვევის/დანაშაულის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის, აგრეთვე, პირთა
უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
დ) სასაზღვრო-გამტარ პუნქტში პირისა და ქონებისათვის შექმნილი საფრთხის დროულად
გამოვლენის მიზნით.“.
5. დაემატოს შემდეგი შინაარსის 371 მუხლი:
„მუხლი 371. კანდიდატის/მოსამსახურის შემოწმება
1. სამინისტროს სისტემაში მისაღები კანდიდატი, სტაჟიორი, პრაქტიკანტი (შემდგომ კანდიდატი) და დასაქმებული პირი, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო
მოხელე/სამოქალაქო პირი, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი (შემდგომ დასაქმებული პირი) ექვემდებარება შემოწმებას, რომლის წესსაც ამტკიცებს მინისტრი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემოწმების მიზანს წარმოადგენს
სამინისტროს
მოსამსახურისათვის
საქართველოს
კანონმდებლობით
დაკისრებულ
ფუნქციებთან/ამოცანებთან კანდიდატის ან/და დასაქმებული პირის შესაბამისობის დადგენა
და სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვნად შესრულებისათვის ხელის შემშლელი
გარემოებების გამოვლენა.“.
მუხლი 2
ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა
უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
მუხლი 3
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის შემუშავების მიზანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
(შემდგომ
-
სამინისტრო)
მიერ
„პოლიციის
შესახებ“
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა და ფუნქციების განხორციელებისას პრაქტიკაში
გამოვლენილი საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრა.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომ - კანონი) მოქმედი რედაქციით
მე-19 და მე-20 მუხლი არეგულირებს პირის გამოკითხვისა და იდენტიფიკაციის წესს.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის თანახმად, კანონით
გათვალისწინებული
საფუძვლების
არსებობისას,
პოლიციელი
უფლებამოსილია
საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით დაადგინოს პირის ვინაობა ღიად და
უშუალოდ ამ პირისაგან, რისთვისაც შეუძლია შეაჩეროს პირი, გამოჰკითხოს პერსონალური
მონაცემები და მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი საბუთების წარდგენა. არსებული
რედაქციის მნიშვნელოვანი ხარვეზია, რომ დასახელებული მუხლი არ ითვალისწინებს
პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ პირის მიერ ვინაობის დადგენისას
წარმოდგენილი ინფორმაციის გადამოწმების შესაძლებლობას. იმ პირობებში, როდესაც
სამინისტროს აქვს რეალური შესაძლებლობა, გადაამოწმოს პირის მიერ მიწოდებული
ინფორმაცია, რითაც მეტად იქნება უზრუნველყოფილი საზოგადოებრივი უსაფრთხოება,
მნიშვნელოვანია,
რომ
განისაზღვროს
პოლიციის
უფლებამოსილება,
პირის
მიერ
წარმოდგენილი მონაცემები გადაამოწმოს სამინისტროს საინფორმაციო ბაზებში.
როგორც უკვე აღინიშნა, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლი
არეგულირებს პირის იდენტიფიკაციის წესს. კერძოდ, პოლიციას უფლება აქვს, მოახდინოს
პირის იდენტიფიკაცია საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით ამ კანონის მე-19
მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ პირის ვინაობის დადგენა
იმავე პუნქტით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებების განხორციელებით
შეუძლებელია ან დაკავშირებულია განსაკუთრებულ სირთულეებთან და პირის
იდენტიფიკაცია აუცილებელია სამართალდარღვევათა პრევენციისათვის, ან არსებობს
საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ამ პირს პირდაპირი კავშირი აქვს ჩადენილ
სამართალდარღვევასთან. დასახელებული მუხლი არ ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც
არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირის მიერ მიწოდებული მონაცემები
ან/და პირადობის დამადასტურებელი საბუთი არ შეესაბამება პირის ნამდვილ ვინაობას.
შესაბამისად, პოლიციას არ აქვს შესაძლებლობა, ეჭვი შეიტანოს პირის მიერ წარმოდგენილი
დოკუმენტაციის
სისწორეში.
პრობლემის
აღმოფხვრისათვის
აუცილებელია,
რომ
იდენტიფიკაციის ჩატარება შესაძლებელი გახდეს, მათ შორის ისეთ შემთხვევებში, როდესაც
არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირის მიერ მიწოდებული მონაცემები
ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ შეესაბამება პირის ნამდვილ ვინაობას.
მნიშვნელოვანია, რომ ხდება სამინისტროს სისტემაში კანდიდატის/მოსამსახურის
შემოწმების საკანონმდებლო დონეზე გაწერა. მსგავსი მიდგომა უზრუნველყოფს პირთა
ინფორმირებულობასა და სამინისტროს გამჭვირვალობას.
პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზის აღმოფხვრას ემსახურება ასევე „პოლიციის
შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლში განსახორციელებელი ცვლილებები. კერძოდ,
დასახელებული მუხლის თანახმად, პოლიცია უფლებამოსილია ფორმის ტანსაცმელზე,
ავტოსატრანსპორტო
საშუალებაზე,
დაამონტაჟოს/განათავსოს,
აგრეთვე,
გზაზე,
შენობების
გამოიყენოს
სხვის
გარე
მფლობელობაში
პერიმეტრზე
არსებული
დამონტაჟებული ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკა. პრაქტიკული აუცილებლობიდან
გამომდინარე, აღნიშნულ მუხლს უნდა დაემატოს საქართველოს სასაზღვრო ზონასა და
ზოლში, საქართველოს საზღვაო სივრცეში ფოტო-ვიდეო ტექნიკის დამონტაჟება. ამასთან,
უნდა აღინიშნოს, რომ პრაქტიკაში სამინისტრო ახორციელებს საქართველოს სასაზღვრო
ზონის, სასაზღვრო ზოლისა და საზღვაო სივრცის ვიდეომეთვალყურეობას „პერსონალურ
მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. შესაბამისად.
მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხი ასევე აისახოს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს
კანონში.
პროექტის შესაბამისად, კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს შინაგან
საქმეთა მინისტრი უზრუნველყოფს ყველა შესაბამისი კანონქვემდებარე აქტის ამ კანონთან
შესაბამისობას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ვინაიდან, საქართველოს პოლიციის საქმიანობის ძირითადი პრინციპები, პოლიციის
ფუნქციები, საპოლიციო ღონისძიებებსა და პოლიციის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების
განხორციელების სამართლებრივი ფორმები და პოლიციაში სამსახურის გავლის წესი
რეგულირდება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით, ზემოაღნიშნული პრობლემების
აღმოფხვრის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს დასახელებულ კანონში საკანონმდებლო
ცვლილებების განხორციელება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს მიერ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
უფლებამოსილებებისა და ფუნქციების განხორციელებისას პრაქტიკაში გამოვლენილი
საკანონმდებლო
ხარვეზების
აღმოფხვრა
უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
და
გამართული
საკანონმდებლო
ჩარჩოს
არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, კანონპროექტის მიერ შემოთავაზებული
მიდგომით, ცვლილება ხორციელდება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15, მე19, მე-20 და 27-ე მუხლებში, ასევე კანონს ემატება 371 მუხლი.
მე-19 მუხლის შემოთავაზებული რედაქციის თანახმად, განისაზღვრება, რომ პირის
ვინაობის ღიად და უშუალოდ ამ პირისაგან დადგენისას პოლიციის უფლებამოსილება, პირის
მიერ წარმოდგენილი მონაცემები გადაამოწმოს სამინისტროს საინფორმაციო ბაზებში. ასევე,
რეგულირდება სამინისტროს საინფორმაციო ბაზაში გადამოწმების საფუძველი. კერძოდ, ეს
შესაძლოა იყოს: ძებნილი ან დაკარგული პირის იდენტიფიცირება, უკანონოდ მყოფი
უცხოელის იდენტიფიცირება, ან უფლების ჩამორთმევის გადამოწმება.
პროექტის თანახმად, ცვლილება ხორციელდება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-20 მუხლში და პირის იდენტიფიკაციის საფუძვლებს ემატება შემთხვევა, როდესაც
არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირის მიერ მიწოდებული მონაცემები
ან/და პირადობის დამადასტურებელი საბუთები არ შეესაბამება პირის ნამდვილ ვინაობას.
ამასთან, მსგავსად მე-19 მუხლის შემოთავაზებული რედაქციისა, პირის იდენტიფიკაციის
ღონისძიებებსაც ემატება სამინისტროს ერთიან საინფორმაციო ბანკში მონაცემთა
გადამოწმება. შესაბამისი ცვლილება ხორციელდება კანონის მე-15 მუხლშიც, რომელსაც
ემატება მე-5 ნაწილი და დგინდება, რომ სამინისტროს სისტემის მოსამსახურე
უფლებამოსილია, კომპეტენციის ფარგლებში, დაამუშაოს სამინისტროს სისტემის
საინფორმაციო ბაზებში დაცული მონაცემები.
მე-20 მუხლით ასევე დარეგულირდება ის შემთხვევები, როდესაც აუცილებელი არ
არის ამავე მუხლით გათვალისწინებული ოქმის შედგენა.
წარმოდგენილი პროექტით ცვლილება ხორციელდება კანონის 27-ე მუხლშიც, რის
საფუძველზეც პოლიციას ენიჭება უფლებამოსილება, კანონმდებლობით დადგენილი წესით
ფოტო-ვიდეო ტექნიკა დაამონტაჟოს/განათავსოს ასევე სასაზღვრო ზონასა და ზოლში და
საზღვაო სივრცეში. ამასთან პოლიცია უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი
წესით დაამონტაჟოს/განათავსოს, როგორც ფოტო-ვიდეო ტექნიკა/აღჭურვილობა, ისე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ტექნიკური
აღჭურვილობა.
როგორც
უკვე
აღინიშნა,
პროექტი
განსაზღვრავს
კანდიდატის/მოსამსახურის
შემოწმების ცნებას, რომელიც ყალიბდება კანონის 37 მუხლით. დასახელებული მუხლის
თანახმად, სამინისტროს სისტემაში მისაღები კანდიდატი, სტაჟიორი, პრაქტიკანტი და
1
დასაქმებული პირი, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე/სამოქალაქო პირი,
შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, ექვემდებარება შემოწმებას, რომლის წესსაც
ამტკიცებს მინისტრი. მუხლი განსაზღვრავს შემოწმების მიზანს და უთითებს, რომ
აღნიშნულს
წარმოადგენს
კანონმდებლობით
სამინისტროს
დაკისრებულ
მოსამსახურისათვის
ფუნქციებთან/ამოცანებთან
საქართველოს
კანდიდატის
ან/და
დასაქმებული პირის შესაბამისობის დადგენა და სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვნად
შესრულებისათვის ხელის შემშლელი გარემოებების (ფაქტორების) გამოვლენა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი
ძალაში
შევა
გამოქვეყნებისთანავე,
ვინაიდან,
მნიშვნელოვანია
საკანონმდებლო ცვლილებების დროულად ამოქმედება. წარმოდგენილი ცვლილებით
გათვალისწინებული არ არის კანონისთვის უკუძალის მინიჭების საკითხი.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის
შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფას. ამ კანონით გათვალისწინებული ფუნქციები განხორციელდება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი
ასიგნებების ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე ვინაიდან, სამინისტრო უკვე ახორციელებს საქართველოს
სასაზღვრო ზონის, სასაზღვრო ზოლისა და საზღვაო სივრცის ვიდეომეთვალყურეობას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც
ვრცელდება
კანონპროექტის
მოქმედება,
იმფიზიკურდაიურიდიულპირებზეგავლენისბუნებისადამიმართულებისმითითებით,
რომლებზედაცმოსალოდნელიაკანონპროექტითგანსაზღვრულქმედებებსჰქონდესპირდაპირიგ
ავლენა:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) შემოღების ვალდებულებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება;
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, −მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.