საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ინფორმაცია კომიტეტის 2021 წლის 7 ოქტომბრის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ საქართველოს პარლამენტის წევრის ეკა სეფაშვილის არჩევის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
07.10.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-12694/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2021-10-07
კომიტეტის სხდომის ნომერი 31

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა 2021 წლის 7 ოქტომბერი, 11:00 საათი ქალაქი თბილისი, რუსთაველის N8 ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) დღის წესრიგი 1. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევა. მომხსენებელი: კომიტეტის თავმჯდომარე - დავით სონღულაშვილი 2. საქართველოს პარლამენტის წევრების: ბექა დავითულიანის, ირაკლი ზარქუას, ეკა სეფაშვილის, ნოდარ ტურძელაძის, სოზარ სუბარის, მაია ბითაძისა და დიმიტრი სამხარაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში’’ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/47; 28.04.2021). (III მოსმენა) მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - ბექა დავითულიანი პასუხისმგებელი: ი. ცუხიშვილი
ოქმი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის ოქმი N 31 ქ. თბილისი 7 ოქტომბერი, 2021 წ. სხდომის თავმჯდომარე: დავით სონღულაშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე) სხდომის მდივანი: თამილა შაბაშვილი სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ირაკლი ზარქუა (გოჩა ენუქიძის უფლებამონაცვლე), გელა მიქაძე, ბექა დავითულიანი (ელგუჯა გოცირიძის უფლებამონაცვლე), ისკო დასენი, ლევან მგალობლიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ხათუნა სამნიძე, სულხან სიბაშვილი, ეკა სეფაშვილი, გელა სამხარაული, გურამ მაჭარაშვილი (ვასილ ჩიგოგიძის უფლებამონაცვლე), ნატო ჩხეიძე, ბეჟან წაქაძე, ნინო წილოსანი (სულ 15 წევრი). მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - დავით სონღულაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი - ბექა დავითულიანი. სხდომას ასევე ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, საქართველოს პარლამენტის წევრები, აპარატის თანამშრომლები, სხვადასხვა უწყებების, ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლები. სხდომა გახსნა დავით სონღულაშვილმა, დაადასტურა კვორუმის არსებობა და ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა დღის წესრიგი. დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი: განსახილველი საკითხები 1. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევა. მომხსენებელი: დავით სონღულაშვილი 1 2. საქართველოს პარლამენტის წევრების: ბექა დავითულიანის, ირაკლი ზარქუას, ეკა სეფაშვილის, ნოდარ ტურძელაძის, სოზარ სუბარის, მაია ბითაძისა და დიმიტრი სამხარაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში’’ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/47; 28.04.2021). (III მოსმენა) მომხსენებელი: ბექა დავითულიანი მოისმინეს: 1. სხდომის თავმჯდომარის - დავით სონღულაშვილის მოხსენება საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევის თაობაზე. მომხსენებელმა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ასარჩევად წარმოადგინა კომიტეტის წევრი - ეკა სეფაშვილი. აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა ღია კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩია კომიტეტის წევრი - ეკა სეფაშვილი; მოისმინეს: 2. საქართველოს პარლამენტის წევრის - ბექა დავითულიანის მოხსენება საქართველოს პარლამენტის წევრების: ბექა დავითულიანის, ირაკლი ზარქუას, ეკა სეფაშვილის, ნოდარ ტურძელაძის, სოზარ სუბარის, მაია ბითაძისა და დიმიტრი სამხარაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში’’ ცვლილების შეტანის შესახებ“. 2 მომხსენებელმა მესამე მოსმენით, რედაქციული ხასიათის შენიშვნებისთვის წარმოადგინა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს შემდეგ ცვლილებებს: • კოდექსით გათვალისწინებული საეტაპო ოქმის წარდგენის ვალდებულება არ გავრცელდება ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე; • ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობისას საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის მოხდება განსაზღვრული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება. აზრი გამოთქვეს: რედაქციული ხასიათის შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი კანონპროექტი და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განსახილველად. სხდომის თავმჯდომარე სხდომის მდივანი დავით სონღულაშვილი თამილა შაბაშვილი ოქმს თან ერთვის დოკუმენტური, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, რომელიც ინახება კომიტეტის აპარატში 3