საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ელისო ბოლქვაძის მიერ წარმოდგენილი 2021 წლის 13-17 სექტემბერს ლატვიის რესპუბლიკაში მისი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შესახებ ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-10-05
ბიუროს ნომერი 86
📜 ტექსტი
წერილი
კულტურის კომიტეტი
2-12134/21
21-09-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი : საორგანიზაციო დეპარტამენტს
ბატონო კახაბერ,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის საფუძველზე წარმოგიდგენთ
ანგარიშს 2021 წლის 13-17 სექტემბერს ლატვიის რესპუბლიკაში ჩემი სამუშაო ვიზიტის
ფარგლებში გამართული შეხვედრების შესახებ.
დანართი: ფურცელი 2
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ელისო ბოლქვაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავჯდომარის, ქალბატონი ელისო
ბოლქვაძის ლატვიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ანგარიში
2021 წლის 13-17 სექტემბერი, ქ. რიგა, ლატვია
ვიზიტი ემსახურება საქართველოში სახელოვნებო განათლების რეფორმის ჩატარებას,
რომლის განხორციელება იგეგმება 2022 წელს და ქვეყნებს შორის კულტურის სფეროში
აქტიურ თანამშრომლობას.
აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და
სრულუფლებიანი ელჩის, თეა მაისურაძის მიერ მომზადდა შემდეგი თემატური
შეხვედრები:
•
ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტში-სეიმში პარლამენტის განათლების,
კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ბატონ არვილს
აშერადენთან და კომიტეტის სხვა წევრებთან შეხვედრაზე განხილულ იქნა
ლატვიის სახელოვნებო სისტემის შემუშავების მექანიზმები.
კომიტეტი გამოთქვამს მზადყოფნას, დაეხმაროს საქართველოს სახელოვნებო
განათლების რეფორმის პროცესში და გამოცდილი ექპერტების ჩართულობით
ჩამოყალიბდეს ინიციატივები და რეკომენდაციები კანონში შესატან ცვლილებებზე.
შემუშავებული სისტემა იქნება ადაპტირებული საქართველოში არსებულ
მდგომარეობასთან.
•
ლატვიის რესპუბლიკის კულტურის მინისტრთან, ბატონ ნაურის პუნტულისთან
შეხვედრისას საუბარი შეეხო კულტურის სფეროში საქართველოსა და ლატვიას
შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას და სამომავლო გეგმებს. ასევე,
ხაზი გაესვა ხელოვნების სფეროში გამოცდილების გაზიარებისა და ცნობიერების
ამაღლების მიზნით, გაცვლითი ურთიერთობის ხელშეწყობას.
აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრები კულტურის სფეროს შემდეგ
წარმომადგენლებთან:
•
ლატვიის სამხატვრო აკადემიის რექტორთან - კრისტაპ ზარინთან, სადაც საუბარი
შეეხო, ქვეყნებს შორის ცნობიერების ამაღლების მიზნით, ახალი თაობის
ჩართულობით თანამშრომლობის გააქტიურებას.
•
ლატვიის მუსიკალური აკადემიის რექტორთან - გიუნტარს პრანისთან საუბარი
შეეხო სახელოვნებო სფეროში არსებულ გამოწვევებს. ასევე ყურადღება
გამახვილდა აღნიშნულ სფეროში პოსტ-პანდემიურ მიდგომებსა და გეგმებზე.
•
„დძინტარის“ საკონცერტო დარბაზის მმართველი საბჭოს თავჯდომარე, გიუნტარს
კირჩიჩთან შეხვედრისას მთავარი საკითხები გახლდათ, როგორც საერთაშორისო
კულტურული ღონისძიებების და საგანმანათლებლო კონცერტების ორგანიზების
გამოცდილების გაზიარება, ასევე განხილული იქნა, სახელოვნებო ინდუსტრიის
განვითარების მიზნით, სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.
სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით შედგა საუბარი ასევე, დეკორატიული
მხატვრობის და დიზაინის მუზეუმის, ლატვიის პროფესიული განათლების ცენტრის და
ლატვიის ეროვნული სახელოვნებო უმაღლესი სკოლის წარმომადგენლებთან.
აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, ქალბატონი ელისო მიწვეული იყო ლატვიის
რესპუბლიკის პარლამენტის კულტურის კომიტეტის წარმომადგენლების მიერ შემდეგ
ღონისძიებებზე:
•
ლატვიელი პიანისტის, გეორგის ოსოკინსის სოლო კონცერტი. არტისტი
ქალბატონი ელისოს მიერ საქართველოში მოწვეულ იქნა 2022 წლის ივლისში.
•
საბალეტო სპექტაკლი „Coppelia, რომელიც გაიმართა ლატვიის ნაციონალური
ოპერისა და ბალეტის თეატრში.
•
ბალტიისპირეთის ქვეყნების თანამედროვე კერამიკული ხელოვნების ნიმუშების
გამოფენა, რომელიც ექსკლუზიურად გაიხსნა ქართული დელეგაციის
პატივსაცემად.
ასევე დაისახა ლატვიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში სამომავლო გეგმები:
კულტურის კომიტეტის ინიციატივით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი საქართველოში,
სადაც მოწვეულ იქნებიან ასევე ლატვიელი ექსპერტები, რომლებიც მზად არიან
ჩაერთონ იურიდიული და პროფესიული კუთხით ზემოაღნიშნული რეფორმის
შემუშავების პროცესში.
სახელოვნებო განათლების რეფორმისა და ინოვაციური მიდგომების მომზადება
2021-2022წწ.
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის ონლაინ შეხვედრა ლატვიის
კულტურის სამინისტროს კომისიასთან.
2022 წლის თებერვალში დაიგეგმა სეიმის განათლების, კულტურისა და
მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, არვილს აშერადენის ვიზიტი
საქართველოში.
2022 წლის მაისის ბოლოს რიგის მერიის მიერ კულტურის ცენტრში ორგანიზებული
იქნება გალა-კონცერტი ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდების მონაწილეობით.
2022 წლის ივლისში საქართველოში ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების
საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში მოწვეულ იქნებიან ლატვიელი
მუსიკოსები.