საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ინფორმაცია „განახლებადი ენერგეტიკის განვითარების პრობლემებთან დაკავშირებით“ და „მცირე და საშუალო ბიზნესის ძირითადი გამოწვევები და ხელშეწყობის მექანიზმები კრიზისულ და პოსტ კრიზისულ პერიოდში“ თემატური მოკვლევის ჯგუფების მუშაობის ვადის, ჯგუფების მიერ, ერთი თვით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-10-05
ბიუროს ნომერი 86
📜 ტექსტი
წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-11985/21
16-09-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
მიმდინარე წლის 24 მაისს, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
155-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება
„განახლებადი ენერგეტიკის განვითარების პრობლემებთან დაკავშირებით“ და „მცირე და
საშუალო ბიზნესის ძირითადი გამოწვევები და ხელშეწყობის მექანიზმები კრიზისულ და
პოსტ კრიზისულ პერიოდში“ თემატური მოკვლევების დაწყების თაობაზე.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესის
თანახმად, თემატური მოკვლევების ჯგუფმა მოკვლევის დაწყებიდან 3 თვის ვადაში უნდა
მოამზადოს დასკვნა.
საკითხების მოკვლევის ვადა ემთხვევა მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნების წინა
პერიოდს, რის გამოც საქართველოს პარლამენტი სრული დატვირთვით ვერ იმუშავებს.
შესაბამისად, ზემოთ მითითებულ ვადაში მოკვლევების ჯგუფის მიერ საკითხების მოკვლევა
შესაძლოა ვერ მოესწროს. აღნიშნული ობიექტური მიზეზის გათვალისწინებით, გთხოვთ
უზრუნველყოთ დასახელებული თემატური მოკვლევების ვადების გაგრძელება 1 თვით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge