საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი

დასკვნა მიღებულია
ინიცირების თარიღი
17.09.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცდურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-12054/21/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ

📋 განხილვის ეტაპები

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2021-09-17
კომიტეტის სხდომის ნომერი 46

📜 ტექსტი

ოქმი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2021 წლის 17 სექტემბერი, 13.00 სთ ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) სხდომის ოქმი N46 სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი ქადაგიშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე. სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: გურამ მაჭარაშვილი, პაატა მანჯგალაძე, ირმა ზავრადაშვილი, გიორგი კახიანი, დავით კაჭარავა, თამარ კორძაია, ლევან ბეჟაშვილი, ლევან მგალობლიშვილის უფლებამონაცვლე ხათუნა კვიციანი და სავალან მირზოევის უფლებამონაცვლე ვლადიმერ კახაძე. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის თანამშრომლები. სხდომის მდივანი: მაკა წულაია - მთავარი სპეციალისტი. დღის წესრიგი (პროექტი): საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს, პარლამენტის წევრის მიერ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე 2021 წლის 3 აგვისტოს წარმოდგენილი წერილობითი განცხადების (2-106888/21 03.08.21) საფუძველზე. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დაადგინა საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიას მიერ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე წარდგენილი განცხადების ნამდვილობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტს მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრს ნიკანორ მელიას ვადამდე შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. ირაკლი ქადაგიშვილმა კომიტეტის წევრებს გააცნო საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნის და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი ნიკანორ მელიასათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. აზრი გამოთქვეს: ლევან ბეჟაშვილმა სხდომის თავმჯდომარეს მიმართა რამოდენიმე შეკითხვით: პირველი: რამ განაპირობა, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი მხოლოდ აღნიშნულ ერთ საკითხთან დაკავშირებით შეიკრიბა საგანგებოდ, ეს ხომ არ ნიშნავს ნიკანორ მელიას მიმართ ჩამოყალიბებული პოლიტიკური ნების გამოხატვას? მეორე: მოხდა თუ არა კომიტეტის მიერ რეგლამენტით განსაზღვრული ვადების დაცვა იმ შემთხვევაში, როდესაც პარლამენტის წევრების უფრო დიდი რაოდენობის მიერ იყო წარმოდგენილი განცხადებები უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე? მესამე: იგეგმება თუ არა საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ჩატარება ნიკანორ მელიასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით? ირაკლი ქადაგიშვილმა ლევან ბეჟაშვილის მიერ დასმულ შეკითხვებთან დაკავშირებით განმარტა, რომ საპროცედურო საკითხთა და წეების კომიტეტი საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიასათვის პარლმანეტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით მკაფიოდ განსაზღვრული პროცედურების და ვადების დაცვით, რაც განხორციელდა აგრეთვე ყველა წინა შემთხვევაში, ამდენად ეს საკითხი თავისუფალია ყოველგვარი პოლიტიკური მდგენელისაგან, გარდა თვითონ განმცხადებლის პოლიტიკური ნებისა და სურვილისა, რის თაობაზეც მხოლოდ პირადად მას, ნიკანორ მელიას შეუძლია ისაუბროს. რაც შეეხება კომიტეტის სხდომის დღის წესრიგში მხოლოდ ერთი საკითხის არსებობას, მეორე საკითხი - საქართველოს პარლამენტის წევრის კახა კახიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის (N07-3/85; 22.06.2021), რომლის განხილვაც ამ ეტაპზე ევალებოდა კომიტეტს, საქართველოს პარლამენტის ბოლო ბიუროს სხდომაზე, მომხსენებლის თხოვნით, გადატანილი იქნა. როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დასკვნას და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს ნიკანორ მელიასათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ წარუდგენს საქართველოს პარლამენტის ბიუროს და საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევა კომიტეტის პრეროგატივა არ არის. გურამ მაჭარაშვილი დაეთანხმა სხდომის თავმჯდომარეს და დამატებით განმარტა, რომ ორივე შემთხვევაში (ოპოზიციონერი პარლამენტის წევრების და ნიკანორ მელიას მიერ) პარლამენტის თავმჯდომარისათვის წარდგენილი განცხადებები პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე, დაემთხვა სესიებს შორის პერიოდს, ამიტომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კერძოდ პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში რეგლამენტით განსაზღვრული ვადის 2 დინება ჩერდება, გარდა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული შემთხვევისა. პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში ვადის დინების გაგრძელებისა და საკითხის განხილვის თაობაზე. ვადის ათვლა ნიკანორ მელიას მიერ 2021 წლის 3 აგვისტოს წარდგენილი განცხადების შემთხვევაში, დაიწყო 2021 წლის 7 სექტემბრიდან. ხოლო შემდგომი პროცედურები გაგრძელდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კერძოდ „3. პარლამენტის წევრის მიერ უფლებამოსილების მოხსნის შესახებ წერილობითი განცხადება წარედგინება პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც დაუყოვნებლივ გადასცემს მას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს. კომიტეტი ადგენს განცხადების ნამდვილობას, გარემოებას, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადებას, და არაუადრეს 8 და არაუგვიანეს 15 დღისა ამზადებს შესაბამის დასკვნას. პარლამენტის წევრს უფლება აქვს, უფლებამოსილების მოხსნის შესახებ განცხადება გამოითხოვოს პარლამენტის თავმჯდომარისათვის წარდგენიდან 7 დღის ვადაში და გააგრძელოს თავისი უფლებამოსილების განხორციელება“. კენჭისყრა: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს, საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 9 წევრი მომხრე: 7 (წევრი) გადაწყვიტეს: საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაეგაზავნოს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა და საქართველოს პარლამენტის დაგენილების პროექტი საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე. ირაკლი ქადაგიშვილი კომიტეტის თავმჯდომარე მაკა წულაია სხდომის მდივანი 3