საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება მშენებლობის ნებართვის სასამართლოში სარჩელის წარდგენის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
საკანონმდებლო წინადადება
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-10-12
ბიუროს ნომერი 87
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA0041215823127
10.10.2021
საქართველოს პარლამენტი
სათაური: დამატებითი საკანონმდებლო წინადადება – ბათუმის ტრაგედიის კვალდაკვალ
შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 150–ე მუხლის თანახმად, გთავაზობთ,
რომ მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ ეტაპზე
გამოცემული ინდ–ადმინისტრაციული აქტების მიმართ სასამართლოში სარჩელის
წარდგენის უფლებამოსილება მიეცეს ნებისმიერ პირს, განურჩევლად იმისა, პირდაპირ და
უშუალო ზიანს აყენებს თუ არა მას სადავო ადმინისტრაციული აქტი. ასეთ შემთხვევაში,
ამაღლდება საზოგადოების დაცვის დონე მშენებლობის დარგში, როგორც მომეტებული
საფრთხის შემცველ ურთიერთობებში, ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს წინ აღუდგეს
ნებისმიერ დარღვევას სამშენებლო სფეროში, დაიცვას თავისი და სხვისი სიცოცხლე და
ქონება უკანონო ხელყოფისგან.
პატივისცემით,
ზურაბ ვანიშვილი
პ. #:
მობილური:
ელფოსტა: