საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი 2022-2024 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი 2022-2024 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი
- საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი 2022-2024 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი (ეს პროექტი) საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
- „2022-2024 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-10-05
ბიუროს ნომერი 86
📜 ტექსტი
წერილი
N 2-04/2839
2839-04-2-202109300948
30/09/2021
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარეს
ბატონ კახაბერ კუჭავას
2022-2024 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო
პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის
შესახებ
ბატონო კახაბერ,
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე
მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ 2022-2024 წლების ფულადსაკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს,
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამის განკარგულებასთან ერთად.
ამასთან, გიგზავნით განმარტებით ბარათს, რომელშიც აღწერილია საქართველოს
მონეტარული პოლიტიკის ძირითადი პრინციპები და არსებული მაკროეკონომიკური
მდგომარეობა.
დანართი: 14 ფურცელი.
პატივისცემით,
არჩილ მესტვირიშვილი
პრეზიდენტი - მ.შ.
საქართველოს ეროვნული ბანკი
დანართი
1
2022-2024 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის
ძირითადი მიმართულებები
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის პირველი თავის მე–3
მუხლის შესაბამისად, ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანა ფასების სტაბილურობის
უზრუნველყოფაა. ამასთან, ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს საფინანსო
სისტემის სტაბილურობა და გამჭვირვალობა და ხელი შეუწყოს ქვეყანაში მდგრად
ეკონომიკურ ზრდას, თუ ეს შესაძლებელია ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მისი
ძირითადი ამოცანის შესრულებას.
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის მეათე თავის 61-ე
მუხლის შესაბამისად, არაუგვიანეს ყოველი წლის 1 ოქტომბრისა, ეროვნული ბანკი
საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მომავალი სამი წლის ფულად-საკრედიტო და
სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს, რომელიც უნდა
მოიცავდეს ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს, მონეტარული პოლიტიკის ძირითად
ინსტრუმენტებს, რომლებსაც ეროვნული ბანკი მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად
გამოიყენებს, და შესაძლო რისკების მიმოხილვას.
ფასების სტაბილურობის მისაღწევად ეროვნული ბანკი ინფლაციის თარგეთირების
რეჟიმს იყენებს, რომელიც ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფის ყველაზე
თანამედროვე და ეფექტიანი მექანიზმია.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს შემთხვევაში ფასების სტაბილურობად მიიჩნევა
ინფლაციის 3 პროცენტიანი დონე საშუალო და გრძელვადიან პერიოდში. შესაბამისად,
ფასების არასტაბილურობა მიზნობრივი მაჩვენებლისგან განსხვავებულ ინფლაციურ
პროცესს გულისხმობს. ამგვარ ინფლაციურ პროცესს კი (და, შესაბამისად, ფასების
არასტაბილურობას), განმარტების მიხედვით, ორი მთავარი თვისება აქვს: (1)
ყოვლისმომცველობა (სამომხმარებლო ფასების ინდექსის ცვლილებაში არ დომინირებს
ერთი ან რამდენიმე საქონელი/მომსახურება და ფასების ზრდა საქონლისა და
მომსახურების მთლიან სპექტრს ეხება) და (2) დროში განგრძობითობა (ფასების ჭარბი
ზრდა
არ
არის
დროებითი/ერთჯერადი
მოვლენა,
არამედ
ხდება
პერიოდულად/უწყვეტად). დღეს პირველი პირობა მეტწილად სრულდება:
ოფიციალური მონაცემებით, პროდუქტების უმეტესობისთვის ფასების ზრდის ტემპი
ჩვენ მიზნობრივ მაჩვენებელს აღემატება. რაც შეეხება მე-2 პირობას, საშუალოვადიანი
პერიოდის გარკვეული პროგნოზირების გარეშე - რაც მოცემულ დოკუმენტშიცაა
წარმოდგენილი - შეუძლებელია იმის შემოწმება, სრულდება თუ არა ის (მაღალი
ინფლაციის განგრძობითობა). შესაბამისად, ინფლაციის პროგნოზის გარეშე
მონეტარული პოლიტიკის ადეკვატურობის შეფასება შეუძლებელია. ამდენად,
ინფლაციის თარგეთირება, საერთაშორისო გამოცდილებით, ჩამოყალიბდა რეჟიმად,
2
რომლის ფარგლებშიც ინფლაციის მიზანს ინფლაციის პროგნოზი და არა ცალკე
აღებული მიმდინარე ინფლაცია დარდება1.
ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი გულისხმობს ინფლაციის მიზნობრივი
მაჩვენებლის გამოცხადებას და შემდეგ, ამ მაჩვენებლის შესაბამისად, მონეტარული
პოლიტიკის განსაზღვრას ისე, რომ პროგნოზირებული ინფლაცია ყოველთვის
დაუბრუნდეს ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს. შესაბამისად, აღნიშნული რეჟიმი
უზრუნველყოფს
საშუალოვადიან
პერიოდში
ინფლაციის
მის
მიზნობრივ
მაჩვენებელთან ახლოს ყოფნას და, ამავე დროს, ინფლაციას, ეგზოგენურ შოკებზე
საპასუხოდ, მიზნობრივი დონისაგან დროებით გადახრის საშუალებას აძლევს.
ეგზოგენურ შოკებში იგულისხმება ცვლილებები გარე, მონეტარული პოლიტიკისაგან
დამოუკიდებელ, ფაქტორებში. უნდა აღინიშნოს, რომ მონეტარული პოლიტიკის მიზანი
ვერ იქნება და არც უნდა იყოს ინფლაციაზე მოქმედი მოკლევადიანი და ერთჯერადი
ფაქტორების სრულად განეიტრალება, რადგან ასეთი პოლიტიკის შედეგი იქნებოდა
ეკონომიკური ზრდის გაუმართლებლად მკვეთრად შემცირება და, შესაბამისად,
უმუშევრობის ზრდა.
საყურადღებოა, რომ გლობალურად გახანგრძლივებული პანდემიის გამო, მსოფლიო
2021 წელს სწორედ ამგვარი ეგზოგენური ფაქტორებით შეხვდა: საერთაშორისო
ბაზრებზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებსა და ნავთობზე ფასების მნიშვნელოვანი
ზრდა, გლობალური მიწოდების ჯაჭვების რღვევა, საერთაშორისო (სატვირთო)
გადაზიდვების ფასების მკვეთრი ზრდა, პანდემიის მოსათოკად დაწესებული
რეგულაციები და კოვიდ-19-ის შედეგად საწარმოების ერთ ერთეულ პროდუქტზე
წარმოების ხარჯების ზრდა. ამ ყველაფრის ფონზე ინფლაციის მის მიზნობრივ
მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა, თუნდაც ამ
ყველაფრის წინასწარ პროგნოზირება შეგვძლებოდა (ცხადია, აღნიშნული ეფექტები
პროგნოზირებადი არ იყო არც საქართველოში და არც დანარჩენ მსოფლიოში, მათ შორის
განვითარებულ ქვეყნებშიც). სწორედ ამიტომ, 2021 წელს ქვეყნების უმეტესობაში
ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება; ინფლაცია ისეთ
განვითარებულ ქვეყნებში, როგორებიცაა აშშ და გერმანია (ქვეყნები, რომლებიც
ტრადიციულად ინფლაციის მკაცრი მართვით გამოირჩევა), ათწლეულზე მეტია ისეთი
მაღალი არ ყოფილა, როგორც წელსაა. ამიტომაც, საერთაშორისო სავალუტო ფონდის,
მსოფლიო ბანკისა თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების პერიოდულ გამოცემებში
გლობალური ინფლაცია წელს უკვე მთავარი თემაა. რამდენადაც საერთაშორისო
ბაზრებზე სურსათის გაძვირება ინფლაციის ზრდის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია,
ამან განსაკუთრებით იმოქმედა განვითარებად ქვეყნებზე, სადაც სურსათის წონა
1
რაც შეეხება კითხვას, თუ რა უდევს საფუძვლად ინფლაციის პროგნოზს, ამისთვის სხვადასხვა სანდო
წყაროების გამოყენება შეიძლება და ინფლაციის პროგნოზირებისას ეროვნული ბანკი ყოველ მათგანს
იყენებს და ითვალისწინებს. ესენია, მაგალითად: უშუალოდ ეროვნული ბანკის მკვლევარების მიერ
შემუშავებული მოდელები; სსფ, მსოფლიო ბანკი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები; ფინანსური
ბაზრები. დღევანდელი გადმოსახედიდან, თითოეული ამ წყაროს პროგნოზებიდან და მოლოდინებიდან
ჩანს, რომ, მიმდინარე პერიოდში ფასების მნიშვნელოვანი ზრდის მიუხედავად, საქართველოში
საშუალოვადიან პერიოდში მაღალი ინფლაცია მოსალოდნელი არაა. შესაბამისად, ეკონომიკური
თვალსაზრისით, დღეს საქართველოში ფასების არასტაბილურობას (რაც, მათ შორის, არასწორი
მონეტარული პოლიტიკის შედეგი შეიძლება ყოფილიყო) ადგილი არ აქვს.
3
სამომხმარებლო კალათაში განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით მაღალია.
საქართველოს სამომხმარებლო კალათაშიც სურსათის წონა მაღალია და 29%-ს შეადგენს.
ამ პროცესში მნიშვნელოვანია მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელი, იგივე
ეგზოგენური ფაქტორების წვლილის რაოდენობრივი შეფასება, რაც მსოფლიოს
განვითარებულ ქვეყნებშიც გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენს. მსგავს გათვლებს
ეროვნული ბანკიც აკეთებს და, წინასწარი შეფასებით, აგვისტოს წლიურ 12.8
პროცენტიან ინფლაციის მაჩვენებელში ეგზოგენური ფაქტორების წვლილი 9
პროცენტული პუნქტის ფარგლებში იყო. კერძოდ, ამ გათვლებში, ძირითადად, შემდეგი
კომპონენტები მოიაზრება:
საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო პროდუქციის გაძვირება - წვლილი
დაახლოებით 4 პროცენტული პუნქტი. აღნიშნული კომპონენტი ითვალისწინებს
გლობალურად ისეთი სასაქონლო პროდუქციის გაძვირების სიდიდეს და მათ
გავლენას ინფლაციის მაჩვენებელზე, როგორებიცაა საწვავი, ზეთი, ხორბალი,
შაქარი. აღნიშნული გავლენა გაცვლითი კურსის ცვლილებას არ მოიცავს, არამედ
ეს წვლილი მთლიანად საერთაშორისო ბაზრებზე აშშ დოლარში გამოხატული
ფასის ზრდიდან მოდის. კერძოდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აგვისტოს
მონაცემებით, საერთაშორისო ბაზარზე სასურსათო ნედლეულის ფასები აშშ
დოლარში წლიურად გაზრდილი ნარჩუნდება: მზესუმზირის ზეთის ფასი - 62%ით მეტი, ხორბლის ფასი - 58%-ით მეტი, შაქრის ფასი - 51%-ით მეტი, ხოლო
ნავთობის ფასი - 58%-ით მეტი, წინა წლის ანალოგიურთან მაჩვენებელთან
შედარებით. ამასთან, ზემოაღნიშნული 4 პროცენტულ პუნქტიანი წვლილი
დათვლილია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ სამომხმარებლო კალათაში
შემავალი შესაბამისი პროდუქტების წონებზე დაყრდნობით.
რეგულირებადი ფასების ცვლილება - 1.7 პროცენტული პუნქტი. ეს მოიცავს
კომუნალური გადასახადების ფაქტობრივ ცვლილებასა (0.4 პროცენტული პუნქტი)
და სუბსიდირების დასრულების მეთოდოლოგიურ ეფექტს (1.3 პროცენტული
პუნქტი) ინფლაციის მაჩვენებელზე. ეს მაჩვენებელი უშუალოდ დათვლილია
საქსტატის მონაცემების მიხედვით.
საერთაშორისო (სატვირთო) ტრანსპორტირების ხარჯები - 1.5 პროცენტული
პუნქტი.
საერთაშორისო
ტრანსპორტირების
(ლოგისტიკური)
ხარჯები
იმპორტირებული და შერეული საქონლის ფასის მნიშვნელოვან ნაწილს
წარმოადგენს. შესაბამისად, ამ ხარჯების ზრდა ამ საქონლის საბოლოო ფასებსა და,
შესაბამისად, ინფლაციის მაჩვენებელს ზრდის. პანდემიის დროს საერთაშორისო
ტრანსპორტირების გართულებამ და, შემდგომ, საწვავის ფასების მატებამ
გლობალური ტრანსპორტირების აშშ დოლარში გამოხატული ხარჯები მკვეთრად
გაზარდა. ტვირთების ტრანსპორტირების ხარჯი ჩინეთიდან ევროპაში წლიურად
დაახლოებით 5-ჯერაა გაძვირებული (400%-ით), ხოლო ზოგადად მსოფლიოში,
OECD-ის ეკონომისტების შეფასებით, საერთაშორისო ტრანსპორტირების
ხარჯების მხოლოდ კვარტალური ზრდა 30-65%-ის ფარგლებშია (2021 წლის
პირველი კვარტალი შედარებული წინა კვარტალთან). აღნიშნული ორი
რიცხვიდან გამომდინარე, საქართველოსთვის გამოყენებულია კონსერვატიული
4
შეფასება - წლიურად აშშ დოლარში გამოხატული გადაზიდვის ხარჯების
დაახლოებით 50%-იანი გაძვირება.
ბოსტნეულის მიწოდების პრობლემა - 1.3 პროცენტული პუნქტი. ანალიზი
მიუთითებს, რომ ბოსტნეულის ფასი წლიურად, ბოლო ორ თვეში, 30-40%-ით
გაიზარდა, რაც, ძირითადად, წელს გარკვეული პროდუქტების ექსპორტზე გატანას
უკავშირდება, მაშინ როცა წინა წლებში პირიქით - აღნიშნული პროდუქტების
იმპორტი ხორციელდებოდა. ეს, სავარაუდოდ, ექსპორტის დანიშნულების
ქვეყანაში შემცირებული მიწოდების / ცუდი მოსავლის ასახვაა და, ასევე, დროებით
ფაქტორს წარმოადგენს. აღნიშნული ფაქტორების გავლენა წლიურ ინფლაციაზე,
საქსტატის სამომხმარებლო კალათის წონების გათვალისწინებით, დაახლოებით
1.3 პროცენტული პუნქტია.
მიწოდების სხვა ერთჯერადი შოკები - დაახლოებით 0.5 პროცენტული პუნქტი.
გარდა ზემოაღნიშნული მსხვილი ფაქტორებისა, ადგილი აქვს სხვა ისეთ
ეგზოგენური ფაქტორების გავლენასაც, როგორიცაა, მაგალითად საერთაშორისო
მასშტაბით რძის ფხვნილებზე აშშ დოლარში გამოხატული ფასების ზრდა. გარდა
ამისა, კორონავირუსის გავრცელების შემაკავებელი ღონისძიებები, ასევე, აძვირებს
გარკვეულ საქონელსა და პროდუქციას.
რა თქმა უნდა, აღნიშნული სიტუაცია ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს, როგორც
საშუალოვადიანი პერიოდის ორიენტირს - ნომინალურ ღუზას, რომლისკენაც
მიმდინარე ინფლაციამ უნდა იმოძრაოს - კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის.
ინფლაციის ოპტიმალური მიზნობრივი მაჩვენებლის განსაზღვრა მრავალ ფაქტორზეა
დამოკიდებული. განვითარებად ქვეყნებში ინფლაცია, საშუალოდ, უფრო მაღალია,
ვიდრე განვითარებულებში, რაც, ძირითადად, ქვეყნების პირველ ჯგუფში
პროდუქტიულობის ზრდის უფრო მაღალი ტემპით აიხსნება. კერძოდ, განვითარებულ
ქვეყნებში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლები საშუალოდ 1-2 პროცენტის, ხოლო
განვითარებად ქვეყნებში კი 2-4 პროცენტის ფარგლებშია განსაზღვრული. 2018 წლიდან
საქართველოში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი საშუალოვადიან პერიოდში 3
პროცენტია.
ინფლაციის თარგეთირების პირობებში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტის მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთის) - ცვლილებით
მიიღწევა.
გადაწყვეტილება
პოლიტიკის
განაკვეთის
ცვლილების
შესახებ
მაკროეკონომიკური გარემოს გაანალიზების, საფინანსო ბაზრებზე არსებული
ვითარების განხილვის, ინფლაციის დინამიკის პროგნოზირების, ინფლაციაზე მოქმედი
მაკროეკონომიკური რისკებისა და ინფლაციის მოლოდინების შეფასების შედეგად
მიიღება. იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის პროგნოზი მიზნობრივ მაჩვენებელს
აღემატება, პოლიტიკა გამკაცრდება და პირიქით, თუ ინფლაციის პროგნოზი მიზნობრივ
დონეს ჩამორჩება, მონეტარული პოლიტიკა შერბილდება.
ფულად ბაზარზე მიზნობრივი მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთის მისაღწევად
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის შემდეგ ინსტრუმენტებს
იყენებს: რეფინანსირების სესხები, ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი, სადეპოზიტო
5
სერთიფიკატები, მთავრობის ფასიანი ქაღალდებით ოპერაციები მეორად ბაზარზე,
სავალუტო ინტერვენციები, მუდმივმოქმედი ინსტრუმენტები (ერთდღიანი სესხები ან
დეპოზიტები), მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები და სხვა. ლიკვიდობის მართვის
აღნიშნული ინსტრუმენტებიდან მთავარი რეფინანსირების სესხებია. საქართველოს
ეროვნული ბანკი რეფინანსირების სესხებით, შესაბამისი გირაოს სანაცვლოდ, ბაზარს
იმდენ ლიკვიდობას აწვდის, რამდენზეც, მოცემული საპროცენტო განაკვეთის
პირობებში, არის ფულადი ბაზრის მოთხოვნა.
პანდემიის პირობებში, ლიკვიდობის მომავალი რისკების თავიდან აცილების მიზნით,
ეროვნულმა ბანკმა დროებითი ინსტრუმენტებიც აამოქმედა, კერძოდ: სავალუტო სვოპი,
მუდმივმოქმედი სავალუტო სვოპი და მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ლიკვიდობის
მიწოდების ინსტრუმენტი. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ინსტრუმენტები ბანკების
გარდა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვისაც არის ხელმისაწვდომი და მათი
გამოყენებით არამხოლოდ თავიდან იქნა აცილებული საპროცენტო განაკვეთების
მკვეთრი ზრდა, არამედ შენარჩუნდა მონეტარული პოლიტიკის ეკონომიკაზე გადაცემის
მექანიზმი, რამდენადაც თავიდან იქნა აცილებული ლიკვიდობის რისკები.
საყურადღებოა, რომ საქართველო 2020 წლის პანდემიას მაღალი ინფლაციით შეხვდა,
რაც 2019 წლის ზაფხულის შოკის შედეგს წარმოადგენდა. თუმცა, ეროვნული ბანკის მიერ
გამკაცრებული პოლიტიკის შედეგად 2020 წლის დასაწყისში ინფლაცია უკვე შემცირების
ტენდენციას ავლენდა. მიუხედავად ამისა, პანდემიის შესაკავებლად დაწესებული
შეზღუდვების შედეგად მიწოდების ჯაჭვების დროებითმა მოშლამ, პანდემიის თანმდევი
გაზრდილი ხარჯების საბოლოო ფასში ასახვამ და ლარის ნომინალური ეფექტური
გაცვლითი კურსის გაუფასურებამ ინფლაციაზე წნეხი კვლავ გაზარდა. პანდემიის
შედეგად, მსოფლიოში საერთაშორისო ტურიზმი პრაქტიკულად გაჩერდა, რის გამოც
ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყნები, საქართველოს ჩათვლით, განსაკუთრებით
დაზარალდნენ. ტურისტული შემოსავლების დაკარგვით მკვეთრად გაუარესებულ
მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს, ბუნებრივია, 2020 წელს ლარის გაუფასურება მოჰყვა.
ლარის გაუფასურებას კი, გარდა იმპორტირებული ინფლაციის არხისა, სამომხმარებლო
ფასებზე საბალანსო უწყისის მნიშვნელოვანი ეფექტიც ჰქონდა, რასაც ქვეყანაში
არსებული მაღალი დოლარიზაციის დონე იწვევს. ადგილობრივ მსესხებლებს,
რომელთაც კრედიტი უცხოური ვალუტით, ხოლო შემოსავალი ადგილობრივი
ვალუტით აქვთ, კურსის გაუფასურება სესხის მომსახურების ხარჯებს უზრდის და
მოგებას უმცირებს. საბოლოოდ, გაზრდილი ხარჯები ფასების ზრდაში აისახება, რამაც,
თავის მხრივ, შესაძლოა, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის საჭიროება დააყენოს
დღის წესრიგში. ამგვარად, დოლარიზებული მსესხებლები წარმოშობენ ხარჯს, რომლის
გადახდაც არამარტო მათ უწევთ, არამედ ეკონომიკის ყველა მონაწილეს, პირველ რიგში
ლარიზებულ მსესხებლებს. შესაბამისად, მაღალი დოლარიზაციის შემთხვევაში ისეთი
შოკი, როგორიცაა, მაგალითად, საგარეო შოკი, დამატებით ღრმავდება ხოლმე, ვიდრე ეს
დაბალი დოლარიზაციისას იქნებოდა. გარდა ამისა, მსესხებელთა უმეტესობას,
განსაკუთრებით კი მცირე ზომის მსესხებლებს, ვალუტის რისკის მართვის
შესაძლებლობა ნაკლებად აქვთ, რაც საბანკო სექტორში საკრედიტო რისკებს ზრდის.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მაღალი დოლარიზაცია ქვეყნისთვის
მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს. სწორედ ამიტომ,
საქართველოს ეროვნული ბანკი, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და
6
საკრედიტო სარეიტინგო ორგანიზაციების მსგავსად, ლარიზაციის პოლიტიკის მტკიცე
მხარდამჭერი რჩება.
აქვე აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ბაზრებზე სურსათის, ნავთობის და სატვირთო
გადაზიდვების აშშ დოლარში გამოხატული ფასების მკვეთრი ზრდა საქართველოში
იმპორტულ ინფლაციაზე ახდენს გავლენას. მართლაც, აგვისტოს მონაცემებით,
მიუხედავად ბოლო პერიოდში გაცვლითი კურსის შედარებით გამყარებისა,
იმპორტირებული პროდუქციის ფასების ზრდა წლიურად 18.7 პროცენტამდე გაიზარდა,
რაც მნიშვნელოვნად აღემატება ადგილობრივ პროდუქციაზე ფასების ზრდას (8.2
პროცენტი).
მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული ფაქტორები თავისი ბუნებით ეგზოგენური
და ერთჯერადია და, შესაბამისად, წლიურ ინფლაციაზე მათი ეფექტი თავისით
განეიტრალდება, იმისათვის, რომ დროებით მაღალმა ინფლაციამ გრძელვადიანად არ
გაზარდოს ინფლაციური მოლოდინები, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის
კომიტეტმა მიმდინარე წელს რეფინანსირების განაკვეთი ეტაპობრივად, 8%-დან 10%მდე გაზარდა. მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებები ეკონომიკაზე
ეტაპობრივად აისახება და მისი ეფექტი სრულად 4-6 კვარტალში რეალიზდება. აქედან
გამომდინარე,
მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებები მაკროეკონომიკურ
პროგნოზზე დაყრდნობით მიიღება. ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
ინფლაციის პროგნოზი. აღსანიშნავია, რომ პანდემიის პირობებში მაკროეკონომიკური
პროგნოზები განსაკუთრებული გაურკვევლობით ხასიათდება. ამდენად, უფრო მეტია
ალბათობა
იმისა,
რომ
მომავალში
გაუთვალისწინებელმა
ფაქტორებმა
პროგნოზირებულისგან განსხვავებული რეალობა დააყენოს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს,
რომ პროგნოზირებაზე უარი ვთქვათ, რადგანაც ასევე არსებობს ისეთი ფაქტორები,
რომლეთა გათვალისწინებაც დღესვეა შესაძლებელი, მათ შორის საკრედიტო აქტივობისა
და ფისკალური დეფიციტის მოლოდინები. მიმდინარე პროგნოზი, ამ ეტაპისათვის
არსებულ ყველა ინფორმაციას და ეპიდემიურ ვითარებასთან დაკავშირებით დღეს
არსებულ მოლოდინებს ითვალისწინებს.
მიმდინარე საბაზო მაკროეკონომიკური პროგნოზით, 2021 წელს ინფლაცია
საშუალოდ 9-9.5%-ის ფარგლებში იქნება. თუმცა, როგორც ზემოთაც აღინიშნა,
მიმდინარე წელს მაღალი ინფლაციის ძირითადი გამომწვევი დროებითი, მიწოდების
მხრიდან მოქმედი, ფაქტორებია. შესაბამისად, 2022 წელს, ერთჯერადი ფაქტორების
ამოწურვისა და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის კვალდაკვალ, ინფლაცია
მნიშვნელოვნად შემცირდება და, საშუალოვადიან პერიოდში, მის მიზნობრივ 3%-იან
დონეს დაუბრუნდება (იხ. დიაგრამა N1). თუმცა, მოკლევადიან პერიოდში,
საერთაშორისო ბაზრებზე მკვეთრად გაზრდილი ფასების შენარჩუნების ფონზე,
წლიური ინფლაცია მაღალ ნიშნულზე დარჩება. ამას თან ერთვის კომუნალური
ტარიფების მატების გავლენა ინფლაციაზე, ისევე როგორ კომუნალური გადასახადების
სუბსიდიის დასრულებიდან მომდინარე სტატისტიკური ეფექტი, რომლის გავლენაც
ზუსტად ერთი წლის განმავლობაში შენარჩუნდება. ამავდროულად, მაღალ ინფლაციურ
გარემოში მოკლევადიანმა ინფლაციურმა მოლოდინებმაც მოიმატა, რაც მოკლევადიან
მოსალოდნელ ინფლაციას ზრდის. აღსანიშნავია ეკონომიკური აქტივობის მაღალი
დონეც. ძლიერი შიდა მოთხოვნის ფონზე, ეკონომიკის პოტენციური დონიდან ჩამორჩენა
7
პრაქტიკულად აღმოფხვრილია და მოთხოვნა, განსხვავებით წინა პერიოდებისაგან,
როდესაც ის სუსტი იყო, ინფლაციური წნეხის საპირწონე ძალის როლს ვეღარ თამაშობს.
დიაგრამა N1 წლიური ინფლაციის პროგნოზი
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი, მონეტარული პოლიტიკის ანგარიში, აგვისტო 2021
საბაზო მაკროეკონომიკური პროგნოზით, 2021 წელს რეალური ეკონომიკა 8.5%-ით
გაიზრდება. ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა შიდა მოთხოვნა
იქნება. თავის მხრივ, შიდა მოთხოვნას ფისკალური სტიმული და საკრედიტო აქტივობა
ეხმარება. ფისკალური სტიმულისა და საკრედიტო პორტფელის შედარებით მაღალი
ზრდის პირობებში, ეკონომიკურ გაჯანსაღებაში ინვესტიციების მოცულობაც
პოზიტიურ წვლილს შეიტანს მაშინ, როდესაც, ტურიზმის მხოლოდ ეტაპობრივი
აღდგენის ფონზე, წმინდა ექსპორტის კონტრიბუცია მოკრძალებული იქნება.
კოვიდ პანდემიის ფონზე, 2020 წელს ბიუჯეტის დეფიციტი მნიშვნელოვნად
გაიზარდა, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 9.3 პროცენტამდე (ნაცვლად პანდემიამდე
დაგეგმილი 2.5 პროცენტისა), და 2021 წელსაც მაღალ დონეზე - მშპ-ის საპროგნოზო
ოდენობის 6.9 პროცენტზე - არის დაგეგმილი. მნიშვნელოვანია, რომ, გააქტიურებული
ეკონომიკური აქტივობისა და შემოსავლების მოსალოდნელი ზრდის ფონზე,
ფისკალური კონსოლიდაცია გაგრძელდეს და, ფისკალური წესის შესაბამისადაც, ნაერთი
ბიუჯეტის დეფიციტი 2023 წლისთვის მდგრად დონეს (3 პროცენტი ან ნაკლები)
ეტაპობრივად დაუბრუნდეს. ხაზგასასმელია, რომ ეკონომიკური აღდგენის
მოსალოდნელზე სწრაფი პროცესების პარალელურად, როდესაც ფისკალური სტიმულის
საჭიროება შემცირებულია, 2021 წელს ფისკალური კონსოლიდაციის იმაზე უფრო მეტად
დაჩქარება, ვიდრე არსებული ბიუჯეტი მოიაზრებს, შემცირებული იმპორტის გზით
საგადასახდელო ბალანსის გაუმჯობესებასა და ინფლაციური წნეხის შერბილებას
შეუწყობს ხელს.
8
როგორც აღინიშნა, პანდემიის პირობებში მაკროეკონომიკური პროგნოზები
განსაკუთრებული გაურკვევლობით ხასიათდება. ამ ფონზე მნიშვნელოვანია, რომ
მონეტარული პოლიტიკის რეაგირება იყოს ფრთხილი და მოზომილი, რათა თავიდან
იქნას აცილებული კეთილდღეობის ის ჯამური დანაკარგი, რომელიც ასეთ დროს
განაკვეთის მკვეთრ ცვლილებებს მოჰყვება.
როგორც წესი, ცენტრალური ბანკი დროებით ფაქტორებზე, მაგალითად როგორიცაა
საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე აშშ დოლარში გამოხატული ფასების ზრდიდან
წამოსული ინფლაციური წნეხი, არ რეაგირებენ, ვინაიდან ამ ტიპის შოკების გავლენა
დროებითია, ხოლო მათზე რეაგირება დამატებით ეკონომიკურ მერყეობას იწვევს.
თუმცა, მიმდინარე სიტუაციაში, მიწოდების მძლავრი შოკი ინფლაციურ მოლოდინებს
ზრდის და ე.წ. „მეორე რაუნდის“ ეფექტების რისკებს ქმნის. შესაბამისად, არსებული
პროგნოზით, იმისათვის, რომ ფასების დროებითი ფაქტორებით გამოწვეულმა ზრდამ
ინფლაციის მოლოდინებზე გრძელვადიანი გავლენა არ მოახდინოს, ეროვნული ბანკი
ხანგრძლივად შეინარჩუნებს მკაცრ პოლიტიკას ან/და, საჭიროების შემთხვევაში,
დამატებით გაამკაცრებს მას. იმ შემთხვევაში, თუ იმუნიზაციის პროცესი
შეუფერხებლად გაგრძელდება და 2022 წლის დასაწყისიდან პანდემიური მდგომარეობა
დასრულდება, მიწოდების დღეს არსებული შოკები ამოიწურება. შედეგად, ამგვარი
პოლიტიკით და ზემოაღწერილი ერთჯერადი ეგზოგენური ფაქტორების მოსალოდნელი
მილევის ფონზე, არსებული პროგნოზით, 2022 წელს პოლიტიკის განაკვეთი კვლავ
შემცირებას დაიწყებს და საშუალოვადიან პერიოდში ნეიტრალურ დონეს ეტაპობრივად
დაუახლოვდება (იხ. დიაგრამა N2).
დიაგრამა N2 მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის პროგნოზი
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი, მონეტარული პოლიტიკის ანგარიში, აგვისტო 2021
ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის პროგნოზი არ
გულისხმობს ეროვნული ბანკის დაპირებას მონეტარული პოლიტიკის შემდგომ
გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. იგი წარმოადგენს მონეტარული პოლიტიკის
განაკვეთის საორიენტაციო ტრაექტორიას იმ დაშვებით, რომ ეგზოგენური ფაქტორები
9
პროგნოზში გათვალისწინებული სცენარით განვითარდება. შესაბამისად, თუკი
მომავალში ახალი მონაცემები პროგნოზირებულისაგან განსხვავებულ სურათს
წარმოაჩენს, მონეტარული პოლიტიკის პასუხიც განსხვავებული იქნება. მიუხედავად
პროგნოზის თანმხლები არსებული გაურკვევლობისა, მომავალი მოკლევადიანი
საპროცენტო განაკვეთების სავარაუდო ტრაექტორია სასარგებლო ინფორმაციას შეიცავს,
ვინაიდან მასზეა დამოკიდებული ლარის გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთები.
როგორც აღინიშნა, ინფლაციისა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის
მოსალოდნელი დინამიკა დიდწილად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ
განვითარდება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა როგორც საქართველოში, ასევე
მსოფლიოში. ვაქცინები ხელმისაწვდომია და იმუნიზაციის პროცესი აქტიურ ფაზაშია,
თუმცა ვირუსის ახალი შტამების გავრცელება კვლავ არსებით რისკად რჩება. ამის ფონზე
ბუნდოვანია გლობალურად მობილობის სრულად აღდგენის და პანდემიამდელ
მდგომარეობამდე დაბრუნების ტემპი. ამასთან, ვითვალისწინებთ, რომ საქართველოში
დოლარიზაციის დონე ჯერ კიდევ მაღალია, რის გამოც ქვეყანა კვლავაც მოწყვლადი
რჩება საგარეო შოკების მიმართ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია რისკები, რამაც შესაძლოა,
არსებული პროგნოზისაგან გადახრა განაპირობოს. ასეთი ტიპის რისკები ძირითადად
ინფლაციურია და მონეტარული პოლიტიკაც გამკაცრებული პოზიციისკენ მიმართული
რჩება.
რამდენადაც დღევანდელ სიტუაციაში მაკროეკონომიკური პროგნოზები დიდი
გაურკვევლობით ხასიათდება, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება
ალტერნატიული სცენარების განხილვას. შესაბამისად, საბაზო მაკროეკონომიკურ
პროგნოზთან ერთად ალტერნატიულ სცენარსაც განვიხილავთ. მონეტარული
პოლიტიკის ბოლო ანგარიშში, ალტერნატიული საპროგნოზო სცენარი შიდა მოთხოვნის
კიდევ უფრო მაღალ ზრდას ითვალისწინებს. ამის ერთ-ერთ მიზეზად, შესაძლოა,
ძლიერი ფისკალური სტიმულის შედარებით ხანგრძლივად შენარჩუნება მოგვევლინოს,
რაც მომხმარებლების დანახარჯების ზრდასაც განაპირობებს. ამასთან ერთად,
ალტერნატიული სცენარი შედარებით მაღალ საკრედიტო აქტივობასაც ითვალისწინებს,
რაც შესაძლოა, იმუნიზაციის პოზიტიურმა ტენდენციამ და, შესაბამისად, სესხებზე
მოთხოვნის ზრდამ განაპირობოს.
ასეთი სცენარის განვითარების შემთხვევაში, საბაზო პროგნოზთან შედარებით, უფრო
მაღალი საკრედიტო აქტივობა და შედარებით ძლიერი და ხანგრძლივი ფისკალური
სტიმული ეკონომიკის ზრდის ტემპზე დადებითად აისახება. კერძოდ, 2021-2022 წლებში
ეკონომიკური ზრდა 2-2 პპ-ით მეტი იქნება. (იხ. დიაგრამა N3).
10
დიაგრამა N3 რეალური მშპ-ს ზრდა საბაზო და ალტერნატიული სცენარების
მიხედვით.
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი, მონეტარული პოლიტიკის ანგარიში, აგვისტო 2021
ამ შემთხვევაში ინფლაცია საბაზო სცენართან შედარებით უფრო მაღალი იქნება.
მზარდი შიდა მოთხოვნის ფონზე იმპორტის მოცულობა გაიზრდება. პანდემიის
პირობებში, ტურიზმის მხოლოდ ეტაპობრივ აღდგენასთან ერთად, იმპორტის უფრო
მეტად გააქტიურება მიმდინარე ანგარიშის ბალანსს გააუარესებს, რაც ქვეყნის რისკის
პრემიასა და გაცვლით კურსზე დამატებით ზეწოლას წარმოქმნის. შესაბამისად, შიდა
მოთხოვნის მოსალოდნელზე მაღალი ზრდა ინფლაციას ზრდისკენ უბიძგებს - ერთი
მხრივ, პოტენციურზე უფრო მაღალი შიდა მოთხოვნისა და, მეორე მხრივ, გაცვლითი
კურსის გაუფასურების გამო. კერძოდ, 2021-2022 წლებში ინფლაცია საბაზო სცენართან
შედარებით საშუალოდ 1-1.5 პპ-ით მეტი იქნება (იხ. დიაგრამა N4).
11
დიაგრამა N4 წლიური ინფლაცია საბაზო და ალტერნატიული სცენარების მიხედვით
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი, მონეტარული პოლიტიკის ანგარიში, აგვისტო 2021
ამის საპასუხოდ და ინფლაციის მის მიზნობრივ მაჩვენებელთან დასაახლოვებლად,
მონეტარული პოლიტიკა, საბაზო სცენართან შედარებით, კიდევ უფრო გამკაცრდება და
ეს გამკაცრებული პოზიცია ხანგრძლივად შენარჩუნდება (იხ. დიაგრამა N5).
საშუალოვადიან პერიოდში კი, შიდა მოთხოვნიდან მომდინარე ზეწოლის
განეიტრალებასთან ერთად, პოლიტიკის განაკვეთი შემცირებას დაიწყებს.
დიაგრამა N5 მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი საბაზო და ალტერნატიული
სცენარების მიხედვით
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი, მონეტარული პოლიტიკის ანგარიში, აგვისტო 2021
მომდევნო სამი წლის განმავლობაში შესაძლო არაპროგნოზირებადი შოკების
კატეგორიას განეკუთვნება COVID-19-ის პანდემიის განვითარებიდან მომდინარე
12
რისკები, ენერგომატარებლებსა და საკვებზე ფასების ცვლილება, გეოპოლიტიკური
რისკების ცვლილება, რეგულირებადი ფასების ცვლილება, ძირითად სავაჭრო პარტნიორ
ქვეყნებში მონეტარული პოლიტიკის მდგომარეობის ცვლილება და სხვა. ამასთან უნდა
აღინიშნოს, რომ რისკები, შესაძლოა, მიმართული იყოს ფასების როგორც ზრდის, ასევე
შემცირებისაკენ.
საქართველოს ტიპის მცირე ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნის შემთხვევაში, რომელიც
ინტეგრირებული არ არის რომელიმე სტაბილური მონეტარული პოლიტიკის მქონე
ეკონომიკასთან და რომელიც კაპიტალის თავისუფალი მობილობით ხასიათდება,
ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისა და
გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისათვის მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის
არსებობას მოითხოვს. ასეთ პირობებში, გაცვლითი კურსი შოკების შთანთქმის ფუნქციას
ასრულებს, რამდენადაც საგარეო შოკის შემთხვევაში გაცვლითი კურსის ცვლილება
ეკონომიკურ ზრდასა და ინფლაციაზე აღნიშნული შოკის გავლენას ასუსტებს. იმ
შემთხვევაში, თუ გაცვლითი კურსიდან მომდინარე წნეხი ინფლაციის მიზნობრივი
მაჩვენებლიდან გადახრის რისკებს შეიცავს, ეროვნული ბანკი მათ საპასუხოდ
მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტებს აამოქმედებს.
საქართველოს ეროვნულ ბანკს მიაჩნია, რომ ზემოთ წარმოდგენილი ფულად–
საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა გაზრდის საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას
პოტენციური შოკების მიმართ და ხელს შეუწყობს ეკონომიკის სტაბილურ და
გრძელვადიან ზრდას.
დანართი
28/09/2021
N 45
2022-2024 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის
ძირითადი მიმართულებების პროექტის შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“
ქვეპუნქტისა, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების
საფუძველზე, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილების (2021 წლის 28 სექტემბრის სხდომის ოქმი N7) შესაბამისად:
1. მოწონებულ იქნეს 2022-2024 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო
პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი და არაუგვიანეს 1
ოქტომბრისა წარედგინოს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად.
2. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
კობა გვენეტაძე
პრეზიდენტი
საქართველოს ეროვნული ბანკი
დანართი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
2022-2024 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო
პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე
მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი 2022-2024 წლების
ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები:
1. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 2022-2024 წლებისთვის შეადგენს 3 პროცენტს.
2. საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის შენარჩუნების
მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2022-2024 წლების განმავლობაში
ძირითადად გამოყენებული იქნება პოლიტიკის განაკვეთი, რომლის ცვლილება
ეკონომიკას გადაეცემა მონეტარული პოლიტიკის შემდეგი ინსტრუმენტებით:
რეფინანსირების სესხები, ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი, მუდმივმოქმედი
ინსტრუმენტები, სადეპოზიტო სერთიფიკატები, ოპერაციები მთავრობის ფასიანი
ქაღალდებით, სავალუტო ინტერვენციები, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები და
სხვა ინსტრუმენტები.
3. 2022-2024 წლების განმავლობაში სამომხმარებლო ფასების მოსალოდნელ დინამიკაზე
გარეგანი ფაქტორებიდან მოქმედი შესაძლო რისკებია ნავთობსა და საკვებზე მსოფლიო
ფასების ცვლილება, გეოპოლიტიკური და სხვა გლობალური რისკების ცვლილება,
რეგულირებადი ფასების ცვლილება, ინფლაციის იმპორტი ძირითადი სავაჭრო
პარტნიორი ქვეყნებიდან და სხვა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული
პოლიტიკა არ მოახდენს რეაგირებას გარეგანი ფაქტორების შედეგად ინფლაციის
მიზნობრივი მაჩვენებლიდან დროებითი გადახრისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც
გადახრა იმდენად ძლიერია, რომ გავლენას ახდენს ინფლაციაზე მოქმედ ფუნდამენტურ
ფაქტორებზე.
4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
კახაბერ კუჭავა