საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე 2021 წლის 15 მარტიდან 2021 წლის 15 სექტემბრამდე პერიოდში

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
05.10.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცდურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-12554/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-10-12
ბიუროს ნომერი 87

📜 ტექსტი

წერილი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 2-12554/21 05-10-2021 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ კახაბერ კუჭავას ბატონო კახაბერ, გიგზავნით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე 2021 წლის 15 მარტიდან 2021 წლის 15 სექტემბრამდე პერიოდში. დანართი: 9 ფურცელი პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
დანართი ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე (2021 წლის 15 მარტიდან - 2021 წლის 15 სექტემბრამდე პერიოდში) 2021 წლის 15 მარტიდან 2021 წლის 15 სექტემბრამდე პერიოდში ჩატარებული საქართველოს პარლამენტის ბიუროს 30 სხდომიდან, დავალებები (სულ 57), რომელთა შესახებაც წარმოდგენილია ინფორმაცია, განისაზღვრა ბიუროს 10 სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ორგანოს ხაზინადართა საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილებების საფუძველზე. საქართველოს პარლამენტის აპარატის დეპარტამენტებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: 51 დავალება შესრულებულია, 3 დავალების შესრულებაზე მიმდინარეობს მუშაობა, 3 დავალების შესრულება შეჩერებულია. საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 22 მარტის ბიუროს გადაწყვეტილებით ოქმი N37/8  საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს სათანადო პროცედურების განხორციელება  სხვადასხვა ტიპის პრინტერებისათვის სახარჯი მასალის (კარტრიჯების) შესაძენად;  საქართველოს პარლამენტის აპარატისათვის საჭირო სხვადასხვა შესყიდვების შესაძენად: – A4 ფორმატის 4000 შეკვრა უმაღლესი ხარისხის საბეჭდი ქაღალდის; – საქართველოს პარლამენტის სასახლესი გნთავსებული მედიაცენტრისათვის არხული გათბობა-კონდიცირების სისტემის მიწოდება-მონტაჟის მომსახურების; – ხანძარსაქრობი აგენტის NAFS227 მიწოდება-შეცვლის მომსახურების; – 2021-22 წლის ანტივირუსული სისტემის ლიცენზიების (ანტივირუსის ორწლიანი ლიცენზია 1000 მომხმარებელზე და ანტივირუსის სენსბოქსის ლიცენზია 100 მომხმრებელზე). დავალებების შესრულების მდგომარეობა: საქართველოს პარლამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: დავალებები შესრულებულია საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 19 აპრილის ბიუროს გადაწყვეტილებით ოქმი N48/13  საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს დაევალა: საქართველოს მოქალაქე ზაალ სარაჯიშვილის „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელების მიზნით ლობისტად რეგისტრაციის შესახებ Page |2 განცხადების (N1-5009/21; 16.04.2021) შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება დავალებების შესრულების მდგომარეობა: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საკითხი განიხილა 2021 წლის 17 მაისის სხდომაზე და „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე უარი უთხრა საქართველოს მოქალაქე ზაალ სარაჯიშვილს ლობისტად რეგისტრაციაზე. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა მოქალაქე ზაალ სარაჯიშვილის ლობისტად რეგისტრაციის შესახებ განცხადების შესწავლის თაობაზე და გადაწყვეტილების პროექტი გაეგზავნა საქართველოს პარლამენტის ბიუროს. საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 28 აპრილის ბიუროს გადაწყვეტილებით ოქმი N50/3  საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს დაევალა: საქართველოს მოქალაქე ბესიკ ქარცივაძის „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონზე ლობისტად რეგისტრაციის შესახებ განცხადების (N1-5487/21;26.04.2021) შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება დავალებების შესრულების მდგომარეობა: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საკითხი განიხილა 2021 წლის 17 მაისის სხდომაზე და „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე უარი უთხრას საქართველოს მოქალაქე ბესიკ ქარცივაძეს ლობისტად რეგისტრაციაზე. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა მოქალაქე ბესიკ ქარცივაძის ლობისტად რეგისტრაციის შესახებ განცხადების შესწავლის თაობაზე და გადაწყვეტილების პროექტი გაეგზავნა საქართველოს პარლამენტის ბიუროს. დავალება შესრულებულია საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 17 მაისის ბიუროს გადაწყვეტილებით ოქმი N54/7/8  საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს სათანადო პროცედურების განხორციელება  საქართველოს პარლამენტისათვის საჭირო სხვადასხვა სახელმწიფო შესყიდვების შესაძენად: – გათბობა-კონდიცირების სისტემისათვის სხვადასხვა სიმძლავრის 40 ერთეული ფანკოილის და 27 ერთეული რადიატორის; – ფირნიშების (საქართველოს პარლამენტის სასახლის B კორპუსში განთავსებული სამუზეუმო ექსპონატებისათვის ნუმერაციის მაჩვენებლების); – 58 ერთეული სხვადასხვა მწარმოებლის და სიმძლავრის ზამთარ-ზაფხულის სპლიტ ტექნიკური მომსახურების სისტემის კონდიციონერის შეკეთებისაა და (პრეისკურანტით); Page |3 – საქართველოს პარლამენტის სასახლის A კორპუსის კინოდარბაზთან არსებული საპირფარეშოს მიმდებაე სივრცისა და B კორპუსის ცოკოლის სართულზე განთავსებულ საზოგადოებრივი სანკვანძის სარემონტო სამუშაოების(აქსესუარების შეცვლით); – 12 ცალი სეიფის; – B კორპუსში, IV სართულზე განთავსებული ტელევიზიის სარეჯისორო ოთახების ამორტიზებული თუნუქის დახურვის თანამედროვე საიზოლაციო მასალით მოწყობის სამუშაოების; – საქართველოს პარლამენტის სასახლეში არსებული რადიატორების ამორტიზირებული ფარების ლამინატისა და მდფ-ის მასალისაგან დამზადებული ფარებით შეცვლის სამუშაოების; – LED ნათურების. დავალებების შესრულების მდგომარეობა: საქართველოს პარლამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: დავალებები შესრულებულია, გარდა: ფირნიშების (საქართველოს პარლამენტის სასახლის B კორპუსში განთავსებული სამუზეუმო ექსპონატებისათვის ნუმერაციის მაჩვენებლების) შესყიდვის შეძენა შეჩერებულია ოქმი N54/11  საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს სათანადო პროცედურების განხორციელება  საქართველოს პარლამენტის სასახლეში 398მ2 ფართობზე კვების ბლოკის ფუნქციონირების მიზნით აუქციონის გამოსაცხადებლად. დავალებების შესრულების მდგომარეობა: საქართველოს პარლამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: დავალება შესრულებულია. ოქმი N54/12/13/14  საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს სათანადო პროცედურების განხორციელება  საქართველოს პარლამენტის სასახლეში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან დაკავსირებული სექტორის საქმიანობის ამსახველი ფოტოგამოფენის, კომიტეტში არსებული ექსპოზიციისა და კომიტეტის მიმდებარე სივრცეში სათანადო ატრიბუტიკის მოწყობისათვის საჭირო შესყიდვების შესაძენად;  2 ცალი უწყვეტი კვების წყაროს (თანმდევი მომსახურების ინსტალაციით) შესაძენად;  სახარჯი მასალების (ქაღალდი 80 გრ. - ოფსეტი A3 50000 ფურცელი, ქაღალდი 120 გრ. - ოფსეტი A3 20000 ფურცელი; თვითწებადი ფირი- ECO სოლვენტური ბეჭვდისათვის, 5 რულონი; თერმო ასაკინძი წებო - ოფსეტური, 20 კგ.) დავალებების შესრულების მდგომარეობა: Page |4 საქართველოს პარლამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: დავალებები შესრულებულია. ოქმი N54/17  საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს სათანადო პროცედურების განხორციელება  საქართველოს პარლამენტისათვის საჭირო სხვადასხვა სახელმწიფო შესყიდვების შესაძენად: – სათადარიგო ენერგომომარაგების Perkins-ის წარმოების 3012TAG3A მოდელის დიზელ-გენერატორის გეგმიური ტექნიკური მომსახურების; – 3 ცალი ხალიჩებისა და რბილი ავეჯის საწმენდი დანადგარის; – მონაცემთა ვიზუალიზაციის ვებპლატფორმის ერთწლიანი პაკეტის. დავალებების შესრულების მდგომარეობა: საქართველოს პარლამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: დავალებები შესრულებულია. საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 24 მაისის ბიუროს გადაწყვეტილებით ოქმი N55/18  საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს დაევალა: საქართველოს მოქალაქე ბესიკ ქარცივაძის „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონზე ლობისტად რეგისტრაციის შესახებ განცხადების (N1-6438/21;19.05.2021) შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება დავალებების შესრულების მდგომარეობა: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საკითხი განიხილა 2021 წლის 7 ივნისის სხდომაზე და მიზანშეწონილად მიიჩნია, საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ ბესიკ ქარცივაძის ლობისტად რეგისტრაცია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა მოქალაქე ბესიკ ქარცივაძის ლობისტად რეგისტრაციის შესახებ განცხადების შესწავლის თაობაზე და გადაწყვეტილების პროექტი გაეგზავნა საქართველოს პარლამენტის ბიუროს. დავალება შესრულებულია საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 31 მაისის ბიუროს გადაწყვეტილებით ოქმი N60/13  საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა: საქართველოს კანონმდებლობის პროცედურების განხორციელება შესაბამისად უზრუნველყოს სათანადო Page |5  საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში 1 მოწვეული სპეციალისტის სახელფასო ფონდის, 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ყოველთვიურად 1500 ლარის ოდენობით განსაზღვრისათვის; დავალების შესრულების მდგომარეობა: საქართველოს პარლამენტის საფინანსო დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: დავალება შესრულებულია ოქმი N60/15  საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს სათანადო პროცედურების განხორციელება  საქართველოს პარლამენტისათვის საჭირო სხვადასხვა სახელმწიფო შესყიდვების შესაძენად: – 2021 წლისათვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრების, ვიზიტების და საქართველოს პარლამენტში დელეგაციების მიღების ორგანიზების უზრუნველსაყოფად სასტუმროებთან და რესტორნებთან ხელშეკრულების გასაფორმებლად; – ერთწლიანი ეკონომეტრიკული პროგრამის ორი „საწარმოო“ ლიცენზიის; – 1300 მ2 გზამკვლევის რეცხვა-ქიმწმენდის; – 2021 წლის 1 ივლისიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ცათვლით მედიამონიტორინგის მომსახურების; დავალებების შესრულების მდგომარეობა: საქართველოს პარლამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: დავალებები შესრულებულია. საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 31 მაისის ბიუროს გადაწყვეტილებით ოქმი N60/23  საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს დაევალა: საქართველოს მოქალაქე ზაალ სარაჯიშვილის „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელების მიზნით ლობისტად რეგისტრაციის შესახებ განცხადების (N1-6982/21; 28.05.2021) შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება დავალებების შესრულების მდგომარეობა: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საკითხი განიხილა 2021 წლის 7 ივნისის სხდომაზე და მიზანშეწონილად მიიჩნია, საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ ზაალ სარაჯიშვილის ლობისტად რეგისტრაცია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა მოქალაქე ზაალ სარაჯიშვილის ლობისტად რეგისტრაციის შესახებ განცხადების შესწავლის თაობაზე და გადაწყვეტილების პროექტი გაეგზავნა საქართველოს პარლამენტის ბიუროს. დავალება შესრულებულია Page |6 საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 14 ივნისის ბიუროს გადაწყვეტილებით ოქმი N66/21  საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს სათანადო პროცედურების განხორციელება  500 ცალი ნაჭრის ჩანთის შესაძენად; დავალებების შესრულების მდგომარეობა: საქართველოს პარლამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: დავალება შესრულებულია ოქმი N66/27  საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს სათანადო პროცედურების განხორციელება  საქართველოს პარლამენტის აპარატისათვის საჭირო საჭირო შესყიდვების შესაძენად: – 500 ცალი ხმის მიცემის ბარათის; – 10 ცალი ბრიფინგების, პრესკონფერნციებისა და ოფიციალური განცხადებებისათვის საჭირო ტრიბუნის; – სამშენებლო მასალების; – მცირე სადემონტაჟო, სამშენებლო და მოსაპირკეთებელი სამუშაოების. დავალებების შესრულების მდგომარეობა: საქართველოს პარლამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: დავალებები შესრულებულია. საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 28 ივნისის ბიუროს გადაწყვეტილებით ოქმი N73/6/7  საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს სათანადო პროცედურების განხორციელება  საქართველოს პარლამენტის აპარატისათვის საჭირო საჭირო შესყიდვების შესაძენად: – ფოტოაპარატურის; – 2021 წლის დარჩენილი პერიოდისათვის ყვავილების თაიგულების; – საქართველოს პარლამენტის სასახლის შიდა ეზოში არსებული შადრევანის აუზის დამცავი საფარის მონტაჟის; – ჩილერის (მოწოდება-გაშვება-გამართვა); – ფიტოაპარატურის შეკეთების მომსახურების; – 500000 ცალი ერთჯერადი წყლის ჭიქის. დავალებების შესრულების მდგომარეობა: Page |7 საქართველოს პარლამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: დავალებები შესრულებულია, გარდა: ფოტოაპარატურის შესყიდვის შეძენა; 2021 წლის დარჩენილი პერიოდისათვის ყვავილების თაიგულების შესყიდვის შეძენა; მიმდინარეობს მუშაობა – საქართველოს პარლამენტის სასახლის შიდა ეზოში არსებული შადრევანის აუზის დამცავი საფარის მონტაჟის შესყიდვის შეძენა. შეჩერებულია ოქმი N73/8-16,17,22  საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს სათანადო პროცედურების განხორციელება საქართველოს პარლამენტის  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ერთი მოწვეული სპეციალისტის სახელფასო ფონდის 2021 წლის 1 ივლისიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ყოველთვიურად, 2500 ლარის ოდენობით განსაზღვრისათვის;  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში 1 მოწვეული სპეციალისტის სახელფასო ფონდის, 2021 წლის 1 ივლისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ყოველთვიურად 2800 ლარის ოდენობით განსაზღვრისათვის;  კულტურის კომიტეტში 1 მოწვეული სპეციალისტის სახელფასო ფონდის 2021 წლის 1 ივლისიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ყოველთვიურად, 2200 ლარის ოდენობით განსაზღვრისათვის;  საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში 1 მოწვეული სპეციალისტის სახელფასო ფონდის, 2021 წლის 1 ივლისიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ყოველთვიურად 1500 ლარის ოდენობით განსაზღვრისათვის;  ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტში ერთი მოწვეული სპეციალისტის სახელფასო ფონდის 2021 წლის 1 ივლისიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ყოველთვიურად, 2900 ლარის ოდენობით და ერთი მოწვეული სპეციალისტის სახელფასო ფონდის 2021 წლის 1 ივლისიდან 2021 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, ყოველთვიურად, 2100 ლარის ოდენობით განსაზღვრისათვის;  თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ორი მოწვეული სპეციალისტის სახელფასო ფონდის 2021 წლის 1 ივლისიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, თითოეულისათვის, ყოველთვიურად, 2000 ლარის ოდენობით განსაზღვრისათვის;  იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 2 მოწვეული სპეციალისტის სახელფასო ფონდის, 2021 წლის 1 ივლისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, თითოეულისათვის, ყოველთვიურად, 2800 ლარის ოდენობით და 3 მოწვეული სპეციალისტის სახელფასო ფონდის, 2021 წლის 1 ივლისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, თითოეულისათვის, ყოველთვიურად, 2200 ლარის ოდენობით განსაზღვრისათვის;  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში 2 მოწვეული სპეციალისტის სახელფასო ფონდის, 2021 წლის 1 ივლისიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ყოველთვიურად, 3600 ლარის ოდენობით განსაზღვრისათვის; Page |8  განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში 2 მოწვეული სპეციალისტის სახელფასო ფონდის 2021 წლის 1 ივლისიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, თითოეულისათვის, ყოველთვიურად, 1600 ლარის ოდენობით განსაზღვრისათვის; დავალებების შესრულების მდგომარეობა: საქართველოს პარლამენტის საფინანსო დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: დავალებები შესრულებულია, გარდა:  განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში 2 მოწვეული სპეციალისტის სახელფასო ფონდის 2021 წლის 1 ივლისიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, თითოეულისათვის, ყოველთვიურად, 1600 ლარის ოდენობით განსაზღვრა; ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2 აგვისტოს N82/22 გადაწყვეტილებით საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 2 აგვისტოს ბიუროს გადაწყვეტილებით ოქმი N82/16/17/18/19/20  საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს სათანადო პროცედურების განხორციელება  საქართველოს პარლამენტის აპარატისათვის საჭირო საჭირო შესყიდვების შესაძენად: – 50 ერთეული პერსონალური კომპიუტერის; – საქართველოს პარლამენტის სასახლის N1 საბოილეროსათვის ძალოვანი კაბელის და ელექტრო ავტომატების მოწოდების და სამონტაჟო სამუშაოების (მომსახურების); – საქართველოს პარლამენტის საერთასორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის 2021 წლის 2 ივლისის N2-9038/21 წერილის საფუძველზე, ორმხრივი სამკერდე დროშების; – საქართველოს პარლამენტის „ა“ კორპუსის N209 სამუშაო ოთახის ინტერიერისათვის ფარდების (კერვით მომსახურეობა) და შესაბამისი მეტალის კარნიზების (მონტაჟით); – საქართველოს პარლამენტის საჭიროებისათვის სხვადასხვა ტიპის ელემენტების, ფარდა-ჟალუზების, 30 ცალი საოფისე მაგიდის, 50 ცალი გორგოლაჭიანი საოფისე სავარძლის; უმაღლესი ხარისხის A4 ფორმატის 200 შეკვრა საბეჭდი ქაღალდის; – პარლამენტის სასახლის „ბ“ კორპუსის N202 ა ოთახის შეხვედრების ოთახად გადაკეთებისათვის; – ცხელი და ცივი წყლის გამანაწილებელის ე. წ. სავარცხელის მოწოდება-შეცვლის სამუშაოებისა და ცენტრალური შადრევანის ჰიდრავლიკური სისტემის მოწოდებაშეცვლისათვის. დავალებების შესრულების მდგომარეობა: საქართველოს პარლამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: დავალებები შესრულებულია, გარდა: 50 ერთეული პერსონალური კომპიუტერის შესყიდვის შეძენა; შესრულებულია ნაწილობრივ. ცხელი და ცივი წყლის გამანაწილებელის ე. წ. სავარცხელის მოწოდება-შეცვლის სამუშაოებისა და ცენტრალური შადრევანის ჰიდრავლიკური სისტემის მოწოდებაშეცვლისათვის შესყიდვის შეძენა Page |9 მიმდინარეობს მუშაობა. საქართველოს პარლამენტის საჭიროებისათვის სხვადასხვა ტიპის ელემენტების, ფარდა-ჟალუზების, 30 ცალი საოფისე მაგიდის, 50 ცალი გორგოლაჭიანი საოფისე სავარძლის; უმაღლესი ხარისხის A4 ფორმატის 200 შეკვრა საბეჭდი ქაღალდის შესყიდვის შეძენა შეჩერებულია. საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 2 აგვისტოს ბიუროს გადაწყვეტილებით ოქმი N82/22  საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს სათანადო პროცედურების განხორციელება საქართველოს პარლამენტის  განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში 2 მოწვეული სპეციალისტის სახელფასო ფონდის 2021 წლის 1 ივლისიდან 2021 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, თითოეულისათვის, ყოველთვიურად, 2550 ლარის ოდენობით განსაზღვრისათვის; დავალებების შესრულების მდგომარეობა: საქართველოს პარლამენტის საფინანსო დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: დავალება შესრულებულია. . საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიღებულ გადაწყვეტილებათა კონტროლის ჯგუფი