საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მომართვა საკანონმდებლო წინადადებების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ: ა) საქართველოს მოქალაქე ამირან აფციაურის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება უმცირესობათა უფლებების მარეგულირებელი ნორმების შესახებ (№2-10056/21; 19.07.2021); ბ) საქართველოს სახალხო დამცველის წინადადება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილებების განხორციელების შესახებ (№1-12170/21; 31.08.2021).

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
11.10.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-12854/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-10-12
ბიუროს ნომერი 87

📜 ტექსტი

წერილი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-12854/21 11-10-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ბიუროს N82/11; 02.08.2021 და N84/9; 07.09.2021 გადაწყვეტილებებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს განსახილველად გადმოეცა საქართველოს მოქალაქე ამირან აფციაურის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება უმცირესობათა უფლებების მარეგულირებელი ნორმების შესახებ (№1-10056/21; 19.07.2021 - განხილვის ვადა 2021 წლის 19 ოქტომბრამდე) და საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილებების განხორციელების შესახებ (№1-12170/21; 31.08.2021 - განხილვის ვადა 2021 წლის 20 ოქტომბრამდე). ვინაიდან ჩამოთვლილი საკითხების განხილვის ვადები ემთხვევა მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნების წინა პერიოდს, რის გამოც საქართველოს პარლამენტი სრული დატვირთვით ვერ იმუშავებს და რაც, თავის მხრივ, აისახება კომიტეტების საქმიანობის ინტენსივობაზეც, ზემოთ მითითებულ ვადებში კომიტეტის მიერ ამ საკითხების განხილვა შესაძლოა ვერ მოესწროს. აღნიშნული ობიექტური მიზეზის გათვალისწინებით, გთხოვთ დასახელებული საკანონმდებლო წინადადებების განხილვის ვადები გააგრძელოთ 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge