საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე დავით მებაღიშვილის მიერ წარმოდგენილ საჯარო უნივერსიტეტებში დიპლომისა და სტუდენტური დაზღვევის გარდა ყველა სხვა უმაღლესი გადასახადის გაუქმების შესახებ (№1-9636/21; 12.07.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-10-05
ბიუროს ნომერი 86
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი
2-12055/21
17-09-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს მოქალაქე დ. მებაღიშვილის მიერ მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო
წინადადებაზე საჯარო უნივერსიტეტებში დიპლომისა და სტუდენტური დაზღვევის გარდა
ყველა სხვა უმაღლესი გადასახადის გაუქმების შესახებ (1-9636/21; 12.07.2021).
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა 2021 წლის 16
სექტემბერს განიხილა ზემოთ აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება.
I . საკანონმდებლო წინადადების არსი
საკანონმდებლო წინადადების მიხედვით დიპლომის და სტუდენტური დაზღვევის გარდა
უნდა
გაუქმდეს
ყველა
სხვა
უმაღლესი
გადასახადი
საჯარო
უნივერსიტეტებში.
საკანონმდებლო წინადადებაში აღნიშნულია, რომ სწავლა უფასოა ჩეხეთის რესპუბლიკაში,
შვედეთსა და საფრანგეთში. ბევრ განვითარებულ სახელმწიფოში ახალგაზრდებს უწევთ
მინიმალური ხარჯების გაწევა განათლების მისაღებად და საუნივერსიტეტო პოლიტიკა
მიმართულია ცხოვრების ხელშეწყობისკენ, რაც საშუალოზე კარგად ჩვენთანაც არის
უნივერსიტეტების დონეზე და თუ უმაღლესი განათლების სისტემა ამ გზით განვითარდება,
ყველასათვის შესაძლებელი გახდება უმაღლესი განათლების მიღება, რისი არსიც არის
ადამიანის უფლებები.
II. კომიტეტის შეფასება
წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე კომიტეტს გააჩნია შემდეგი შენიშვნა:
საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტით ,,ყველას აქვს განათლების
მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით ,,მოქალაქეებს
უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება”.
ზემოთ
აღნიშნული
კონსტიტუციური
ნორმა
უზრუნველყოფს
მოქალაქეებისათვის
განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის შესაძლებლობას. რაც ნიშნავს, რომ მოქალაქეს
შესაძლებლობა აქვს განათლება მიღება მიიღოს როგორც სახელმწიფოს დაფინანსებით
(სრულად ან ნაწილობრივ) ისე ფასიანი სწავლების ფორმით, კანონმდებლობით დადგენილი
წესით.
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს კონსტიტუცია ადგენს რა სახელმწიფოს დაფინანსებით უფასო უმაღლესი
განათლების მიღების შესაძლებლობას, იმავდროულად არ გამორიცხავს ფასიანი უმაღლესი
განათლების მიღების შესაძლებლობას. ამდენად ზემოთ აღნიშნული ნორმა არ ზღუდავს
კანონმდებელს მის კონსტიტუციურ უფლებებში საკანონმდებლო აქტით გაითვალისწინოს
ფასიანი სწავლების ფორმა საჯარო უნივერსიტეტებში.
III. დასკვნითი ნაწილი
კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას და მიუღებლად
ცნო იგი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი