საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
საკანონმდებლო წინადადება
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-10-12
ბიუროს ნომერი 87
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA0041215822732
09.10.2021
საქართველოს პარლამენტი
სათაური: საკანონმდებლო წინადადება – ბათუმის ტრაგედიის კვალდაკვალ
შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგულამენტის 150–ე მუხლის თანახმად,
გთავაზობთ მოსამზადებელი კანონპროექტის ძირითად პრინციპებს: გთავაზობთ, რომ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60–ე მუხლის პრიმა მუხლს დაემატოს
იმდაგვარი ნორმატიული შინაარსი, რომ ე.წ. "კანონიერი ნდობის პრინციპი",
გათვალისწინებული აღნიშნული კოდექსის 60 პრიმა მუხლის მე–4 და მ–5 ნაწილებზე, არ
გავრცელდეს, გამონაკლისის სახით, მშენებლობის ნებართვის გაცემის ნებისმიერ ეტაპზე
გამოცემულ ინდ.–ადმინისტრაციულ აქტებზე (ქალაქგეგმარებითი კოეფიციენტების გაზრდა,
არქიტექტურული პროექტის დამტკიცება, მშენებლობის ნებართვის გაცემა). ასეთ
შემთხვევაში მოსახლეობას მიეცემა იმის საშუალება, რომ სასამართლო წესით ეფექტურად
გაუმკლავდეს ქვეყნის მასშტაბით მიღებულ ნებისმიერ კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ამაღლდება კანონიერება სამშენებლო სეგმენტში,
მოსახლეობას მიეცემა იმის რეალური შესაძლეობა, რომ დაიცვას საკუთარი სიცოხლე და
ქონება სამშენებლო სფეროში გამოცემული კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებისგან. == დასაბუთება: ბათუმის აწ ჩამონგრეული
კორპუსში მდებარე ბინების მესაკუთრეთა ან უშუალო მომიჯნავე მეზობლების გარდა,
უკანონო მშენებლობაზე (მე–6 და მე–7 სართულების დაშენება, სარდაფში საყრდენი კედლის
გამოცლა) სხვა ნებისმიერი პირის მიერ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო
100%–იანი ალბათობით არ დააკმაყოფილებდა სარჩელს და, შესაძლოა, არც კი მიიღებდა მას
წარმოებაში (!) იმის გამო, რომ უშუალოდ მოსარჩელეს არ ადგება პირდაპირი და უშუალო
ზიანი აღნიშნულ უკანონო მშენებლობაზე ბათუმის მერიის კანონსაწინააღმდეგო
რეაგირების გამო. შესაბამისად, სამშენებლო სფეროს და ზოგადად საცხოვრებელ სახლებს,
როგორც მაღალი რისკის შემცველ ობიექტებს, მომეტებული დოზით უნდა იცავდეს კანონი,
თითოეულ მოქალაქეს უნდა მიეცეს იმის უფლება, რომ სასამართლო წესით წინ აღუდგეს
უკანონობას სამშენებლო სფეროში.
პატივისცემით,
ზურაბ ვანიშვილი
პ. #:
მობილური:
ელფოსტა: