საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი შეთანხმებების განხილვის ახალი ვადების განსაზღვრის შესახებ: ა) „2016 წლის 28 მარტის „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტი)“ №1 ცვლილების წერილ-შეთანხმება“ (№07- 2/70; 11.08.2021) – 30 დღით; ბ) „2018 წლის 27 ნოემბრის „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (თბილისის მყარი ნარჩენების პროექტი)“ №1 ცვლილების შეთანხმება“ (№07- 2/69; 04.08.2021) – 30 დღით.

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
16.09.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
ნომერი
#2-12012/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-10-05
ბიუროს ნომერი 86

📜 ტექსტი

წერილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-12012/21 16-09-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გთხოვთ, სავალდებულო კომიტეტზე განხილვის ვადა გააგრძელოთ 30 დღით, საქართველოს მთავრობის მიერ სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ: „2016 წლის 28 მარტის „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტი)“ N1 ცვლილების წერილ-შეთანხმება“-ზე (072/70; 11.08.2021) და „2018 წლის 27 ნოემბრის „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (თბილისის მყარი ნარჩენების პროექტი)“ N1 ცვლილების შეთანხმება“-ზე (072/69; 04.08.2021) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის N2-11986/21; 16.09.2021 წერილის საფუძველზე. დანართი: დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური რეფორმების კომიტეტის წერილი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-11986/21 16-09-2021 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი კოვზანაძეს ბატონო ირაკლი, საქართველოს პარლამენტის ბიუროს N83/6; 31.08.2021 და N83/5; 31.08.2021 გადაწყვეტილებებით, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს სავალდებულოდ განსახილველად გადმოეცა: - საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „2016 წლის 28 მარტის „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტი)“ №1 ცვლილების წერილ-შეთანხმება“ (№07-2/70; 11.08.2021. განხილვს ვადა 2021 წლის 21 სექტემბრამდე); - საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „2018 წლის 27 ნოემბრის „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (თბილისის მყარი ნარჩენების პროექტი)“ №1 ცვლილების შეთანხმება“ (№07-2/69; 04.08.2021. განხილვს ვადა 2021 წლის 21 სექტემბრამდე). ჩამოთვლილი საკითხების განხილვის ვადები ემთხვევა მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნების წინა პერიოდს, რის გამოც საქართველოს პარლამენტი სრული დატვირთვით ვერ იმუშავებს და რაც, თავის მხრივ, აისახება კომიტეტების საქმიანობის ინტენსივობაზეც. შესაბამისად, ზემოთ მითითებულ ვადებში კომიტეტის მიერ ამ საკითხების განხილვა შესაძლოა ვერ მოესწროს. აღნიშნული ობიექტური მიზეზის გათვალისწინებით, გთხოვთ უზრუნველყოთ დასახელებული საკითხების განხილვის ვადების გაგრძელება 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-12008/21 16-09-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გთხოვთ, სავალდებულო კომიტეტზე განხილვის ვადა გააგრძელოთ 30 დღით საქართველოს მთავრობის მიერ სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ შემდეგ სასესხო შეთანხმებაზე: „2018 წლის 27 ნოემბრის „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (თბილისის მყარი ნარჩენების პროექტი)“ N1 ცვლილების შეთანხმება“ (07-2/69; 04.08.2021) საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის N2-11674/21 06.09.2021 წერილის საფუძველზე. დანართი: წერილი. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი 2-11674/21 06-09-2021 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი კოვზანაძეს ბატონო ირაკლი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს სავალდებულოდ განსახილველად გადმოეცა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ,,2018 წლის 27 ნოემბრის ,,საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (თბილისის მყარი ნარჩენების პროექტი)“ N1 ცვლილების შეთანხმება“ (N07-2/69; 04.08.2021). აღნიშნული შეთანხმების განხილვის ვადად კომიტეტებისთვის, რომელთა დასკვნა სავალდებულოა, განისაზღვრა 2021 წლის 21 სექტემბერი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, დამატებითი კონსულტაციების გამართვის მიზნით, გთხოვთ, უზრუნველყოთ ზემოაღნიშნული შეთანხმების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელება. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge