საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის (№6823-რს, 14.07.2020) აღსრულების, ამავე კანონის გარდამავალი დებულებებით, აგრეთვე, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (№6833-რს, 14.07.2020) გარდამავალი დებულებებით აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისათვის განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
01.10.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-12484/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2021-09-23
კომიტეტის სხდომის ნომერი 51

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა თარიღი 23 სექტემბერი 2021 10:30 2021 წლის 23 სექტემბერი , 10:30 საათი ქ . თბილისი , საქართველოს პარლამენტი პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი , III სართული ) დღის წესრიგი 1. კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 37-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის მე2 პუნქტის შესაბამისად, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის (N6823-რს, 14.07.2020) გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის შემოწმება; 2. მუნიციპალიტეტებში მიმდინარე სოციალურ მუშაობასთან დაკავშირებით სოციალური მუშაობის შესახებ საქართველოს კანონისა და ბავშვის უფლებათა კოდექსის შესაბამისი ნორმების იმპლემენტაციის პროცესის მიმოხილვა; 3. საქართველოს მოქალაქეების: თამუნა ბოლოთაურის, თინათინ ქოქრაშვილისა და კახაბერ ძაგანიას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-6836/21; 27.05.2021); 4. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 46-ე მუხლის საფუძველზე სამუშაო ჯგუფის შექმნა ნარკოტიკულ სამართალდარღვევებზე პრობაციისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე უფლებების ჩამორთმევის მდგომარეობის ანალიზისა და პასუხისგებაში მიცემულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობის შესასწავლად.
ოქმი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა N51 2021 წლის 23 სექტემბერი, 10:30 საათი ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული) დღის წესრიგი 1. კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 37ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის (N6823-რს, 14.07.2020) გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის შემოწმება; 2. მუნიციპალიტეტებში მიმდინარე სოციალურ მუშაობასთან დაკავშირებით სოციალური მუშაობის შესახებ საქართველოს კანონისა და ბავშვის უფლებათა კოდექსის შესაბამისი ნორმების იმპლემენტაციის პროცესის მიმოხილვა; 3. საქართველოს მოქალაქეების: თამუნა ბოლოთაურის, თინათინ ქოქრაშვილისა და კახაბერ ძაგანიას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-6836/21; 27.05.2021); 4. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 46-ე მუხლის საფუძველზე სამუშაო ჯგუფის შექმნა ნარკოტიკულ სამართალდარღვევებზე პრობაციისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე უფლებების ჩამორთმევის მდგომარეობის ანალიზისა და პასუხისგებაში მიცემულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობის შესასწავლად. 2021 წლის 23 სექტემბრის სხდომაზე დადასტურდა სხდომის ჩატარებისთვის საჭირო კვორუმი. კომიტეტმა ერთხმად დაამტკიცა სხდომის დღის წესრიგი. სხდომას თავმჯდომარეობდა - მიხეილ სარჯველაძე. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ალუდა ღუდუშაური, სავალან მირზოევი, ვლადიმერ ჩაჩიბაია, გიორგი კახიანის უფლებამონაცვლე ირაკლი ზარქუა, ზაურ დარგალი, ანა ნაცვლიშვილი, ტარიელ ნაკაიძის უფლებამონაცვლე თეონა აქუბარდია, ეკატერინე ხერხეულიძე, ნატო ჩხეიძე. კომიტეტმა, საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 37-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების, ამავე კანონის გარდამავალი დებულებებით, აგრეთვე, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის გარდამავალი დებულებებით აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისათვის განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის შემოწმების მიზნით, კიდევ ერთი საკომიტეტო მოსმენა გამართა. კომიტეტის სხდომაზე უწყებებმა წარმოადგინეს ინფორმაცია, ზემოხსენებული კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე და შესრულების მდგომარეობაზე. კომიტეტმა მოისმინა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლის - ნიკო თათულაშვილის, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის - ნინო ველთაურის, მთავარი შრომის ინსპექტორის - ბექა ფერაძის, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის - ეკატერინე ქარდავას და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებები ვალდებულებების შესრულების მდგომარეობასთან დაკავშირებით. კომიტეტი მიესალმება უწყებების მხიდან ვალდებულების შესრულებისთვის განხორციელებულ ყველა აქტივობას და ძალისხმევას, თუმცა წუხილს გამოთქვამს რიგი ვალდებულებების შესრულების გაჭიანურებასთან დაკავშირებით. კომიტეტის მხრიდან დამატებით აღინიშნა, რომ არსებობს პროგრესი სამოქმედო გეგმების დამტკიცების მიმართულებითაც, ასევე კომიტეტი მიესალმება და მხარს უჭერს სსიპ შრომის ინპექციის, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს და სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს საქმიანობას. ამავე დროს, კომიტეტი ადასტურებს, რომ ზემოხსენებული სახელმწიფო ორგანოების/დაწესებულებების ინიციატივებისა და მათზე დაკისრებული ვალდებულებების განხორციელება საჭიროებს დახმარებას ფინანსური თვალსაზრისით. კომიტეტი ადვოკატირებს მათთვის ამისათვის საჭიროს ფინანსური რესურსის გამოყოფას, ისევე როგორც გამოთქვამს მზადყოფნას შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების მხარდაჭერის მიმართულებით. კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილი ინფორმაციების მოსმენის შედეგად იდენტიფიცირებული გამოწვევების დაძლევის მიზნით, კომიტეტი, საქართველოს მთავრობის, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, სსიპ შრომის ინპექციის და სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიმართ გასცემს რეკომენდაციებს, რომლებიც ასახული ქნება კომიტეტის დასკვნაში. კომიტეტმა ასევე, საკომიტეტო მოსმენის ფორმატში განიხილა მუნიციპალიტეტებში მიმდინარე სოციალურ მუშაობასთან დაკავშირებით „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ შესაბამისი ნორმების იმპლემენტაციის პროცესი. საზედამხედველო უფლებამოსილების ფარგლებში მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე, კომიტეტმა (კომიტეტის აპარატმა) წარმოადგინა მუნიციპალიტეტებში სოციალური მუშაობის დანერგვის პროცესის შესახებ ანგარიში. ანგარიშში მიმოხილული იყო მუნიციპალიტეტებში სოციალური მუშაობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების და მათი იმპლემენტაციის მიმდინარე პროცესის შესახებ ინფორმაცია; აგრეთვე, სოციალური მუშაობის ძირითადი გამოწვევების და გაუმჯობესების ხედვა. ანგარიში მოისმინეს სოციალური მუშაობის იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლებმა (საქართველოს მთავრობა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მუნიციპალიტეტები). კომიტეტმა განიხილა: საქართველოს მოქალაქეების: თამუნა ბოლოთაურის, თინათინ ქოქრაშვილისა და კახაბერ ძაგანიას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით. საკანონმდებლო წინადადების ადმინისტრაციული ავტორები ითხოვენ ცვლილების სამართალდარღვევათა კოდექსში. კერძოდ, შეტანას კოდექსის საქართველოს 130-ე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით, რომლის მიხედვითაც 16 წლამდე ასაკის მგზავრის უბილეთო გადაადგილება არ გამოიწვევს მის დაჯარიმებას და მას უფლება მიეცემა, დაასრულოს მგზავრობა, ხოლო კონტროლის განმახორციელებელ პირს აეკრძალება, დაატოვებინოს მას სატრანსპორტო საშუალება. საკანონმდებლო წინადადების ავტორთა მოსაზრებით, დღეისთვის არსებული რეგულირება ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე ბავშვის უფლებების კონვენციას. ავტორთა აზრით, იმისათვის, რომ ბავშვის კონვენციური უფლებები იყოს დაცული, უნდა იქნეს მიღებული მათ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება. კომიტეტი თვლის, რომ საკანონმდებლო წინადადების სულისკვეთება იმსახურებს ყურადღებას ბავშვის უფლებებსა და ინტერესებზე აქცენტირების გამო, თუმცა, ამავე დროს, კომიტეტს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების სრულად მიღება, სავარაუდოდ, წაახალისებს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებს და გაზრდის უბილეთო მგზავრთა რაოდენობას, უბილეთო წაყვანათა რიცხვს. ამდენად კომიტეტს მიაჩნია, რომ საკანონმედბო წინადადების ავტორთა აზრი, რომ 16 წლამდე ასაკის მგზავრის უბილეთო გადაადგილება არ იწვევდეს მის დაჯარიმებას, ამ ნაწილში გასაზიარებელი არაა. კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია მუშაობის გაგრძელება საკანონმდებლო წინადადებაში წამოჭრილი საკითხის გადასაწყვეტად იმგვარი საკანონმდებლო რეგულირების შექმნის მიზნით, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება ბავშვის უფლებათა კოდექსთან და მის პრინციპებთან. კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა კენჭისყრით მომხრე - 6, წინააღმდეგი - 0, მიღებულად ცნო საქართველოს მოქალაქეების: თამუნა ბოლოთაურის, თინათინ ქოქრაშვილის და კახაბერ ძაგანიას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით. კომიტეტმა, კენჭი უყარა მ/წლის 6 სექტმებრის სხდომაზე მოსმენილ საკითხს: ნარკოტიკულ სამართალდარღვევებზე პრობაციისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე უფლებების ჩამორთმევის მდგომარეობის ანალიზისა და პასუხისგებაში მიცემულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობის შესწავლის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ. კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა კენჭისყრით მომხრე - 6, წინააღმდეგი - 0, მხარი დაუჭირა აღნიშნული სამუშაო ჯგუფის შექმნას შემდეგი შემადგენლობით: მიხეილ სარჯველაძე - საქართველოს პარლამენტის წევრი; დავით სერგეენკო - საქართველოს პარლამენტის წევრი; დიმიტრი ხუნდაძე - საქართველოს პარლამენტის წევრი; ნინო იობაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი; დავით მათიკაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი; ანა ნაცვლიშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი; ნატო ჩხეიძე საქართველოს პარლამენტის წევრი; იაგო ხვიჩია - საქართველოს პარლამენტის წევრი. კომიტეტის გადაწყვეტილებით, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელად განისაზღვრა საქარველოს პარლამენტის წევრი მიხეილ სარჯველაძე; სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში მონაწილეობა ეთხოვა: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს; საქართველოს პროკურატურას. სამუშაო ჯგუფის მუშაობის ვადა განისაზღვროს 2 თვით; სხდომის თავმჯდომარე: მიხეილ სარჯველაძე სხდომის მდივანი: მაკა ლაშხია