საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის დასკვნა საინიციატივო ჯგუფის - „ხელოვნების მუზეუმისთვის“ (სულხან სალაძე) მიერ წარმოდგენილი, საქართველოს 2500-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერილი, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით (№1-11655/21; 18.08.2021) პეტიციის შესახებ

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
16.09.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტი
ნომერი
#2-12003/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-10-05
ბიუროს ნომერი 86

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
კულტურის კომიტეტი 2-12003/21 16-09-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის დასკვნა საინიციატივო ჯგუფის „ხელოვნების მუზეუმისთვის“ მიერ წარმოდგენილ პეტიციაზე შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით (№1- 11655/21; 18.08.2021). მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტმა სხდომაზე განიხილა საინიციატივო ჯგუფის - „ხელოვნების მუზეუმისთვის“ მიერ წარმოდგენილი პეტიცია შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით (№1- 11655/21; 18.08.2021). კომიტეტი მიიჩნევს, რომ პეტიციასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პოზიცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 203-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება პეტიცია საპასუხოდ გადაეგზავნოს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge