„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
29.09.2021
ავტორი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/77/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-10-05
ბიუროს ნომერი 86

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) 52-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. აბიტურიენტების ხელშეწყობის მიზნით სსიპ - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში დასაშვებია საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრებისათვის, რომლებიც ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში გახდებიან ოქროს/ვერცხლის/ბრინჯაოს მედალოსნები ან მსოფლიო/ევროპის ჩემპიონატებში (მათ შორის, შშმ პირთა შორის) მოიპოვებენ პირველ ადგილს/გახდებიან ოქროს მედალოსნები.“. მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მიღება/გამოცემა. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ასევე, გავრცელდეს იმ პირებზე, რომლებმაც „ტოკიო 2020“-ის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვეს პირველი ადგილი/გახდნენ ოქროს მედალოსნები. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წარმოდგენილი პროექტით ცვლილება შედის საქართველოს კანონში - „უმაღლესი განათლების შესახებ“. ცვლილების თანახმად, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. აბიტურიენტების ხელშეწყობის მიზნით სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში დასაშვებია საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრებისათვის, რომლებიც ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში გახდებიან ოქროს/ვერცხლის/ბრინჯაოს მედალოსნები ან მსოფლიო/ევროპის ჩემპიონატებში (მათ შორის, შშმ პირთა შორის) მოიპოვებენ პირველ ადგილს/გახდებიან ოქროს მედალოსნები.“. აღნიშნული კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის ის წევრები, რომლებიც ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში გახდებიან ოქროს/ვერცხლის/ბრინჯაოს მედალოსნები ან მსოფლიო/ევროპის ჩემპიონატებში (მათ შორის, შშმ პირთა შორის) მოიპოვებენ პირველ ადგილს/გახდებიან ოქროს მედალოსნები, შეძლებენ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სსიპ - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხვას. ამასთან, წარმოდგენილი კანონის პროექტის საფუძველზე საქართველოს მთავრობას დაევალება ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მიღება/გამოცემა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, 2021 წლის 14 სექტემბერს მიღებული იქნა საქართველოს მთავრობის N460 დადგენილება, რომლის საფუძველზეც დამტკიცდა „საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრების, რომლებიც ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში გახდებიან ოქროს/ვერცხლის/ბრინჯაოს მედალოსნები ან მსოფლიო/ევროპის ჩემპიონატებში (მათ შორის, შშმ პირთა შორის) მოიპოვებენ პირველ ადგილს/გახდებიან ოქროს მედალოსნები, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სსიპ - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხვის წესი“. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს მთავრობა ვალდებულია აღნიშნული დადგენილების მიღებიდან არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საკანონმდებლო აქტის პროექტი, რომლითაც გათვალისწინებული იქნება საქართველოს მთავრობის ან სხვა ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ შესაბამის საკითხზე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღების/გამოცემის უფლებამოსილება. თუ საქართველოს პარლამენტი შესაბამის კანონპროექტს არ მიიღებს მისი წარდგენიდან 3 თვის ვადაში, საქართველოს მთავრობის დადგენილება ძალადაკარგულად ითვლება. ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობას აღარ აქვს უფლება, იმავე საკითხზე მიიღოს დადგენილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი კანონპროექტი არეგულირებს საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის იმ წევრების, რომლებიც ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში გახდებიან ოქროს/ვერცხლის/ბრინჯაოს მედალოსნები ან მსოფლიო/ევროპის ჩემპიონატებში (მათ შორის, შშმ პირთა შორის) მოიპოვებენ პირველ ადგილს/გახდებიან ოქროს მედალოსნები, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, სსიპ - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხვის საკითხს. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: აღნიშნული კანონის პროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის ის წევრები, რომლებიც ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში გახდებიან ოქროს/ვერცხლის/ბრინჯაოს მედალოსნები ან მსოფლიო/ევროპის ჩემპიონატებში (მათ შორის, შშმ პირთა შორის) მოიპოვებენ პირველ ადგილს/გახდებიან ოქროს მედალოსნები, შეძლებენ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სსიპ - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხვას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი პროექტით ცვლილება შედის საქართველოს კანონში - „უმაღლესი განათლების შესახებ“. ცვლილების თანახმად, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი, რის შედეგადაც, საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრები, რომლებიც ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში გახდებიან ოქროს/ვერცხლის/ბრინჯაოს მედალოსნები ან მსოფლიო/ევროპის ჩემპიონატებში (მათ შორის, შშმ პირთა შორის) მოიპოვებენ პირველ ადგილს/გახდებიან ოქროს მედალოსნები, შეძლებენ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სსიპ - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხვას. ამასთან, წარმოდგენილი კანონის პროექტის საფუძველზე საქართველოს მთავრობას დაევალება ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მიღება/გამოცემა. აქვე აღსანიშნავია, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, 2021 წლის 14 სექტემბერს მიღებული იქნა საქართველოს მთავრობის N460 დადგენილება, რომლის საფუძველზეც დამტკიცდა „საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრების, რომლებიც ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში გახდებიან ოქროს/ვერცხლის/ბრინჯაოს მედალოსნები ან მსოფლიო/ევროპის ჩემპიონატებში (მათ შორის, შშმ პირთა შორის) მოიპოვებენ პირველ ადგილს/გახდებიან ოქროს მედალოსნები, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სსიპ - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხვის წესი“. ამასთან, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს მთავრობა ვალდებულია აღნიშნული დადგენილების მიღებიდან არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საკანონმდებლო აქტის პროექტი, რომლითაც გათვალისწინებული იქნება საქართველოს მთავრობის ან სხვა ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ შესაბამის საკითხზე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღების/გამოცემის უფლებამოსილება. თუ საქართველოს პარლამენტი შესაბამის კანონპროექტს არ მიიღებს მისი წარდგენიდან 3 თვის ვადაში, საქართველოს მთავრობის დადგენილება ძალადაკარგულად ითვლება. ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობას აღარ აქვს უფლება, იმავე საკითხზე მიიღოს დადგენილება. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე და ასევე, გავრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც „ტოკიო 2020“-ის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვეს პირველი ადგილი/გახდნენ ოქროს მედალოსნები. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: წარმოდგენილი კანონპროექტი არეგულირებს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრების, რომლებიც ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში გახდებიან ოქროს/ვერცხლის/ბრინჯაოს მედალოსნები ან მსოფლიო/ევროპის ჩემპიონატებში (მათ შორის, შშმ პირთა შორის) მოიპოვებენ პირველ ადგილს/გახდებიან ოქროს მედალოსნები, სსიპ - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე მხოლოდ ჩარიხვის საკითხს. მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო მათ არ აფინანსებს სახელმწიფო სასწავლო გრანტით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინაარე, კანონპროექტით გათვალისწინებული ქმედებები/ღონისძიებები არ მოახდენს ზეგავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტით გათვალისწინებულმა პირმა, სსიპ - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემთხვევაში, უნდა გადაიხადოს სწავლის საფასური - წლის განმავლობაში 2250 ლარის ოდენობით, აღნიშნული აისახება სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რაც თავის მხრივ აისახება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შემოსავლის შესაბამისად ბიუჯეტში გადახდილი შესაბამისი გადასახადების სახით. მიღებული აქვე აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული პირები, აღარ გადაიხდიან ერთიანი ეროვნული გამოცდების საფასურს, რომლის ოდენობაც თითოეულ საგანში შეადგენს 10 ლარს. ამდენად, კანონპროექტი ამ ნაწილში გავლენას მოახდენს სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტს არ ექნება გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: წარმოდგენილი ვალდებულებებს. კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი გავლენას მოახდენს იმ ფიზიკური პირების ხარჯვით ნაწილზე. ვისაც სურს ისარგებლოს აღნიშნული კანონპროექტით და ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე ჩაირიცხონ სსიპ - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში. ვინაიდან, მათ დაფინანსებას სახელმწიფო არ უზრუნველყოფს და თავად უნდა განახორციელონ სწავლის საფასურის გადახდა (წლის განმავლობაში 2250 ლარის ოდენობით). ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მათ სურთ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვება, მათ ჩვეულებრივ მოუწევთ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება. აქვე აღსანიშნავია ბოლო წლების სტატისტიკა მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებთან, ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებთან მიმართებით. კერძოდ, წარმოდგენილ ცხრილში მითითებულია საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრების რაოდენობა, რომლებმაც, 2018 წლიდან 2021 წლის ჩათვლით, მსოფლიო/ევროპის ჩემპიონატებში (მათ შორის, შშმ პირთა შორის) მოიპოვეს პირველი ადგილი/გახდნენ ოქროს მედალოსნები. ევროპის ჩემპიონატი შშმპ პირებს შორის ევროპის ჩემპიონატი 2018 წელი 2019 წელი 2020 წელი 2021 წელი 46 48 3 18 0 1 0 0 მსოფლიო ჩემპიონატი შშმპ პირებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი 39 42 0 1 8 9 0 3 წარმოდგენილი ცხრილი ასახავს, სტატისტიკას, ეროვნული ნაკრები გუნდის წევრების, რომლებიც ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში გახდნენ ოქროს/ვერცხლის/ბრინჯაოს მედალოსნები. 2016 წელი 2021 წელი ოქრო ვერცხლი ბრინჯაო ოქრო ვერცხლი ბრინჯაო ოლიმპიური თამაშები პარალიმპიური თამაშები 2 1 4 2 5 1 1 0 0 0 3 0 ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება წარმოდგენილი კანონის პროექტის მიღებამ შესაძლოა დადებითი გავლენა იქონიოს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ 18 წლამდე ასაკის საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის ის წევრები, რომლებიც ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში გახდებიან ოქროს/ვერცხლის/ბრინჯაოს მედალოსნები ან მსოფლიო/ევროპის ჩემპიონატებში (მათ შორის, შშმ პირთა შორის) მოიპოვებენ პირველ ადგილს/გახდებიან ოქროს მედალოსნები, შეძლებენ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სსიპ - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხვას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.