საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ინფორმაცია, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან ერთად, სამხრეთ კავკასიაში ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის რეგიონული წარმომადგენლობის დირექტორის, იოსებ ნანობაშვილის, სამხრეთ კავკასიაში ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) რეგიონული წარმომადგენლობის შესახებ მოხსენების 2021 წლის 29 სექტემბერს მოსმენის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-10-05
ბიუროს ნომერი 86
📜 ტექსტი
წერილი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
2-12447/21
30-09-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს
გაცნობებთ, რომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა, ევროპასთან ინტეგრაციის
კომიტეტთან ერთად, 2021 წლის 29 სექტემბერს მოისმინა სამხრეთ კავკასიაში ევროპის
საჯარო სამართლის ორგანიზაციის რეგიონული წარმომადგენლობის დირექტორის, იოსებ
ნანობაშვილის მოხსენება სამხრეთ კავკასიაში ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის
(EPLO) რეგიონული წარმომადგენლობის შესახებ.
მომხსენებელმა
ისაუბრა
ორგანიზაციის
დაარსების,
მისიისა
და
წარმომადგენლობის მიმდინარე საქმიანობის და სამომავლო გეგმების შესახებ.
ამოცანების,
ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაცია (European Public Law Organization -EPLO) არის
საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც 2007 წელს დაარსდა. ორგანიზაციის მთავარი მისია
არის ევროპული ფასეულობების განმტკიცება და ევროკავშირის სტანდარტებისა და ნორმების
დამკვიდრება ევროკავშირის კანონმდებლობისა და დემოკრატიული მმართველობის
საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესახებ ცოდნის გავრცელების გზით, როგორც
ევროკავშირში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
საქართველო ორგანიზაციის წევრი არის 2010 წლიდან. საქართველოსა და EPLO-ს მიერ, ქ.
თბილისში რეგიონული წარმომადგენლობის დაარსების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა
ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების ხელშემწყობი, ინსტიტუციონალიზებული
საგანმანათლებლო-კვლევითი კომპონენტის შექმნის მიზნით. წარმომადგენლობის მთავარი
პრიორიტეტი არის ევროპელი ექპერტების, მკვლევარების და პრაქტიკოსების ჩართულობით,
ევროპის საჯარო სამართალთან და მმართველობის ევროპულ სტანდარტებთან
დაკავშირებული საკითხების რეგულარული, ფუნდამენტური და მიმდინარე გამოყენებითი
კვლევის ორგანიზება.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ნიკოლოზ სამხარაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge