საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა კანონპროექტების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ: ა) საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, ისკო დასენის, ბექა ლილუაშვილის, ალუდა ღუდუშაურის, ანა ბუჩუკურის, დავით სონღულაშვილის, მიხეილ დაუშვილის, ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, ელისო ბოლქვაძის, ნინო წილოსანის და თეა წულუკიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „აღსრულების კოდექსისა“ და მისი თანმდევი პროექტები (№07-3/34; 22.02.2021); ბ) საქართველოს პარლამენტის წევრების: კახაბერ კუჭავას, ალექსანდრე ელისაშვილის, ფრიდონ ინჯიას, ხათუნა სამნიძის, ნიკოლოზ სამხარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/98; 21.07.2021) საქართველოს კანონის პროექტი; გ) საქართველოს პარლამენტის წევრის მიხეილ სარჯველაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/105; 31.08.2021) საქართველოს ორგანულის კანონის პროექტი.
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (387 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (297 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (285 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (638 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (218 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (204 KB)
📄 წერილი (68 KB)
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-10-12
ბიუროს ნომერი 87
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-12862/21
11-10-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
თქვენთვის როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილია შემდეგი კანონპროექტები:
− საქართველოს
კანონის
პროექტი
„აღსრულების
კოდექსი“
და
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები
(N07-3/34; 22.02.2021) (მეორე მოსმენით განხილვის ბოლო ვადაა 2021 წლის
12 ოქტომბერი);
− საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/98;
21.07.2021) (პირველი მოსმენით განხილვის ბოლო ვადაა 2021 წლის 12
ოქტომბერი);
− საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ
კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N073/105; 31.08.2021) (პირველი მოსმენით განხილვის ბოლო ვადაა 2021 წლის 12
ოქტომბერი).
აღნიშნულ
კანონპროექტებზე
წამყვან
კომიტეტად
განსაზღვრულია
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. მიმდინარე პერიოდში საქართველოს პარლამენტის
სამუშაო რეჟიმის გათვალისწინებით და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით
განსაზღვრული ვადების დაცვის მიზნით, გთხოვთ, ამ კანონპროექტების საკომიტეტო
განხილვის ვადები გაგრძელდეს 30 დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge