საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ელისო ბოლქვაძის მიერ წარმოდგენილი 2021 წლის 20-27 სექტემბერს საფრანგეთსა და მონაკოში მისი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შესახებ ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
04.10.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე
ნომერი
#2-12541/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-10-05
ბიუროს ნომერი 86

📜 ტექსტი

წერილი
კულტურის კომიტეტი 2-12541/21 04-10-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი : საორგანიზაციო დეპარტამენტს ბატონო კახა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის შესაბამისად წარმოგიდგენთ ანგარიშს 2021 წლის 20-27 სექტემბერს საფრანგეთსა და მონაკოში ჩემი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შესახებ. დანართი: ფურცელი 2 პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავჯდომარის, ქალბატონი ელისო ბოლქვაძის საფრანგეთსა და მონაკოში ოფიციალური ვიზიტის ანგარიში 2021 წლის 20 სექტემბერი მონაკო 2021 წლის 21-27 სექტემბერი, ქ. პარიზი, საფრანგეთი ვიზიტი ემსახურება საქართველოსა და საფრანგეთს შორის ხელოვნების გარკვეულ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას და საქართველოს კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას. საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავჯდომარე, ქალბატონი ელისო ბოლქვაძემ, საქართველოს კულტურის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, შეხვედრები გამართა საფრანგეთში კულტურის სფეროში მოღვაწე მნიშვნელოვან პირებთან: • მონაკოში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს საპატიო კონსულთან საფრანგეთში, ბატონ დავიდ რენდალთან, განხილულ იქნა მონაკოს პრინცის ალბერტ II-ის სასახლეში, ქართველ ნიჭიერ ბავშვთა მონაწილეობით გალა კონცერტის ორგანიზების საკითხი. • საფრანგეთის გამომცემელთა ეროვნული სინდიკატის გენერალურ დირექტორთან, ბატონ პიერ დუტილელთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საფრანგეთის მნიშვნელოვან გამომცემლობებში, როგორიცაა Gallimard, Flammarion, Albin Michel, ქართული მსოფლიო მნიშვნელობის ნაწარმოებების გამოცემის საკითხს. თანამშრომლობა მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის ლიტერატურის სფეროში მჭიდრო კავშირს, საერთაშორისო ლიტერატურულ გამომცემლობებში აქტიურ ჩართულობასა და ფრანგულენოვანი საზოგადოებისთვის ქართულ ლიტერატურული შემოქმედების გაცნობას. • ქართული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით, ქალბატონმა ელისომ შეხვედრა გამართა ჟურნალ Diapason-ის დირექტორთან ეტიენ განუშოდთან და მთავარ რედაქტორთან ემანუელ დუპუისთან, სადაც განხილული იყო აღნიშნულ ჟურნალის ერთერთ ნომერში, ქართული კულტურის თემატიკაზე ვრცელი მასალის განთავსების საკითხი. • იუნესკოს კომუნიკაციისა და კულტურის სექტორის დირექტორთან, ქალბატონ დენიზ ბაკსთან შეხვედრისას ქალბატონმა ელისომ ხაზი გაუსვას იუნესკოს მხარდაჭერას ქართული კულტურის შენარჩუნებასა და განვითარებაში. შეხვედრაზე საუბარი შეეხო იუნესკოს მხრიდან ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორის ფესტივალის მხარდაჭერის მნიშვნელობას, ურთიერთანამშრომლობის გაღრმავებასა და ამ მიზნით, იუნესკოს პატრონაჟის სტატუსის გაძლიერებას. • საქართველოს სახელოვნებო შემოქმედების პოპულარიზაციისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, შეხვედრა გაიმართა „საზოგადოება ფრანგი ხელოვანების“ პრეზიდენტთან ქალბატონ მარტინ დელალევთან, სადაც საუბარი შეეხო სხვადასხვა საგამოფენო სივრცეების დათმობას, საქართველოს სამხატვრო აკადემიის ახალგაზრდა თაობათა შემოქმედებისთვის. ასევე, ორ ქვეყანას შორის სახელოვნებო სფეროში ცნობიერების ამაღლების მიზნით, განხილულ იქნა გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობა და საერთაშორისო ღონისძიებებში აქტიური ჩართულობა. • მუსიკის საერთაშორისო საბჭოს აღმასრულებელ მდივანთან, სილჯია ფიშერთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ქართველი ახალგაზრდა მუსიკოსების საერთაშორისო ფესტივალებში და კონცერტებში ჩართულობის ხელშეწყობას. განხილული იქნა სხვადასხვა საერთაშორისო მუსიკალურ ქსელებში საქართველოს ჩართულობის საკითხი, მათ შორის „ევროპის საკონცერტო დარბაზების ორგანიზაციაში“ (ECHO) . ამავე ვიზიტის ფარგლებში, კულტურის კომიტეტის თავჯდომარე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო. ქალბატონი ელისო მიწვეული იყო ტრიუმფალურ თაღთან ცეცხლის დანთების ცერემონიალზე, დიმიტრი ამილახვარისა და საფრანგეთისთვის მებრძოლი წარმოშობით ქართველი ჯარისკაცების საპატივსაცემოდ. დიმიტრი ამილახვარის ხსოვნას მიეძღვნა ასევე ინვალიდების სასახლეში გამართული საზეიმო ღონისძიება, სადაც მის საპატივსაცემოდ გაიხსნა ბიუსტის. ღონისძიებას სხვა მნიშვნელოვან პირებთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდა.