საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება გადახდისუუნარო იურიდიული პირების სამეურვეო მასაში შვილობილ კომპანიებში არსებული წილების შეყვანის შესახებ

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
04.10.2021
ავტორი
საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილი
ნომერი
#1-13377/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-10-05
ბიუროს ნომერი 86

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA0041215684536 04.10.2021 საქართველოს პარლამენტი საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სათაური: 04.04.2021: დაზუსტებული საკანონმდებლო წინადადება გადახდისუუნარო იურიდიული პირების სამეურვეო მასაში შვილობილ კომპანიებში არსებული წილების შეყვანის შესახებ შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, მოგმართავთ საკანონმდებლო წინადადებით, რომ გადახდისუუნარო იურიდიული პირების სამეურვეო მასაში როგორც აწ ძალადაკარგულ (კანონი "გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ", სარეგისტრაციო კოდი 240.140.000.05.001.002.766), ისე ამჟამად მოქმედ საკანონმდებლო აქტში (კანონი "რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ", სარეგისტრაციო კოდი 240140000.05.001.020190) შევიდეს ცვლილებები, რომელთა მეშვეობითაც შვილობილ კომპანიებში არსებული წილების სამეურვეო მასაში შესვლა დაკანონდება საკანომდებლო დონეზე. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახდისუუნარობის საქმეებშის საერთო სასამართლოებში განხილვისას გაგრძელდება მე–5 და მე–6 რიგის კრედიტორთა უფლებების თანმდევი სისტემური ხარვეზი, რომლის პირობებშიც სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და შემოსავლების სამსახურის ერთობლივი ძალისხმევით სამეურვეო მასის ფარგლებს გარეთ რჩება გადახდისუუნარო კომპანიების კუთვნილ შვილობილ კომპანიებში არსებული წილები და, შესაბამისად, – გადახდისუუნარო მოვალეთა შვილობილი კომპანიების საკუთრებაში არსებული ქონება, რომელთა საწყისი ფასიც, კონკრეტულ შემთხვევებში [იხ. მაგალითად, ბმული: https://www.eauction.ge/Home/EntityView/735955], შეადგენს მილიონობით აშშ დოლარს, და არა მხოლოდ 3,848,840 ლარს, რომელიც მეორე აუქციონზე შესაძლებელია გაიყიდოს საწყისი ფასის 25%–ში, ანუ 1 მილიონ ლარზე ნაკლებ ფასად !!! === ამგვარი სქემებით გადახდისუუნარობის პროცესის მონაწილეთა ერთობლივი უკანონო ძალისხმევის შედეგად კითხვის ქვეშ ექცევა მე–5 და მე–6 რიგის კრედიტორთა და თვით მართლმსაჯულების ინტერესები: ფორმალურად ხდება მხოლოდ კონკრეტული გადახდისუუნარო კომპანიის სახელზე საჯარო რეესტრში რიცხული უძრავი ქონებისა და ავტომობილების მოძიება– რეალიზაცია, ხოლო შვილობილ კომპანიებში არსებული წილები, შეფასებული აღნიშნულ შვილობილ კომპანიებზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ქონების გათვალისწინებით, სამეურვეო მასაში არ შეჰყავთ არც სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს და არც შემოსავლების სამსახურს. ამგვარი უკანონობის და მე–5 და მე–6 რიგის კრედიტორთა უფლებების შემლახველი სქემის აღკვეთის ერთ–ერთ საშუალებად გვესახება საკანონმდებლო რეგულირების გამკაცრება/დაზუსტება (გადახდისუუნარო იურიდიული პირების სამეურვეო მასაში მათ შვილობილ კომპანიებში არსებული მათი წილების შეყვანა), რაც მარტივად მოუღებს ბოლოს ამ ნეო–კორუფციულ სქემას. ორივე აქტში ცვლილების შეტანა კი იმით არის განპირობებული, რომ "რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ საქართველოს კანონის 121ე მუხლის თანახმად ("კანონის მოქმედების მიმდინარე გადახდისუუნარობის საქმეებზე გავრცელება") დაწყებული გადახდისუუნარობის საქმის წარმოება გრძელდება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად". საკანონმდებლო წინადადების გაზიარების შემთხვევაში საერთო სასამართლოებს გაუმარტივდებათ გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოებისას სამეურვეო მასის სრული ოდენობით შეკრება– რეალიზაციის პროცესის წარმართვა, ამაღლდება გადახდისუუნარობის პროცესის ეფექტურობა, გადაწყვეტილებების მიღება კრედიტორთა მიერ განხორციელდება უკეთესი ინფორმირებულობის პირობებში, ნაკლებად დაზარალდება მე–5 და მე–6 რიგის კრედიტორთა უფლებები, ამაღლდება შემოსავლების სამსახურის და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მუშაობის ეფექტურობა, ამაღლდება მართლმსაჯულების ეფექტურობის დონე, სამეურვეო მასიდან კონკრეტული ნივთების ამორიცხვის მოთხოვნის შემთხვევაში (შესაბამისი სამოქალაქო სარჩელის არსებობის პირობებში) კრედიტორთა მიერ გადაწყვეტილებების მიღება განხორციელდება სრული ინფორმირების პირობებში, უკეთესად იქნება დაცული ადამიანის უფლებები, გაიზრდება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები. პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი პ. # მობილური: ელფოსტა: