„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (4)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-10-12
ბიუროს ნომერი 87
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი
1.
საქართველოს
საგადასახადო
კოდექსის
(საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის „ბ“
ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) მიწოდებული უძრავი ქონება განთავსებულია იმ ობიექტში, რომელიც
აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:
ბ.ა) ობიექტი 2008 წლის 8 აგვისტოსთვის ძალაში მყოფი მშენებლობის
ნებართვით არის გათვალისწინებული;
ბ.ბ) ობიექტზე 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით საპროექტო
დოკუმენტაცია
(არქიტექტურული
პროექტი)
უფლებამოსილ
ორგანოსთან
შეთანხმებული იყო, მშენებლობის ნებართვა კი შემდგომ გაიცა;
ბ.გ) ამ ნაწილის „ბ.ა“ ან „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ რომელიმე
ობიექტზე 2008 წლის 8 აგვისტოს შემდგომ პერიოდში შეიცვალა საპროექტო
დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) ან განხორციელდა არსებული შენობის
დემონტაჟი და გაცემულია მშენებლობის ახალი ნებართვა;“.
მუხლი 2. ამ კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება
გავრცელდეს 2015 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის დღეს მოქმედი 309-ე მუხლის 79-ე
ნაწილი განსაზღვრავს გარკვეულ პირობებს შეღავათებისათვის იმ მშენებლობებზე,
რომლებზეც მშენებლობის ნებართვის გაცემის კუთხით გარკვეული ტიპის
ადმინისტრაციული წარმოებები დაწყებული იყო 2008 წლის 8 აგვისტომდე და ეს
მშენებლობები ვერ დასრულდა. კერძოდ ერთ-ერთ ასეთ პირობას წარმოადგენს
შემდეგი: მიწოდებული უძრავი ქონება გათავსებული უნდა იყოს 2008 წლის 8
აგვისტოსთვის ძალაში მყოფი მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებულ
ობიექტში ან იმ ობიექტში, რომელზედაც 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით
საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) უფლებამოსილ ორგანოსთან
შეთანხმებული იყო, მშენებლობის ნებართვა კი შემდგომ გაიცა.
უნდა აღინიშნოს, რომ დღეის მდგომარეობით, ისევ არსებობს ისეთი
ობიექტები, რომლებზე მშენებლობის ნებართვა გაცემულია 2008 წლის 8 აგვისტოს
მდგომარეობიოთ ან 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით შეთანხმებული იყო
არქიტექტურული პროექტი და მშენებლობის ნებართვა მერე გაიცა, თუმცა ჯერ კიდევ
არ არის დასრულებული.
ამ პრობლემის მოგვარების მიზნით, დედაქალაქის ხელისუფლების მიერ
დაიგეგმა გარკვეული ღონისძიებები, რომლის ფარგლებში განხორციელდა
გარკვეული სამართლებრივი ცვლილებებიც. ამ ცვლილებების მიხედვით:
„ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და
განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N59 დადგენილების 35-ე მუხლის
თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული
დაუმთავრებელი
შენობა-ნაგებობის
მშენებლობის
დასრულებისა
და
მუნიციპალიტეტის იერსახის გაუმჯობესების მიზნით, ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, დაუმთავრებელი მშენებლობების მიმართ
გამოიყენოს კანონმდებლობით განსაზღვრული ხელშემწყობი ღონისძიებები.
აღნიშნულის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მიერ მიღებულ იქნა არაერთი
გადაწყვეტილება მშენებლობების დასრულების ხელშეწყობის კუთხით, რომლის
ფარგლებში ათასობით დაზარალებული ადამიანი იქნება დაკმაყოფილებული.
უნდა აღინიშნოს, რომ დეველოპერები, რომლებიც დაზარალებულ
ადამიანებთან ერთად მიმართავენ მუნიციპალიტეტს პრობლემის მოგვარების
მიზნით, ცხადია სამშენებლო ხარჯებში ითვალისწინებენ ყველა იმ ვალდებულებას
რაც დაკავშირებულია მშენებლობის დასრულებასთან. მეტი ვალდებულების
არსებობა რასაკვირველია პირდაპირპროპორციულია მუნიციპალიტეტის მხრიდან
მეტი მშენებლობის უფლების მიცემას დეველოპერისათვის (ანუ მეტი ურბანული
სიკეთის გაცემის).
პრაქტიკაში წარმოიშვა შემდეგი პრობლემა: მშენებლობის მარეგულირებელი
სამართლის მიხედვით, როცა ხდება არსებული დაუსრულებელი მშენებლობის
დემონტაჟი და მის ადგილას ახალი მშენებლობის განხორციელება, ეს ითვლება უკვე
როგორც ახალი მშენებლობის ნებართვა. ასეთ შემთხვევაში, კი ვეღარ ხდება
საგადასახადო კოდექსის 309 მუხლის 79-ე ნაწილით გათვალისწინებული შეღავათით
სარგებლობა (რადგან ახალი მშენებლობის ნებართვა გაიცემა უკვე დღეს, ანუ 2008
წლის 8 აგვისტოს შემდეგ). რეალურად, კი მშენებლობა ისევ იგივე ადგილას
ხორციელდება და დემონტაჟიც უნდა განხორციელდეს იმიტომ, რომ მისი არსებული
მდგომარეობა საფრთხის შემცველია და არ შეიძლება მასზე დაშენება, მიშენება და ა.შ.
რამდენიმე პროექტზე კი ამის აუცილებლობა (შენობა-ნაგებობის დემონტაჟი და მის
ადგილას ახალი მშენებლობის განხორციელება) უკვე წარმოიშვა და არ არის
გამორიცხული სხვა შემთხვევაშიც გახდეს ეს საჭირო საზოგადოებრივი
უსაფრთხოებიდან გამომდინარე.
დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების ხელშეწყობის ფარგლებში
მიღებული გადაწყვეტილებების დროს, კომპანიების უმრავლესობას უკვე
დასრულებული აქვთ საპროექტო დოკუმენტაციაზე მუშაობა, მიღებულია
გადაწყვეტილებები კონკრეტული სამშენებლო მოცულობების შესახებ და საკითხი
ეხება ასობით ათას კვადრატულ მეტრს. შესაბამისად, თუ ამ ყველაფერს დაემატება ის
საგადასახადო ვალდებულებაც (309-ე მუხლის 79-ე ნაწილში თუ ვერ მოხვდა საკითხი)
ამ ეტაპზე ცვლილებები იქნება საკმოდ მტკივნეული როგორც დროის, ასევე
ფინანსური თვალსაზრისით, რადგანაც დამატებითი მოდიფიკაციები გამოიწვევს
ფინანსური მოდელების შეცვლას, რაც თავისთავად აისახება კიდევ უფრო მეტი
დამატებითი კვადრატულობის გაცემის აუცილებლობაში კომპანიებისთვის. რაც,
ურბანული განვითარების თვალსაზრისით, მაშინ როდესაც ამ ღონისძიების
ფარგლებში ისედაც უწევს მუნიციპალიტეტს საკმაოდ ჭარბი დამატებითი
მოცულობების გაცემა, არასუსურველია.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მიზანშეწონილია,
რომ დაზუსტდეს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილით
გათვალისწინებული საშეღავათო პირობები და გაიწეროს, რომ დღგ-ისგან ჩათვლის
უფლებით თავისუფლდება უძრავი ქონების მიწოდება, აგრეთვე უძრავი ქონების
მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ ქონებასთან დაკავშირებული სამშენებლოსამონტაჟო მომსახურების გაწევა, თუ შესრულებულია ყველა საჭირო პირობიდან, მათ
შორის შემდეგიც: მიწოდებული უძრავი ქონება განთავსებულია 2008 წლის 8
აგვისტომდე გაცემული მშენებლობის ნებართვის მქონე ობიექტში, ან ობიექტში,
რომელზედაც 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით საპროექტო დოკუმენტაცია
(არქიტექტურული პროექტი) უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებული იყო,
მშენებლობის ნებართვა კი შემდგომ გაიცა, რომელზეც 2008 წლის 8 აგვისტოს შემდგომ
პერიოდში შეიცვალა საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) ან
განხორციელდა არსებული შენობის დემონტაჟი და გაცემულია მშენებლობის ახალი
ნებართვა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
აღწერილი
პრობლემების
გადასაჭრელად
აუცილებელია
შესაბამის
საკანონმდებლო აქტში ცვლილებების განხორციელება. საგადასახადო შეღავათის
დადგენა რომელიც გათვალისწინებულია კანონპროექტით, შესაძლებელია მხოლოდ
საკანონმდებლო აქტით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის
მიღებას
დადებითი
გავლენა
ექნება
მუნიციპალიტეტებისათვის.
ამ
შეღავთით
სარგებლობის
შემთხვევაში
დეველოპერებისათვის,
რომლებიც
უზრუნველყოფენ
დაუმთავრებელი
მშენებლობების დასრულებას, აღარ იქნება მისაცემი დამატებითი სამშენებლო
მოცულობები, რაც მუნიციპალიტეტის ურბანული გარემოსათვის არის დამატებითი
ბენეფიტი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
1. წინამდებარე კანონპროექტის პირველი მუხლით გათვალისწინებულია
ცვლილების შეტანა კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში და იგი
ყალიბდება შემდეგი რედაქციით:
„ბ) მიწოდებული უძრავი ქონება განთავსებულია იმ ობიექტში, რომელიც
აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:
ბ.ა) ობიექტი 2008 წლის 8 აგვისტოსთვის ძალაში მყოფი მშენებლობის
ნებართვით არის გათვალისწინებული;
ბ.ბ) ობიექტზე 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით საპროექტო
დოკუმენტაცია
(არქიტექტურული
პროექტი)
უფლებამოსილ
ორგანოსთან
შეთანხმებული იყო, მშენებლობის ნებართვა კი შემდგომ გაიცა;
ბ.გ) ამ ნაწილის „ბ.ა“ ან „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ რომელიმე
ობიექტზე 2008 წლის 8 აგვისტოს შემდგომ პერიოდში შეიცვალა საპროექტო
დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) ან განხორციელდა არსებული შენობის
დემონტაჟი და გაცემულია მშენებლობის ახალი ნებართვა;“.
უნდა აღინიშნოს რომ „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტი არის დღეს მოქმედი რედაქცია.
კოდექსს ემატება მხოლოდ „ბ.გ“ ქვეპუნქტი, სადაც პრაქტიკულად ხდება ნორმის
დაზუსტება. შინაარსობრივად დღეს მოქმედი რედაქციაც პრაქტიკულად უნდა
ითვალისწინებდეს იმავე ადგილას შენობის დემონტაჟის შემთხვევაში ახალი
მშენებლობის აშენებისას იგივე შეღავათის გავრცელებას, თუმცა რადგან მშენებლობის
მარეგულირებელი სამართალი ამ პროცესს (დემონტაჟის შემთხვევაში ახალი
მშენებლობის გაჩენას) უწოდებს ახალ სამშენებლო ნებართვას, უმჯობესია რომ
სიტყვა-სიტყვითაც დაზუსტდეს კოდექსის ეს შინაარსი.
2. კანონპროექტის მე-2 მუხლის ეხება კანონის ამოქმედებას. კანონი
ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, თუმცა გავრცელდება 2015 წლის 1 იანვრიდან
წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის
სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან
მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტის მიხედვით, კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, თუმცა
მისი მოქმედება გავრცელდება 2015 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ
ურთიერთობებზეც. აღნიშნული ნაწილი საგადასახადო კოდექსს (309-ე მუხლის 79-ე
ნაწილი) დაემატა 2015 წლის 1 იანვრიდან, სწორედ ამიტომ მიზანშეწონილია
წინამდებარე კანონის მოქმედებაც გავრცელდეს ამავე თარიღიდან.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
ინიციატორების მიერ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ
მოითხოვება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
საჯარო
ზედამხედველობის
განხორციელების სფეროში უფლებამოსილი ორგანოსთვის რაიმე ახალი ფუნქციის
მინიჭებას, რის გამოც წინამდებარე კანონპროექტის მიღებით დამატებითი ხარჯის
გაღება იქნებოდა საჭირო, შესაბამისად, კანონპროექტით გათვალისწინებული
ღონისძიებები განხორციელდება არსებული რესურსით.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე, რადგან ის დეველოპერები, რომლებიც ახდენენ
დაუსრულებელი
მშენებლობების
დასრულებას
და
ამ
მშენებლობასთან
დაკავშირებული ოპერაციები ვერ ხვდებოდა კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილით
გათვალისწინებულ შეღავათებში, აღარ გადაიხდიან დღგ-ს შესაბამის თანხას
ბიუჯეტში. ეს ღონისძიებები კი შეამცირებს პოტენციურად მისაღებ საბიუჯეტო
შემოსავლებს. დღეის მდგომარეობით, მაგალითად დედაქალაქის მასშტაბით სულ
მცირე სამი ასეთი ობიექტია, რომლებიც, როგორც დაუსრულებელი მშენებლობები,
საჭიროებენ ჯერ დემონტაჟს და მათ ადგილას ახალი მშენებლობის ნებართვის
შესაბამისად ახალი მშენებლობის განხორციელებას. ასეთ შემთხვევაში, კი
კანონპროექტით გათვალისწინებული შეღავათი საშუალოდ რამდენიმე მილიონი
შეიძლება იყოს (ზუსტი ციფრის დასახელება შესაძლებელია მხოლოდ მშენებლობის
ნებართვის გაცემის შემდეგ, როცა ცნობილი გახდება სამშენებლო მოცულობები და
მომსახურების მიახლოებითი მოცულობები).
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების
გამოყოფას. კოდექსის 309-ე მუხლის 81-ე ნაწილის დღეს არსებული რედაქციის
მიხედვით, „ამ მუხლის 79-ე და მე-80 ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათების
გამოსაყენებლად იმ ობიექტების ნუსხას, რომლებიც აკმაყოფილებს ამ მუხლის 79-ე
ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, განსაზღვრავს
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო“. შესაბამისად, აღნიშნულ პროცესში,
საგადასახადო ადმინისტრირების განმახორციელებელ ორგანოებთან ერთად, დღეის
მდგომარეობით უკვე ჩართულია ასევე მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოები.
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, კანონპროექტით გათვალისწინებულ
მოთხოვნებთან შესაბამისობის გადამოწმებას და შესაბამის ადმინისტრირებას
უზრუნველყოფენ ისევ ეს ორგანოები (საგადასახადო ადმინისტრირების
განმახორციელებელი ორგანოები და მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოები)
არსებული რესურსების ხარჯზე.
გარდა აღნიშნულისა კანონპროექტის მიღებას დადებითი გავლენა ექნება
მუნიციპალიტეტებისათვის.
ამ
შეღავთით
სარგებლობის
შემთხვევაში
დეველოპერებისათვის,
რომლებიც
უზრუნველყოფენ
დაუმთავრებელი
მშენებლობების დასრულებას, აღარ იქნება მისაცემი დამატებითი სამშენებლო
მოცულობები, რაც მუნიციპალიტეტის ურბანული გარემოსათვის არის დამატებითი
ბენეფიტი. დაუმთავრებელი მშენებლობის დროს, დაზარალებული პირები
მუნიციპალიტეტს მომართავენ შესაბამის ინვესტორთან ერთად. ეს ინვესტორი ცხადია
კრებს ამ ობიექტზე არსებულ ვალდებულებებს და ამის შესაბამისად ითხოვს
მუნიციპალიტეტისაგან დამატებით კ2-ს, ანუ მშენებლობის უფლებას იმ
მოცულობამდე, რომელიც უზრუნველყოფს ამ ვალდებულებების დაფარვას.
შესაბამისად, თუ წინამდებარე კანონპროექტი არ იქნება მიღებული და ეს შეღავათები
არ გავრცელდება ამ ობიექტებზე, ინვესტორი ამ ხარჯს (ბიუჯეტში გადასახდელ
თანას) ითვალისწინებს ჩვეულებრივად ხარჯში და ამის სანაცვლოდ ითხოვს
დამატებით სამშენებლო მოცულობების გაზრდას, ხოლო იმის გათვალისწინებით,
რომ ისედაც ძალიან დიდია დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისათვის და
შესაბამისი დაზარალებულების დაკმაყოფილებისათვის სამშენებლო მოცულობების
გაცემა მუნიციპალიტეტისაგან, მიზანშეწონილია გამოყენებულ იქნას ყველა შესაძლო
შესაძლებლობა რათა თავიდან იქნას აცილებული დამატებითი ურბანულად
არასასურველი მოცულობების გაცემა.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები
პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები)
მითითებით:
კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური
ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ
და
იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით,
რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს
პირდაპირი გავლენა:
გარდა ამისა, ცხადია დღგ-სთან დაკავშირებულ ამ შეღავათით ისარგებლებენ
თავად ეს კომპანიებიც, რომლებსაც აღარ ექნებათ შესაბამისი თანხები გადასახდელი
ბიუჯეტში, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ კანონპროექტის მიუღებლობის
შემთხვევაში, ისინი ამ გადასახდელ თანხებს ჩვეულებრივად გაითვალისწინებდნენ
(ითვალისწინებენ) სამშენებლო ხარჯებში და ეს ყველაფერი შემდგომ აისახება
მუნიციპალიტეტის მიერ დამატებით გასაცემ სამშენებლო მოცულობებში. დღეის
მდგომარეობით, მაგალითად დედაქალაქის მასშტაბით სულ მცირე სამი ასეთი
ობიექტია, რომლებიც, როგორც დაუსრულებელი მშენებლობები, საჭიროებენ ჯერ
დემონტაჟს და მათ ადგილას ახალი მშენებლობის ნებართვის შესაბამისად ახალი
მშენებლობის
განხორციელებას.
ასეთ
შემთხვევაში,
კი
კანონპროექტით
გათვალისწინებული შეღავათი საშუალოდ რამდენიმე მილიონი შეიძლება იყოს
(ზუსტი ციფრის დასახელება შესაძლებელია მხოლოდ მშენებლობის ნებართვის
გაცემის შემდეგ, როცა ცნობიოლი გახდება სამშენებლო მოცულობები და
მომსახურების მიახლოებითი მოცულობები), სწორედ ამ თანხას აღარ გადაიხდიან
ბიუჯეტში ეს პირები.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრას. თუმცაღა
პროექტი ითვალისწინებს
მიწოდებული უძრავი ქონების დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებას, თუ
ეს ქონება განთავსებულია 2008 წლის 8 აგვისტომდე გაცემული მშენებლობის ნებართვის
მქონე ობიექტში, ან ობიექტში, რომელზედაც 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით
საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) უფლებამოსილ ორგანოსთან
შეთანხმებული იყო, მშენებლობის ნებართვა კი შემდგომ გაიცა, რომელზეც 2008 წლის 8
აგვისტოს შემდგომ პერიოდში შეიცვალა საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული
პროექტი) ან განხორციელდა არსებული შენობის დემონტაჟი და გაცემულია მშენებლობის
ახალი ნებართვა.“.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ბავშვის უფლებრივ
მდგომარეობაზე გაუმჯობესების კუთხით. კერძოდ, დადებითი გავლენა შეიძლება
მოახდინოს იმ კუთხით, რომ კიდევ უფრო დაჩქარდება მშენებლობების პროცესი და
მათ კიდევ უფრო დროულად მიეცემათ შესაძლებლობა ისარგებლონ თავიანთი
საცხოვრებელი ფართებით.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან, აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი,
რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ,
საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“
ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო,არასახელმწიფო
ან/და საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ბექა დავითულიანი,
ირაკლი ზარქუა, ნოდარ ტურძელაძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ბექა დავითულიანი,
ირაკლი ზარქუა, ნოდარ ტურძელაძე