საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (მერთან ერთად 2 (ორი) ვიცე მერის პირდაპირი არჩევნებით არჩევის საკითხი)
📋 განხილვის ეტაპები
საკანონმდებლო წინადადება
🏛️ კომიტეტები
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-10-05
ბიუროს ნომერი 86
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA0041215517430
23.09.2021
საქართველოს პარლამენტი
სათაური: საკანონმდებლო წინადადება: მერთან ერთად, 2 (ორი) ვიცე მერის არჩევა
პირდაპირი არჩევნებით
შინაარსი: გთავაზობთ, რომ მერის 2 (ორი) მოადგილე აირჩეოდეს 4 წლის ვადით,
პირდაპირი არჩევნებით, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე,
ფარული კენჭისყრით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო
კოდექსი“ დადგენილი წესით. ანუ, ყველა მუნიციპალიტეტში მერის 2 მოადგილის
დანამდებობაზე გამწესება ხდებოდეს არჩევნებზე მე–2 და მე–3 ადგილებზე გასული
კანდიდატების მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში ამაღლდება პოლიტიკური კულტურა,
წინასაარჩევნო გარემო გახდება მშვიდი, თვითმმართველობა ადგილობრივ დონეზე გახდება
გამჭირვალე, ოპოზიციურ ძალებს მიეცემათ ქვეყნის მართვაში მონაწილეობის რეალური
ბერკეტი, ამაღლდება მოსახლეობის ჩართულობა მუნიციპალიტეტების მართვისა და
გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
პატივისცემით,
ზურაბ ვანიშვილი
პ. #:
მობილური:
ელფოსტა: