საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაცია 2020 წლის 3 დეკემბრის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმის საფუძველზე, საარჩევნო ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემით მიღებული 36 მანდატიდან 1 მანდატის, ნიკანორ მელიას უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისა და, ამავდროულად, საარჩევნო სუბიექტის პარტიულ სიაში ასარჩევი საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის არასებობის გამო, გაუქმებულად ჩათვლის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-10-12
ბიუროს ნომერი 87
📜 ტექსტი
წერილი
1567-01-01-2-202110101003
N 01-01/1567
10/10/2021
საქართველოს პარლამენტის აპარატის
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
თქვენი მიმდინარე წლის 6 ოქტომბრის N10173/2-7/21 წერილის (ცესკოში
რეგისტრაციის N5950) პასუხად, გაცნობებთ, რომ საარჩევნო ბლოკის „ერთიანი
ნაციონალური
მოძრაობა
ხელმძღვანელის
2020
-
წლის
გაერთიანებული
ოპოზიცია
11
N552/01
დეკემბრის
„ძალა
ერთობაშია”
განცხადების
(ცესკოში
რეგისტრაციის N7364) საფუძველზე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს
საარჩევნო კოდექსი“ 120-ე მუხლის მე-2 პუნქტის
შესაბამისად, საქართველოს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2020 წლის 14 დეკემბრის N264/2021
განკარგულებით
საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდათ
და მოხსნილ იქნენ
საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო
ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია” მიერ წარმოდგენილი პარტიული სიიდან საქართველოს პარლამენტის
წევრობის კანდიდატები პარტიული სიის №37-დან №177-ის ჩათვლით. ანუ, საარჩევნო
რეგისტრაცია და, შესაბამისად, პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსი
გაუუქმდა საქართველოს პარლამენტის მიერ პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების
ცნობის შემდეგ პარტიულ სიაში დარჩენილ ყველა კანდიდატს.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 130-ე
მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თუ პარტიულ სიაში ასარჩევი საქართველოს
პარლამენტის წევრობის კანდიდატი აღარ არის, პარლამენტის წევრის ეს მანდატი
ითვლება გაუქმებულად.
შესაბამისად, გაუქმებულად ითვლება 2020 წლის 3 დეკემბრის საქართველოს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31
ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის საფუძველზე,
საარჩევნო ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია
„ძალა
ერთობაშია”
მიერ
პროპორციული
საარჩევნო
სისტემით
მიღებული
36
მანდატიდან 1 მანდატი, ნიკანორი მელიას უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისა და,
ამავდროულად, საარჩევნო სუბიექტის პარტიულ სიაში ასარჩევი საქართველოს
პარლამენტის წევრობის კანდიდატის არარსებობის გამო.
დანართის სახით, გიგზავნით, ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებისა და საარჩევნო
ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია” მიერ წარმოდგენილი განცხადების ასლებს.
დანართი: 12 ფურცლად.
პატივისცემით,
გიორგი კალანდარიშვილი
კომისიის თავმჯდომარე
.