საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე გიორგი გოროშიძის მიერ წარმოდგენილ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-10146/21; 21.07.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
17.09.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი
ნომერი
#2-12053/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-10-05
ბიუროს ნომერი 86

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი 2-12053/21 17-09-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის დასკვნა საქართველოს მოქალაქე გ. გოროშიძის მიერ მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-10146/21, 21.07.2021). საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა 2021 წლის 16 სექტემბერს განიხილა ზემოთ აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება. I . საკანონმდებლო წინადადების არსი საკანონმდებლო წინადადების მიხედვით ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში არსებობს დისკრიმინაციული ჩანაწერი აკადემიური კადრების დასაქმებაში ასაკობრივი შეზღუდვის შესახებ, რომელიც არღვევს ადამიანის უფლებებს. კერძოდ, ზემოაღნიშნული კანონის 36-ე მუხლის მე2 პუნქტის მიხედვით ,,სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი, ხოლო აკადემიურ თანამდებობაზე მყოფი პირი, რომელმაც მიაღწია 65 წელს, აკადემიური თანამდებობიდან განთავისუფლდება აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადის გასვლის შემდეგ“. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით ,,ამ მუხლის მე-2 პუნქტისგან გამონაკლისი შეიძლება დადგინდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით“. საკანონმდებლო წინადადების ავტორს მიაჩნია, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-36 მუხლის მე-2 პუნქტი დისკრიმინაციული ხასიათისაა და იგი ამოღებულ უნდა იქნეს კანონიდან. II. კომიტეტის შეფასება წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე კომიტეტს გააჩნია შემდეგი შენიშვნა: ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი ეხება მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. ამასთან, მას არ გააჩნია იმპერატიული ხასიათი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ 36-ე მუხლის მესამე პუნქტით ზოგადი ნორმისაგან გამონაკლისი შესაძლებელია დადგინდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით. ჩვენი აზრით აღნიშნული ნორმა თანხვედრაშია საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლთან რომლითაც უზრუნველყოფილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია. საქართველოს კანონით ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტონომია არის ,,უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის თავისუფლება, დამოუკიდებლად განსაზღვროს და განახორციელოს აკადემიური, საფინანსო-ეკონომიკური და ადმინისტრაციული საქმიანობა; თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თავისუფლება დამოუკიდებლად განსაზღვროს და განახორციელოს აკადემიური/ადმინისტრაციული საქმიანობა მის მიერ აკადემიური კადრების დამოუკიდებლად შერჩევის თავისუფლებას გულისხმობს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში. ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონი უნივერსიტეტებს უფლებას აძლევს საჭიროების შემთხვევაში დაუშვან გამონაკლისი ზოგიერთ აკადემიურ თანამდებობაზე, რაც სრულიად გამართლებულია და კონკრეტული უნივერსიტეტის აკადემიური კადრების საჭიროების მიხედვით შერჩევის შესაძლებლობას იძლევა. აღსანიშნავია, რომ ამჟამად კომიტეტი დარგის ექსპერტებთან ერთად იკვლევს განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების ერთიან კოდიფიცირებულ აქტში (კოდექსში) მოქცევის მიზანშეწონილობას. აღნიშნულ პროცესში შესაძლებლობა გვექნება ვიმსჯელოთ ცალკეულ კანონებზე. ამდენად საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებული საკითხების განხილვას კომიტეტი მომავალში ისევ დაუბრუნდება. კომიტეტს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ზემოთ აღნიშნული არგუმენტების გათვალისწინებით არ იმსახურებს მხარდაჭერას. აქვე აღვნიშნავთ, რომ მაღალი კვალიფიკაციის აკადემიური პერსონალის შენარჩუნება თითოეული უნივერსიტეტის ზრუნვის საგანი უნდა იყოს. III. დასკვნითი ნაწილი კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას და მიუღებლად ცნო იგი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი