საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
საკანონმდებლო წინადადება
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-10-12
ბიუროს ნომერი 87
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA0041215732530
05.10.2021
საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის ბიუროს
სათაური: სანქციის გამკაცრება (სსსკ 344 მუხლი)
შინაარსი: ვინაიდან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა
წარმოადგენს ნაკლებად მძიმე დანაშაულს, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
თანახმად, გთავაზობთ, რომ "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"–ს 344–ე
მუხლით (''საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა")
გათვალისწინებული სანქცია გამკაცრდეს, კერძოდ, გაუქმდეს "ჯარიმა" 344–ე მუხლის
პირველ ნაწილში, ხოლო პირველ და მეორე ნაწილებში სანქცია გაიზარდოს თავისუფლების
აღკვეთამდე ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირთან
ინტეგრაციის გაღრმავებისა და სოციალურ–ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების
შემთხვევაში გახშირდება სახელმწიფო საზღვრის კვეთის შემთხვევები.
პატივისცემით,
ზურაბ ვანიშვილი
პ. #:
მობილური:
ელფოსტა: